საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ურთიერთობა აქვს დოდო გუგეშაშვილს მალხაზ მაჩალიკაშვილთან - რას ჰყვებიან გუგეშაშვილის მეგობრები
რა ურთიერთობა აქვს დოდო გუგეშაშვილს მალხაზ მაჩალიკაშვილთან - რას ჰყვებიან გუგეშაშვილის მეგობრები

დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლის მე­გობ­რე­ბი გა­მო­რი­ცხა­ვენ ვერ­სი­ას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც შე­საძ­ლოა დღეს მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბა პან­კი­სის ხე­ო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­დეს.

რო­გორც "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" დაჭ­რი­ლი თა­და­რი­გის პოლ­კოვ­ნი­კის მე­გო­ბარ­მა, ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, გუ­გე­შაშ­ვილს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს ხე­ო­ბის მცხოვ­რებ­ლებ­თან, მათ შო­რის გარ­დაც­ვლილ თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის მა­მას­თან, მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვილ­თან, თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ დღეს მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლი შე­საძ­ლოა პან­კი­სის ხე­ო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­დეს.

კი­დევ ერთ ვერ­სი­ას, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ში რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის შე­საძ­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბას უკავ­შირ­დე­ბა, გა­მო­რი­ცხავს დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლის კი­დევ ერთი მე­გო­ბა­რი მალ­ხაზ თო­ფუ­რია. "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ეთერ­ში საბ­რი­სას თო­ფუ­რია აღ­ნიშ­ნავს, რომ სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბის კვა­ლო­ბა­ზე, დღეს მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლი ნაკ­ლებ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზეა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.

იხი­ლეთ ვი­დეო: "ვინც ჭი­რი­სუ­ფა­ლია დოდო იმა­თი მე­გო­ბა­რი იყო, მი­ვი­და და სამ­ძი­მა­რი უთხრა" - მალ­ხაზ თო­ფუ­რია მა­ჩა­ლი­კაშ­ვილ­თან დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლის შე­საძ­ლო კავ­ში­რის შე­სა­ხებ

დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლის ოჯახ­ზე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლის შვი­ლი ნო­დარ გუ­გე­შაშ­ვი­ლი. დოდო გუ­გე­შაშ­ვილს ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. ამ დრო­ის­თვის, ის მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "დედა-შვი­ლი უმუ­შე­ვა­რი იყო... ისე უჭირ­დათ, ძლივს არ­სე­ბობ­დნენ" - რას ჰყვე­ბა მე­გო­ბა­რი ნოდო გუ­გე­შაშ­ვილ­ზე

"სა­ნამ დო­დოს სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში შე­იყ­ვან­დნენ, იკი­თხა, ჩემი შვი­ლი რო­გორ არი­სო.. მო­ვი­ტყუ­ეთ, რომ კარ­გად არის" - გუ­გე­შაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი

რა ურთიერთობა აქვს დოდო გუგეშაშვილს მალხაზ მაჩალიკაშვილთან - რას ჰყვებიან გუგეშაშვილის მეგობრები

რა ურთიერთობა აქვს დოდო გუგეშაშვილს მალხაზ მაჩალიკაშვილთან - რას ჰყვებიან გუგეშაშვილის მეგობრები

დოდო გუგეშაშვილის მეგობრები გამორიცხავენ ვერსიას, რომლის თანახმადაც შესაძლოა დღეს მომხდარი დანაშაულებრივი ქმედება პანკისის ხეობას უკავშირდებოდეს.

როგორც "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" დაჭრილი თადარიგის პოლკოვნიკის მეგობარმა, ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა, გუგეშაშვილს კარგი ურთიერთობა აქვს ხეობის მცხოვრებლებთან, მათ შორის გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილის მამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილთან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღეს მომხდარი დანაშაული შესაძლოა პანკისის ხეობას უკავშირდებოდეს.

კიდევ ერთ ვერსიას, რომელიც აღნიშნულ საქმეში რუსული სპეცსამსახურების შესაძლო მონაწილეობას უკავშირდება, გამორიცხავს დოდო გუგეშაშვილის კიდევ ერთი მეგობარი მალხაზ თოფურია. "პალიტრანიუსის" ეთერში საბრისას თოფურია აღნიშნავს, რომ სპეცსამსახურების მიერ შესრულებული დავალების კვალობაზე, დღეს მომხდარი დანაშაული ნაკლებ პროფესიონალურ დონეზეა შესრულებული.

იხილეთ ვიდეო: "ვინც ჭირისუფალია დოდო იმათი მეგობარი იყო, მივიდა და სამძიმარი უთხრა" - მალხაზ თოფურია მაჩალიკაშვილთან დოდო გუგეშაშვილის შესაძლო კავშირის შესახებ

დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმა განხორციელდა. შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა დოდო გუგეშაშვილის შვილი ნოდარ გუგეშაშვილი. დოდო გუგეშაშვილს ღუდუშაურის კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ასევე წაიკითხეთ: "დედა-შვილი უმუშევარი იყო... ისე უჭირდათ, ძლივს არსებობდნენ" - რას ჰყვება მეგობარი ნოდო გუგეშაშვილზე

"სანამ დოდოს საოპერაციოში შეიყვანდნენ, იკითხა, ჩემი შვილი როგორ არისო.. მოვიტყუეთ, რომ კარგად არის" - გუგეშაშვილის მეგობარი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ