მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კინგ კონგი და დიუმოვოჩკა" - უჩვეულო ქართველი წყვილის არაჩვეულებრივი სიყვარულის ისტორია
"კინგ კონგი და დიუმოვოჩკა" - უჩვეულო ქართველი წყვილის არაჩვეულებრივი სიყვარულის ისტორია

12 წე­ლია ერ­თად არი­ან, ჯვა­რი და­წე­რი­ლი აქვთ, მაგ­რამ ქორ­წი­ლი არ გა­და­უხ­დი­ათ - სტუ­მარ­თა რა­ო­დე­ნო­ბა რომ დათ­ვა­ლეს, 1000 ადა­მი­ან­ზე ავი­და, თუმ­ცა ფიქ­რო­ბენ, რომ ისეთ ქორ­წილს, რო­გო­რიც უნ­დათ, მა­ინც გა­და­იხ­დი­ან...

გვინ­და გა­გაც­ნოთ წყვი­ლი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ სიყ­ვა­რულ­სა და პა­ტი­ვის­ცე­მას იმ­სა­ხუ­რებს, ამას­თან ყუ­რა­დღე­ბა­საც - ერ­თმა­ნე­თის­გან გა­რეგ­ნუ­ლად რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ამ­ბო­ბენ, რომ თი­თო­ე­ულ­მა სა­კუ­თა­რი თავი ერ­თმა­ნეთ­ში იპო­ვა. ზაურ რეხ­ვი­აშ­ვილს, იგი­ვე ზაურ ზა­უ­რიჩს თბი­ლის­ში კარ­გად იც­ნო­ბენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მუდ­მი­ვად მძი­მე­წო­ნი­ა­ნი გახ­ლდათ, პლას­ტი­კუ­რო­ბას არა­სო­დეს უჩი­ო­და. ცოტა ხნის წინ კუ­ჭის "და­პა­ტა­რა­ვე­ბა" გა­და­წყვი­ტა და 263 კი­ლოგ­რა­მი­დან 110 კილო და­იკ­ლო.

AMBEBI.GE ერთი შე­ხედ­ვით უჩ­ვე­უ­ლო წყვი­ლის - ზაურ რეხ­ვი­აშ­ვი­ლი­სა და ეკა ძნე­ლა­ძის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბავს გი­ამ­ბობთ.

"2002 წელს "თე­ლას­ში" ვმუ­შა­ობ­დი. ერთხე­ლაც, კი­ბე­ებ­ზე ვი­ღაც პა­ტა­რა ბავ­შვი შევ­ნიშ­ნე, რო­მე­ლიც ზე­მო­დან მორ­ბო­და. "ვა­ი­მე, შვი­ლო, ასე სად გარ­ბი­ხარ-მეთ­ქი? - ვუ­თხა­რი. თან, მო­მე­წო­ნა, რა­ღაც კარ­გი გოგო ჩან­და, მაგ­რამ ცი­ვად ჩა­ირ­ბი­ნა, არც გა­ჩე­რე­ბუ­ლა. მერე ვი­კი­თხე, ეს ბავ­შვი ვინ არის-მეთ­ქი? რა ბავ­შვი, ფი­ნან­სებ­ში მუ­შა­ობს, მკაც­რი ადა­მი­ა­ნი­აო. ერთხელ კი­დევ ვნა­ხე, კი­ბე­ებ­ზე მორ­ბო­და და ვუ­თხა­რი, - რა­ტომ არ მი­რე­კავ-მეთ­ქი? რა­ტომ უნდა და­გირ­ე­კო? თან, ტე­ლე­ფო­ნი არ მაქ­ვსო - 25-27-29 - ამ ნო­მერ­ზე და­მი­რე­კე-მეთ­ქი - მი­ვა­ძა­ხე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით "თე­ლა­სის" კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სა­ღა­მო გა­ი­მარ­თა, სა­დაც მე და ეკა წამ­ყვა­ნე­ბი ვი­ყა­ვით და ყვე­ლა­ფე­რი იქი­დან და­ი­წყო," - გვიყ­ვე­ბა რეს­პონ­დენ­ტი.

იხი­ლეთ ვი­დეო: "მა­მა­ჩემს ისე ეწყი­ნა, 4 თვე არ იყო ბედ­ნი­ე­რი ამ ამ­ბით" - ქარ­თვე­ლი "კინგ კონ­გი­სა და ნამ­ცე­ცას" სიყ­ვა­რუ­ლის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ის­ტო­რია

- ჯერ ბავ­შვი გე­გო­ნათ, მერე მო­გე­წო­ნათ და ბო­ლოს და­მე­გობ­რდით?

ეკა ძნე­ლა­ძე: "თე­ლას­ში" რომ ვმუ­შა­ობ­დი, იმის დრო არ გვქონ­და, რომ ლიფტს დავ­ლო­დე­ბო­დი და კი­ბე­ებ­ზე ფე­ხით დავ­რბო­დი ხოლ­მე. ერთ-ერთი ასე­თი ჩარ­ბე­ნი­სას, ზა­ურ­მა გა­მა­ჩე­რა და მი­თხრა, რა­ტომ არ მი­რე­კა­ვო, გა­მიკ­ვირ­და, რა­ტომ უნდა და­მე­რე­კა? მხო­ლოდ შო­რი­დან ვიც­ნობ­დი... მერე ისე მოხ­და, რომ დავ­მე­გობ­რდით, მაგ­რამ რო­დის გაჩ­ნდა პირ­ვე­ლი გრძნო­ბა, ესეც კარ­გად მახ­სოვს: ზა­უ­რის დან­ჯღ­რე­ულ "ნი­ვა­ში" ვის­ხე­დით, რა­ღაც­ნა­ი­რად გა­მომ­ხე­და და მივ­ხვდი, რომ მის მი­მართ რა­ღაც სხვა გრძნო­ბა მქონ­და, ვიდ­რე მე­გობ­რო­ბა იყო. ის ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­თან ერ­თა­დაც მინ­დო­და ყოფ­ნა.

- ზაურ, სიყ­ვა­რუ­ლი რო­გორ აუხ­სე­ნით?

- მუხ­ლზე და­ვე­ცი და - მე შენ მიყ­ვარ­ხარ! - ასე არ ყო­ფი­ლა. ყვე­ლა­ფე­რი ურ­თი­ერ­თო­ბა­ში აე­წყო... გე­ტყვით, ცო­ლად რო­გორ მო­ვიყ­ვა­ნე: მსა­ხი­ო­ბი ლა­უ­რა რეხ­ვი­აშ­ვი­ლი ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლია, ერთხე­ლაც, მე და ეკა მას­თან და მის მე­უღ­ლეს­თან დათო ნაც­ვლიშ­ვილ­თან მი­ვე­დით. სახ­ლში მხო­ლოდ დათო დაგ­ვხვდა. ერ­თმა­ნე­თის მო­კი­თხვის შემ­დეგ დათო მე­უბ­ნე­ბა, - ბიჭო, რას და­აპ­რო­წი­ა­ლებ ამ გო­გოს? ან უთხა­რი, გიყ­ვარს, ან ცო­ლად მო­იყ­ვა­ნე, ან თავი და­ა­ნე­ბეო. მა­შინ­ვე მი­ვუბ­რუნ­დი ეკას - ხომ არ გა­მომ­ყვე­ბი ცო­ლად-მეთ­ქი? ჯან­და­ბას შენი თავი, გა­მოგ­ყვე­ბიო. იქი­დან აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი წა­მო­ვე­დი.

ეკა თა­ვის­თან სახ­ლში დავ­ტო­ვე, რად­გა­ნაც პრობ­ლე­მა ის იყო, რომ ეს ამ­ბა­ვი მა­მა­მის­მა არ იცო­და. ამი­ტომ, ეკამ მი­თხრა, - სა­ნამ მამა არ გა­ი­გებს, ხმა არ გა­ავ­რცე­ლოო. რა არ გა­ვავ­რცე­ლო, ძლივს გა­დავ­წყვი­ტე ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა. შენ სახ­ლში მო­აგ­ვა­რე ეგ თემა და მე მე­გობ­რებს ვე­ტყვი-მეთ­ქი. 5 წუთ­ში ჩემს ტე­ლე­ფონ­ზე ამ­ბა­ვი ატყდა, მე­გობ­რე­ბი მი­ლო­ცავ­დნენ.

ეკა:

- ზა­უ­რის წი­ნა­და­დე­ბა გა­მი­ხარ­და, რად­გა­ნაც ძა­ლი­ან მინ­დო­და მას­თან ყოფ­ნა, მაგ­რამ ჩემი ეს ნა­ბი­ჯი შო­კის­მომ­გვრე­ლი იყო ჩემი მე­გობ­რე­ბის­თვის, ნაც­ნო­ბე­ბის­თვის. ერთ ახ­ლო­ბელს დე­და­ჩემ­მა რომ უთხრა, - ეკა თხოვ­დე­ბა და ზა­ურს მიჰ­ყვე­ბაო, ჯერ კარ­გა ხანი იფიქ­რა და ბო­ლოს უთხრა, აი, ამას (ხე­ლე­ბი ფარ­თოდ გა­შა­ლა და ზა­უ­რის მო­ცუ­ლო­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნა)? არ არ­სე­ბობ­სო!..

ზა­ურ­თან მე­გობ­რო­ბა რომ და­ვი­წყე, ჩვენ­თან ხში­რად მო­დი­ო­და. ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და ჩემს მშობ­ლებ­თან, ძმას­თან. გა­თხო­ვე­ბა რომ და­ვა­პი­რე, მა­მის­თვის თქმა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, იმი­ტომ კი არა, რომ ზა­უ­რი იყო, მა­მას არ უნ­დო­და, რომ გავ­თხო­ვი­ლი­ყა­ვი. სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც ვერ შევ­ძე­ლი მეთ­ქვა, რა­შიც დედა და­მეხ­მა­რა. ისე ეწყი­ნა, რომ ამ ამ­ბით კარ­გა ხანს არ იყო ბედ­ნი­ე­რი. რო­დე­საც ზა­უ­რი ჩემს წა­საყ­ვა­ნად მო­ვი­და, ცრემ­ლე­ბი წა­მო­უ­ვი­და. ზა­ურ­მა, იქ­ნებ დარ­ჩე და სხვა დროს წა­ვი­დე­თო.

ზა­უ­რი:

- სულ ვამ­ბობ, რომ მე ვი­პო­ვე ჩემი თავი ეკა­ში. ის კი არა, რომ ჩემი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რია, - მგო­ნია, რომ მე ვარ მას­ში. რაც სა­კუ­თარ თავ­ში მომ­წონს და მას­ზე ხმა­მაღ­ლა ვერ ვი­ტყვი, დიახ, ის ეკა­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნე და ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თი­ა­ნია, რა­საც სი­ტყვე­ბით ვერ აღვწერ. ღმერ­თს მად­ლო­ბას ვწი­რავ, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ეკას შე­მახ­ვედ­რა! მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის ეკას!

- თქვენ შო­რის გა­რეგ­ნუ­ლი გან­სხვა­ვე­ბაა წო­ნა­ში, სი­მაღ­ლე­ში. ამ თე­მა­ზე ადრე დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მიც გა­და­ი­ღეს სა­ხელ­წო­დე­ბით "კინგ კონ­გი და "დი­უ­მო­ვო­ჩკა" (ერ­თი­ცი­და)".

- ეს გოგო მომ­წონს ასე­თი, რო­გო­რიც არის - ჰა­ე­რო­ვა­ნი, მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი და ლა­მა­ზი, ჭკვი­ა­ნი. ერთხელ ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში დავ­სე­ირ­ნობ­დით. ფილ­მის გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი მო­ვი­და და გვკი­თხეს, - შე­იძ­ლე­ბა თქვენ­ზე კინო გა­და­ვი­ღოთ? რას და­არ­ქმევთ-მეთ­ქი? თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე იქ­ნე­ბა და "კინგ კონ­გი და დი­უ­მო­ვო­ჩკაო". მა­შინ 263 კი­ლოგ­რამს ვი­წო­ნი­დი.

ეკა:

- დიდ გან­სხვა­ვე­ბას ჩვენ შო­რის წო­ნა­ში, სი­მაღ­ლე­ში ვე­რას­დროს ვგრძნობ­დი. ერ­თა­დერ­თი, რაც მა­წუ­ხებ­და, ზა­უ­რის ჯან­მრთე­ლო­ბა იყო. რომ ვუ­ყუ­რებ­დი და ვუ­ყუ­რებ, ხან­და­ხან მგო­ნია, რომ მე უფრო მა­ღა­ლი ვარ და დიდი... სა­სა­ცი­ლო ის არის, რომ ერთი მე­გო­ბა­რი ამ­ბობ­და, ძა­ლი­ან მე­ში­ნია შე­ნიო. რა­ტომ-მეთ­ქი? ამ­ხე­ლა კაცს რას უშ­ვრე­ბი და რომ მო­ინ­დო­მო, მე რას მი­ზა­მო? რა ვიცი, ეტყო­ბა, ასე ჩანს შო­რი­დან, რომ ამ პა­ტა­რა გო­გომ ამ­ხე­ლა კაცი და­ვი­მორ­ჩი­ლე...

- ზაურ, ცოტა ხნის წინ კუ­ჭის ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თეთ. არ იყო რთუ­ლი ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა?

- ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩემ­მა კლა­სელ­მა, ძმა­კაც­მა, უნი­ჭი­ე­რეს­მა ექიმ­მა - დათო აბუ­ლა­ძემ მი­მა­ღე­ბი­ნა. რა თქმა უნდა, ამ საქ­მე­ში ეკა­საც დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის. ოპე­რა­ცია 24 ივ­ლისს გა­ვი­კე­თე, ოპე­რა­ცი­ამ­დე 45 კილო და­ვი­კე­ლი, შემ­დეგ - 60 კილო. სულ 110 კილო მაქვს დაკ­ლე­ბუ­ლი. ახლა ვარ 158 კგ და ისე მი­ხა­რია, შეგ­რძნე­ბა მაქვს, რომ თა­ვი­დან და­ვი­ბა­დე. ამ ყვე­ლაფ­რის­თვის დიდი მალ­დო­ბა ეკას. რომ არა ის, ამ ნა­ბიჯს ვერ გა­დავ­დგამ­დი, შემ­დეგ, რა თქმა უნდა, დათო აბუ­ლა­ძეს თა­ვის გუნდთან ერ­თად.

ცოტა ხნის წინ, მა­ღა­ზი­ა­ში შე­ვე­დი, სა­დაც გო­გო­ნამ მიც­ნო, იცო­და ჩემი მუდ­მი­ვი პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ, შე­სა­ფე­რის ტან­საც­მელს ვერ­სად რომ ვშო­უ­ლობ­დი. ბა­ტო­ნო ზაურ, ისე და­გიკ­ლი­ათ, ერთი ქურ­თუ­კი უნდა გა­მო­გი­ტა­ნოთ, უპ­რობ­ლე­მოდ მო­გერ­გე­ბა­თო. ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რომ შენს ზო­მას ჩა­იც­ვამ. ახლა ფე­ხით სი­ა­რუ­ლიც მი­ხა­რია. იმ ზო­მის ჯინ­სი მაც­ვია, მა­ნამ­დე, ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ მას ოდეს­მე ჩა­ვიც­ვამ­დი. სა­ო­ცა­რი რა­ღა­ცე­ბი ხდე­ბა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში.

ეკა:

- რაც ერ­თად ვართ, პრაქ­ტი­კუ­ლად, ორი­ვე ვწვა­ლობ­დით, რად­გა­ნაც გა­მუდ­მე­ბით დი­ე­ტა­ზე იყო. ერთხელ 140 კილო და­იკ­ლო, მაგ­რამ ისევ მო­ი­მა­ტა. არ არის ად­ვი­ლი დი­ე­ტის დაც­ვა... ნე­ბის­მი­ე­რი ოპე­რა­ცია თა­ვის­თა­ვად სა­ში­შია, მაგ­რამ ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა დათო აბუ­ლა­ძის ფაქ­ტორ­მაც გან­სა­ზღვრა. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია.

ზა­უ­რი ოპე­რა­ცი­ა­ზე რომ შე­ვი­და, ეს დღე ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა. სულ სხვა ადა­მი­ა­ნია, არა­ფე­რი ეზა­რე­ბა. დიდი წონა რომ ჰქონ­და, დი­ლით შე­იძ­ლე­ბა ჩა­ეც­ვა, საქ­მე­ზე წა­სას­ვლე­ლად მომ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ არ მი­დი­ო­და. ასე­თი რამ, ხომ ვამ­ბობ, აღარ ხდე­ბა.

- ალ­ბათ ბევ­რი კუ­რი­ო­ზუ­ლი ამ­ბა­ვიც ყო­ფი­ლა.

- ერთხელ ბორ­ჯომ­ში "მე­ო­თხე სამ­მარ­თვე­ლო­ში" ვის­ვე­ნებ­დი, ჯერ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლე­ბი არ ვი­ყა­ვით და ზა­უ­რი ჩემს სა­ნა­ხა­ვად ჩა­მო­ვი­და. მო­შივ­და და სად ვჭა­მოო? იქ პან­სი­ო­ნა­ტის სა­სა­დი­ლო იყო და არა­ვინ აჭ­მევ­და, მაგ­რამ რომ და­ი­ნა­ხეს, ძვირ­ფა­სი სუფ­რა გა­შა­ლეს. რამ­დე­ნი გა­და­ვი­ხა­დოო? არა­ფე­რი, მიბ­რძან­დი­თო. მერე და­მი­ძა­ხეს და მკი­თხეს: ამ კაცს რა ჰქვი­აო? ზა­უ­რი-მეთ­ქი. რო­გორ? ეს კახა ბენ­დუ­ქი­ძე არ არი­სო? სახ­ლში ზა­ურს ვე­ძა­ხით-მეთ­ქი, რომ არ სწყე­ნო­დათ, ასე ვუ­თხა­რი.

ზა­უ­რი:

- პირ­ვე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა­ში სიყ­ვა­რუ­ლია, მე­ო­რე ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა და დათ­მო­ბა. თუ დათ­მო­ბის კულ­ტუ­რა ორ ადა­მი­ანს შო­რის არ არ­სე­ბობს, სიყ­ვა­რუ­ლი წა­იშ­ლე­ბა. მე ჩემს მე­უღ­ლეს­თან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა არ შე­მიძ­ლია. რომც არ ვე­თან­ხმე­ბო­დე, თავს მა­ინც და­ვაქ­ნევ, რაც უფრო მსი­ა­მოვ­ნებს. ეს სიყ­ვა­რუ­ლი და ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მაა.

ეკა:

- ვცდი­ლობთ, ორი­ვე კარ­გად ვი­ყოთ. ეგო­ის­ტე­ბი არ ვართ. დამთმო­ბი უფრო ზა­უ­რია, მთა­ვა­რია, რომ ერ­თად ვართ და რომ მე­წყი­ნოს, ისიც ვიცი, რომ ერ­თნი ვართ და არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ გვაქვს. კი, ჩვენ ვი­პო­ვეთ ერ­თმა­ნე­თი.

ფოტო: ვანო გორ­გიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"კინგ კონგი და დიუმოვოჩკა" - უჩვეულო ქართველი წყვილის არაჩვეულებრივი სიყვარულის ისტორია

"კინგ კონგი და დიუმოვოჩკა" - უჩვეულო ქართველი წყვილის არაჩვეულებრივი სიყვარულის ისტორია

12 წელია ერთად არიან, ჯვარი დაწერილი აქვთ, მაგრამ ქორწილი არ გადაუხდიათ - სტუმართა რაოდენობა რომ დათვალეს, 1000 ადამიანზე ავიდა, თუმცა ფიქრობენ, რომ ისეთ ქორწილს, როგორიც უნდათ, მაინც გადაიხდიან...

გვინდა გაგაცნოთ წყვილი, რომელიც საზოგადოების დიდ სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებს, ამასთან ყურადღებასაც - ერთმანეთისგან გარეგნულად რადიკალურად განსხვავებულები არიან. ამბობენ, რომ თითოეულმა საკუთარი თავი ერთმანეთში იპოვა. ზაურ რეხვიაშვილს, იგივე ზაურ ზაურიჩს თბილისში კარგად იცნობენ. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად მძიმეწონიანი გახლდათ, პლასტიკურობას არასოდეს უჩიოდა. ცოტა ხნის წინ კუჭის "დაპატარავება" გადაწყვიტა და 263 კილოგრამიდან 110 კილო დაიკლო.

AMBEBI.GE ერთი შეხედვით უჩვეულო წყვილის - ზაურ რეხვიაშვილისა და ეკა ძნელაძის სიყვარულის ამბავს გიამბობთ.

"2002 წელს "თელასში" ვმუშაობდი. ერთხელაც, კიბეებზე ვიღაც პატარა ბავშვი შევნიშნე, რომელიც ზემოდან მორბოდა. "ვაიმე, შვილო, ასე სად გარბიხარ-მეთქი? - ვუთხარი. თან, მომეწონა, რაღაც კარგი გოგო ჩანდა, მაგრამ ცივად ჩაირბინა, არც გაჩერებულა. მერე ვიკითხე, ეს ბავშვი ვინ არის-მეთქი? რა ბავშვი, ფინანსებში მუშაობს, მკაცრი ადამიანიაო. ერთხელ კიდევ ვნახე, კიბეებზე მორბოდა და ვუთხარი, - რატომ არ მირეკავ-მეთქი? რატომ უნდა დაგირეკო? თან, ტელეფონი არ მაქვსო - 25-27-29 - ამ ნომერზე დამირეკე-მეთქი - მივაძახე. მოგვიანებით "თელასის" კორპორაციული საღამო გაიმართა, სადაც მე და ეკა წამყვანები ვიყავით და ყველაფერი იქიდან დაიწყო," - გვიყვება რესპონდენტი.

იხილეთ ვიდეო: "მამაჩემს ისე ეწყინა, 4 თვე არ იყო ბედნიერი ამ ამბით" - ქართველი "კინგ კონგისა და ნამცეცას" სიყვარულის არაჩვეულებრივი ისტორია

- ჯერ ბავშვი გეგონათ, მერე მოგეწონათ და ბოლოს დამეგობრდით?

ეკა ძნელაძე: "თელასში" რომ ვმუშაობდი, იმის დრო არ გვქონდა, რომ ლიფტს დავლოდებოდი და კიბეებზე ფეხით დავრბოდი ხოლმე. ერთ-ერთი ასეთი ჩარბენისას, ზაურმა გამაჩერა და მითხრა, რატომ არ მირეკავო, გამიკვირდა, რატომ უნდა დამერეკა? მხოლოდ შორიდან ვიცნობდი... მერე ისე მოხდა, რომ დავმეგობრდით, მაგრამ როდის გაჩნდა პირველი გრძნობა, ესეც კარგად მახსოვს: ზაურის დანჯღრეულ "ნივაში" ვისხედით, რაღაცნაირად გამომხედა და მივხვდი, რომ მის მიმართ რაღაც სხვა გრძნობა მქონდა, ვიდრე მეგობრობა იყო. ის ჩემთვის ძალიან საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა, რომელთან ერთადაც მინდოდა ყოფნა.

- ზაურ, სიყვარული როგორ აუხსენით?

- მუხლზე დავეცი და - მე შენ მიყვარხარ! - ასე არ ყოფილა. ყველაფერი ურთიერთობაში აეწყო... გეტყვით, ცოლად როგორ მოვიყვანე: მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი ჩემი ბიძაშვილია, ერთხელაც, მე და ეკა მასთან და მის მეუღლესთან დათო ნაცვლიშვილთან მივედით. სახლში მხოლოდ დათო დაგვხვდა. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ დათო მეუბნება, - ბიჭო, რას დააპროწიალებ ამ გოგოს? ან უთხარი, გიყვარს, ან ცოლად მოიყვანე, ან თავი დაანებეო. მაშინვე მივუბრუნდი ეკას - ხომ არ გამომყვები ცოლად-მეთქი? ჯანდაბას შენი თავი, გამოგყვებიო. იქიდან აღფრთოვანებული წამოვედი.

ეკა თავისთან სახლში დავტოვე, რადგანაც პრობლემა ის იყო, რომ ეს ამბავი მამამისმა არ იცოდა. ამიტომ, ეკამ მითხრა, - სანამ მამა არ გაიგებს, ხმა არ გაავრცელოო. რა არ გავავრცელო, ძლივს გადავწყვიტე ამ ნაბიჯის გადადგმა. შენ სახლში მოაგვარე ეგ თემა და მე მეგობრებს ვეტყვი-მეთქი. 5 წუთში ჩემს ტელეფონზე ამბავი ატყდა, მეგობრები მილოცავდნენ.

ეკა:

- ზაურის წინადადება გამიხარდა, რადგანაც ძალიან მინდოდა მასთან ყოფნა, მაგრამ ჩემი ეს ნაბიჯი შოკისმომგვრელი იყო ჩემი მეგობრებისთვის, ნაცნობებისთვის. ერთ ახლობელს დედაჩემმა რომ უთხრა, - ეკა თხოვდება და ზაურს მიჰყვებაო, ჯერ კარგა ხანი იფიქრა და ბოლოს უთხრა, აი, ამას (ხელები ფართოდ გაშალა და ზაურის მოცულობაზე მიანიშნა)? არ არსებობსო!..

ზაურთან მეგობრობა რომ დავიწყე, ჩვენთან ხშირად მოდიოდა. ურთიერთობა ჰქონდა ჩემს მშობლებთან, ძმასთან. გათხოვება რომ დავაპირე, მამისთვის თქმა ძალიან გამიჭირდა, იმიტომ კი არა, რომ ზაური იყო, მამას არ უნდოდა, რომ გავთხოვილიყავი. საბოლოოდ, მაინც ვერ შევძელი მეთქვა, რაშიც დედა დამეხმარა. ისე ეწყინა, რომ ამ ამბით კარგა ხანს არ იყო ბედნიერი. როდესაც ზაური ჩემს წასაყვანად მოვიდა, ცრემლები წამოუვიდა. ზაურმა, იქნებ დარჩე და სხვა დროს წავიდეთო.

ზაური:

- სულ ვამბობ, რომ მე ვიპოვე ჩემი თავი ეკაში. ის კი არა, რომ ჩემი მეორე ნახევარია, - მგონია, რომ მე ვარ მასში. რაც საკუთარ თავში მომწონს და მასზე ხმამაღლა ვერ ვიტყვი, დიახ, ის ეკაში აღმოვაჩინე და ეს ყველაფერი ერთიანია, რასაც სიტყვებით ვერ აღვწერ. ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ცხოვრებაში ეკას შემახვედრა! მადლობა ყველაფრისთვის ეკას!

- თქვენ შორის გარეგნული განსხვავებაა წონაში, სიმაღლეში. ამ თემაზე ადრე დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს სახელწოდებით "კინგ კონგი და "დიუმოვოჩკა" (ერთიციდა)".

- ეს გოგო მომწონს ასეთი, როგორიც არის - ჰაეროვანი, მინიატურული და ლამაზი, ჭკვიანი. ერთხელ ბათუმის ბულვარში დავსეირნობდით. ფილმის გადამღები ჯგუფი მოვიდა და გვკითხეს, - შეიძლება თქვენზე კინო გადავიღოთ? რას დაარქმევთ-მეთქი? თქვენს ურთიერთობაზე იქნება და "კინგ კონგი და დიუმოვოჩკაო". მაშინ 263 კილოგრამს ვიწონიდი.

ეკა:

- დიდ განსხვავებას ჩვენ შორის წონაში, სიმაღლეში ვერასდროს ვგრძნობდი. ერთადერთი, რაც მაწუხებდა, ზაურის ჯანმრთელობა იყო. რომ ვუყურებდი და ვუყურებ, ხანდახან მგონია, რომ მე უფრო მაღალი ვარ და დიდი... სასაცილო ის არის, რომ ერთი მეგობარი ამბობდა, ძალიან მეშინია შენიო. რატომ-მეთქი? ამხელა კაცს რას უშვრები და რომ მოინდომო, მე რას მიზამო? რა ვიცი, ეტყობა, ასე ჩანს შორიდან, რომ ამ პატარა გოგომ ამხელა კაცი დავიმორჩილე...

- ზაურ, ცოტა ხნის წინ კუჭის ოპერაცია გაიკეთეთ. არ იყო რთული ამ ნაბიჯის გადადგმა?

- ეს გადაწყვეტილება ჩემმა კლასელმა, ძმაკაცმა, უნიჭიერესმა ექიმმა - დათო აბულაძემ მიმაღებინა. რა თქმა უნდა, ამ საქმეში ეკასაც დიდი წვლილი მიუძღვის. ოპერაცია 24 ივლისს გავიკეთე, ოპერაციამდე 45 კილო დავიკელი, შემდეგ - 60 კილო. სულ 110 კილო მაქვს დაკლებული. ახლა ვარ 158 კგ და ისე მიხარია, შეგრძნება მაქვს, რომ თავიდან დავიბადე. ამ ყველაფრისთვის დიდი მალდობა ეკას. რომ არა ის, ამ ნაბიჯს ვერ გადავდგამდი, შემდეგ, რა თქმა უნდა, დათო აბულაძეს თავის გუნდთან ერთად.

ცოტა ხნის წინ, მაღაზიაში შევედი, სადაც გოგონამ მიცნო, იცოდა ჩემი მუდმივი პრობლემის შესახებ, შესაფერის ტანსაცმელს ვერსად რომ ვშოულობდი. ბატონო ზაურ, ისე დაგიკლიათ, ერთი ქურთუკი უნდა გამოგიტანოთ, უპრობლემოდ მოგერგებათო. ბედნიერებაა, რომ შენს ზომას ჩაიცვამ. ახლა ფეხით სიარულიც მიხარია. იმ ზომის ჯინსი მაცვია, მანამდე, ვერც წარმოვიდგენდი, თუ მას ოდესმე ჩავიცვამდი. საოცარი რაღაცები ხდება ჩემს ცხოვრებაში.

ეკა:

- რაც ერთად ვართ, პრაქტიკულად, ორივე ვწვალობდით, რადგანაც გამუდმებით დიეტაზე იყო. ერთხელ 140 კილო დაიკლო, მაგრამ ისევ მოიმატა. არ არის ადვილი დიეტის დაცვა... ნებისმიერი ოპერაცია თავისთავად საშიშია, მაგრამ ოპერაციის გაკეთება დათო აბულაძის ფაქტორმაც განსაზღვრა. პროფესიონალია.

ზაური ოპერაციაზე რომ შევიდა, ეს დღე ძალიან რთული იყო, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ოპერაციის შემდეგ ძალიან შეიცვალა. სულ სხვა ადამიანია, არაფერი ეზარება. დიდი წონა რომ ჰქონდა, დილით შეიძლება ჩაეცვა, საქმეზე წასასვლელად მომზადებულიყო, მაგრამ არ მიდიოდა. ასეთი რამ, ხომ ვამბობ, აღარ ხდება.

- ალბათ ბევრი კურიოზული ამბავიც ყოფილა.

- ერთხელ ბორჯომში "მეოთხე სამმართველოში" ვისვენებდი, ჯერ დაოჯახებულები არ ვიყავით და ზაური ჩემს სანახავად ჩამოვიდა. მოშივდა და სად ვჭამოო? იქ პანსიონატის სასადილო იყო და არავინ აჭმევდა, მაგრამ რომ დაინახეს, ძვირფასი სუფრა გაშალეს. რამდენი გადავიხადოო? არაფერი, მიბრძანდითო. მერე დამიძახეს და მკითხეს: ამ კაცს რა ჰქვიაო? ზაური-მეთქი. როგორ? ეს კახა ბენდუქიძე არ არისო? სახლში ზაურს ვეძახით-მეთქი, რომ არ სწყენოდათ, ასე ვუთხარი.

ზაური:

- პირველი ურთიერთობაში სიყვარულია, მეორე ურთიერთპატივისცემა და დათმობა. თუ დათმობის კულტურა ორ ადამიანს შორის არ არსებობს, სიყვარული წაიშლება. მე ჩემს მეუღლესთან წინააღმდეგობის გაწევა არ შემიძლია. რომც არ ვეთანხმებოდე, თავს მაინც დავაქნევ, რაც უფრო მსიამოვნებს. ეს სიყვარული და ურთიერთპატივისცემაა.

ეკა:

- ვცდილობთ, ორივე კარგად ვიყოთ. ეგოისტები არ ვართ. დამთმობი უფრო ზაურია, მთავარია, რომ ერთად ვართ და რომ მეწყინოს, ისიც ვიცი, რომ ერთნი ვართ და არანაირი პრობლემა არ გვაქვს. კი, ჩვენ ვიპოვეთ ერთმანეთი.

ფოტო: ვანო გორგიშვილი

"აქ რამდენიმე წარმატებული ბიზნესი მაქვს... მიხარია, რომ მამა საქართველოშია" - როგორია ნუგზარ რუხაძის მუსიკოსი შვილის ამერიკული ცხოვრება

„ნენსკრა ჰიდრომ“ ეკონომიკის სამინისტროს სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა

"ზურა დოიჯაშვილს თბილისში აღარ აქვს საცხოვრებელი..." - მომღერლის მეგობრები თბილისის მერს თხოვნით მიმართავენ