პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საკმაოდ კარგი ხელფასი მაქვს, 6 ათასი დოლარი" - სააკაშვილისთვის სახლს კიევში გიული ალასანია აშენებს
"საკმაოდ კარგი ხელფასი მაქვს, 6 ათასი დოლარი" - სააკაშვილისთვის სახლს კიევში გიული ალასანია აშენებს

კი­ევ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბამ მით­ქმა-მოთ­ქმა გა­მო­იწ­ვია. ოდე­სის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი წერს, რომ მცი­რე ზო­მის სახ­ლს დე­და­ქა­ლაქთან ახ­ლოს დე­და­მი­სი, გი­უ­ლი ალა­სა­ნია აშე­ნებს. სა­ა­კაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით ვი­დე­ოც გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც სახ­ლის შე­სა­ხებ გი­უ­ლი ალა­სა­ნია სა­უბ­რობს.

"2016 წელს, რო­დე­საც ოდე­სი­დან კი­ევ­ში გა­და­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად და დე­და­ჩე­მი მიხ­ვდა, რომ აქ ვა­პი­რებ­დი დარ­ჩე­ნას, გა­ყი­და მშობ­ლე­ბის სახ­ლი თბი­ლი­სის ცენ­ტრში და კი­ევ­თან ახ­ლოს იყი­და მიწა, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით 1 წლის წინ სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყო. მიწა, რო­მელ­ზეც სახ­ლი შენ­დე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით 600 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რია, სახ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი - 64 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი. სახ­ლის კარ­კა­სი აშე­ნე­ბუ­ლია, თუმ­ცა შიდა რე­მონ­ტი არ და­წყე­ბუ­ლა და სა­მუ­შა­ო­ე­ბი აგ­ვის­ტოს შემ­დეგ შე­ჩე­რე­ბუ­ლია.

იხი­ლეთ ვი­დეო: "იმე­დი მაქვს ჩემი შვი­ლიც აქ იცხოვ­რებს" - გი­უ­ლი ალა­სა­ნია სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის კი­ევ­ში სახ­ლს აშე­ნებს

დღეს, ერთ-ერ­თმა ოლი­გარ­ქმა იქ პენ­სი­ო­ნე­რე­ბი მი­იყ­ვა­ნა, რომ­ლებ­საც ჩემი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პლა­კა­ტე­ბი ეკა­ვათ. იმის მა­გივ­რად, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს ღირ­სე­უ­ლი პენ­სია მის­ცეს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პენ­სი­ო­ნე­რებს დას­ცი­ნის და იყე­ნებს სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის­თვის. დე­და­ჩე­მი ამ დროს კი­ევ­ში იყო, თა­ვი­სუ­ფალ დროს ხში­რად ჩა­მო­დის ხოლ­მე უკ­რა­ი­ნა­ში და ეს ვი­დე­ოც ახლა გა­და­ი­ღო," - წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

ვი­დე­ო­ში კი გი­უ­ლი ალა­სა­ნია აღ­ნიშ­ნავს, რომ კი­ევ­ში მას და მისი ოჯა­ხის წევ­რებს ხში­რად უწევთ ჩას­ვლა, სას­ტუმ­რო­ში დარ­ჩე­ნას კი ურ­ჩევ­ნი­ათ, სა­კუ­თა­რი სახ­ლი აა­შე­ნონ. ამას­თან, ალა­სა­ნია იმე­დოვ­ნებს, რომ ბი­ნა­ში მალე მისი შვი­ლიც შეძ­ლებს სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლას.

"მე და ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა თბი­ლის­ში და­ვა­არ­სეთ უნი­ვერ­სი­ტე­ტი, შემ­დეგ კი უკვე სკო­ლა და სკო­ლამ­დე­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლიც. ხელ­ფა­სი საკ­მა­ოდ კარ­გი მაქვს, 6 ათა­სი დო­ლა­რი," - აღ­ნიშ­ნავს ვი­დე­ო­ში გი­უ­ლი ალა­სა­ნია. ვი­დე­ოს ტიტ­რებ­ში მი­თი­თე­ბუ­ლია რომ, ალა­სა­ნი­ას ყო­ველ­თვი­უ­რი ხელ­ფა­სი 6 400 დო­ლარს შე­ად­გენს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"საკმაოდ კარგი ხელფასი მაქვს, 6 ათასი დოლარი" - სააკაშვილისთვის სახლს კიევში გიული ალასანია აშენებს

"საკმაოდ კარგი ხელფასი მაქვს, 6 ათასი დოლარი" - სააკაშვილისთვის სახლს კიევში გიული ალასანია აშენებს

კიევში მიხეილ სააკაშვილის სახლის მშენებლობამ მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ოდესის ყოფილი გუბერნატორი წერს, რომ მცირე ზომის სახლს დედაქალაქთან ახლოს დედამისი, გიული ალასანია აშენებს. სააკაშვილმა სოციალური ქსელებით ვიდეოც გაავრცელა, სადაც სახლის შესახებ გიული ალასანია საუბრობს.

"2016 წელს, როდესაც ოდესიდან კიევში გადავედი საცხოვრებლად და დედაჩემი მიხვდა, რომ აქ ვაპირებდი დარჩენას, გაყიდა მშობლების სახლი თბილისის ცენტრში და კიევთან ახლოს იყიდა მიწა, სადაც დაახლოებით 1 წლის წინ სახლის მშენებლობა დაიწყო. მიწა, რომელზეც სახლი შენდება, დაახლოებით 600 კვადრატული მეტრია, სახლის საცხოვრებელი ფართი - 64 კვადრატული მეტრი. სახლის კარკასი აშენებულია, თუმცა შიდა რემონტი არ დაწყებულა და სამუშაოები აგვისტოს შემდეგ შეჩერებულია.

იხილეთ ვიდეო: "იმედი მაქვს ჩემი შვილიც აქ იცხოვრებს" - გიული ალასანია სააკაშვილისთვის კიევში სახლს აშენებს

დღეს, ერთ-ერთმა ოლიგარქმა იქ პენსიონერები მიიყვანა, რომლებსაც ჩემი საწინააღმდეგო პლაკატები ეკავათ. იმის მაგივრად, რომ ამ ადამიანებს ღირსეული პენსია მისცეს, ხელისუფლება პენსიონერებს დასცინის და იყენებს საკუთარი მიზნებისთვის. დედაჩემი ამ დროს კიევში იყო, თავისუფალ დროს ხშირად ჩამოდის ხოლმე უკრაინაში და ეს ვიდეოც ახლა გადაიღო," - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ვიდეოში კი გიული ალასანია აღნიშნავს, რომ კიევში მას და მისი ოჯახის წევრებს ხშირად უწევთ ჩასვლა, სასტუმროში დარჩენას კი ურჩევნიათ, საკუთარი სახლი ააშენონ. ამასთან, ალასანია იმედოვნებს, რომ ბინაში მალე მისი შვილიც შეძლებს საცხოვრებლად გადასვლას.

"მე და ჩემმა მეგობარმა თბილისში დავაარსეთ უნივერსიტეტი, შემდეგ კი უკვე სკოლა და სკოლამდელი სასწავლებელიც. ხელფასი საკმაოდ კარგი მაქვს, 6 ათასი დოლარი," - აღნიშნავს ვიდეოში გიული ალასანია. ვიდეოს ტიტრებში მითითებულია რომ, ალასანიას ყოველთვიური ხელფასი 6 400 დოლარს შეადგენს.

"ხენდრო და უბედურება“ - რას წერს გერმანული გამოცემა ამ ქვეყნაში ჩასული ქართველი მუშების საცხოვრებელ პირობებზე?

საქართველოში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

"ქუდზე კაცი უნდა გავიდეს, არ მისცეს ნება იმ გარყვნილ და გაუბედურებულ ხალხს საქართველოს ღვთის რისხვა დაატეხონ თავზე" - მეუფე სპირიდონი