პოლიტიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უმუშევარი ვარ, მეგობრებმა შეაგროვეს და გირაო შევიტანეთ..." - "ბასიანთან" მომხდარ დაჭრაში ბრალდებულის მამის კომენტარი
"უმუშევარი ვარ, მეგობრებმა შეაგროვეს და გირაო შევიტანეთ..." - "ბასიანთან" მომხდარ დაჭრაში ბრალდებულის მამის კომენტარი

კლუბ "ბა­სი­ან­თან" მომ­ხდარ დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის მამა პა­ა­ტა ქვლი­ვი­ძე ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უს­თან" პირ­ველ კო­მენ­ტარს აკე­თებს.

"რა ვქნა, მო­სა­მარ­თლემ ასე ჩათ­ვა­ლა სა­ჭი­როდ და გა­მო­უშ­ვა, მე არა­ვის­თვის მი­თხოვ­ნია, არ მყავს პატ­რო­ნი, რომ ვი­ღა­ცე­ბი ჩა­მე­რია" - ამ­ბობს ქვლი­ვი­ძე.

რო­გორც ბრალ­დე­ბუ­ლის მა­მამ აღ­ნიშ­ნა, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ის მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში რა­ი­მე ფორ­მით ჩა­ე­რია. მი­სი­ვე თქმით, იგი ამ­ჟა­მად უმუ­შე­ვა­რია.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ვი­ღა­ცა რა­ღა­ცას და­წერს... ასე არ შე­იძ­ლე­ბა. ჯერ ეს ერთი არ­სად ვმუ­შა­ობ, უმუ­შე­ვა­რი ვარ. ვმუ­შა­ობ­დი და გა­უქ­მდა ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რი და უკვე წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია უმუ­შე­ვა­რი ვარ. მე­გობ­რებ­მა რა­ღაც შე­ვაგ­რო­ვეთ და გი­რაო შე­ვი­ტა­ნეთ. არც ვე­ლო­დით. მო­სა­მარ­თლე­მაც რომ და­ი­ნა­ხა ჩემი შვი­ლი, მიხ­ვდა ალ­ბათ, რომ წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნია, არ არის მკვლე­ლი და გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ყვე­ლა­ფე­რი.

წა­ი­კი­თხეთ: "პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი ოჯა­ხის შვილ­მა სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­ი­მე­ტა დაც­ვის უფ­რო­სი და დაც­ვის წევ­რე­ბი" - ბა­სი­ა­ნის დამ­ფუძვნე­ბე­ლი კლუბ­ში მომ­ხდარ ფაქ­ტზე წერს

გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და გა­მო­ი­ძი­ებს ყვე­ლა­ფერს. არც მე და არც ჩემი შვი­ლი არ გა­ვექ­ცე­ვით არა­ფერს. ჩვე­უ­ლებ­რივ ჩა­ბარ­დე­ბა კი­დეც და ჩვე­უ­ლებ­რივ მოხ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. რა ვქნა, მო­სა­მარ­თლემ ასე ჩათ­ვა­ლა სა­ჭი­როდ და გა­მო­უშ­ვა. მე არა­ვის­თვის მი­თხოვ­ნია. არ მყავს პატ­რო­ნი, რომ ვი­ღა­ცე­ბი ჩა­მე­რია. მე თვი­თონ უმუ­შე­ვა­რი ვარ. რა­ღაც "თო­ლი­ას" წილი მაქვს, თუმ­ცა ვა­ლე­ბის­კენ მი­დის ყვე­ლა­ფე­რი. მე არც ოლი­გარ­ქი ვარ, არც "ოც­ნე­ბის" წევ­რი ვარ",- გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა ქვლი­ვი­ძემ.

ბრალ­დე­ბუ­ლის მამა აცხა­დებს, რომ ინ­ცი­დენ­ტის და შე­კა­მა­თე­ბის გა­მომ­წვე­ვი არა მისი შვი­ლი, არა­მედ მე­ო­რე მხა­რე იყო. "მეს­მის, რომ არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო ეს ყვე­ლა­ფე­რი, თუმ­ცა, ყვე­ლას მოს­დის რა­ღაც შეც­დო­მა. ახალ­გაზ­რდე­ბი იცით, რო­გორც არი­ან. ყვე­ლა არ არის ერ­თნა­ი­რი და სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად აღიქ­ვა­მენ. ამათ­გან არ არის და­წყე­ბუ­ლი, და­წყე­ბუ­ლია იმა­თი მხრი­დან. გვა­პა­ტი­ონ, ვე­უბ­ნე­ბით და შე­ვუთ­ვა­ლე კი­დეც. ამ ბიჭ­მაც თქვა, რომ არ უნდა მო­მექ­ნი­აო, მაგ­რამ მოხ­და. ხდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, თუმ­ცა არ არის ჩემი შვი­ლი მკვლე­ლი და ნა­ძი­რა­ლა. ის არც კლუ­ბებ­ში და­დის", -გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა ქვლი­ვი­ძემ.

წა­ი­კი­თხეთ: "ჩემ­თვის მოქ­ნე­უ­ლი დანა პო­ლი­ცი­ელ­მა ხე­ლით და­ი­ჭი­რა..." - რას ყვე­ბა "ბა­სი­ა­ნის" დაც­ვის უფ­რო­სი სის­ხლი­ან გარ­ჩე­ვა­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

"უმუშევარი ვარ, მეგობრებმა შეაგროვეს და გირაო შევიტანეთ..." - "ბასიანთან" მომხდარ დაჭრაში ბრალდებულის მამის კომენტარი

"უმუშევარი ვარ, მეგობრებმა შეაგროვეს და გირაო შევიტანეთ..." - "ბასიანთან" მომხდარ დაჭრაში ბრალდებულის მამის კომენტარი

კლუბ "ბასიანთან" მომხდარ დაჭრაში ბრალდებულის მამა პაატა ქვლივიძე ტელეკომპანია "პალიტრანიუსთან" პირველ კომენტარს აკეთებს.

"რა ვქნა, მოსამართლემ ასე ჩათვალა საჭიროდ და გამოუშვა, მე არავისთვის მითხოვნია, არ მყავს პატრონი, რომ ვიღაცები ჩამერია" - ამბობს ქვლივიძე.

როგორც ბრალდებულის მამამ აღნიშნა, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის მოსამართლის გადაწყვეტილებაში რაიმე ფორმით ჩაერია. მისივე თქმით, იგი ამჟამად უმუშევარია.

იხილეთ ვიდეო

"ვიღაცა რაღაცას დაწერს... ასე არ შეიძლება. ჯერ ეს ერთი არსად ვმუშაობ, უმუშევარი ვარ. ვმუშაობდი და გაუქმდა ჩვენი სამსახური და უკვე წელიწადნახევარია უმუშევარი ვარ. მეგობრებმა რაღაც შევაგროვეთ და გირაო შევიტანეთ. არც ველოდით. მოსამართლემაც რომ დაინახა ჩემი შვილი, მიხვდა ალბათ, რომ წესიერი ადამიანია, არ არის მკვლელი და გაითვალისწინა ყველაფერი.

წაიკითხეთ: "პრივილეგირებული ოჯახის შვილმა სასიკვდილოდ გაიმეტა დაცვის უფროსი და დაცვის წევრები" - ბასიანის დამფუძვნებელი კლუბში მომხდარ ფაქტზე წერს

გამოძიება მიმდინარეობს და გამოიძიებს ყველაფერს. არც მე და არც ჩემი შვილი არ გავექცევით არაფერს. ჩვეულებრივ ჩაბარდება კიდეც და ჩვეულებრივ მოხდება ყველაფერი. რა ვქნა, მოსამართლემ ასე ჩათვალა საჭიროდ და გამოუშვა. მე არავისთვის მითხოვნია. არ მყავს პატრონი, რომ ვიღაცები ჩამერია. მე თვითონ უმუშევარი ვარ. რაღაც "თოლიას" წილი მაქვს, თუმცა ვალებისკენ მიდის ყველაფერი. მე არც ოლიგარქი ვარ, არც "ოცნების" წევრი ვარ",- განაცხადა პაატა ქვლივიძემ.

ბრალდებულის მამა აცხადებს, რომ ინციდენტის და შეკამათების გამომწვევი არა მისი შვილი, არამედ მეორე მხარე იყო. "მესმის, რომ არ უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი, თუმცა, ყველას მოსდის რაღაც შეცდომა. ახალგაზრდები იცით, როგორც არიან. ყველა არ არის ერთნაირი და სხვადასხვანაირად აღიქვამენ. ამათგან არ არის დაწყებული, დაწყებულია იმათი მხრიდან. გვაპატიონ, ვეუბნებით და შევუთვალე კიდეც. ამ ბიჭმაც თქვა, რომ არ უნდა მომექნიაო, მაგრამ მოხდა. ხდება ყველაფერი, თუმცა არ არის ჩემი შვილი მკვლელი და ნაძირალა. ის არც კლუბებში დადის", -განაცხადა პაატა ქვლივიძემ.

წაიკითხეთ: "ჩემთვის მოქნეული დანა პოლიციელმა ხელით დაიჭირა..." - რას ყვება "ბასიანის" დაცვის უფროსი სისხლიან გარჩევაზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი