რამდენ დღეს გაგრძედება უამინდობა საქართველოში და რა განცხადებას აკეთებენ თბილისის მერიაში

რამდენ დღეს გაგრძედება უამინდობა საქართველოში და რა განცხადებას აკეთებენ თბილისის მერიაში

უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, დღეს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, მთიან და მაღალმთიან ადგილებში თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია 6–11 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 0–5 გრადუსი.

15 იანვარს კი დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ცივი ჰაერის მასების შემოსვლის გამო საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და მაქსიმალური ტემპერატურა 1–6 გრადუსია მოსალოდნელი. არამდგრადი ამინდი ნარჩუნდება შემდეგ დღეებშიც.

რაც შეეხება თბილისს, დღეს, დღის განმავლობაში შენარჩუნდება თოვლჭყაპი, საღამოს კი შესაძლებელია თოვლში გადაიზარდოს. ტემპერატურა დღეს 3 გრადუსია მოსალოდნელი. 15–16 იანვარს, ნალექი თოვლის სახით შენარჩუნდება. უახლოესი დღეების განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 0 – 2 გრადუსია ნავარაუდევი.

უხვი ნალექის მოსვლის შემთხვევაში, თბილისის მერია შესაბამისი სამუშაოების ჩატარებისთვის სრულ მზადყოფნაშია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორმა, ლევან ჯღარკავამ განუცხადა, შემუშავებულია სპეციალური გეგმა, რომლითაც შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე დედაქალაქის არც ერთ უბანში მარილის მოყრის ან სხვა რამე საუშაოს ჩატარების საჭიროება არ არის. "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის განმარტებით, გუშინ მოსული თოვლის გამო მარილის მოყრის სამუშაოები, საჭიროებიდან გამომდინარე, მხოლოდ წყნეთისა და კოჯრის ტერიტორიაზე ჩატარდა.

"გუშინ ძირითადი ნალექი დაფიქსირდა შემოერთებულ ტერიტორიაზე, როგორიც არის წყნეთი და კოჯორი, და მარილის მოყრის სამუშაოები მხოლოდ ამ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ჩვენ მზად ვართ, დედაქალქში უხვის ნალექის შემთხვევაში გაწმენდითი სამუშაოები განვახორციელოთ. შემუშავებულია სპეციალური გეგმა - ჯერ გაიწმინდება ცენტრალური ქუჩები, შემდეგ დამხმარე ქუჩები, ჩიხები და ვიწრო ეზოები, რაც დამოკიდებულია დროსა და ნალექის რაოდენობაზე. ამ ეტაპზე არც ერთ უბანში არ არის მარილის მოყრის საჭიროება", - განაცხადა ლევან ჯღარკავამ

უამინდობის მიუხედავად თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აეროპორტის საინფორმაციო სამსახურში განუცხადეს, ნისლის გამო გუშინ გადადებული რეისები უკვე აღდგენილია, დღეს კი შეფერხება არ დაფიქსირებულა.

ჩვეულ რეჟიმში მუშაობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიც. აეროპორტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ პრობლემა არც ერთ დაგეგმილ რეისს არ შექმნია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი