პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიგე რას ნიშნავს შენი სახელი - საქართველოში გავრცელებული 30 ცნობილი სახელის განმარტება
გაიგე რას ნიშნავს შენი სახელი - საქართველოში გავრცელებული 30 ცნობილი სახელის განმარტება

ქარ­თუ­ლი გვარ-სა­ხე­ლე­ბის წარ­მო­შო­ბის სა­კი­თხი ყო­ველ­თვის დიდ ინ­ტე­რესს იწ­ვევს ჩვენს მკი­თხველ­ში და მათი თხოვ­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ვაგ­რძე­ლებთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ქა­ლის სა­ხე­ლე­ბის თე­მას. ამ­ჯე­რად წარ­მო­გიდ­გენთ, 30 გავ­რცე­ლე­ბულ სა­ხელს, რომ­ლე­ბიც პრო­ფე­სორ ზუ­რაბ ჭუმ­ბუ­რი­ძის მიერ წლე­ბის წინ არის და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და მის­სა­ვე წიგნ­ში, სა­ხელ­წო­დე­ბით - "რა გქვია შენ?" არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

ია - ად­რე­უ­ლი გა­ზა­ფხუ­ლის ყვა­ვი­ლის სა­ხე­ლია. ბერ­ძნუ­ლად ჰქვია "იონ". მისი მრავ­ლო­ბი­თი რი­ცხვის ფორ­მაა ია, რო­მე­ლიც ქა­ლის სა­ხე­ლად არის ქცე­უ­ლი და შე­სუ­ლია ევ­რო­პულ ენებ­შიც. მა­გა­ლი­თად, რუ­სულ­ში, ფრან­გულ­ში (ვი­ო­ლა, ვი­ო­ლე­ტა). იგი­ვე სი­ტყვა ნა­სეს­ხე­ბია ყვა­ვი­ლის სა­ხე­ლა­დაც (შე­ა­და­რეთ რუ­სუ­ლი фиалка - "ია", фиолетовый - "იის­ფე­რი"). ქარ­თულ­შიც შე­მო­სუ­ლია რო­გორც ყვა­ვი­ლის, ასე­ვე ქა­ლის სა­ხე­ლა­დაც. ია ქა­ლის სა­ხე­ლად ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­ში მა­რი­ამ­წმინ­დის ეკ­ლე­სი­ის ფრეს­კა­ზე გვხვდე­ბა (XII-XIII სს.), რო­მელ­ზეც გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი არი­ან ქალი და ვაჟი (დედა-შვი­ლი) იაი და შოთა. მი­აჩ­ნი­ათ, რომ ესე­ნი შოთა რუს­თა­ვე­ლი და დე­და­მი­სი იყ­ვნენ.

იზოლ­და - (ან­გლო­საქ­სუ­რი) "გა­მო­ჩე­ნი­ლი მე­ო­მა­რი". მისი შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ფორ­მაა იზო.

ინა - ნა­სეს­ხე­ბია ევ­რო­პუ­ლი­დან, სა­დაც ადრე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა კა­ცის სა­ხე­ლა­დაც. უკავ­შირ­დე­ბა ლა­თი­ნურს და თარ­გმნი­ან რო­გორც "ნი­აღ­ვა­რი," მაგ­რამ ზუს­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა და წარ­მო­მავ­ლო­ბა უც­ნო­ბია.

ინგა - (სკან­დი­ნა­ვი­უ­რი) უკავ­შირ­დე­ბა ძვე­ლი ის­ლან­დი­ე­ლე­ბის ღმერ­თის სა­ხელს ინგვე-ს ქარ­თულ­ში ის ნა­სეს­ხე­ბია.

ინე­ზა, ინე­სა - ნა­სეს­ხე­ბია ევ­რო­პუ­ლი ენე­ბი­დან. ეს­პა­ნუ­რი ვა­რი­ან­ტია აგ­ნე­სა-სი.

ინო­ლა - (ქარ­თუ­ლი) ირი­ნეს ან მა­რი­ნეს შეკ­ვე­ცი­ლი მო­ფე­რე­ბი­თი ფორ­მაა, და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სვა­ნუ­რი ენის­თვის.

ირი­ნე - (ბერ­ძნუ­ლი) "მშვი­დო­ბა". მისი შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ფორ­მაა ირა (ეს უკა­ნას­კნე­ლი შე­იძ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი იყოს ირა­ი­და-ს შე­მოკ­ლე­ბი­თაც, რო­მე­ლიც ასე­ვე ბერ­ძნუ­ლი სა­ხე­ლია და ნიშ­ნავს "გმირ ქალს" ან "ჰე­რას ასულს").

ირმა - ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლია. გა­რეგ­ნუ­ლად ემ­თხვე­ვა გერ­მა­ნულს, რო­მელ­საც სულ სხვა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს და "ირ­მი­ნი­სად­მი" (ომის ღმერ­თი­სად­მი) შე­წი­რულს ნიშ­ნავს.

იუ­ლია - (ლა­თი­ნუ­რი) "იუ­ლი­უ­სის კუთ­ვნი­ლი", ან "ივ­ლი­სი­სა".

კატო - ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლია, მი­ღე­ბუ­ლია ეკა­ტე­რი­ნე-ს შე­მოკ­ლე­ბით.

კე­კე­ლა - შე­მოკ­ლე­ბით კეკე, ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლია, ნიშ­ნავს " მშვე­ნი­ერს," (შე­ა­და­რეთ კეკ­ლუ­ცი). წი­ნათ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა რო­გორც ქა­ლის, ასე­ვე კა­ცის სა­ხე­ლად (აქე­დან მო­დის გვა­რე­ბი: კე­კე­ლაშ­ვი­ლი, კე­კე­ლი­ძე, კე­კე­ლია). ეს სა­ხე­ლი თით­ქმის აღარ გვხვდე­ბა, რად­გან კე­კე­ლამ უარ­ყო­ფი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა შე­ი­ძი­ნა ("ზედ­მე­ტად პრან­ჭია").

კე­სა­რია - (ბერ­ძნუ­ლი) "დე­დო­ფა­ლი". შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ფორ­მაა კესო, რო­მე­ლიც ვრცელ­დე­ბა ქარ­თულ­ში რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხე­ლი. ეს სა­ხე­ლი ჰქვია ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის "ოთა­რა­ანთ ქვრი­ვის" ერთ-ერთ მთა­ვარ მოქ­მედ პირს. გვხვდე­ბა მე­ო­რე შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ფორ­მაც - კესა.

კლავ­დია - (ლა­თი­ნუ­რი) ნა­წარ­მო­ე­ბია კა­ცის სა­ხე­ლის­გან: კლავ­დი­უს - "კოჭ­ლი". კლავ­დი­უსს უწო­დებ­დნენ კოჭლ ღვთა­ე­ბას - ჰე­ფეს­ტოსს ანუ ვულ­კანს.

კლა­რა - (ლა­თი­ნუ­რი) "ნა­თე­ლი". ნა­სეს­ხე­ბია ევ­რო­პუ­ლი ენე­ბი­დან.

ლალი - წარ­მო­შო­ბით ძვე­ლი ინ­დუ­რია, აღ­ნიშ­ნავ­და წი­თე­ლი ფე­რის ძვირ­ფას თვალს - ლალს, წი­თელ ფერს. რო­გორც ერთი, ისე მე­ო­რე მნიშ­ვნე­ლო­ბით იგი ისეს­ხა არა­ერ­თმა აღ­მო­სავ­ლურ­მა ენამ. სხვა­დას­ხვა გზით ამ სი­ტყვას უკავ­შირ­დე­ბა სა­ხე­ლე­ბი ლალი, ლალა, ლალე, ლოლა. ზოგი მათ­გა­ნი აღ­მო­სავ­ლე­თის ხალ­ხებ­ში კა­ცის სა­ხე­ლა­დაც გვხვდე­ბა. აქე­და­ნაა გვა­რე­ბი: ლა­ლაშ­ვი­ლი, ლა­ლი­აშ­ვი­ლი, ლო­ლაშ­ვი­ლი.

ლა­მა­რა - ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლია. სვა­ნეთ­ში, უშ­გუ­ლის თემ­ში, არის წმინ­და მა­რი­ა­მის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძა­რი, რო­მელ­საც ლა­მა­რა ჰქვია ("მა­რი­ა­მი­სა"). აქე­დან არის მი­ღე­ბუ­ლი ლა­მა­რა. პირ­ვე­ლად გვხვდე­ბა გრ. რო­ბა­ქი­ძის ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის პი­ე­სა­ში.

ლამ­ზი­რა - (ქარ­თუ­ლი) სვა­ნუ­რად ნიშ­ნავს "სა­ლო­ცავს". ნა­წარ­მო­ე­ბია ლა­მა­რა-ს მსგავ­სად.

ლანა - (სლა­ვუ­რი) მო­ფე­რე­ბი­თი ფორ­მაა, მი­ღე­ბუ­ლი სვეტ­ლა­ნა, რუს­ლა­ნა და სხვა მსგავ­სი სა­ხე­ლე­ბის შე­მოკ­ლე­ბის გზით.

ლა­ტავ­რა - (სპარ­სუ­ლი) "რა­ტის ასუ­ლი". მისი ად­რინ­დე­ლი ფორ­მაა ლა­ტავ­რი, რო­მე­ლიც მე­მა­ტი­ა­ნის ცნო­ბით, ქა­ლის სა­ხე­ლად გვხვდე­ბა ჯერ კი­დევ VII სუ­კუ­ნე­ში: "ხოლო ამან ჯუ­ან­შერ შე­ირ­თო ცოლი, ნა­თე­სა­ვი ბაგ­რა­ტი­ონ­თა, ასუ­ლი ადარ­ნა­სე­სი, სა­ხე­ლით ლა­ტავ­რი" ("ქარ­თლის ცხოვ­რე­ბა," I, 251). ეს სა­ხე­ლი გვხვდე­ბა X სა­უ­კუ­ნე­შიც "სე­რა­პი­ონ ზარზმე­ლის ცხოვ­რე­ბა­ში". ძვე­ლად გვხვდე­ბო­და აგ­რეთ­ვე ანა­ლო­გი­უ­რად ნა­წარ­მო­ე­ბი ქა­ლის სა­ხე­ლე­ბი: გვა­რა­მავ­რი და პე­რო­ჟავ­რი. ლა­ტავ­რა ჰქვია სან­დრო შან­ში­აშ­ვი­ლის ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის დრა­მი­სა და ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის ოპე­რის მთა­ვარ მოქ­მედ გმირს.

წა­ი­კი­თხეთ სტა­ტი­ის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი - სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ქა­ლის სა­ხე­ლე­ბის გან­მარ­ტე­ბა

ლა­უ­რა - (ლა­თი­ნუ­რი) ნიშ­ნავს "დაფ­ნა"

ლე­ი­ლა - (არა­ბუ­ლი) "ღამე," გა­და­ტა­ნით "შავი," "შავგვრე­მა­ნი". სხვაგ­ვა­რი ეტი­მო­ლო­გი­ით, არა­ბულ­ში შე­სუ­ლია ძვე­ლი ებ­რა­უ­ლი­დან, სა­დაც ლი­ლია, ლილი ნიშ­ნავს "შრო­შანს". ებ­რა­უ­ლი­დან ეს სი­ტყვაც და სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლიც ნა­სეს­ხე­ბია აგ­რეთ­ვე ლა­თი­ნურ­ში და მთელ რიგ ევ­რო­პულ ენებ­ში.

ლელა - (ქარ­თუ­ლი) "სწორ­თმი­ა­ნი" (მცე­ნა­რის სა­ხე­ლი­სა­გან). XVII სა­უ­კუ­ნი­დან ცნო­ბი­ლია თე­ი­მუ­რაზ მე­ფის ასუ­ლი - ლელა ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი. ლელა ჰქვია ვაჟა-ფშა­ვე­ლას "ბახ­ტრი­ო­ნის" გმირ ქალს.

ლენა - (სლა­ვუ­რი) მო­ფე­რე­ბი­თი სა­ხე­ლია, მი­ღე­ბუ­ლი ელე­ნა, ელე­ო­ნო­რა, ვი­ლე­ნა, ლე­ო­ნი­ნა და სხვა მსგავ­სი სა­ხე­ლე­ბის შე­მოკ­ლე­ბით გზით.

ლია - (ძვე­ლი ებ­რა­უ­ლი) ეტი­მო­ლო­გია და­უ­ზუს­ტე­ბე­ლია. არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დე­ბი, რო­მელ­თა მი­ხედ­ვით, შე­იძ­ლე­ბა "დე­კე­ულს," ან "ან­ტი­ლო­პას," "და­ქან­ცულს", "დაღ­ლილს" ნიშ­ნავ­დეს.

ლი­ა­ნა - ევ­რო­პუ­ლი სა­ხე­ლის ლი­ლი­ა­ნა-ს შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ფორ­მაა.

ლილი - (ძვე­ლი ებ­რა­უ­ლი) "შრო­შა­ნი".

ლოლა - (ირა­ნუ­ლი) "ია­სა­მა­ნი".

ლუ­ი­ზა - ფრან­გუ­ლი სა­ხე­ლია, ნა­წარ­მო­ე­ბი მა­მა­კა­ცის სა­ხე­ლი­სა­გან: ძვე­ლი ფრან­გუ­ლი "ხლოდ­ვიკ" ნიშ­ნავს "სა­ხე­ლო­ვან მე­ო­მარს". აქე­დან მომ­დი­ნა­რე­ობს ვა­ჟის სა­ხე­ლი ლი­უდ­ვიგ (ლი­უდ­ვიკ), რომ­ლის­გა­ნაც მი­ვი­ღეთ ლუი, ამ უკა­ნას­კნე­ლი­სა­გან კი - ქა­ლის სა­ხე­ლი ლუ­ი­ზა.

მაგ­და­ლი­ნა - (ლა­თი­ნუ­რი) "მაგ­და­ლე­ლი," "მაგ­და­ლი­ნე­ლი". ერთ-ერთ წმინ­დანს, სა­ხე­ლად მა­რი­ამს, რო­მე­ლიც პა­ლეს­ტი­ნის ქა­ლაქ მაგ­და­ლი­დან იყო, სხვა მა­რი­ა­მე­ბის­გან გა­სარ­ჩე­ვად, ეწო­და მა­რია მაგ­და­ლი­ნა. შემ­დგომ­ში მისი ზედ­წო­დე­ბა კა­თო­ლი­კურ წრე­ებ­ში ცალ­კე სა­ხე­ლად იქცა. ამ სა­ხე­ლის შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ფორ­მე­ბია: მაგ­და­ნა, მაგ­და, მა­დი­ნა, მადი. ამ­ჟა­მად ისი­ნიც და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხე­ლე­ბად არის ქცე­უ­ლი. ამა­ვე სა­ხელ­მა ფრან­გულ ენა­ში მი­ი­ღო ფორ­მა მად­ლე­ნა, რო­მე­ლიც ამ სა­ხი­თაც შე­ვი­და სხვა ენებ­ში, მათ შო­რის - ქარ­თულ­ში.

მა­დო­ნა - (იტა­ლი­უ­რი) "ჩემო ქალ­ბა­ტო­ნო". ასე უწო­დე­ბენ კა­თო­ლი­კე­ე­ბი ღვთის­მშო­ბელს. ასე­თი­ვე იყო ქა­ლი­სად­მი ზრდი­ლო­ბი­ა­ნი მი­მარ­თვის ფორ­მა, რო­მე­ლიც შემ­დგომ­ში სა­ხე­ლად იქცა.

მო­ამ­ზა­და ლალი ფა­ცი­ამ

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: რა­ტომ აქვს ქარ­თუ­ლი გვა­რე­ბის უმე­ტე­სო­ბას "ძე" და "შვი­ლი" და­ბო­ლო­ე­ბა? - სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტე­ბი გვა­რე­ბის წარ­მო­შო­ბა­ზე

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯენეტა
0

რას ნიშნავს და სადაური სახელია ჯენეტა?

ლელი
7

რას ნიშნავს გოგოს სახელი "ლელი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

გაიგე რას ნიშნავს შენი სახელი - საქართველოში გავრცელებული 30 ცნობილი სახელის განმარტება

გაიგე რას ნიშნავს შენი სახელი - საქართველოში გავრცელებული 30 ცნობილი სახელის განმარტება

ქართული გვარ-სახელების წარმოშობის საკითხი ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს ჩვენს მკითხველში და მათი თხოვნის გათვალისწინებით, ვაგრძელებთ საქართველოში გავრცელებული ქალის სახელების თემას. ამჯერად წარმოგიდგენთ, 30 გავრცელებულ სახელს, რომლებიც პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძის მიერ წლების წინ არის დამუშავებული და მისსავე წიგნში, სახელწოდებით - "რა გქვია შენ?" არის წარმოდგენილი.

ია - ადრეული გაზაფხულის ყვავილის სახელია. ბერძნულად ჰქვია "იონ". მისი მრავლობითი რიცხვის ფორმაა ია, რომელიც ქალის სახელად არის ქცეული და შესულია ევროპულ ენებშიც. მაგალითად, რუსულში, ფრანგულში (ვიოლა, ვიოლეტა). იგივე სიტყვა ნასესხებია ყვავილის სახელადაც (შეადარეთ რუსული фиалка - "ია", фиолетовый - "იისფერი"). ქართულშიც შემოსულია როგორც ყვავილის, ასევე ქალის სახელადაც. ია ქალის სახელად ბორჯომის ხეობაში მარიამწმინდის ეკლესიის ფრესკაზე გვხვდება (XII-XIII სს.), რომელზეც გამოსახულები არიან ქალი და ვაჟი (დედა-შვილი) იაი და შოთა. მიაჩნიათ, რომ ესენი შოთა რუსთაველი და დედამისი იყვნენ.

იზოლდა - (ანგლოსაქსური) "გამოჩენილი მეომარი". მისი შემოკლებული ფორმაა იზო.

ინა - ნასესხებია ევროპულიდან, სადაც ადრე გავრცელებული ყოფილა კაცის სახელადაც. უკავშირდება ლათინურს და თარგმნიან როგორც "ნიაღვარი," მაგრამ ზუსტი მნიშვნელობა და წარმომავლობა უცნობია.

ინგა - (სკანდინავიური) უკავშირდება ძველი ისლანდიელების ღმერთის სახელს ინგვე-ს ქართულში ის ნასესხებია.

ინეზა, ინესა - ნასესხებია ევროპული ენებიდან. ესპანური ვარიანტია აგნესა-სი.

ინოლა - (ქართული) ირინეს ან მარინეს შეკვეცილი მოფერებითი ფორმაა, დამახასიათებელი სვანური ენისთვის.

ირინე - (ბერძნული) "მშვიდობა". მისი შემოკლებული ფორმაა ირა (ეს უკანასკნელი შეიძლება მიღებული იყოს ირაიდა-ს შემოკლებითაც, რომელიც ასევე ბერძნული სახელია და ნიშნავს "გმირ ქალს" ან "ჰერას ასულს").

ირმა - ქართული სახელია. გარეგნულად ემთხვევა გერმანულს, რომელსაც სულ სხვა მნიშვნელობა აქვს და "ირმინისადმი" (ომის ღმერთისადმი) შეწირულს ნიშნავს.

იულია - (ლათინური) "იულიუსის კუთვნილი", ან "ივლისისა".

კატო - ქართული სახელია, მიღებულია ეკატერინე-ს შემოკლებით.

კეკელა - შემოკლებით კეკე, ქართული სახელია, ნიშნავს " მშვენიერს," (შეადარეთ კეკლუცი). წინათ გავრცელებული ყოფილა როგორც ქალის, ასევე კაცის სახელად (აქედან მოდის გვარები: კეკელაშვილი, კეკელიძე, კეკელია). ეს სახელი თითქმის აღარ გვხვდება, რადგან კეკელამ უარყოფითი მნიშვნელობა შეიძინა ("ზედმეტად პრანჭია").

კესარია - (ბერძნული) "დედოფალი". შემოკლებული ფორმაა კესო, რომელიც ვრცელდება ქართულში როგორც დამოუკიდებელი სახელი. ეს სახელი ჰქვია ილია ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივის" ერთ-ერთ მთავარ მოქმედ პირს. გვხვდება მეორე შემოკლებული ფორმაც - კესა.

კლავდია - (ლათინური) ნაწარმოებია კაცის სახელისგან: კლავდიუს - "კოჭლი". კლავდიუსს უწოდებდნენ კოჭლ ღვთაებას - ჰეფესტოსს ანუ ვულკანს.

კლარა - (ლათინური) "ნათელი". ნასესხებია ევროპული ენებიდან.

ლალი - წარმოშობით ძველი ინდურია, აღნიშნავდა წითელი ფერის ძვირფას თვალს - ლალს, წითელ ფერს. როგორც ერთი, ისე მეორე მნიშვნელობით იგი ისესხა არაერთმა აღმოსავლურმა ენამ. სხვადასხვა გზით ამ სიტყვას უკავშირდება სახელები ლალი, ლალა, ლალე, ლოლა. ზოგი მათგანი აღმოსავლეთის ხალხებში კაცის სახელადაც გვხვდება. აქედანაა გვარები: ლალაშვილი, ლალიაშვილი, ლოლაშვილი.

ლამარა - ქართული სახელია. სვანეთში, უშგულის თემში, არის წმინდა მარიამის სახელობის ტაძარი, რომელსაც ლამარა ჰქვია ("მარიამისა"). აქედან არის მიღებული ლამარა. პირველად გვხვდება გრ. რობაქიძის ამავე სახელწოდების პიესაში.

ლამზირა - (ქართული) სვანურად ნიშნავს "სალოცავს". ნაწარმოებია ლამარა-ს მსგავსად.

ლანა - (სლავური) მოფერებითი ფორმაა, მიღებული სვეტლანა, რუსლანა და სხვა მსგავსი სახელების შემოკლების გზით.

ლატავრა - (სპარსული) "რატის ასული". მისი ადრინდელი ფორმაა ლატავრი, რომელიც მემატიანის ცნობით, ქალის სახელად გვხვდება ჯერ კიდევ VII სუკუნეში: "ხოლო ამან ჯუანშერ შეირთო ცოლი, ნათესავი ბაგრატიონთა, ასული ადარნასესი, სახელით ლატავრი" ("ქართლის ცხოვრება," I, 251). ეს სახელი გვხვდება X საუკუნეშიც "სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში". ძველად გვხვდებოდა აგრეთვე ანალოგიურად ნაწარმოები ქალის სახელები: გვარამავრი და პეროჟავრი. ლატავრა ჰქვია სანდრო შანშიაშვილის ამავე სახელწოდების დრამისა და ზაქარია ფალიაშვილის ოპერის მთავარ მოქმედ გმირს.

წაიკითხეთ სტატიის პირველი ნაწილი - საქართველოში გავრცელებული ქალის სახელების განმარტება

ლაურა - (ლათინური) ნიშნავს "დაფნა"

ლეილა - (არაბული) "ღამე," გადატანით "შავი," "შავგვრემანი". სხვაგვარი ეტიმოლოგიით, არაბულში შესულია ძველი ებრაულიდან, სადაც ლილია, ლილი ნიშნავს "შროშანს". ებრაულიდან ეს სიტყვაც და საკუთარი სახელიც ნასესხებია აგრეთვე ლათინურში და მთელ რიგ ევროპულ ენებში.

ლელა - (ქართული) "სწორთმიანი" (მცენარის სახელისაგან). XVII საუკუნიდან ცნობილია თეიმურაზ მეფის ასული - ლელა ბატონიშვილი. ლელა ჰქვია ვაჟა-ფშაველას "ბახტრიონის" გმირ ქალს.

ლენა - (სლავური) მოფერებითი სახელია, მიღებული ელენა, ელეონორა, ვილენა, ლეონინა და სხვა მსგავსი სახელების შემოკლებით გზით.

ლია - (ძველი ებრაული) ეტიმოლოგია დაუზუსტებელია. არსებობს ვარაუდები, რომელთა მიხედვით, შეიძლება "დეკეულს," ან "ანტილოპას," "დაქანცულს", "დაღლილს" ნიშნავდეს.

ლიანა - ევროპული სახელის ლილიანა-ს შემოკლებული ფორმაა.

ლილი - (ძველი ებრაული) "შროშანი".

ლოლა - (ირანული) "იასამანი".

ლუიზა - ფრანგული სახელია, ნაწარმოები მამაკაცის სახელისაგან: ძველი ფრანგული "ხლოდვიკ" ნიშნავს "სახელოვან მეომარს". აქედან მომდინარეობს ვაჟის სახელი ლიუდვიგ (ლიუდვიკ), რომლისგანაც მივიღეთ ლუი, ამ უკანასკნელისაგან კი - ქალის სახელი ლუიზა.

მაგდალინა - (ლათინური) "მაგდალელი," "მაგდალინელი". ერთ-ერთ წმინდანს, სახელად მარიამს, რომელიც პალესტინის ქალაქ მაგდალიდან იყო, სხვა მარიამებისგან გასარჩევად, ეწოდა მარია მაგდალინა. შემდგომში მისი ზედწოდება კათოლიკურ წრეებში ცალკე სახელად იქცა. ამ სახელის შემოკლებული ფორმებია: მაგდანა, მაგდა, მადინა, მადი. ამჟამად ისინიც დამოუკიდებელ სახელებად არის ქცეული. ამავე სახელმა ფრანგულ ენაში მიიღო ფორმა მადლენა, რომელიც ამ სახითაც შევიდა სხვა ენებში, მათ შორის - ქართულში.

მადონა - (იტალიური) "ჩემო ქალბატონო". ასე უწოდებენ კათოლიკეები ღვთისმშობელს. ასეთივე იყო ქალისადმი ზრდილობიანი მიმართვის ფორმა, რომელიც შემდგომში სახელად იქცა.

მოამზადა ლალი ფაციამ

ასევე დაგაინტერესებთ: რატომ აქვს ქართული გვარების უმეტესობას "ძე" და "შვილი" დაბოლოება? - საინტერესო ფაქტები გვარების წარმოშობაზე