პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე (2018)
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე (2018)

სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლე უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს- პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლიტ ილია II-ისა

ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მო­ძღვარ­ნო, დი­ა­კონ­ნო, ბერ-მო­ნო­ზონ­ნო, ჩემო საყ­ვა­რე­ლო სუ­ლი­ე­რო შვი­ლე­ბო, სა­ქარ­თვე­ლოს წმინ­და მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წევ­რნო, სამ­შობ­ლო­ში მკვიდ­რნო და ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ზღვრებს გა­რეთ მცხოვ­რებ­ნო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ნო, გი­ხა­რო­დეთ!

"ამი­ე­რი­დან შენ უკვე აღარ ხარ მონა, არა­მედ ძე, ხოლო თუ ძე ხარ, მემ­კვიდ­რე­ცა ხარ ღმერ­თის მიერ" (გალ.4,7).

ახლა, ამ ღა­მეს, მთელ კა­ცობ­რი­ო­ბას და თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს კვლავ ეუ­წყე­ბა ან­გე­ლო­ზის სა­ო­ცა­რი სი­ტყვე­ბი, პირ­ვე­ლად ბეთ­ლე­მელ­მა მწყემ­სებ­მა რომ გა­ი­გო­ნეს: "…მე გა­ხა­რებთ დიად სი­ხა­რულს, რომ­ლი­თაც იხა­რებს მთე­ლი ხალ­ხი, რად­გან დღეს და­ვი­თის ქა­ლაქ­ში და­ი­ბა­და თქვე­ნი მა­ცხო­ვა­რი…" (ლუკა. 2.11) და მსოფ­ლი­ოს კვლა­ვაც ეფი­ნე­ბა ზე­ცი­უ­რი სა­გა­ლო­ბე­ლი: "დი­დე­ბა მა­ღალ­თა შინა ღმერ­თსა, ქვე­ყა­ნა­სა ზედა მშვი­დო­ბა და კაც­თა შო­რის სათ­ნო­ე­ბა" (ლუკა 2.14).

ან­თე­ბუ­ლი სან­თლე­ბით მწყემ­სებ­თან და მოგ­ვებ­თან ერ­თად სუ­ლი­ე­რად ჩვენც გა­ვე­შუ­როთ ბეთ­ლე­მი­სა­კენ და მი­ვე­ახ­ლოთ ყრმა იე­სოს, - წი­ნას­წარ­მე­ტყველ­თა და მო­ცი­ქულ­თა მიერ და­ვი­თის ძედ წო­დე­ბულს.

რა­ტომ შე­იყ­ვა­რა ღმერ­თმა ასე და­ვი­თი? რა­ტომ მი­ა­გო გა­მორ­ჩე­უ­ლი პა­ტი­ვი? შო­ბის ად­გი­ლად მისი ქა­ლა­ქი რა­ტომ ირ­ჩია და თა­ვი­სი ხორ­ცი­ე­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბა მას რა­ტომ და­უ­კავ­ში­რა?!

პირ­ველ რიგ­ში იმი­ტომ, რომ იგი გახ­და მეფე-რჩე­უ­ლი.

და­ვითს ძლე­ვა­მო­სი­ლო­ბის მწვერ­ვალ­ზეც და უდი­დე­სი შე­ჭირ­ვე­ბის ჟამ­საც სუ­ლით ხორ­ცამ­დე ჰქონ­და გან­ცდა იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნა­ში თვი­თონ კი არ მე­ფობ­და, არა­მედ, - ყოვ­ლადსა­ხი­ე­რი უფა­ლი. თა­ვად კი იყო ოდენ მსა­ხუ­რი და მისი ნე­ბის აღმსრუ­ლე­ბე­ლი, ამი­ტო­მაც თავ­მდაბ­ლად სრუ­ლად იყო მას­ზე მინ­დო­ბი­ლი და უდ­რტვინ­ვე­ლად ემორ­ჩი­ლე­ბო­და.

ძვე­ლი აღ­თქმის მე­ფე­თა შო­რის მეფე-მსა­ხუ­რის ტვირ­თი ასე სწო­რად, ასე ღირ­სე­უ­ლად არა­ვის უტა­რე­ბია და დღე­საც იგი მი­სა­ბა­ძად რჩე­ბა.

და­ვითს ჰქონ­და დიდი შეც­დო­მე­ბიც, მაგ­რამ ჰქონ­და გულ­მხურ­ვა­ლე, გულ­წრფე­ლი, სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი სი­ნა­ნუ­ლი და ეს გან­ცდა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო მას­ში, რომ სჭარ­ბობ­და ცოდ­ვა­თა სიმ­ძი­მეს და მა­გა­ლი­თად გახ­და და­ცე­მულ­თა წა­მოდ­გო­მი­სა.

თავ­მდაბ­ლო­ბი­სა და გულ­შე­მუს­ვრი­ლო­ბის გამო მი­ე­ცა მას წი­ნა­სარ­მე­ტყვე­ლე­ბის მად­ლი და უფალ­თან პირ­და­პი­რი სა­უბ­რის ძალ­მო­სი­ლე­ბა, რი­თაც იქცა მე­ფო­ბის, ღვთის­მა­ხუ­რე­ბი­სა და წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბის ნი­ჭთა შე­მომ­კრე­ბად. ამ თვი­სე­ბა­თა გამო და­ფას­და და­ვი­თი ღვთის თვალ­ში.

****

ჩვენ ყვე­ლამ მშობ­ლე­ბი­სა და წი­ნა­პარ­თა­გან მი­ვი­ღეთ გე­ნე­ტი­კუ­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბა. ამ მემ­კვიდ­რე­ო­ბის, გა­რე­მო­ე­ბა­თა და პი­როვ­ნუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის მი­ხედ­ვით კი ვყა­ლიბ­დე­ბით ინ­დი­ვი­დე­ბად.

ეს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სია, რად­გან გვაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ჩვე­ნი ქმე­დე­ბე­ბის ნა­წი­ლი მო­ვი­წო­ნოთ, ნა­წი­ლი და­ვი­წუ­ნოთ, ზოგს გან­ვე­რი­დოთ, ზოგს მუდ­მი­ვად ვებ­რძო­ლოთ … და ასე გავ­ხდეთ თა­ნა­მო­ნა­წი­ლე ჩვე­ნი "მე"-ს გა­მო­ძერ­წვი­სა.

ავს ვა­კე­თებთ თუ კარ­გს, ეს ყვე­ლა­ფე­რი შემ­დეგ იმ ქვეყ­ნად აი­სა­ხე­ბა და მთე­ლი სი­სავ­სით გა­მოვ­ლინ­დე­ბა; ამი­ტო­მაც ჩვენს ყვე­ლა ნა­ბიჯს და არ­სე­ბო­ბის ყო­ველ წუთს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

ჩვენ ვმოქ­მე­დებთ გო­ნე­ბით, სი­ტყვით, საქ­მით, გრძნო­ბით და პა­სუხს ვა­გებთ ფიქრზე, რო­მე­ლიც გო­ნე­ბა­ში გვაქვს, საქ­მე­ზე, რო­მელ­საც ვა­კე­თებთ, ტკი­ვილ­ზე თუ სი­ხა­რულ­ზე, რო­მელ­საც გან­ვიც­დით, სი­ტყვა­ზე, რო­მელ­საც ვამ­ბობთ, მზე­რა­ზეც კი … რად­გან ეს ჩემი აზ­რია, ჩემი გრძნო­ბაა, ჩემი მოქ­მე­დე­ბაა, ჩემი სი­ტყვაა, ჩემი გან­წყო­ბაა. მე ვქმნი ამ ყო­ვე­ლი­ვეს და ჩემს "მე"-დ, ჩემს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ყო­ფად ვაქ­ცევ.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მუდ­მი­ვად რამ­დე­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვავ­ლენთ თავს. ამას­თან, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში არც ვუკ­ვირ­დე­ბით და ვერც ვაც­ნო­ბი­ე­რებთ, რას ვა­კე­თებთ, რა­ტომ და რო­გორ ვმოქ­მე­დებთ.

რა არის ჩვენ­თვის სა­სარ­გებ­ლო ან უარ­სა­ყო­ფი, რა ით­ვლე­ბა სი­მარ­თლედ და სი­კე­თედ, რო­გორ ვი­ცხოვ­როთ, რო­გორ მო­ვი­პო­ვოთ ბედ­ნი­ე­რე­ბა? – ეს კი­თხვე­ბი ფი­ლო­სო­ფოს­თათ­ვის სა­უ­კუ­ნე­თა მან­ძილ­ზე გან­სჯის საგ­ნად იყო ქცე­უ­ლი და ეს პრო­ცე­სი დღე­საც გრძელ­დე­ბა.

ქრის­ტი­ა­ნო­ბამ კი ყვე­ლას­თვის გა­სა­გე­ბად მარ­ტი­ვად გას­ცა მას პა­სუ­ხი: "შე­იყ­ვა­რე უფა­ლი, ღმერ­თი შენი, მთე­ლი შენი გუ­ლით, მთე­ლი სუ­ლით და მთე­ლი შენი გო­ნე­ბით. ეს არის პირ­ვე­ლი და დიდი მცნე­ბა და მე­ო­რე, მსგავ­სი ამი­სი: შე­იყ­ვა­რე მოყ­ვა­სი შენი, რო­გორც თავი შენი" (მთ.22, 37-39), ანდა "ყვე­ლა­ფერ­ში, რო­გორც გინ­დათ, რომ მო­გექ­ცნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, თქვენც ისე­ვე მო­ე­ქე­ცით მათ" (მთ. 7,12).

მაგ­რამ ამ­გვა­რი ცხოვ­რე­ბის შე­დე­გი არ არის მი­წი­ე­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა, სიმ­დიდ­რე და თა­ნამ­დე­ბო­ბა, არც პა­ტი­ვი და უზ­რუნ­ვე­ლი ყოფა.

ასე­თი ცხოვ­რე­ბის შე­დე­გი არის მა­რა­დი­უ­ლი ნე­ტა­რე­ბა, მა­რა­დი­უ­ლი სი­ხა­რუ­ლის გან­ცდა და ან­გე­ლოზ­თა თანა ქრის­ტეს სა­უფ­ლო­ში მყო­ფო­ბა.

წუ­თი­სო­ფელ­ში ყო­ველ­თვის იყ­ვნენ და არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­ნიც ამ­ქვეყ­ნი­ურ, წარ­მა­ვალ კე­თილ­დღე­ო­ბას ირ­ჩე­ვენ ცხოვ­რე­ბის მიზ­ნად და სხვა არც არა­ფე­რი სურთ. მაგ­რამ იყ­ვნენ, არი­ან და იქ­ნე­ბი­ან ისეთ­ნიც, რო­მელ­ნიც ბედ­ნი­ე­რე­ბას უფალ­თან ერ­თო­ბა­ში ხე­და­ვენ.

ასე­თი აზ­როვ­ნე­ბა ზო­გი­ერთს ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან უყა­ლიბ­დე­ბა, ზოგი გან­საც­დე­ლის შემ­დეგ ხდე­ბა მორ­წმუ­ნე, ნა­წი­ლიც გან­სჯით ეძი­ებს და იმეც­ნებს ღმერ­თს, რო­მელ­თა­ნაც სი­ახ­ლო­ვეს მთე­ლი ძა­ლით ეკ­ლე­სია შეგ­ვაგ­რძნო­ბი­ნებს.

რა არის და რას ნიშ­ნავს ეკ­ლე­სია?

ეკ­ლე­სია ღვთის მიერ მო­წო­დე­ბულ­თა და მისი სიწ­მინ­დის გარ­შე­მო გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­თა კრე­ბუ­ლია.

პირ­ვე­ლი ეკ­ლე­სია ჩვენ­თვის უხი­ლა­ვია და იგი შე­მოქ­მედ­თან ან­გე­ლოზ­თა და­სის ურ­თი­ერ­თო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ადამს, ევა­სა და ღმერ­თს შო­რის და­ცე­მამ­დე­ლი კავ­ში­რი კი იყო ედემ­ში არ­სე­ბუ­ლი ეკ­ლე­სია, ანუ ის სივ­რცე, რო­მელ­შიც შე­მომ­ქმედ­თან ჩვე­ნი პირ­ველმშობ­ლე­ბის ერ­თო­ბით ხდე­ბო­და მათი ნე­ტა­რე­ბი­თი ცხოვ­რე­ბა.

ცოდ­ვით და­ცე­მის შემ­დეგ ხი­ლუ­ლი ეკ­ლე­სია კვლავ შე­ნარ­ჩუნ­და აბ­რა­ა­მის და სხვა მა­მათმთა­ვარ­თა კრე­ბულ­ში; სჯულ­დე­ბი­თი სახე კი მას სი­ნას მთის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ მი­ე­ცა.

I სა­უ­კუ­ნემ­დე მთელს მსოფ­ლი­ო­ში მხო­ლოდ ის­რა­ელ­ში არ­სე­ბობ­და ეკ­ლე­სია, სა­დაც იდი­დე­ბო­და ჭეშ­მა­რი­ტი ღმერ­თი.

I სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში, სუ­ლიწ­მინ­დის მო­ფე­ნის დღეს, - და­არ­სდა ახა­ლი აღ­თქმის ეკ­ლე­სია, რო­მელ­მაც მა­ცხოვ­ნებ­ლო­ბი­თი მად­ლმო­სი­ლე­ბა შეს­ძი­ნა იმ მსა­ხუ­რე­ბას ძვე­ლი აღ­თქმის ეკ­ლე­სი­ა­ში რომ აღეს­რუ­ლე­ბო­და.

მისი მო­წყო­ბის წესი, იერ­არ­ქია და სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი მა­ცხო­ვარ­მა თვი­თონ და­ად­გი­ნა. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი კი არის ის, რომ მხო­ლოდ ეს ეკ­ლე­სია არის მა­ცხოვ­ნე­ბე­ლი, მა­რა­დი­უ­ლი სი­ცო­ცხლის წყა­რო და ემ­ბა­ზი, რად­გან იგი უშუ­ა­ლოდ იესო ქრის­ტეს მი­ე­რაა და­არ­სე­ბუ­ლი და მისი სის­ხლი­თაა გა­მოს­ყი­დუ­ლი. "კლდე­სა ზედა აღ­ვა­შე­ნო ეკ­ლე­სი­აი ჩემი და ბჭე­ნი ჯო­ჯო­ხე­თი­სა­ნი ვერ ერე­ო­დი­ან მას~ (მთ. 1,16), - ბრძა­ნებს უფა­ლი.

ხაზ­გას­მით უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია არა­სო­დეს მძლავ­რობს პი­როვ­ნე­ბა­ზე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ ღმერ­თი ყოვ­ლის­შემ­ძლეა, მის­თვის უცხოა ჩვე­ნი ნე­ბის რა­ი­მე სა­ხით შე­ზღუდ­ვა (ცოდ­ვა კი იმო­ნებს კაცს და თა­ვის მორ­ჩი­ლად ხდის), იგი კა­ცობ­რი­ო­ბას და თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს გა­დარ­ჩე­ნის გზებს უჩ­ვე­ნებს და გვთა­ვა­ზობს თა­ნა­მოღ­ვა­წე­ო­ბას ჩვენს სულ­ში და ჩვენს გა­რე­მო­ში გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი ბო­რო­ტი ძა­ლის და­სა­მარ­ცხებ­ლად. ამის­თვის კი არ არის საკ­მა­რი­სი მხო­ლოდ ჩვე­ნი სი­ტყვი­ე­რი აღმსა­რებ­ლო­ბა, არც ღრმა თე­ო­ლო­გი­უ­რი ცოდ­ნა, არც წე­სე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნის პი­რა­დი მოღ­ვა­წე­ო­ბაც, ქმე­დე­ბებ­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი ჩვე­ნი ბრძო­ლა გა­მარ­ჯვე­ბი­სათ­ვის. ამი­ტო­მაც ეწო­დე­ბა ქრის­ტეს ეკ­ლე­სი­ას მებ­რძო­ლი ეკ­ლე­სია.

ხოლო ვინც ამ­ქვეყ­ნად ამ სუ­ლი­ერ ბრძო­ლა­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობს და ცხო­ნე­ბის გზას არ ად­გე­ბა, თუნ­დაც ეკ­ლე­სი­ა­ში რე­გუ­ლა­რუ­ლად და­დი­ო­დეს და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რიც იყოს, ქრის­ტეს ცო­ცხა­ლი და ცხო­ველსმყო­ფე­ლი ეკ­ლე­სი­ის გა­რეთ დარ­ჩე­ბა.

ვი­ტყვით იმა­საც, რომ მებ­რძო­ლი ეკ­ლე­სია იარ­სე­ბებს მე­ო­რედ მოს­ვლის შემ­დე­გაც, ოღონდ ახა­ლი ფორ­მით, - მო­ზე­ი­მე ეკ­ლე­სი­ის სა­ხით, ცოდ­ვებ­ზე გა­მარ­ჯვე­ბულ ნათ­ლის შვილ­თა და ღვთის ძეთა კრე­ბუ­ლის სა­ხით.

ასე რომ, ეკ­ლე­სია ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის მადლთან ან­გე­ლოზ­თა და კაც­თა თა­ნა­ზი­ა­რე­ბის ად­გი­ლია. იგი შე­საქ­მის თა­ნად­რო­უ­ლია, ანუ სამ­ყა­რო ეკ­ლე­სი­ის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს!

ბედ­ნი­ერ­ნი ვართ, რომ ჩვენ მებ­რძო­ლი, გა­დამ­რჩე­ნე­ლი, მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წევ­რნი ვართ და ძალ­გვიძს, მო­ზე­ი­მე ეკ­ლე­სი­ის თა­ნა­ზი­არ­ნიც გავ­ხდეთ.

ქრის­ტეს ეკ­ლე­სი­ის წევ­რო­ბა ცოდ­ვის მო­ნო­ბი­სა­გან ჩვენს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, სა­კუ­თა­რი თა­ვის ფლო­ბას, სხე­ულ­ზე სუ­ლის წარმ­მარ­თვე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

წარ­მო­მავ­ლო­ბის, ეთ­ნო­სის, წარ­სუ­ლი ცოდ­ვი­ლი ცხოვ­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ქრის­ტე არ ერი­დე­ბა უდი­დეს სიწ­მინ­დე­ში ჩვენს შეყ­ვა­ნას, ზი­ა­რე­ბის მად­ლით კი მისი სის­ხლი სის­ხლთა­გა­ნი და ხორ­ცი ხორცთა­გა­ნი ვხდე­ბით.

მაგ­რამ ამ სიწ­მინ­დეს გვთა­ვა­ზობს არა პა­ტი­ვი­სათ­ვის, არა­მედ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­თვის, არა ბა­ტო­ნო­ბის­თვის, არა­მედ მოყ­ვას­ზე ზრუნ­ვის­თვის, და­ვით წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის მსგავ­სად მეფე - მსა­ხუ­რად ჩვე­ნი წარ­მო­ჩე­ნის­თვის.

"მად­ლი­სა და სი­მარ­თლის უხ­ვად მიმ­ღებ­ნი იმე­ფე­ბენ სი­ცო­ცხლე­ში, იესო ქრის­ტეს მიერ" (რომ.5,17), - ვკი­თხუ­ლობთ წმინ­და წე­რილ­ში, რად­გან "უკე­თუ და­ვით­მენთ, მას­თან (იე­სოს­თან) ერ­თად ვი­მე­ფებთ" (II ტიმ. 2,12).

ქრის­ტი­ა­ნად ყოფ­ნა ნიშ­ნავს ისე­თი თვი­სე­ბე­ბის ქო­ნა­საც, რო­გო­რი­ცაა, ერთი მხრივ, თავ­მდაბ­ლო­ბა, მე­ო­რე მხრივ, - უშიშ­რო­ბა და სხვის­თვის თავ­გან­წირ­ვა; ერთი მხრივ, გულ­წრფე­ლო­ბა და უბო­რო­ტო­ბა, მე­ო­რე მხრივ, - სიბ­რძნე და გო­ნი­ე­რე­ბა, სხვი­სი აზ­რის მოს­მე­ნი­სა და და უმ­ჯო­ბე­სის გა­მორ­ჩე­ვის უნა­რი…

რო­დე­საც ვუ­ყუ­რებთ ჩვენს თა­ნა­მედ­რო­ვე მდგო­მა­რე­ო­ბას, ერ­თგვა­რი შიში და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გვი­პყრობს, რად­გან ქრის­ტი­ა­ნუ­ლი წე­სით ცოტა ცხოვ­რობს და ეკ­ლე­სი­ის მა­ცხოვ­ნე­ბელ სა­ო­ცარ წი­აღს მო­წყვე­ტილ­ნი, ვი­თარ­ცა ხის ნა­ფოტ­ნი და ვა­ზის ნას­ხლევ­ნი, სი­ცო­ცხლეს კარ­გა­ვენ.

ახალს არა­ფერს ვი­ტყვით, თუ აღ­ვნიშ­ნავთ, რომ მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი და კა­ცობ­რი­ო­ბის დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა მე­ტად მძი­მეა. პი­როვ­ნე­ბა უფსკრუ­ლის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა და ღვთის მად­ლის გა­რე­შე დარ­ჩე­ნილს, აღარ ძა­ლუძს, თავი და­აღ­წი­ოს შექ­მნილ მდგო­მა­რე­ო­ბას; ინ­გრე­ვა ოჯა­ხე­ბი, უმეთ­ვალ­ყუ­როდ რჩე­ბი­ან ბავ­შვე­ბი; გა­მეფ­და სიც­რუე, ამ­პარ­ტავ­ნე­ბა, გა­უ­ტან­ლო­ბა, ეგო­იზ­მი, შური და ღვარ­ძლი; ადა­მი­ა­ნი ცდი­ლობს, გა­ექ­ცეს ამ რე­ა­ლო­ბას, მაგ­რამ გზა­აბ­ნე­უ­ლი ხსნას ძი­რი­თა­დად ნარ­კო­ტი­კის მოხ­მა­რე­ბა­ში ხე­დავს, რი­თაც მდგო­მა­რე­ო­ბას კი­დევ უფრო ირ­თუ­ლებს.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია, შე­მუ­შავ­დეს ისე­თი ნარ­კო­პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდებს და­ი­ცავს და შექ­მნის უარ­ყო­ფით გან­წყო­ბას ამ უმ­ძი­მეს სენ­თან მი­მარ­თე­ბით. ამას­თან, უნდა აშენ­დეს სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრე­ბი, სას­კო­ლო ასა­კი­დან­ვე უნდა მოხ­დეს მოს­წავ­ლე­თა ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა და გა­ტარ­დეს სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

მა­შინ, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი კა­ტასრტრო­ფის წი­ნა­შე დგას, ყვე­ლას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლე და წინ­და­ხე­დუ­ლე­ბა გვმარ­თებს, რათა აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მი­სად­მი სწო­რი კომ­პლექ­სუ­რი მიდ­გო­მა გან­ხორ­ცი­ელ­დეს და რე­ა­ლუ­რი, შე­დე­გის მომ­ტა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გას.

მა­ინც მწამს, ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც უფ­ლი­სა და ღვთის­მშობ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მფარ­ვე­ლო­ბის ქვე­შაა და რო­მელ­მაც 2000 წლის მან­ძილ­ზე რწმე­ნის­თვის თავ­გან­წირ­ვის მრა­ვა­ლი მა­გა­ლი­თი აჩ­ვე­ნა, ქრის­ტი­ა­ნო­ბის­თვის მებ­რძოლ სულს კვლა­ვაც შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს და ცხო­ნე­ბის გზას, ათას ქარ­ტე­ხილ­თა მი­უ­ხე­და­ვად, არ და­ტო­ვებს.

ამის იმედს გან­სა­კუთ­რე­ბით მაძ­ლევს ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა, სა­ოც­რად ნი­ჭი­ე­რი და ღვთის­მოყ­ვა­რე ჩვე­ნი ბავ­შვე­ბი. დღეს, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მათი ზე­ი­მია და გუ­ლი­თა­დად ვუ­ლო­ცავ და ვლო­ცავ მათ.

ვლო­ცავ პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფთ, სნე­ულთ და გა­ჭირ­ვე­ბულთ.

დღე­სას­წა­ულს კი­დევ ერთხელ ვუ­ლო­ცავ ქარ­თვე­ლებს, აფხა­ზებს, ოსებს, ბერ­ძე­ნებს, უკ­რა­ი­ნე­ლებს, რუ­სებს, ებ­რა­ე­ლებს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს, სო­მე­ხებს, უდი­ნებს, იე­ზი­დებს, ქურ­თებს, ინ­გუ­შებს, ჩერ­ქე­ზებს, ჩე­ჩე­ნებს და ლე­კებს, ყო­ველ სხვა მკვიდრთ სა­ქარ­თვე­ლო­ი­სა და სა­ზღვრებს გა­რეთ მცხოვ­რებ თა­ნა­მე­მა­მუ­ლეთ.

მაშ, "გან­ვი­შორ­ნეთ უკუე სა­ჭურ­ველ­ნი ბნე­ლი­სა­ნი, რათა შე­ვი­წყნა­როთ დღე აღ­მო­და­ბა­დე­ბი­სა" (იო­ა­ნე თე­სა­ლო­ნი­კე­ლი). "ქრის­ტე იშ­ვე­ბის, ადი­დებ­დეთ! ქრის­ტეს ზე­ცით მო­ვალს, მი­ე­გებ­ვო­დეთ! ქრის­ტე ქვე­ყა­ნა­სა ზედა არს, ამაღ­ლდით!

სიყ­ვა­რუ­ლით თქვენ­თვის მლოც­ვე­ლი,

ილია II

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს

კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე (2018)

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე (2018)

საშობაო ეპისტოლე უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ისა

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნო, სამშობლოში მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, გიხაროდეთ!

"ამიერიდან შენ უკვე აღარ ხარ მონა, არამედ ძე, ხოლო თუ ძე ხარ, მემკვიდრეცა ხარ ღმერთის მიერ" (გალ.4,7).

ახლა, ამ ღამეს, მთელ კაცობრიობას და თითოეულ ჩვენგანს კვლავ ეუწყება ანგელოზის საოცარი სიტყვები, პირველად ბეთლემელმა მწყემსებმა რომ გაიგონეს: "…მე გახარებთ დიად სიხარულს, რომლითაც იხარებს მთელი ხალხი, რადგან დღეს დავითის ქალაქში დაიბადა თქვენი მაცხოვარი…" (ლუკა. 2.11) და მსოფლიოს კვლავაც ეფინება ზეციური საგალობელი: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება" (ლუკა 2.14).

ანთებული სანთლებით მწყემსებთან და მოგვებთან ერთად სულიერად ჩვენც გავეშუროთ ბეთლემისაკენ და მივეახლოთ ყრმა იესოს, - წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მიერ დავითის ძედ წოდებულს.

რატომ შეიყვარა ღმერთმა ასე დავითი? რატომ მიაგო გამორჩეული პატივი? შობის ადგილად მისი ქალაქი რატომ ირჩია და თავისი ხორციელი წარმომავლობა მას რატომ დაუკავშირა?!

პირველ რიგში იმიტომ, რომ იგი გახდა მეფე-რჩეული.

დავითს ძლევამოსილობის მწვერვალზეც და უდიდესი შეჭირვების ჟამსაც სულით ხორცამდე ჰქონდა განცდა იმისა, რომ ქვეყანაში თვითონ კი არ მეფობდა, არამედ, - ყოვლადსახიერი უფალი. თავად კი იყო ოდენ მსახური და მისი ნების აღმსრულებელი, ამიტომაც თავმდაბლად სრულად იყო მასზე მინდობილი და უდრტვინველად ემორჩილებოდა.

ძველი აღთქმის მეფეთა შორის მეფე-მსახურის ტვირთი ასე სწორად, ასე ღირსეულად არავის უტარებია და დღესაც იგი მისაბაძად რჩება.

დავითს ჰქონდა დიდი შეცდომებიც, მაგრამ ჰქონდა გულმხურვალე, გულწრფელი, სულისშემძვრელი სინანული და ეს განცდა იმდენად ძლიერი იყო მასში, რომ სჭარბობდა ცოდვათა სიმძიმეს და მაგალითად გახდა დაცემულთა წამოდგომისა.

თავმდაბლობისა და გულშემუსვრილობის გამო მიეცა მას წინასარმეტყველების მადლი და უფალთან პირდაპირი საუბრის ძალმოსილება, რითაც იქცა მეფობის, ღვთისმახურებისა და წინასწარმეტყველების ნიჭთა შემომკრებად. ამ თვისებათა გამო დაფასდა დავითი ღვთის თვალში.

****

ჩვენ ყველამ მშობლებისა და წინაპართაგან მივიღეთ გენეტიკური მემკვიდრეობა. ამ მემკვიდრეობის, გარემოებათა და პიროვნული არჩევანის მიხედვით კი ვყალიბდებით ინდივიდებად.

ეს შემოქმედებითი პროცესია, რადგან გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი ქმედებების ნაწილი მოვიწონოთ, ნაწილი დავიწუნოთ, ზოგს განვერიდოთ, ზოგს მუდმივად ვებრძოლოთ … და ასე გავხდეთ თანამონაწილე ჩვენი "მე"-ს გამოძერწვისა.

ავს ვაკეთებთ თუ კარგს, ეს ყველაფერი შემდეგ იმ ქვეყნად აისახება და მთელი სისავსით გამოვლინდება; ამიტომაც ჩვენს ყველა ნაბიჯს და არსებობის ყოველ წუთს დიდი მნიშვნელობა აქვს.

ჩვენ ვმოქმედებთ გონებით, სიტყვით, საქმით, გრძნობით და პასუხს ვაგებთ ფიქრზე, რომელიც გონებაში გვაქვს, საქმეზე, რომელსაც ვაკეთებთ, ტკივილზე თუ სიხარულზე, რომელსაც განვიცდით, სიტყვაზე, რომელსაც ვამბობთ, მზერაზეც კი … რადგან ეს ჩემი აზრია, ჩემი გრძნობაა, ჩემი მოქმედებაა, ჩემი სიტყვაა, ჩემი განწყობაა. მე ვქმნი ამ ყოველივეს და ჩემს "მე"-დ, ჩემს ინდივიდუალურ ყოფად ვაქცევ.

წარმოიდგინეთ, მუდმივად რამდენი მიმართულებით ვავლენთ თავს. ამასთან, უმეტეს შემთხვევაში არც ვუკვირდებით და ვერც ვაცნობიერებთ, რას ვაკეთებთ, რატომ და როგორ ვმოქმედებთ.

რა არის ჩვენთვის სასარგებლო ან უარსაყოფი, რა ითვლება სიმართლედ და სიკეთედ, როგორ ვიცხოვროთ, როგორ მოვიპოვოთ ბედნიერება? – ეს კითხვები ფილოსოფოსთათვის საუკუნეთა მანძილზე განსჯის საგნად იყო ქცეული და ეს პროცესი დღესაც გრძელდება.

ქრისტიანობამ კი ყველასთვის გასაგებად მარტივად გასცა მას პასუხი: "შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი სულით და მთელი შენი გონებით. ეს არის პირველი და დიდი მცნება და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი" (მთ.22, 37-39), ანდა "ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ" (მთ. 7,12).

მაგრამ ამგვარი ცხოვრების შედეგი არ არის მიწიერი ბედნიერება, სიმდიდრე და თანამდებობა, არც პატივი და უზრუნველი ყოფა.

ასეთი ცხოვრების შედეგი არის მარადიული ნეტარება, მარადიული სიხარულის განცდა და ანგელოზთა თანა ქრისტეს საუფლოში მყოფობა.

წუთისოფელში ყოველთვის იყვნენ და არიან ადამიანები, რომელნიც ამქვეყნიურ, წარმავალ კეთილდღეობას ირჩევენ ცხოვრების მიზნად და სხვა არც არაფერი სურთ. მაგრამ იყვნენ, არიან და იქნებიან ისეთნიც, რომელნიც ბედნიერებას უფალთან ერთობაში ხედავენ.

ასეთი აზროვნება ზოგიერთს ადრეული ასაკიდან უყალიბდება, ზოგი განსაცდელის შემდეგ ხდება მორწმუნე, ნაწილიც განსჯით ეძიებს და იმეცნებს ღმერთს, რომელთანაც სიახლოვეს მთელი ძალით ეკლესია შეგვაგრძნობინებს.

რა არის და რას ნიშნავს ეკლესია?

ეკლესია ღვთის მიერ მოწოდებულთა და მისი სიწმინდის გარშემო გაერთიანებულთა კრებულია.

პირველი ეკლესია ჩვენთვის უხილავია და იგი შემოქმედთან ანგელოზთა დასის ურთიერთობას გულისხმობს.

ადამს, ევასა და ღმერთს შორის დაცემამდელი კავშირი კი იყო ედემში არსებული ეკლესია, ანუ ის სივრცე, რომელშიც შემომქმედთან ჩვენი პირველმშობლების ერთობით ხდებოდა მათი ნეტარებითი ცხოვრება.

ცოდვით დაცემის შემდეგ ხილული ეკლესია კვლავ შენარჩუნდა აბრაამის და სხვა მამათმთავართა კრებულში; სჯულდებითი სახე კი მას სინას მთის გამოცხადების შემდეგ მიეცა.

I საუკუნემდე მთელს მსოფლიოში მხოლოდ ისრაელში არსებობდა ეკლესია, სადაც იდიდებოდა ჭეშმარიტი ღმერთი.

I საუკუნის დასაწყისში, სულიწმინდის მოფენის დღეს, - დაარსდა ახალი აღთქმის ეკლესია, რომელმაც მაცხოვნებლობითი მადლმოსილება შესძინა იმ მსახურებას ძველი აღთქმის ეკლესიაში რომ აღესრულებოდა.

მისი მოწყობის წესი, იერარქია და საიდუმლოებები მაცხოვარმა თვითონ დაადგინა. ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ მხოლოდ ეს ეკლესია არის მაცხოვნებელი, მარადიული სიცოცხლის წყარო და ემბაზი, რადგან იგი უშუალოდ იესო ქრისტეს მიერაა დაარსებული და მისი სისხლითაა გამოსყიდული. "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას~ (მთ. 1,16), - ბრძანებს უფალი.

ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არასოდეს მძლავრობს პიროვნებაზე. მიუხედავად იმისა რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა, მისთვის უცხოა ჩვენი ნების რაიმე სახით შეზღუდვა (ცოდვა კი იმონებს კაცს და თავის მორჩილად ხდის), იგი კაცობრიობას და თითოეულ ჩვენგანს გადარჩენის გზებს უჩვენებს და გვთავაზობს თანამოღვაწეობას ჩვენს სულში და ჩვენს გარემოში გაბატონებული ბოროტი ძალის დასამარცხებლად. ამისთვის კი არ არის საკმარისი მხოლოდ ჩვენი სიტყვიერი აღმსარებლობა, არც ღრმა თეოლოგიური ცოდნა, არც წესების შესრულება, აუცილებელია ყოველი ჩვენგანის პირადი მოღვაწეობაც, ქმედებებში გამოვლენილი ჩვენი ბრძოლა გამარჯვებისათვის. ამიტომაც ეწოდება ქრისტეს ეკლესიას მებრძოლი ეკლესია.

ხოლო ვინც ამქვეყნად ამ სულიერ ბრძოლაში არ მონაწილეობს და ცხონების გზას არ ადგება, თუნდაც ეკლესიაში რეგულარულად დადიოდეს და სასულიერო პირიც იყოს, ქრისტეს ცოცხალი და ცხოველსმყოფელი ეკლესიის გარეთ დარჩება.

ვიტყვით იმასაც, რომ მებრძოლი ეკლესია იარსებებს მეორედ მოსვლის შემდეგაც, ოღონდ ახალი ფორმით, - მოზეიმე ეკლესიის სახით, ცოდვებზე გამარჯვებულ ნათლის შვილთა და ღვთის ძეთა კრებულის სახით.

ასე რომ, ეკლესია ყოვლადწმინდა სამების მადლთან ანგელოზთა და კაცთა თანაზიარების ადგილია. იგი შესაქმის თანადროულია, ანუ სამყარო ეკლესიის გარეშე არ არსებობს!

ბედნიერნი ვართ, რომ ჩვენ მებრძოლი, გადამრჩენელი, მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნი ვართ და ძალგვიძს, მოზეიმე ეკლესიის თანაზიარნიც გავხდეთ.

ქრისტეს ეკლესიის წევრობა ცოდვის მონობისაგან ჩვენს გათავისუფლებას, საკუთარი თავის ფლობას, სხეულზე სულის წარმმართველობას გულისხმობს.

წარმომავლობის, ეთნოსის, წარსული ცოდვილი ცხოვრების მიუხედავად ქრისტე არ ერიდება უდიდეს სიწმინდეში ჩვენს შეყვანას, ზიარების მადლით კი მისი სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანი ვხდებით.

მაგრამ ამ სიწმინდეს გვთავაზობს არა პატივისათვის, არამედ პასუხისმგებლობისთვის, არა ბატონობისთვის, არამედ მოყვასზე ზრუნვისთვის, დავით წინასწარმეტყველის მსგავსად მეფე - მსახურად ჩვენი წარმოჩენისთვის.

"მადლისა და სიმართლის უხვად მიმღებნი იმეფებენ სიცოცხლეში, იესო ქრისტეს მიერ" (რომ.5,17), - ვკითხულობთ წმინდა წერილში, რადგან "უკეთუ დავითმენთ, მასთან (იესოსთან) ერთად ვიმეფებთ" (II ტიმ. 2,12).

ქრისტიანად ყოფნა ნიშნავს ისეთი თვისებების ქონასაც, როგორიცაა, ერთი მხრივ, თავმდაბლობა, მეორე მხრივ, - უშიშრობა და სხვისთვის თავგანწირვა; ერთი მხრივ, გულწრფელობა და უბოროტობა, მეორე მხრივ, - სიბრძნე და გონიერება, სხვისი აზრის მოსმენისა და და უმჯობესის გამორჩევის უნარი…

როდესაც ვუყურებთ ჩვენს თანამედროვე მდგომარეობას, ერთგვარი შიში და უკმაყოფილება გვიპყრობს, რადგან ქრისტიანული წესით ცოტა ცხოვრობს და ეკლესიის მაცხოვნებელ საოცარ წიაღს მოწყვეტილნი, ვითარცა ხის ნაფოტნი და ვაზის ნასხლევნი, სიცოცხლეს კარგავენ.

ახალს არაფერს ვიტყვით, თუ აღვნიშნავთ, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები და კაცობრიობის დღევანდელი მდგომარეობა მეტად მძიმეა. პიროვნება უფსკრულის წინაშე აღმოჩნდა და ღვთის მადლის გარეშე დარჩენილს, აღარ ძალუძს, თავი დააღწიოს შექმნილ მდგომარეობას; ინგრევა ოჯახები, უმეთვალყუროდ რჩებიან ბავშვები; გამეფდა სიცრუე, ამპარტავნება, გაუტანლობა, ეგოიზმი, შური და ღვარძლი; ადამიანი ცდილობს, გაექცეს ამ რეალობას, მაგრამ გზააბნეული ხსნას ძირითადად ნარკოტიკის მოხმარებაში ხედავს, რითაც მდგომარეობას კიდევ უფრო ირთულებს.

აუცილებელია, შემუშავდეს ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს დაიცავს და შექმნის უარყოფით განწყობას ამ უმძიმეს სენთან მიმართებით. ამასთან, უნდა აშენდეს სარეაბილიტაციო ცენტრები, სასკოლო ასაკიდანვე უნდა მოხდეს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და გატარდეს სხვა ღონისძიებები.

მაშინ, როდესაც ქვეყანა დემოგრაფიული კატასრტროფის წინაშე დგას, ყველას განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულება გვმართებს, რათა აღნიშნული პრობლემისადმი სწორი კომპლექსური მიდგომა განხორციელდეს და რეალური, შედეგის მომტანი ნაბიჯები გადაიდგას.

მაინც მწამს, ქვეყანა, რომელიც უფლისა და ღვთისმშობლის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა და რომელმაც 2000 წლის მანძილზე რწმენისთვის თავგანწირვის მრავალი მაგალითი აჩვენა, ქრისტიანობისთვის მებრძოლ სულს კვლავაც შეინარჩუნებს და ცხონების გზას, ათას ქარტეხილთა მიუხედავად, არ დატოვებს.

ამის იმედს განსაკუთრებით მაძლევს ჩვენი მომავალი თაობა, საოცრად ნიჭიერი და ღვთისმოყვარე ჩვენი ბავშვები. დღეს, უპირველეს ყოვლისა, მათი ზეიმია და გულითადად ვულოცავ და ვლოცავ მათ.

ვლოცავ პატიმრობაში მყოფთ, სნეულთ და გაჭირვებულთ.

დღესასწაულს კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, ბერძენებს, უკრაინელებს, რუსებს, ებრაელებს, აზერბაიჯანელებს, სომეხებს, უდინებს, იეზიდებს, ქურთებს, ინგუშებს, ჩერქეზებს, ჩეჩენებს და ლეკებს, ყოველ სხვა მკვიდრთ საქართველოისა და საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ.

მაშ, "განვიშორნეთ უკუე საჭურველნი ბნელისანი, რათა შევიწყნაროთ დღე აღმოდაბადებისა" (იოანე თესალონიკელი). "ქრისტე იშვების, ადიდებდეთ! ქრისტეს ზეცით მოვალს, მიეგებვოდეთ! ქრისტე ქვეყანასა ზედა არს, ამაღლდით!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,

ილია II

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი