პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი ხილი უნდა მიირთვათ ზამთარში - ენდოკრინოლოგი სეზონური ხილის სასარგებლო თვისებებზე
რომელი ხილი უნდა მიირთვათ ზამთარში - ენდოკრინოლოგი სეზონური ხილის სასარგებლო თვისებებზე

ხი­ლის მი­ღე­ბა რომ ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, ორ­გა­ნიზ­მის ნორ­მა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ეს ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, მაგ­რამ ამ­ჯე­რად სე­ზო­ნურ ხილ­ზე ვსა­უბ­რობთ, იმა­ზე, თუ რო­მე­ლი რო­გორ და რა რა­ო­დე­ნო­ბით უნდა მი­ვი­ღოთ ზამ­თარ­ში, რომ ორ­გა­ნიზ­მში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იყოს აუ­ცი­ლე­ბე­ლი ვი­ტა­მი­ნე­ბი და მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი. ამას­თან, რო­გო­რი უნდა იყოს ჯან­სა­ღი ხილი, რო­მელ­საც ამ პე­რი­ოდ­ში მი­ვირ­თმევთ.

გვე­სა­უბ­რე­ბა ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი, ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს სიმ­სუქ­ნის შემ­სწავ­ლე­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ქე­თე­ვან ასა­თი­ა­ნი:

- რა ხილი უნდა მი­ვი­ღოთ ზამ­თრის სე­ზონ­ზე?

- წე­ლი­წა­დის ნე­ბის­მი­ერ დროს სა­სურ­ვე­ლია, მი­ირ­თვათ სე­ზო­ნუ­რი პრო­დუქ­ტი. ზამ­თარ­ში იმუ­ნი­ტე­ტი შე­და­რე­ბით და­ბა­ლია და შე­სა­ბა­მი­სად გა­ცი­ე­ბი­სა და გრი­პის რის­კი მა­ღა­ლია, ამი­ტომ ხი­ლის შერ­ჩე­ვი­სას უპი­რა­ტე­სო­ბა უნდა მი­ა­ნი­ჭოთ ისეთ პრო­დუქტს, რო­მე­ლიც საკ­მაო რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ცავს C ვი­ტა­მინს. სა­სურ­ვე­ლია, მი­ირ­თვათ მან­და­რი­ნი, ფორ­თო­ხა­ლი, კივი, კომ­ში, ბრო­წე­უ­ლი, ლი­მო­ნი, ვაშ­ლი, ფე­ი­ხოა, ხურ­მა, მსხა­ლი, გრე­იფ­რუ­ტი.

- არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ სუ­პერ­მარ­კეტ­ში შე­ძე­ნი­ლი ეგ­ზო­ტი­კუ­რი ხილი, რო­მე­ლიც არა­ვინ იცის რამ­დე­ნი ხნის მოკ­რე­ფი­ლია, სა­სარ­გებ­ლო არ არის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის. რას გვე­ტყვით ამა­ზე?

- ეს მო­საზ­რე­ბა არ­ცთუ უსა­ფუძ­ვლოა. ესა თუ ის ეგ­ზო­ტი­კუ­რი ხილი საკ­მაო გზას გა­ივ­ლის, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლოს სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის დახლზე აღ­მოჩ­ნდე­ბა. ხი­ლის მოკ­რე­ფის შემ­დეგ ის უთუ­ოდ და­მუ­შა­ვე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა ნივ­თი­ე­რე­ბით, რომ­ლე­ბიც, ერთი მხრივ, ახან­გრძლი­ვებს მის ვარ­გი­სი­ა­ნო­ბას, მე­ო­რე მხრივ, კი უზ­რუნ­ველ­ყოფს ხი­ლის "მაც­დურ," მა­დი­საღ­მძვრელ გა­რეგ­ნულ მხა­რეს. ეს კი უცი­ლობ­ლად აღ­ძრავს ადა­მი­ან­ში მისი შე­ძე­ნის და და­გე­მოვ­ნე­ბის სურ­ვილს. ვფიქ­რობ, აქ სა­უ­ბა­რი იმის შე­სა­ხებ, ხილი თუ რამ­დე­ნად სა­სარ­გებ­ლოა, ზედ­მე­ტია.

- იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ ხილი ზო­გა­დად და არა მარ­ტო ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­დუქ­ტი, მოკ­რე­ფი­დან გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გავ­ლის შემ­დეგ, კარ­გავს იმ აუ­ცი­ლე­ბელ ელე­მენ­ტებს, რაც ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზმს სჭირ­დე­ბა. ასეა?

- გა­მი­ჭირ­დე­ბა ამ შე­კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა. ვფიქ­რობ, ეს კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გის პრე­რო­გა­ტი­ვაა. თუმ­ცა, მსურს, აქვე აღ­ვნიშ­ნო, რომ ეს სა­კი­თხი იმის მსგავ­სია, რის შე­სა­ხე­ბაც ხში­რად და­ის­მის კი­თხვა - კარ­გავს თუ არა ხილი ან ბოსტნე­უ­ლი თა­ვის სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბებს "გა­ყინ­ვის" ან თერ­მუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბის დროს? იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ყვე­ლა წესი და­ცუ­ლია, ვგუ­ლის­ხმობ, ხი­ლის მოვ­ლას, სე­ზო­ნუ­რად ხი­ლის კრე­ფას, იმა­ვე "გა­ყინ­ვას" ან თერ­მულ და­მუ­შა­ვე­ბას, იმ სა­ჭი­რო ელე­მენ­ტე­ბი­სა თუ ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა მოხ­დე­ბა, რაც ესო­დენ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ორ­გა­ნიზ­მის სრულ­ფა­სო­ვა­ნი მუ­შა­ო­ბი­სათ­ვის.

- ზო­გა­დად, რო­მე­ლი ხი­ლის მი­ღე­ბა არ შეძ­ლე­ბა დიდი რა­ო­დე­ნო­ბით, თუ არის ასე­თი?

- ვფიქ­რობ, არც ერთი პრო­დუქ­ტის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბა არ არის სა­სურ­ვე­ლი. დიდი ოდე­ნო­ბით ხი­ლის მი­ღე­ბამ შე­საძ­ლოა, გა­მო­იწ­ვი­ოს გარ­კე­უ­ლი დის­კომ­ფორ­ტი საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის მხრივ, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, გა­ამ­ძაფ­როს შიმ­ში­ლის შეგ­რძნე­ბა და გახ­დეს ჭარ­ბი კი­ლოგ­რა­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერთი ხელ­შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რი, კერ­ძოდ, თუ ყო­ველ­დღი­უ­რად მი­ირ­თმევთ ყუ­რძენს, მსხალს, ხურ­მას, ბა­ნანს გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ოდე­ნო­ბით. ასე­ვე, ხში­რად ხი­ლის დიდი ოდე­ნო­ბით მირ­თმე­ვა შე­საძ­ლოა ალერ­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბის მი­ზე­ზიც გახ­დეს. უმ­ჯო­ბე­სია, და­იც­ვათ ზო­მი­ე­რე­ბა და და­ჯერ­დეთ მცი­რე ულუ­ფით ხი­ლის მი­ღე­ბას.

- რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო ხილი?

- კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი­მეს გა­მორ­ჩე­ვა გა­მი­ჭირ­დე­ბა. რად­გან სე­ზო­ნურ ხილ­ზე ვსა­უბ­რობთ, თი­თო­ე­ულ მათ­განს მოკ­ლედ შე­ვე­ხე­ბი. ასე, მა­გა­ლი­თად:

კივი - ას­კორ­ბი­ნის მჟა­ვის შემ­ცვე­ლო­ბით პირ­ველ ად­გილ­ზეა. შე­ი­ცავს კა­ლი­უმს, მაგ­ნი­უმს. მი­იჩ­ნე­ვა, რომ მისი ყო­ველ­დღი­უ­რი მირ­თმე­ვა ხელს უწყობს სის­ხლში ტრიგ­ლი­ცე­რი­დე­ბის დო­ნის (ცხი­მის ერთ-ერთი კომ­პო­ნენ­ტი) დაქ­ვე­ი­თე­ბას, რაც, თა­ვის მხრივ, ამ­ცი­რებს გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს, ასე­ვე მისი ყო­ველ­დღი­უ­რი მირ­თმე­ვა საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის სრულ­ფა­სო­ვა­ნი მუ­შა­ო­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა.

ვაშ­ლი შე­ი­ცავს რკი­ნას, საკ­ვებ ბოჭ­კოს, მდი­და­რია ფლა­ვო­ნო­ი­დე­ბით. მახ­სენ­დე­ბა ინ­გლი­სუ­რი ან­და­ზა - დღე­ში ერთი ვაშ­ლის მირ­თმე­ვა ექიმ­თან მის­ვლას აგა­რი­დებს.

ხურ­მა შე­ი­ცავს კა­ლი­უმს, მაგ­ნი­უმს, რკი­ნას, ას­კორ­ბი­ნის მჟა­ვას. მისი შე­მად­გენ­ლო­ბის გლუ­კო­ზა და ფრუქ­ტო­ზაა, შე­სა­ბა­მი­სად, ის საკ­მა­ოდ და­მა­ნაყ­რე­ბე­ლი, გემ­რი­ე­ლი, არო­მა­ტუ­ლი და მა­ღალ­კა­ლო­რი­უ­ლი ხი­ლია.

ფორ­თო­ხა­ლი მდი­და­რია ას­კორ­ბი­ნის და ფო­ლი­უ­მის მჟა­ვით, შე­ი­ცავს კა­ლი­უმს. ხელს უწყობს იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გაძ­ლი­ე­რე­ბას, აქ­ვე­ი­თებს სის­ხლში ქო­ლეს­ტე­რი­ნი­სა და ტრიგ­ლი­ცე­რი­დე­ბის დო­ნეს.

ბრო­წე­უ­ლი შე­ი­ცავს რკი­ნას, ას­კორ­ბი­ნის მჟა­ვას, სათ­რიმ­ლავ ნივ­თი­ე­რე­ბას, რაც ორ­გა­ნიზმს იცავს ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბის­გან და გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა­გან. მისი მი­ღე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მათ­თვის, ვი­საც რკი­ნა­დე­ფი­ცი­ტუ­რი ანე­მია აქვს.

მსხა­ლი უჯრე­დი­სით მდი­და­რი პრო­დუქ­ტია, ეს კი სა­სი­კე­თოდ მოქ­მე­დებს საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბელ სის­ტე­მა­ზე, აძ­ლი­ე­რებს პე­რის­ტალ­ტი­კას და შე­სა­ბა­ბი­სად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ყაბ­ზო­ბას. საკ­მა­ოდ გემ­რი­ე­ლია და შე­ი­ცავს და­ახ­ლო­ე­ბით 100 კკალ.

გრე­იფ­რუ­ტი შე­ი­ცავს ფლა­ვო­ნო­ი­დებ­სა და ლი­კო­პინს, რაც ორ­გა­ნიზ­მის იმუ­ნურ სის­ტე­მას აძ­ლი­ე­რებს. ასე­ვე შე­ი­ცავს პექ­ტინს, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზ­მის გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბას უწყობს ხელს, მდი­და­რია B ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნე­ბით. 100 გრა­მი - 40 კკალ.

მან­და­რი­ნი შე­ი­ცავს PP, A, B, C, E ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნებს. ასე­ვე ფლა­ვო­ნო­ი­დებს, ეთერ­ზე­თებს. მდი­და­რია კა­ლი­უ­მით, კალ­ცი­უ­მით, მაგ­ნი­უ­მით - ეს მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი აუ­ცი­ლე­ბე­ლია ორ­გა­ნიზ­მის სრულ­ფა­სო­ვა­ნი მუ­შა­ო­ბის­თვის.

კომ­ში შე­ი­ცავს ბი­ო­ლო­გი­უ­რად აქ­ტი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბებს, მათ შო­რის ვაშ­ლი­სა და ლი­მო­ნის მჟა­ვას. ასე­ვე რკი­ნას, თუ­თი­ას, ფოს­ფორს, კალ­ცი­უმს, პექ­ტი­ნებს. მკვეთრ ყვი­თელ შე­ფე­რი­ლო­ბას კომშს აძ­ლევს C, B, PP ვი­ტა­მი­ნე­ბი. მას აქვს ან­ტი­ოქ­სი­დან­ტუ­რი და ან­ტი­ვირუ­სუ­ლი თვი­სე­ბე­ბი.

ფე­ი­ხოა შე­ი­ცავს იოდს, რკი­ნას, თუ­თი­ას, მაგ­ნი­უმს, ფოს­ფორს, კა­ლი­უმს, კალ­ცი­უმს და სხვა. ასე­ვე B ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნებს, ფო­ლი­უ­მი­სა და ვაშ­ლის მჟა­ვას, ამი­ნომ­ჟა­ვებს, პექ­ტინს, ეთე­რულ ზე­თებს, ტა­ნინს.

- ზო­გა­დად, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რა ოდე­ნო­ბის ულუ­ფად შე­იძ­ლე­ბა ხი­ლის მი­ღე­ბა?

- დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, სულ მცი­რე 2-ჯერ, ხი­ლის მირ­თმე­ვა მცი­რე ულუ­ფით მხო­ლოდ და მხო­ლოდ მი­სა­სალ­მე­ბე­ლია (და­ახ­ლო­ე­ბით 200-300 გრა­მი 2-ჯერ დღე­ში). ასე­ვე სა­სურ­ვე­ლია, თუ დღე­ში 5 სხვა­დას­ხვა სა­ხის ხილს მი­ირ­თმევთ.

- რად­გან ხილ­ზე ვსა­უბ­რობთ, იქ­ნებ იმა­ზეც ვი­სა­უბ­როთ, შე­იძ­ლე­ბა თუ არა მისი სა­დილ­ზე და­ყო­ლე­ბა.

- რა თქმა უნდა, არა - ნუ და­ა­ყო­ლებთ ხილს სა­დილს, ან ვახ­შამს, არა­მედ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ნა­ხეთ დრო, ასე, მა­გა­ლი­თად, 12:00 და 17:00 და დრო­ის ამ მო­ნაკ­ვეთ­ში მი­ირ­თვით თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი ხილი (ცალ­კე ულუ­ფად).

- სა­ბო­ლო­ოდ, რომ შე­ვა­ჯა­მოთ, თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა ზო­გა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გაქვთ.

- ხი­ლის შერ­ჩე­ვი­სას ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ მის შე­ფე­რი­ლო­ბას, არო­მატს, კონ­სის­ტენ­ცი­ას (უფრო მე­ტად ეხე­ბა ვაშლს, კი­ვის, ფორ­თო­ხალს, მან­და­რინს, გრე­იფ­რუტს), ხე­ლით მო­სინ­ჯეთ ესა თუ ის ხილი, ყო­ველ­თვის მი­ირ­თვით კარ­გად გა­რე­ცხი­ლი, სე­ზო­ნუ­რი ხილი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რლისო
0

შაქრიანი დიაბეტის დროს რომელ ხილს ანიჭებთ უპირატესობას და რომელი ხილი არ უნდა მივირთვათ 

ჩორბა
6

მერე სადაა ფული....

 

 

ავტორი:

რომელი ხილი უნდა მიირთვათ ზამთარში - ენდოკრინოლოგი სეზონური ხილის სასარგებლო თვისებებზე

რომელი ხილი უნდა მიირთვათ ზამთარში - ენდოკრინოლოგი სეზონური ხილის სასარგებლო თვისებებზე

ხილის მიღება რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ამჯერად სეზონურ ხილზე ვსაუბრობთ, იმაზე, თუ რომელი როგორ და რა რაოდენობით უნდა მივიღოთ ზამთარში, რომ ორგანიზმში შენარჩუნებული იყოს აუცილებელი ვიტამინები და მიკროელემენტები. ამასთან, როგორი უნდა იყოს ჯანსაღი ხილი, რომელსაც ამ პერიოდში მივირთმევთ.

გვესაუბრება ენდოკრინოლოგი, ასოცირებული პროფესორი, მედიცინის დოქტორი, საქართველოს სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაციის პრეზიდენტი ქეთევან ასათიანი:

- რა ხილი უნდა მივიღოთ ზამთრის სეზონზე?

- წელიწადის ნებისმიერ დროს სასურველია, მიირთვათ სეზონური პროდუქტი. ზამთარში იმუნიტეტი შედარებით დაბალია და შესაბამისად გაციებისა და გრიპის რისკი მაღალია, ამიტომ ხილის შერჩევისას უპირატესობა უნდა მიანიჭოთ ისეთ პროდუქტს, რომელიც საკმაო რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს. სასურველია, მიირთვათ მანდარინი, ფორთოხალი, კივი, კომში, ბროწეული, ლიმონი, ვაშლი, ფეიხოა, ხურმა, მსხალი, გრეიფრუტი.

- არსებობს მოსაზრება, რომ სუპერმარკეტში შეძენილი ეგზოტიკური ხილი, რომელიც არავინ იცის რამდენი ხნის მოკრეფილია, სასარგებლო არ არის ჯანმრთელობისთვის. რას გვეტყვით ამაზე?

- ეს მოსაზრება არცთუ უსაფუძვლოა. ესა თუ ის ეგზოტიკური ხილი საკმაო გზას გაივლის, ვიდრე საქართველოს სუპერმარკეტების დახლზე აღმოჩნდება. ხილის მოკრეფის შემდეგ ის უთუოდ დამუშავებულია სხვადასხვა ნივთიერებით, რომლებიც, ერთი მხრივ, ახანგრძლივებს მის ვარგისიანობას, მეორე მხრივ, კი უზრუნველყოფს ხილის "მაცდურ," მადისაღმძვრელ გარეგნულ მხარეს. ეს კი უცილობლად აღძრავს ადამიანში მისი შეძენის და დაგემოვნების სურვილს. ვფიქრობ, აქ საუბარი იმის შესახებ, ხილი თუ რამდენად სასარგებლოა, ზედმეტია.

- იმასაც ამბობენ, რომ ხილი ზოგადად და არა მარტო ადგილობრივი პროდუქტი, მოკრეფიდან გარკვეული დროის გავლის შემდეგ, კარგავს იმ აუცილებელ ელემენტებს, რაც ადამიანის ორგანიზმს სჭირდება. ასეა?

- გამიჭირდება ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. ვფიქრობ, ეს კვების ტექნოლოგის პრეროგატივაა. თუმცა, მსურს, აქვე აღვნიშნო, რომ ეს საკითხი იმის მსგავსია, რის შესახებაც ხშირად დაისმის კითხვა - კარგავს თუ არა ხილი ან ბოსტნეული თავის სასარგებლო თვისებებს "გაყინვის" ან თერმული დამუშავების დროს? იმ შემთხვევაში, თუ ყველა წესი დაცულია, ვგულისხმობ, ხილის მოვლას, სეზონურად ხილის კრეფას, იმავე "გაყინვას" ან თერმულ დამუშავებას, იმ საჭირო ელემენტებისა თუ ნივთიერებების შენარჩუნება მოხდება, რაც ესოდენ აუცილებელია ორგანიზმის სრულფასოვანი მუშაობისათვის.

- ზოგადად, რომელი ხილის მიღება არ შეძლება დიდი რაოდენობით, თუ არის ასეთი?

- ვფიქრობ, არც ერთი პროდუქტის დიდი რაოდენობით მიღება არ არის სასურველი. დიდი ოდენობით ხილის მიღებამ შესაძლოა, გამოიწვიოს გარკეული დისკომფორტი საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ, ზოგ შემთხვევაში, გაამძაფროს შიმშილის შეგრძნება და გახდეს ჭარბი კილოგრამების განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი, კერძოდ, თუ ყოველდღიურად მიირთმევთ ყურძენს, მსხალს, ხურმას, ბანანს განუსაზღვრელი ოდენობით. ასევე, ხშირად ხილის დიდი ოდენობით მირთმევა შესაძლოა ალერგიის განვითარების მიზეზიც გახდეს. უმჯობესია, დაიცვათ ზომიერება და დაჯერდეთ მცირე ულუფით ხილის მიღებას.

- რომელია ყველაზე სასარგებლო ხილი?

- კონკრეტულად რომელიმეს გამორჩევა გამიჭირდება. რადგან სეზონურ ხილზე ვსაუბრობთ, თითოეულ მათგანს მოკლედ შევეხები. ასე, მაგალითად:

კივი - ასკორბინის მჟავის შემცველობით პირველ ადგილზეა. შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს. მიიჩნევა, რომ მისი ყოველდღიური მირთმევა ხელს უწყობს სისხლში ტრიგლიცერიდების დონის (ცხიმის ერთ-ერთი კომპონენტი) დაქვეითებას, რაც, თავის მხრივ, ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკს, ასევე მისი ყოველდღიური მირთმევა საჭმლის მომნელებელი სისტემის სრულფასოვანი მუშაობის წინაპირობაა.

ვაშლი შეიცავს რკინას, საკვებ ბოჭკოს, მდიდარია ფლავონოიდებით. მახსენდება ინგლისური ანდაზა - დღეში ერთი ვაშლის მირთმევა ექიმთან მისვლას აგარიდებს.

ხურმა შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, რკინას, ასკორბინის მჟავას. მისი შემადგენლობის გლუკოზა და ფრუქტოზაა, შესაბამისად, ის საკმაოდ დამანაყრებელი, გემრიელი, არომატული და მაღალკალორიული ხილია.

ფორთოხალი მდიდარია ასკორბინის და ფოლიუმის მჟავით, შეიცავს კალიუმს. ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონეს.

ბროწეული შეიცავს რკინას, ასკორბინის მჟავას, სათრიმლავ ნივთიერებას, რაც ორგანიზმს იცავს ანთებითი პროცესებისგან და გულსისხლძარღვთა დაავადებებისაგან. მისი მიღება განსაკუთრებით რეკომენდებულია მათთვის, ვისაც რკინადეფიციტური ანემია აქვს.

მსხალი უჯრედისით მდიდარი პროდუქტია, ეს კი სასიკეთოდ მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, აძლიერებს პერისტალტიკას და შესაბაბისად ეწინააღმდეგება ყაბზობას. საკმაოდ გემრიელია და შეიცავს დაახლოებით 100 კკალ.

გრეიფრუტი შეიცავს ფლავონოიდებსა და ლიკოპინს, რაც ორგანიზმის იმუნურ სისტემას აძლიერებს. ასევე შეიცავს პექტინს, რომელიც ორგანიზმის გაახალგაზრდავებას უწყობს ხელს, მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით. 100 გრამი - 40 კკალ.

მანდარინი შეიცავს PP, A, B, C, E ჯგუფის ვიტამინებს. ასევე ფლავონოიდებს, ეთერზეთებს. მდიდარია კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით - ეს მიკროელემენტები აუცილებელია ორგანიზმის სრულფასოვანი მუშაობისთვის.

კომში შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, მათ შორის ვაშლისა და ლიმონის მჟავას. ასევე რკინას, თუთიას, ფოსფორს, კალციუმს, პექტინებს. მკვეთრ ყვითელ შეფერილობას კომშს აძლევს C, B, PP ვიტამინები. მას აქვს ანტიოქსიდანტური და ანტივირუსული თვისებები.

ფეიხოა შეიცავს იოდს, რკინას, თუთიას, მაგნიუმს, ფოსფორს, კალიუმს, კალციუმს და სხვა. ასევე B ჯგუფის ვიტამინებს, ფოლიუმისა და ვაშლის მჟავას, ამინომჟავებს, პექტინს, ეთერულ ზეთებს, ტანინს.

- ზოგადად, დღის განმავლობაში რა ოდენობის ულუფად შეიძლება ხილის მიღება?

- დღის განმავლობაში, სულ მცირე 2-ჯერ, ხილის მირთმევა მცირე ულუფით მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია (დაახლოებით 200-300 გრამი 2-ჯერ დღეში). ასევე სასურველია, თუ დღეში 5 სხვადასხვა სახის ხილს მიირთმევთ.

- რადგან ხილზე ვსაუბრობთ, იქნებ იმაზეც ვისაუბროთ, შეიძლება თუ არა მისი სადილზე დაყოლება.

- რა თქმა უნდა, არა - ნუ დააყოლებთ ხილს სადილს, ან ვახშამს, არამედ დღის განმავლობაში გამონახეთ დრო, ასე, მაგალითად, 12:00 და 17:00 და დროის ამ მონაკვეთში მიირთვით თქვენთვის სასურველი ხილი (ცალკე ულუფად).

- საბოლოოდ, რომ შევაჯამოთ, თემასთან დაკავშირებით, რა ზოგადი რეკომენდაციები გაქვთ.

- ხილის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ მის შეფერილობას, არომატს, კონსისტენციას (უფრო მეტად ეხება ვაშლს, კივის, ფორთოხალს, მანდარინს, გრეიფრუტს), ხელით მოსინჯეთ ესა თუ ის ხილი, ყოველთვის მიირთვით კარგად გარეცხილი, სეზონური ხილი.