პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შვილი ჩემთვის ყველაფერია, მის მერე აღარაფერი აღარ მინდა" - რას ითხოვენ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები
"შვილი ჩემთვის ყველაფერია, მის მერე აღარაფერი აღარ მინდა" - რას ითხოვენ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები

ჩემი მო­თხოვ­ნაა, იმ სპეც­რაზ­მე­ლის დას­ჯა, ვინც ჩემს შვილს ეს­რო­ლა, - ამის შე­სა­ხებ პან­კის­ში სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს დაჭ­რი­ლი თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის დე­დამ, მე­დი­კო მარ­გოშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ოჯა­ხის და მთე­ლი პან­კი­სის მო­თხოვ­ნაა, გა­ირ­კვეს სი­მარ­თლე.

"ჩემი შვი­ლი არა­ფერ­ში გა­რე­უ­ლი არ ყო­ფი­ლა. გა­მა­გე­ბი­ნონ, ვინ ან რა­ტომ ეს­რო­ლა? მინ­და დამ­ნა­შა­ვე დრო­უ­ლად და­ად­გი­ნონ. ჩვე­ნი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნაა, და­ი­სა­ჯოს დამ­ნა­შა­ვე. ვი­ცით, რომ ჩემი შვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა უმ­ძი­მე­სია, ვინ გა­ი­მე­ტა სა­სიკ­ვდი­ლოდ?! ვის რას უშა­ვებ­და?!", - გა­ნა­ცხა­და მე­დი­კო მარ­გოშ­ვილ­მა.

თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის მა­მაც, მალ­ხაზ მა­ჩლი­კაშ­ვი­ლი მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბას ითხოვს. მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, უნდა და­ი­სა­ჯოს ის, ვინც მის შვილს ეს­რო­ლა და ისიც, ვინც ეს სპე­ცო­პე­რა­ცია და­გეგ­მა.

"ეს შვი­ლი ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია. მის მერე აღა­რა­ფე­რი აღარ მინ­და. თუ ის არ გა­მო­ვა მდგო­მა­რე­ო­ბი­დან და არ გა­დარ­ჩე­ბა, აღარც სი­ცო­ცხლე აღარ მინ­და. ჩემი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნაა, ვინც ჩემს შვილს ეს­რო­ლა და ვისი დაკ­ვე­თაც იყო, ზემ­დგო­მე­ბის ჩათ­ვლით, და­ი­სა­ჯოს. ვი­თომ ტე­რო­რის­ტებს ხო­ცა­ვენ, საფ­რან­გე­თი­დან და ამე­რი­კი­დან ფულს იღე­ბენ. უსაქ­მუ­რად რომ სხე­დან, ეს ფული ხომ სა­დღაც უნდა ჩა­მო­წე­რონ. ამათ ვინ აიყ­ვა­ნეს, სად აიყ­ვა­ნეს და რა სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რეს ჩემი საქ­მე არ არის. ამათ ეს ფული ჩემს უბე­დურ თავ­ზე თა­ვი­ან­თი ბე­დის ასა­გე­ბად გა­მო­ი­ყე­ნეს", - გა­ნა­ცხა­და მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვილ­მა.

თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი თე­ლა­ვის სა­ა­ვად­მყო­ფო­დან თბი­ლის­ში, წმინ­და მი­ქა­ელ მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის მრა­ვალპრო­ფი­ლი­ან კლი­ნი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს. მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი თა­ვის არე­შია დაჭ­რი­ლი და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"შვილი ჩემთვის ყველაფერია, მის მერე აღარაფერი აღარ მინდა" - რას ითხოვენ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები

"შვილი ჩემთვის ყველაფერია, მის მერე აღარაფერი აღარ მინდა" - რას ითხოვენ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები

ჩემი მოთხოვნაა, იმ სპეცრაზმელის დასჯა, ვინც ჩემს შვილს ესროლა, - ამის შესახებ პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მარგოშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, ოჯახის და მთელი პანკისის მოთხოვნაა, გაირკვეს სიმართლე.

"ჩემი შვილი არაფერში გარეული არ ყოფილა. გამაგებინონ, ვინ ან რატომ ესროლა? მინდა დამნაშავე დროულად დაადგინონ. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, დაისაჯოს დამნაშავე. ვიცით, რომ ჩემი შვილის მდგომარეობა უმძიმესია, ვინ გაიმეტა სასიკვდილოდ?! ვის რას უშავებდა?!", - განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამაც, მალხაზ მაჩლიკაშვილი მომხდარის გამოძიებას ითხოვს. მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, უნდა დაისაჯოს ის, ვინც მის შვილს ესროლა და ისიც, ვინც ეს სპეცოპერაცია დაგეგმა.

"ეს შვილი ჩემთვის ყველაფერია. მის მერე აღარაფერი აღარ მინდა. თუ ის არ გამოვა მდგომარეობიდან და არ გადარჩება, აღარც სიცოცხლე აღარ მინდა. ჩემი მთავარი მოთხოვნაა, ვინც ჩემს შვილს ესროლა და ვისი დაკვეთაც იყო, ზემდგომების ჩათვლით, დაისაჯოს. ვითომ ტერორისტებს ხოცავენ, საფრანგეთიდან და ამერიკიდან ფულს იღებენ. უსაქმურად რომ სხედან, ეს ფული ხომ სადღაც უნდა ჩამოწერონ. ამათ ვინ აიყვანეს, სად აიყვანეს და რა სპეცოპერაცია ჩაატარეს ჩემი საქმე არ არის. ამათ ეს ფული ჩემს უბედურ თავზე თავიანთი ბედის ასაგებად გამოიყენეს", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილი თელავის საავადმყოფოდან თბილისში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. მაჩალიკაშვილი თავის არეშია დაჭრილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი