პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის 15 წლის მოზარდი, რომელიც "თავისუფლების" მეტროსთან დაჭრეს და რას ჰყვებიან მასზე მეგობრები
ვინ არის 15 წლის მოზარდი, რომელიც "თავისუფლების" მეტროსთან დაჭრეს და რას ჰყვებიან მასზე მეგობრები

თბი­ლის­ში, მეტ­როს სად­გურ "თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­თან", მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის სა­სახ­ლის ბაღ­ში 15 წლის მო­ზარ­დი დაჭ­რეს. მას ჭრი­ლო­ბა ცივი ია­რა­ღით გულ-მკერ­დის არე­ში მი­ა­ყე­ნეს. დაჭ­რი­ლი სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა, სა­დაც მას გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

რო­გორც კლი­ნი­კის გულ-მკერ­დის ქი­რურ­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა ვახ­ტანგ ქა­ცა­რა­ვამ გა­ნა­ცხა­და, პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა, მძი­მეა, თუმ­ცა სტა­ბი­ლუ­რი. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ზარ­დი ჯერ­ჯე­რო­ბით ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე იქ­ნე­ბა შე­ერ­თე­ბუ­ლი.

თვითმხილ­ვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის სა­სახ­ლის ბაღ­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს შე­ეს­წრნენ ჰყვე­ბი­ან, რომ მომ­ხდარს წინ სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­ზარ­დებს შო­რის ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა უძღო­და. მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, უშუ­ა­ლოდ არა­ფე­რი და­უ­ნა­ხავთ, თუმ­ცა გა­ი­გო­ნეს სა­ვა­რა­უ­დოდ, არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნას ყვი­რი­ლის ხმა, რო­მე­ლიც და­სახ­მა­რებ­ლად სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს იხ­მობ­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 19-108-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. პო­ლი­ცი­ას ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვინ და­უ­კა­ვე­ბია. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა უკვე გა­მო­კი­თხეს თვითმხილ­ველ­თა ნა­წი­ლი. მათი უმე­ტე­სო­ბა არას­რულ­წლო­ვა­ნია.

დაჭ­რი­ლი 15 წლის მო­ზარ­დი მ.მ. ვარ­კე­თილ­ში ცხოვ­რობს და კერ­ძო სკო­ლა "ოქ­როს აკ­ვა­ნის" მოს­წავ­ლეა. მის სა­ხელს და გვარს Ambebi.ge შეგ­ნე­ბუ­ლად არ ასა­ხე­ლებს. სკო­ლის დი­რექ­ტო­რი მას ზრდი­ლო­ბი­ან და მო­წეს­რი­გე­ბულ ბავ­შვად ახა­სი­ა­თებს.

რაც შე­ე­ხე­ბათ მო­ზარ­დის მე­გობ­რებს, მათი გან­ცხა­დე­ბით მ.მ. კონ­ფლიქ­ტუ­რი პი­როვ­ნე­ბა არ არის, მომ­ხდარ­ზე კი ვერ­სი­ე­ბი არ აქვთ. ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში მათი ნა­წი­ლი გა­მო­რი­ცხავს, რომ ინ­ცი­დენ­ტში დაჭ­რი­ლი მო­ზარ­დის სკო­ლე­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

"მ-ი ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ბავ­შვია, ჩვენს სკო­ლა­ში არც ისე ბევ­რი ვართ, რომ ვინ­მეს ერ­თმა­ნეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა ჰქო­ნო­და და ეს არ გაგ­ვე­გო. მ-ი ჩემი მე­გო­ბა­რია და რამე მსგავ­სი რომ ყოფ­ლი­ყო ის აუ­ცი­ლებ­ლად მე­ტყო­და. პი­რი­ქით, რო­დე­საც ხე­დავ­და, რომ ვინ­მეს შო­რის რა­ი­მე უთან­ხმო­ე­ბა იყო, ყო­ველ­თვის ცდი­ლობ­და შე­ე­რი­გე­ბი­ნა. მე გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ამ ამ­ბავ­ში ჩვე­ნი რო­მე­ლი­მე სკო­ლე­ლი ან კლა­სე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­დეს. რა მოხ­და მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის სა­სახ­ლის ბაღ­ში ზუს­ტად არ ვიცი, მე ინ­ცი­დენ­ტის დროს მ-თან ერ­თად ვყო­ფილ­ვარ" - ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში დაჭ­რი­ლის მე­გო­ბა­რი და თა­ნაკ­ლა­სე­ლი მ.ტ.

ნიკა სა­ჯა­ია

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ვინ არის 15 წლის მოზარდი, რომელიც "თავისუფლების" მეტროსთან დაჭრეს და რას ჰყვებიან მასზე მეგობრები

ვინ არის 15 წლის მოზარდი, რომელიც "თავისუფლების" მეტროსთან დაჭრეს და რას ჰყვებიან მასზე მეგობრები

თბილისში, მეტროს სადგურ "თავისუფლების მოედანთან", მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში 15 წლის მოზარდი დაჭრეს. მას ჭრილობა ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში მიაყენეს. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც კლინიკის გულ-მკერდის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვახტანგ ქაცარავამ განაცხადა, პაციენტის მდგომარეობა, მძიმეა, თუმცა სტაბილური. მისივე ინფორმაციით, მოზარდი ჯერჯერობით ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იქნება შეერთებული.

თვითმხილველები, რომლებიც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში მომხდარ ინციდენტს შეესწრნენ ჰყვებიან, რომ მომხდარს წინ სავარაუდოდ, მოზარდებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მათივე განცხადებით, უშუალოდ არაფერი დაუნახავთ, თუმცა გაიგონეს სავარაუდოდ, არასრულწლოვანი გოგონას ყვირილის ხმა, რომელიც დასახმარებლად სამართალდამცველებს იხმობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე  გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია. სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს თვითმხილველთა ნაწილი. მათი უმეტესობა არასრულწლოვანია.

დაჭრილი 15 წლის მოზარდი მ.მ. ვარკეთილში ცხოვრობს და კერძო სკოლა "ოქროს აკვანის" მოსწავლეა. მის სახელს და გვარს Ambebi.ge შეგნებულად არ ასახელებს. სკოლის დირექტორი მას ზრდილობიან და მოწესრიგებულ ბავშვად ახასიათებს.

რაც შეეხებათ მოზარდის მეგობრებს, მათი განცხადებით მ.მ. კონფლიქტური პიროვნება არ არის, მომხდარზე კი ვერსიები არ აქვთ. ჩვენთან საუბარში მათი ნაწილი გამორიცხავს, რომ ინციდენტში დაჭრილი მოზარდის სკოლელები მონაწილეობდნენ.

"მ-ი ძალიან მეგობრული ბავშვია, ჩვენს სკოლაში არც ისე ბევრი ვართ, რომ ვინმეს ერთმანეთთან დაპირისპირება ჰქონოდა და ეს არ გაგვეგო. მ-ი ჩემი მეგობარია და რამე მსგავსი რომ ყოფლიყო ის აუცილებლად მეტყოდა. პირიქით, როდესაც ხედავდა, რომ ვინმეს შორის რაიმე უთანხმოება იყო, ყოველთვის ცდილობდა შეერიგებინა. მე გამოვრიცხავ, რომ ამ ამბავში ჩვენი რომელიმე სკოლელი ან კლასელი მონაწილეობდეს. რა მოხდა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში ზუსტად არ ვიცი, მე ინციდენტის დროს მ-თან ერთად ვყოფილვარ" - ამბობს ჩვენთან საუბარში დაჭრილის მეგობარი და თანაკლასელი მ.ტ.

ნიკა საჯაია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი