პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

19

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ ინახავს საქართველოში ქრისტეს საფლავის ქვას - "2000 წლის შემდეგ, ამ ქვამ პირველად იხილა მზის სინათლე"
ვინ ინახავს საქართველოში ქრისტეს საფლავის ქვას - "2000 წლის შემდეგ, ამ ქვამ პირველად იხილა მზის სინათლე"

2016 წლის 26 ოქ­ტომ­ბერს, იე­რუ­სა­ლიმ­ში მა­ცხოვ­რის საფ­ლა­ვი გა­იხ­სნა. ამ ის­ტო­რი­ულ ფაქტს ორი ქარ­თვე­ლი შე­ეს­წრო, თუ რო­გორ აღ­მოჩ­დნენ ისი­ნი იქ, ამ­ბა­ვი ასე იწყე­ბა...

2016 წელს ხატი "დე­დო­ფა­ლი სი­ხა­რუ­ლის მომ­ნი­ჭე­ბე­ლის" მცვე­ლე­ბი - ზურა ში­ოშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ჭო­ლო­კა­ვა იე­რუ­სა­ლიმ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. იე­რუ­სა­ლი­მის ჯვრის მო­ნას­ტერ­ში ქარ­თველ­თა კუ­თხე შექ­მნეს, სა­დაც დაბ­რძან­და ხა­ტის პირ­ვე­ლი ას­ლიც. ეს ამ­ბა­ვი მა­ცხოვ­რის საფ­ლა­ვის გახ­სნას და­ემ­თხვა. 26 ოქ­ტომ­ბრის სა­ღა­მოს, იე­რუ­სა­ლი­მის პატ­რი­არ­ქის თან­დას­წრე­ბით, ქრის­ტეს საფ­ლავს მარ­მა­რი­ლოს ფილა ახ­სნეს, ხოლო თუ რა მოხ­და შემ­დგომ იქ და რისი ჩა­მო­ტა­ნა შეძ­ლეს ხა­ტის მცვე­ლებ­მა თბი­ლის­ში, ამა­ზე ზურა ში­ოშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ემო­ცი­უ­რად საკ­მა­ოდ რთუ­ლი მო­მენ­ტი იყო, რად­გან უდი­დე­სი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი და ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდით. მა­ნამ­დე, აღ­დგო­მის ტა­ძა­რი სამი დღე და­კე­ტი­ლი იყო... ალ­ბათ შე­უძ­ლე­ბე­ლია შენს თვალ­წინ ამ­ხე­ლა ფაქ­ტი ხდე­ბო­დეს და სურ­ვი­ლი არ გა­გიჩ­ნდეს, საფ­ლა­ვის ქვის უმ­ცი­რე­სი ნა­წი­ლი მა­ინც შეგ­ხვდეს, თუმ­ცა ეს იქ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო...

რამ­დე­ნი­მე დღე, ჩვენ­თვის, გულ­ში "დე­დო­ფალს" ვთხოვ­დით, უფ­ლის საფ­ლა­ვი­დან უმ­ცი­რე­სი ნა­წი­ლი მა­ინც შეგ­ვხვედ­რო­და, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აღ­დგო­მის ტა­ძარ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად რამ­დენ­ჯერ­მე მივ­დი­ო­დით, ვხვდე­ბო­დით, რომ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ერთ დღე­საც, როცა მი­ვე­დით, იქ ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს შევ­ხვდით. მათ ხა­ტის მცვე­ლე­ბი ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­ვართ და კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბაც გვაქვს, რა­ღაც მო­მენ­ტში გულ­ში ვი­ფიქ­რე, იქ­ნებ სჯობს, ვუ­თხრა და ვთხო­ვო, ვიდ­რე მუ­დამ დარ­დად მქონ­დეს ეს უთ­ქმე­ლო­ბა-მეთ­ქი და მეც ერთ-ერთ მათ­განს, ვი­საც ხელი მი­უწ­ვდე­ბო­და მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­თან, ჩვე­ნი სურ­ვი­ლი გა­ვან­დე.

ფაქ­ტია, რომ ღვთის­მშო­ბელ­მა თხოვ­ნა შე­ის­მი­ნა და ჩვენ­თვის სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ამ ადა­მი­ან­მა უფ­ლის საფ­ლა­ვის ქვა სა­ჩუქ­რად გა­მოგ­ვიბ­რძა­ნა. ეს თა­ვად გა­მოქ­ვა­ბუ­ლი კლდის ფრაგ­მენ­ტია, იმ კლდის, სა­დაც უფა­ლი სამი დღე ეს­ვე­ნა და სა­დაც აღ­დგო­მის უდი­დე­სი სას­წა­უ­ლი მოხ­და, ალ­ბათ სწო­რედ ამ ქვამ შე­ი­ტყო პირ­ველ­მა ქრის­ტეს აღ­დგო­მა.

რო­დე­საც ქვა გად­მოგ­ვცეს, მოს­ვე­ნე­ბა დავ­კარ­გეთ, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ემო­ცია იყო. არის გარ­კვე­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, რა­საც ალ­ბათ გო­ნე­ბა ბო­ლომ­დე ვერ სწვდე­ბა და ისე უნდა მი­ი­ღო, რო­გორც არის... ქვის ჩა­მობ­რძა­ნე­ბა­ზე არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ გვქო­ნია. იე­რუ­სა­ლი­მი­დან და ზო­გა­დად წმინ­და ად­გი­ლე­ბი­დან ჩვენს ხელთ ხში­რად ბევ­რი რე­ლიქ­ვი­აა ხოლ­მე, დაბ­რკო­ლე­ბა არა­სო­დეს შეგვქმნია.

წა­ი­კი­თხეთ: "სი­ხა­რუ­ლის მომ­ნი­ჭე­ბე­ლის" აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი სას­წა­უ­ლე­ბი - რა მოხ­და ხა­ტით წმინ­და მი­წის მო­ლოც­ვი­სას

- ქვას ახლა თქვენ ინა­ხავთ?

- მუდ­მი­ვად ინა­ხე­ბა ჩვენ­თან, იქ სა­დაც და­ცუ­ლია ხატი "დე­დო­ფა­ლი" სი­ხა­რუ­ლის მომ­ნი­ჭე­ბე­ლი, ხში­რად ხა­ტის კი­ოტ­შიც არის ჩაბ­რძა­ნე­ბუ­ლი. რო­დე­საც ხა­ტის გა­მობ­რძა­ნე­ბა ხდე­ბა, ეს სიწ­მინ­დეც ხატ­თან ერ­თა­დაა გა­მობ­რძა­ნე­ბუ­ლი ხოლ­მე, რათა მრევლს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დეს, ისიც მო­ი­ლო­ცოს. 2000 წლის შემ­დეგ, ამ ქვამ პირ­ვე­ლად იხი­ლა მზის სი­ნათ­ლე და შე­სა­ბა­მი­სად ხატ­თან ერ­თად, მისი ნახ­ვა და მო­ლოც­ვა ყვე­ლას შე­უძ­ლია.

- საფ­ლა­ვის გახ­სნი­სას ფო­ტოს გა­და­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა თუ მოგ­ცეს?

- ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო საფ­ლა­ვის რეს­ტავ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი, მად­ლი­ერ­ნი ვართ უფ­ლის, რომ ამ ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნის დროს იე­რუ­სა­ლიმ­ში ვი­ყა­ვით და სა­შუ­ა­ლე­ბა გქვონ­და, გვე­ნა­ხა რა ხდე­ბო­და იქ. მაგ­რამ ვერ ვი­ტყვი, რომ ეს ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბა­ვი იყო, საკ­მა­ოდ რთუ­ლი და ემო­ცი­უ­რიც, რად­გან მეც­ნი­ე­რე­ბი უდი­დეს სიწ­მინ­დეს ეხე­ბოდ­ნენ, იქ მუ­შა­ობ­დნენ არ­ქე­ო­ლო­გე­ბი. რო­დე­საც უყუ­რებ, ხე­დავ, რომ ვი­ღა­ცის­თვის ეს სა­მუ­შაო პრო­ცე­სია, გარ­კვე­უ­ლი ემო­ცია გე­უფ­ლე­ბა. თუმ­ცა რო­გორც ამ­ბობ­დნენ, რეს­ტავ­რა­ცია აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო.

ქრის­ტეს საფ­ლავ­მა ბევ­რი ჭირ­ვა­რა­მი გა­მო­ი­ა­რა, იყო დრო, რო­დე­საც მთლი­ა­ნად და­ან­გრი­ეს, უდი­დე­სი ზი­ა­ნი მი­ად­გა 1808 წლის დიდი ხან­ძრის დრო­საც. ბევ­რმა შე­იძ­ლე­ბა არ იცის, რომ ჩვენ სვე­ტი­ცხო­ველ­შიც გვაქვს მა­ცხოვ­რის საფ­ლა­ვის, კუ­ვუკ­ლი­ის ასლი, თუმ­ცა ის ისე­თია, რო­გო­რიც იყო უფ­ლის საფ­ლა­ვი ძველ დრო­ში. მას შემ­დეგ იე­რუ­სა­ლი­მის აღ­დგო­მის ტა­ძარ­ში კუ­ვუკ­ლია გა­და­კეთ­და და ბო­ლოს რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტო­რის მიერ იქნა აღ­დგე­ნი­ლი და ახლა სწო­რედ ეს ნა­გე­ბო­ბა შე­ა­კე­თეს. გვქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, ერთ-ერთი პირ­ვე­ლე­ბი შევ­სუ­ლი­ყა­ვით და ექ­სპე­დი­ცი­ის წევ­რე­ბის გარ­და სწო­რედ ჩვენ გა­და­ვი­ღეთ იქ პირ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი.

- რო­გორც მი­თხა­რით, იე­რუ­სა­ლი­მის პატ­რი­არ­ქთა­ნაც გი­სა­უბ­რი­ათ...

- იმ დღეს, რო­დე­საც მა­ცხოვ­რის საფ­ლა­ვი გახ­სნეს, მცვე­ლებს დი­ლით იე­რუ­სა­ლი­მის პატ­რი­არ­ქთან, თე­ო­ფი­ლე III-სთან გვქონ­და შეხ­ვედ­რა. თა­ვად ეს შეხ­ვედ­რაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და ის­ტო­რი­უ­ლი იყო, თით­ქოს 26 ოქ­ტომ­ბრის დღე მთლი­ა­ნად იყო რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი.

გარ­და იმი­სა, რომ იე­რუ­სა­ლი­მის ჯვრის მო­ნას­ტერ­ში ქარ­თველ­თა კუ­თხე შევ­ქმე­ნით, იე­რუ­სა­ლი­მის პატ­რი­არ­ქის­გან კი­დევ ერთი შე­თა­ვა­ზე­ბა მი­ვი­ღეთ, რომ რო­დე­საც ხატ "დე­დო­ფალს" ჩა­ვაბ­რძა­ნებთ იე­რუ­სა­ლიმ­ში, სა­პატ­რი­არ­ქო რე­ზი­დენ­ცი­ა­ში შეგ­ვეძ­ლე­ბა დე­დოფ­ლის დაბ­რძა­ნე­ბა, რათა მრევ­ლმა შეძ­ლოს ხა­ტის მო­ლოც­ვა, პრაქ­ტი­კუ­ლად, კი­დევ ერთი ად­გი­ლი მო­ვი­პო­ვეთ წმინ­და მი­წა­ზე და ეს უკვე იყო ქარ­თველ­თა ის­ტო­რი­ის გაგ­რძე­ლე­ბა წმინ­და ქა­ლაქ­ში, რო­მე­ლიც სამ სა­უ­კუ­ნე­ზე მეტი ხნის წინ გა­ჩერ­და.

რო­დე­საც პატ­რი­არ­ქის რე­ზი­დენ­ცია დავ­ტო­ვეთ, უკვე გა­მოჩ­ნდა ექ­სპე­დი­ცი­ის ჯგუ­ფე­ბი აღ­დგო­მის ტა­ძარ­თან, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­დამ­ღე­ბი ტექ­ნი­კაც, რო­მელ­საც უშუ­ა­ლოდ საფ­ლა­ვის გახ­სნის მო­მენ­ტი უნდა გა­და­ე­ღო. ტე­რი­ტო­რია მომ­ლოც­ვე­ლე­ბის­გან და ტუ­რის­ტე­ბის­გან სრუ­ლი­ად დაც­ლი­ლი გახ­ლდათ და საფ­ლა­ვის გახ­სნა სა­ღა­მოს და­ი­წყეს. არ ვიცი, ეს სიმ­ბო­ლუ­რი დამ­თხვე­ვა იყო თუ არა, მაგ­რამ უფალ­მა გა­მოქ­ვა­ბულ­ში სამი დღე გა­ა­ტა­რა და სწო­რედ სამი დღით იყო 2000 წლის შემ­დე­გაც საფ­ლა­ვი ღია, ხოლო აღ­დგო­მის ტა­ძა­რი და­კე­ტი­ლი...

Monazoni daria
0

Shendobis txovnit sad sheizleba cm.qvis molocva iqneb sakontaqto nomeri miutitot

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქით უინსლეტის სარეჟისორო დიბიუტი - მსახიობები ნეტფლიქსისტვის ფილმს იღებს
ავტორი:

ვინ ინახავს საქართველოში ქრისტეს საფლავის ქვას - "2000 წლის შემდეგ, ამ ქვამ პირველად იხილა მზის სინათლე"

ვინ ინახავს საქართველოში ქრისტეს საფლავის ქვას - "2000 წლის შემდეგ, ამ ქვამ პირველად იხილა მზის სინათლე"

2016 წლის 26 ოქტომბერს, იერუსალიმში მაცხოვრის საფლავი გაიხსნა. ამ ისტორიულ ფაქტს ორი ქართველი შეესწრო, თუ როგორ აღმოჩდნენ ისინი იქ, ამბავი ასე იწყება...

2016 წელს ხატი "დედოფალი სიხარულის მომნიჭებელის" მცველები - ზურა შიოშვილი და გიორგი ჭოლოკავა იერუსალიმში იმყოფებოდნენ. იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ქართველთა კუთხე შექმნეს, სადაც დაბრძანდა ხატის პირველი ასლიც. ეს ამბავი მაცხოვრის საფლავის გახსნას დაემთხვა. 26 ოქტომბრის საღამოს, იერუსალიმის პატრიარქის თანდასწრებით, ქრისტეს საფლავს მარმარილოს ფილა ახსნეს, ხოლო თუ რა მოხდა შემდგომ იქ და რისი ჩამოტანა შეძლეს ხატის მცველებმა თბილისში, ამაზე ზურა შიოშვილი გვესაუბრება:

- ემოციურად საკმაოდ რთული მომენტი იყო, რადგან უდიდესი ქრისტიანული და ისტორიული მოვლენის წინაშე აღმოვჩნდით. მანამდე, აღდგომის ტაძარი სამი დღე დაკეტილი იყო... ალბათ შეუძლებელია შენს თვალწინ ამხელა ფაქტი ხდებოდეს და სურვილი არ გაგიჩნდეს, საფლავის ქვის უმცირესი ნაწილი მაინც შეგხვდეს, თუმცა ეს იქ წარმოუდგენელი იყო...

რამდენიმე დღე, ჩვენთვის, გულში "დედოფალს" ვთხოვდით, უფლის საფლავიდან უმცირესი ნაწილი მაინც შეგვხვედროდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ აღდგომის ტაძარში ყოველდღიურად რამდენჯერმე მივდიოდით, ვხვდებოდით, რომ ეს შეუძლებელი იყო. ერთ დღესაც, როცა მივედით, იქ ჩვენი მეგობარი სასულიერო პირებს შევხვდით. მათ ხატის მცველები ძალიან ვუყვარვართ და კარგი ურთიერთობაც გვაქვს, რაღაც მომენტში გულში ვიფიქრე, იქნებ სჯობს, ვუთხრა და ვთხოვო, ვიდრე მუდამ დარდად მქონდეს ეს უთქმელობა-მეთქი და მეც ერთ-ერთ მათგანს, ვისაც ხელი მიუწვდებოდა მაცხოვრის საფლავთან, ჩვენი სურვილი გავანდე.

ფაქტია, რომ ღვთისმშობელმა თხოვნა შეისმინა და ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად, ამ ადამიანმა უფლის საფლავის ქვა საჩუქრად გამოგვიბრძანა. ეს თავად გამოქვაბული კლდის ფრაგმენტია, იმ კლდის, სადაც უფალი სამი დღე ესვენა და სადაც აღდგომის უდიდესი სასწაული მოხდა, ალბათ სწორედ ამ ქვამ შეიტყო პირველმა ქრისტეს აღდგომა.

როდესაც ქვა გადმოგვცეს, მოსვენება დავკარგეთ, წარმოუდგენელი ემოცია იყო. არის გარკვეული მოვლენები, რასაც ალბათ გონება ბოლომდე ვერ სწვდება და ისე უნდა მიიღო, როგორც არის... ქვის ჩამობრძანებაზე არანაირი პრობლემა არ გვქონია. იერუსალიმიდან და ზოგადად წმინდა ადგილებიდან ჩვენს ხელთ ხშირად ბევრი რელიქვიაა ხოლმე, დაბრკოლება არასოდეს შეგვქმნია.

წაიკითხეთ: "სიხარულის მომნიჭებელის" აღსრულებული სასწაულები - რა მოხდა ხატით წმინდა მიწის მოლოცვისას

- ქვას ახლა თქვენ ინახავთ?

- მუდმივად ინახება ჩვენთან, იქ სადაც დაცულია ხატი "დედოფალი" სიხარულის მომნიჭებელი, ხშირად ხატის კიოტშიც არის ჩაბრძანებული. როდესაც ხატის გამობრძანება ხდება, ეს სიწმინდეც ხატთან ერთადაა გამობრძანებული ხოლმე, რათა მრევლს საშუალება ჰქონდეს, ისიც მოილოცოს. 2000 წლის შემდეგ, ამ ქვამ პირველად იხილა მზის სინათლე და შესაბამისად ხატთან ერთად, მისი ნახვა და მოლოცვა ყველას შეუძლია.

- საფლავის გახსნისას ფოტოს გადაღების საშუალება თუ მოგცეს?

- ძალიან საინტერესო იყო საფლავის რესტავრაციის პროცესი, მადლიერნი ვართ უფლის, რომ ამ ისტორიული მოვლენის დროს იერუსალიმში ვიყავით და საშუალება გქვონდა, გვენახა რა ხდებოდა იქ. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს ძალიან სასიხარულო ამბავი იყო, საკმაოდ რთული და ემოციურიც, რადგან მეცნიერები უდიდეს სიწმინდეს ეხებოდნენ, იქ მუშაობდნენ არქეოლოგები. როდესაც უყურებ, ხედავ, რომ ვიღაცისთვის ეს სამუშაო პროცესია, გარკვეული ემოცია გეუფლება. თუმცა როგორც ამბობდნენ, რესტავრაცია აუცილებელი იყო.

ქრისტეს საფლავმა ბევრი ჭირვარამი გამოიარა, იყო დრო, როდესაც მთლიანად დაანგრიეს, უდიდესი ზიანი მიადგა 1808 წლის დიდი ხანძრის დროსაც. ბევრმა შეიძლება არ იცის, რომ ჩვენ სვეტიცხოველშიც გვაქვს მაცხოვრის საფლავის, კუვუკლიის ასლი, თუმცა ის ისეთია, როგორიც იყო უფლის საფლავი ძველ დროში. მას შემდეგ იერუსალიმის აღდგომის ტაძარში კუვუკლია გადაკეთდა და ბოლოს რუსეთის იმპერატორის მიერ იქნა აღდგენილი და ახლა სწორედ ეს ნაგებობა შეაკეთეს. გვქონდა საშუალება, ერთ-ერთი პირველები შევსულიყავით და ექსპედიციის წევრების გარდა სწორედ ჩვენ გადავიღეთ იქ პირველი ფოტოები.

- როგორც მითხარით, იერუსალიმის პატრიარქთანაც გისაუბრიათ...

- იმ დღეს, როდესაც მაცხოვრის საფლავი გახსნეს, მცველებს დილით იერუსალიმის პატრიარქთან, თეოფილე III-სთან გვქონდა შეხვედრა. თავად ეს შეხვედრაც ძალიან საინტერესო და ისტორიული იყო, თითქოს 26 ოქტომბრის დღე მთლიანად იყო რაღაც განსაკუთრებული.

გარდა იმისა, რომ იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ქართველთა კუთხე შევქმენით, იერუსალიმის პატრიარქისგან კიდევ ერთი შეთავაზება მივიღეთ, რომ როდესაც ხატ "დედოფალს" ჩავაბრძანებთ იერუსალიმში, საპატრიარქო რეზიდენციაში შეგვეძლება დედოფლის დაბრძანება, რათა მრევლმა შეძლოს ხატის მოლოცვა, პრაქტიკულად, კიდევ ერთი ადგილი მოვიპოვეთ წმინდა მიწაზე და ეს უკვე იყო ქართველთა ისტორიის გაგრძელება წმინდა ქალაქში, რომელიც სამ საუკუნეზე მეტი ხნის წინ გაჩერდა.

როდესაც პატრიარქის რეზიდენცია დავტოვეთ, უკვე გამოჩნდა ექსპედიციის ჯგუფები აღდგომის ტაძართან, მობილიზებული იყო სპეციალური გადამღები ტექნიკაც, რომელსაც უშუალოდ საფლავის გახსნის მომენტი უნდა გადაეღო. ტერიტორია მომლოცველებისგან და ტურისტებისგან სრულიად დაცლილი გახლდათ და საფლავის გახსნა საღამოს დაიწყეს. არ ვიცი, ეს სიმბოლური დამთხვევა იყო თუ არა, მაგრამ უფალმა გამოქვაბულში სამი დღე გაატარა და სწორედ სამი დღით იყო 2000 წლის შემდეგაც საფლავი ღია, ხოლო აღდგომის ტაძარი დაკეტილი...