პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შევჩერდით ერთ სახელზე... ისეთია, რომ თემოს უხდება" - მაკა ჩიჩუამ ორსულობის შესახებ მესამე თვეში შეიტყო
"შევჩერდით ერთ სახელზე... ისეთია, რომ თემოს უხდება" - მაკა ჩიჩუამ ორსულობის შესახებ მესამე თვეში შეიტყო

პირ­ვე­ლი ლედი მაკა ჩი­ჩუა მალე მე­სა­მე შვილს, ვაჟს ელო­დე­ბა. თე­მოს ძმა 2 თვე­ში და­ი­ბა­დე­ბა. პრე­ზი­დენ­ტმა და პირ­ველ­მა ლე­დიმ სა­ხე­ლი უკვე შე­არ­ჩი­ეს, თუმ­ცა სი­ურპრი­ზად ტო­ვე­ბენ.

მაკა ჩი­ჩუ­ამ, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად პრო­ექტ "ნი­ჭი­ე­რის" ჟი­უ­რის წევ­რია, ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა:

- რას ამ­ბობს ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი, გი­ყუ­რებთ? თქვენ­სა­ვით კრი­ტი­კუ­ლია შე­ფა­სე­ბე­ბის დროს?

- ყვე­ლას შე­ფა­სე­ბა სა­ინ­ტე­რე­სოა, მით უფრო, გი­ორ­გი ჩემი მე­უღ­ლეა და ყვე­ლა­ზე მე­ტად მისი აზრი მა­ინ­ტე­რე­სებს. შე­იძ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტის აზრი, ისე აინ­ტე­რე­სებს, მაგ­რამ მე მისი, რო­გორც ჩემი მე­უღ­ლის, აზრი მა­ინ­ტე­რე­სებს.

გი­ორ­გი, რომ გი­თხრათ თა­ვი­დან ბო­ლომ­დე უყუ­რებს-მეთ­ქი, ასე არაა, რად­გან ძა­ლი­ან იღ­ლე­ბა, არ აქვს ამის დრო. ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც იღებს ინ­ტერ­ნე­ტის მეშ­ვე­ო­ბით, მაგ­რამ მე რა­საც ვე­უბ­ნე­ბი, ნახე, რა სა­ინ­ტე­რე­სო ნო­მე­რია-მეთ­ქი, ფრაგ­მენ­ტუ­ლად უყუ­რებს, აფა­სებს და ამ­ბობს, რომ ეს სე­ზო­ნი გა­მორ­ჩე­უ­ლია.

- თქვენ­ზე რას ამ­ბობს?

- მე მოვ­წონ­ვარ. არ არის ისე­თი ტიპი, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც კომ­პლი­მენ­ტად მი­თხრას. გი­ორ­გის თა­ვი­სე­ბუ­რი სტი­ლი აქვს ურ­თი­ერ­თო­ბის, გულ­წრფე­ლია, მაგ­რამ დის­ტან­ცია აქვს ყო­ველ­თვის ყვე­ლას­თან. ამი­ტომ მჯე­რა, რა­საც მე­უბ­ნე­ბა და ვით­ვა­ლის­წი­ნებ.

- რამ­დენ წელს ით­ვლის თქვე­ნი ქორ­წი­ნე­ბა?

- ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია ერ­თად ვართ, ოფი­ცი­ა­ლუ­რად 3 წელ­ზე მე­ტია, მაგ­რამ 10 წე­ლია ერ­თად ვცხოვ­რობთ.

- რო­დის ელო­დე­ბით ბავ­შვს?

- 2 თვე­ში ვე­ლო­დე­ბით ბიჭს.

- სა­ხე­ლი შერ­ჩე­უ­ლი გაქვთ?

- კი, შევ­ჩერ­დით ერთ სა­ხელ­ზე, მაგ­რამ არ გე­ტყვით, იყოს სი­ურპრი­ზი, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ისე­თი სა­ხე­ლია, რომ თე­მოს უხ­დე­ბა. ახლა იფიქ­რეთ რა შე­იძ­ლე­ბა, რა სა­ხე­ლი შე­ვურ­ჩი­ეთ.

- თქვე­ნი ემო­ცია რო­გო­რია?

- თემო ძა­ლი­ან და­გეგ­მი­ლი ბავ­შვი იყო, ვე­ლო­დე­ბო­დით, 2 თვე ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ ვი­ყა­ვი. ეს სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მოგ­ვე­ცხა­და... 3 თვი­სამ გა­ვი­გე, რომ ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი.

- რა რე­აქ­ცია ჰქონ­და ბა­ტონ პრე­ზი­დენტს?

- ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და... ჩვენ­თვის სქესს მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში სა­სურ­ვე­ლია.

ლანა კიკ­ნა­ძე

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე

"შევჩერდით ერთ სახელზე... ისეთია, რომ თემოს უხდება" - მაკა ჩიჩუამ ორსულობის შესახებ მესამე თვეში შეიტყო

"შევჩერდით ერთ სახელზე... ისეთია, რომ თემოს უხდება" - მაკა ჩიჩუამ ორსულობის შესახებ მესამე თვეში შეიტყო

პირველი ლედი მაკა ჩიჩუა მალე მესამე შვილს, ვაჟს ელოდება. თემოს ძმა 2 თვეში დაიბადება. პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ სახელი უკვე შეარჩიეს, თუმცა სიურპრიზად ტოვებენ.

მაკა ჩიჩუამ, რომელიც ამჟამად პროექტ "ნიჭიერის" ჟიურის წევრია, ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა:

- რას ამბობს ქვეყნის პრეზიდენტი, გიყურებთ? თქვენსავით კრიტიკულია შეფასებების დროს?

- ყველას შეფასება საინტერესოა, მით უფრო, გიორგი ჩემი მეუღლეა და ყველაზე მეტად მისი აზრი მაინტერესებს. შეიძლება საზოგადოებას, როგორც პრეზიდენტის აზრი, ისე აინტერესებს, მაგრამ მე მისი, როგორც ჩემი მეუღლის, აზრი მაინტერესებს.

გიორგი, რომ გითხრათ თავიდან ბოლომდე უყურებს-მეთქი, ასე არაა, რადგან ძალიან იღლება, არ აქვს ამის დრო. ინფორმაციასაც იღებს ინტერნეტის მეშვეობით, მაგრამ მე რასაც ვეუბნები, ნახე, რა საინტერესო ნომერია-მეთქი, ფრაგმენტულად უყურებს, აფასებს და ამბობს, რომ ეს სეზონი გამორჩეულია.

- თქვენზე რას ამბობს?

- მე მოვწონვარ. არ არის ისეთი ტიპი, რომ მაინცდამაინც კომპლიმენტად მითხრას. გიორგის თავისებური სტილი აქვს ურთიერთობის, გულწრფელია, მაგრამ დისტანცია აქვს ყოველთვის ყველასთან. ამიტომ მჯერა, რასაც მეუბნება და ვითვალისწინებ.

- რამდენ წელს ითვლის თქვენი ქორწინება?

- ძალიან დიდი ხანია ერთად ვართ, ოფიციალურად 3 წელზე მეტია, მაგრამ 10 წელია ერთად ვცხოვრობთ.

- როდის ელოდებით ბავშვს?

- 2 თვეში ველოდებით ბიჭს.

- სახელი შერჩეული გაქვთ?

- კი, შევჩერდით ერთ სახელზე, მაგრამ არ გეტყვით, იყოს სიურპრიზი, ყოველ შემთხვევაში, ისეთი სახელია, რომ თემოს უხდება. ახლა იფიქრეთ რა შეიძლება, რა სახელი შევურჩიეთ.

- თქვენი ემოცია როგორია?

- თემო ძალიან დაგეგმილი ბავშვი იყო, ველოდებოდით, 2 თვე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი. ეს სრულიად მოულოდნელად გამოგვეცხადა... 3 თვისამ გავიგე, რომ ორსულად ვიყავი.

- რა რეაქცია ჰქონდა ბატონ პრეზიდენტს?

- ძალიან გაუხარდა... ჩვენთვის სქესს მნიშვნელობა არ აქვს, ყველა შემთხვევაში სასურველია.

ლანა კიკნაძე

ჟურნალი "სარკე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი