პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კალათბურთის ფედერაცია ახალ პრეზიდენტს ირჩევს - შიო ხეცურიანმა კანდიდატურა მოხსნა
კალათბურთის ფედერაცია ახალ პრეზიდენტს ირჩევს - შიო ხეცურიანმა კანდიდატურა მოხსნა

კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­მა შიო ხე­ცუ­რი­ან­მა კან­დი­და­ტუ­რა მოხ­სნა. ამის შე­სა­ხებ ხე­ცუ­რი­ან­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზი ის უსა­მარ­თლო­ბაა, რა­საც კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ახორ­ცი­ე­ლებს.

"მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩემ ყვე­ლა თა­ნა­მო­აზ­რეს, ჩემ ყვე­ლა მე­გო­ბარს - ყვე­ლას, ვინც გვერ­დში მედ­გა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს და ვინც იბ­რძო­და ჩემ­თან ერ­თად იმ უსა­მარ­თლო­ბის წი­ნა­აღდმეგ, რაც კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მხრი­დან არის და დღე­ვან­დელ არ­ჩევ­ნებ­ზე და­ფიქ­სირ­დე­ბა. არა­ერ­თხელ ვი­სა­უბ­რეთ ამ უსა­მარ­თლო­ბის შე­სა­ხებ, ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე, გამ­გე­ო­ბის ქმე­დე­ბებ­ზე. ეს უსა­მარ­თლო­ბა დღემ­დე გრძელ­დე­ბა.

დღე­საც არ ვი­ცით დე­ლე­გა­ტე­ბის სია, თუ ვინ იქ­ნე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის დროს. ჩვე­ნი გუნ­დი მთე­ლი მონ­დო­მე­ბით ვცდი­ლობ­დით პროგ­რე­სის­კენ წავ­სუ­ლი­ყა­ვით, გვინ­დო­და, რომ პროგ­რე­სის­კენ წა­სუ­ლი­ყო სა­კა­ლათ­ბურ­თო სამ­ყა­რო. სამ­წუ­ხა­როდ, ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ და­მარ­ცხე­ბა პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბის. ვი­ღა­ცე­ბის პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბი უფრო მაღ­ლა დად­გა, ვიდ­რე კა­ლათ­ბურ­თის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, მე ჩემ გუნდთან ერ­თად მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, არ მი­ვი­ღო ამ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და კან­დი­და­ტუ­რას ვხსნი ამ არ­ჩევ­ნე­ბი­დან", - გა­ნა­ცხა­და ხე­ცუ­რი­ან­მა.

მი­სი­ვე თქმით, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლია ნაკ­რე­ბის წევ­რე­ბის­თვის, ვინც მხარს უჭერ­და და ასე­ვე კი­დევ ერთი ყო­ფი­ლი კან­დი­და­ტის­თვის, კახა შენ­გე­ლი­ას­თვის, ვინც კან­დი­და­ტუ­რა თა­ვის დრო­ზე სწო­რედ ხე­ცუ­რი­ა­ნის სა­სარ­გებ­ლოდ მოხ­სნა. ხე­ცუ­რი­ან­მა მო­მა­ვალ პრე­ზი­დენტს წარ­მა­ტე­ბე­ბი უსურ­ვა.

კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტო­ბის კი­დევ ერთი კან­დი­და­ტი პა­ა­ტა გუ­რას­პა­უ­ლი, გამ­გე­ო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში დე­ლე­გა­ტებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში რა­ი­მე უსა­მარ­თლო­ბას ვერ ხე­დავს.

მან შიო ხე­ცუ­რი­ა­ნის მიერ სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რის მოხ­სნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­ა­ფა­სა. "მე არ ვთვლი, რომ ეს არის უსა­მარ­თლო­ბა. თქვენ რომ გა­და­ავ­ლოთ თვა­ლი გამ­გე­ო­ბის წევ­რებს და შე­მად­გენ­ლო­ბას, მათ პა­ტი­ოს­ნე­ბა­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ში ეჭვი არ შე­გე­პა­რე­ბათ. მათ მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მელ­საც უნდა და­ვე­მორ­ჩი­ლოთ", - გა­ნა­ცხა­და გუ­რას­პა­ულ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხე­ცუ­რი­ა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პა­ტი­ვის­ცე­მით უნდა მო­ე­კი­დოს, რად­გან ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბაა, გარ­კვე­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღონ.

"ჩემ­თვი­საც უფრო კარ­გი იქ­ნე­ბო­და, რომ არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო არა მხო­ლოდ ერთ კან­დი­დატ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მე ვიცი, რომ ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც არ მო­ი­აზ­რე­ბა ჩემს მხა­რეს, კა­ლათ­ბურ­თის სი­კე­თე უნდა და ერ­თად გა­ვა­კე­თებთ იმ საქ­მეს, რა­საც ქარ­თუ­ლი კა­ლათ­ბურ­თის პროგ­რე­სი ჰქვია", - გა­ნა­ცხა­და გუ­რას­პა­ულ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვის შემ­თხვე­ვა­ში ხე­ცუ­რი­ან­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის მზა­დაა.

არ­ჩევ­ნე­ბი დღეს იმარ­თე­ბა. ყრი­ლო­ბა და არ­ჩევ­ნე­ბი სას­ტუმ­რო "ქორ­თი­არდ მა­რი­ოტ­ში", 13:00 სა­ა­თი­დან და­ი­წყე­ბა. ხე­ცუ­რი­ა­ნის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ პრე­ზი­დენ­ტო­ბის ერ­თა­დერ­თი კან­დი­და­ტი პა­ა­ტა გუ­რას­პა­უ­ლი იქ­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

კალათბურთის ფედერაცია ახალ პრეზიდენტს ირჩევს - შიო ხეცურიანმა კანდიდატურა მოხსნა

კალათბურთის ფედერაცია ახალ პრეზიდენტს ირჩევს - შიო ხეცურიანმა კანდიდატურა მოხსნა

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ ხეცურიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის უსამართლობაა, რასაც კალათბურთის ფედერაცია არჩევნებთან დაკავშირებით ახორციელებს.

"მინდა მადლობა გადავუხადო ჩემ ყველა თანამოაზრეს, ჩემ ყველა მეგობარს - ყველას, ვინც გვერდში მედგა წინასაარჩევნო კამპანიის დროს და ვინც იბრძოდა ჩემთან ერთად იმ უსამართლობის წინააღდმეგ, რაც კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მხრიდან არის და დღევანდელ არჩევნებზე დაფიქსირდება. არაერთხელ ვისაუბრეთ ამ უსამართლობის შესახებ, ფედერაციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებზე, გამგეობის ქმედებებზე. ეს უსამართლობა დღემდე გრძელდება.

დღესაც არ ვიცით დელეგატების სია, თუ ვინ იქნება არჩევნების დროს. ჩვენი გუნდი მთელი მონდომებით ვცდილობდით პროგრესისკენ წავსულიყავით, გვინდოდა, რომ პროგრესისკენ წასულიყო საკალათბურთო სამყარო. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ დამარცხება პირადი ინტერესების. ვიღაცების პირადი ინტერესები უფრო მაღლა დადგა, ვიდრე კალათბურთის განვითარების ინტერესები. შესაბამისად, მე ჩემ გუნდთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, არ მივიღო ამ არჩევნებში მონაწილეობა და კანდიდატურას ვხსნი ამ არჩევნებიდან", - განაცხადა ხეცურიანმა.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობილია ნაკრების წევრებისთვის, ვინც მხარს უჭერდა და ასევე კიდევ ერთი ყოფილი კანდიდატისთვის, კახა შენგელიასთვის, ვინც კანდიდატურა თავის დროზე სწორედ ხეცურიანის სასარგებლოდ მოხსნა. ხეცურიანმა მომავალ პრეზიდენტს წარმატებები უსურვა.

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი პაატა გურასპაული, გამგეობის გადაწყვეტილებაში დელეგატებთან მიმართებაში რაიმე უსამართლობას ვერ ხედავს.

მან შიო ხეცურიანის მიერ საკუთარი კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება შეაფასა. "მე არ ვთვლი, რომ ეს არის უსამართლობა. თქვენ რომ გადაავლოთ თვალი გამგეობის წევრებს და შემადგენლობას, მათ პატიოსნებასა და კვალიფიკაციაში ეჭვი არ შეგეპარებათ. მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომელსაც უნდა დავემორჩილოთ", - განაცხადა გურასპაულმა.

მისივე თქმით, საზოგადოება ხეცურიანის გადაწყვეტილებას პატივისცემით უნდა მოეკიდოს, რადგან ყველა ადამიანის უფლებაა, გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღონ.

"ჩემთვისაც უფრო კარგი იქნებოდა, რომ არჩევნები ჩატარებულიყო არა მხოლოდ ერთ კანდიდატთან დაკავშირებით. მე ვიცი, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელიც არ მოიაზრება ჩემს მხარეს, კალათბურთის სიკეთე უნდა და ერთად გავაკეთებთ იმ საქმეს, რასაც ქართული კალათბურთის პროგრესი ჰქვია", - განაცხადა გურასპაულმა და აღნიშნა, რომ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ხეცურიანთან თანამშრომლობისთვის მზადაა.

არჩევნები დღეს იმართება. ყრილობა და არჩევნები სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", 13:00 საათიდან დაიწყება. ხეცურიანის ამ გადაწყვეტილების შემდეგ პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი პაატა გურასპაული იქნება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი