დღეს "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს დენის მიწოდება შეეზღუდება

დღეს "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს დენის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ინფორმაციით, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 336 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში: ჭართალი, მუგუდა, დოლასქედი, წინა მხარი, სონდა და მიმდებარე სოფლებში.

ელექტროენერგიის მიწოდება ასევე შეეზღუდებათ 11:00-დან 13:00 საათამდე 2974 აბონენტს მცხეთის რაიონის სოფლებში: წილკანი, ფრეზეთი, ერედა და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 15:00 საათამდე საწარმოებს - "გევა","ნატახტარი".

ასევე, შეზღუდვა შეეხება 11:00-დან 18:00 საათამდე 910 აბონენტს მცხეთის რაიონის სოფელ ნიჩბისში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი