ექიმი - რუსთავის 22-ე სკოლის მოსწავლის მდგომარეობა სტაბილურია

ექიმი - რუსთავის 22-ე სკოლის მოსწავლის მდგომარეობა სტაბილურია

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, პაპუნა ბახტაძის განცხადებით, #22 საჯარო სკოლიდან მიყვანილი ბავშვი უკვე გაწერეს.

როგორც პაპუნა ბახტაძემ ,,ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, პაციენტი მშობლებთან ერთად მივიდა კლინიკაში, ის გვერდს იტკიებდა, ჩაუტარდა გამოკვლევები და არანაირი დაზიანება არ აღმოაჩნდა. შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

რუსთავის #22 სკოლაში მოსწავლეებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლის დროს ერთ-ერთს ხელი ზურგში ჩაარტყეს, რის შედეგადაც ბავშვს სუნთქვის პრობლემა შეექმნა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი