ხვალიდან გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ხვალიდან გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ხვალიდან საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, დღეს ნალექი შენარჩუნდება, თუმცა, ინტენსივობა თანდათან იკლებს.

"ნალექიანი ამინდი დღეს შენარჩუნდება, თანდათან ინტენსივობა იკლებს. ამაღამ ზოგან არის შესაძლებელი იყოს ნალექი. ხვალიდან უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. დღეს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში 4-9 გრადუსია, დედაქალაქში - 6 გრადუსი", - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.

მისივე თქმით, დღეს, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, მათ შორის თბილისშიც.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ხვალ, 9 დეკემბერს, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 15 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში 5-10 გრადუსია მოსალოდნელი, თბილისში - 7 გრადუსი. სვეტლანა ნიორაძის თქმით, 10 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, აღმოსავლეთში კი მოსალოდნელია მცირე ნალექი.

"10 დეკემბერს ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთში იქნება 6-11 გრადუსი, დასავლეთში 12-17 გრადუსი", - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ. მისივე ინფორმაციით, 11 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი