სასტუმრო "ლეოგრანდე", ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების თხოვნით, ძველი სახელით ფუნქციონირებას წყვეტს

სასტუმრო "ლეოგრანდე", ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების თხოვნით, ძველი სახელით ფუნქციონირებას წყვეტს

სასტუმრო და სამორინე "ლეოგრანდე" არსებული სახელწოდებით ფუნქციონირებას წყვეტს. გადაწყვეტილება სასტუმროს მეპატრონემ, ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და იურისტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასტუმრო "ლეოგრანდეს" იურისტმა კახა წერეთელმა განუცხადა, შეხვედრაზე სასტუმრომ, დაღუპულთა ოჯახის წევრებს, სხვადასხვა საკითხებზე საკუთარი პოზიცია გააცნო.

"თვითონ გარდაცვლილთა ოჯახების თხოვნის გათვალისწინებით, სასტუმროს მეპატრონემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სასტუმროს შეეცვალოს სახელწოდება და მას აღარ ერქვას "ლეოგრანდე", რადგან თუნდაც ეს სახელი, უკვე ძალიან მძიმეა და თვითონ ეს წარწერაც, როცა შემოდიხარ ქალაქში მძიმეა ყველა იმ ოჯახისთვის და მათ შორის საზოგადოებისთვის. სასტუმრო და სამორინე "ლეოგრანდე" ამ სახელით წყვეტს ფუნქციონირებას", - განაცხადა კახა წერეთელმა.

იხილეთ ვიდეო

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი 24 ნოემბერს გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო სასტუმროდან ათეულობით მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.

ხაძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზებული იყო 21 ადამიანი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი