პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რამდენიმე წუთში კვამლში გაეხვია მთელი სასტუმრო..." - რას ყვებიან ბათუმში მომხდარ ხანძარს გადარჩენილები
 "რამდენიმე წუთში კვამლში გაეხვია მთელი სასტუმრო..." - რას ყვებიან ბათუმში მომხდარ ხანძარს გადარჩენილები

ბა­თუ­მის 5-ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო "ლე­ოგ­რან­დში" მომ­ხდა­რი ხან­ძრის შე­დე­გად 11 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. სას­ტუმ­რო­ში 24 ნო­ემ­ბერს, სა­ღა­მოს 20:00 სა­ა­თის­თვის გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია ხან­ძრის შე­სა­ხებ. მოხ­და ძლი­ე­რი დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბა და სწო­რედ კვამლმა გა­მო­იწ­ვია ადა­მი­ა­ნე­ბის სიკ­ვდი­ლი. სას­ტუმ­რო­დან და­ახ­ლო­ე­ბით 100 ადა­მი­ა­ნის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და.

შემ­თხვე­ვის დროს, სას­ტუმ­რო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "იმიჯ ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ია კიწ­მა­რიშ­ვი­ლი და "მის სა­ქარ­თვე­ლო 2017"-ის კონ­კურ­სან­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ტრა­გე­დი­ას გა­და­ურჩნენ. "მის სა­ქარ­თვე­ლოს" ფი­ნა­ლუ­რი შოუ, ბა­თუმ­ში ხვალ უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ ტრა­გე­დი­ის გამო გა­და­ი­დო.

"რე­ი­ტინ­გი" იმ ადა­მი­ა­ნებს და­უ­კავ­შირ­და, რომ­ლე­ბიც ხან­ძარს გა­და­ურჩნენ.

მსა­ხი­ო­ბი კახა მი­ქი­აშ­ვი­ლი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მო­დე­ლებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, ის სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სის წამ­ყვა­ნია:

- კახა, რა მოხ­და "ლე­ოგ­რან­დში"?

- ვვახ­შმობ­დით სას­ტუმ­როს მეშ­ვი­დე სარ­თულ­ზე. და­ახ­ლო­ე­ბით 8 სა­ათ­ზე, დარ­ბაზ­ში შუქი გა­ი­თი­შა და გვი­თხრეს, რომ სას­ტუმ­რო­ში ხან­ძა­რია. რამ­დე­ნი­მე წუთ­ში კვამლში გა­ეხ­ვია მთე­ლი სას­ტუმ­რო. ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­თიშ­ვის დროს, ავ­ტო­მა­ტუ­რად იკე­ტე­ბა კარი, კი­დევ კარ­გი მო­ვას­წა­რით და ტე­რა­სა­ზე გა­ვე­დით. შუქი რო­გორც კი ჩაქ­რა ორ წუთ­ში ჩა­ირ­თო სა­ხან­ძრო სის­ტე­მა, წყა­ლი ას­ხამ­და, მაგ­რამ დაკ­ვა­ლი­ა­ნე­ბის ჩაქ­რო­ბა მა­ინც ვერ ხერ­ხე­ბო­და. არა­ფე­რი არ ჩან­და, ზუს­ტად ორ წუთ­ში მო­ვიდ­ნენ მაშ­ვე­ლე­ბი, მაგ­რამ ვერ ხდე­ბო­და მეშ­ვი­დე სარ­თულ­ზე ამოს­ვლა. ვცდი­ლობ­დით შუ­შე­ბი ჩაგ­ვემტვრია, შე­ნო­ბი­დან კვამ­ლი რომ გა­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. სამ­წუ­ხა­რო ტრა­გე­დია მოხ­და, რო­მელ­საც 11 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, ისი­ნი სწო­რედ კვამ­ლით გა­ი­გუ­დნენ. ხალ­ხი ფან­ჯრე­ბი­დან ყვი­რო­და, დახ­მა­რე­ბას ითხოვ­და, ვე­რა­ფერს ვხე­დავ­დით, მაგ­რამ ასე ვამ­ხნე­ვებ­დით ერ­თმა­ნეთს.

- რამ­დე­ნი ხანი დარ­ჩით დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბულ სას­ტუმ­რო­ში?

- სას­წა­უ­ლი შეძ­ლეს ჩვენ­მა მე­ხან­ძრე­ებ­მა, ისე­თი კვამ­ლი იყო, არა­ფე­რი არ ჩან­და, 3 მეტ­რი იყო კა­რამ­დე და იქამ­დე მის­ვლაც ვერ შევ­ძე­ლით. სიბ­ნე­ლე იყო, და­ახ­ლო­ე­ბით ათი სა­ა­თის­თვის გა­მოგ­ვიყ­ვა­ნეს მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა სას­ტუმ­რო­დან. მა­ნამ­დე ეს ფი­ზი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. გო­გო­ნე­ბი ფეხ­შიშ­ვე­ლი გა­ყავ­დათ სას­ტუმ­რო­დან.

იხი­ლეთ ვი­დეო: "მი­ნე­ბის ჩა­ტეხ­ვა გვინ­დო­და ვერ გავ­ტე­ხეთ, მერე ჩაგ­ვიყ­ვა­ნეს წყალ­ში, სიბ­ნე­ლე­ში" - რას იხ­სე­ნებს მსა­ხი­ო­ბი კახა მი­ქი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ხან­ძრი­სას "ლეგ­რან­დში" იმ­ყო­ფე­ბო­და

ტრა­გე­დი­ას შემ­თხვე­ვით გა­და­ურ­ჩა "მის სა­ქარ­თვე­ლო" ირი­ნა ონაშ­ვი­ლი. აი, რას ყვე­ბა შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ მო­დე­ლი: გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"რამდენიმე წუთში კვამლში გაეხვია მთელი სასტუმრო..." - რას ყვებიან ბათუმში მომხდარ ხანძარს გადარჩენილები

 "რამდენიმე წუთში კვამლში გაეხვია მთელი სასტუმრო..." - რას ყვებიან ბათუმში მომხდარ ხანძარს გადარჩენილები

ბათუმის 5-ვარსკვლავიან სასტუმრო "ლეოგრანდში" მომხდარი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. სასტუმროში 24 ნოემბერს, საღამოს 20:00 საათისთვის გავრცელდა ინფორმაცია ხანძრის შესახებ. მოხდა ძლიერი დაკვამლიანება და სწორედ კვამლმა გამოიწვია ადამიანების სიკვდილი. სასტუმროდან დაახლოებით 100 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

შემთხვევის დროს, სასტუმროში იმყოფებოდა სამოდელო სააგენტო "იმიჯ ცენტრის" ხელმძღვანელი ია კიწმარიშვილი და "მის საქართველო 2017"-ის კონკურსანტები, რომლებიც ტრაგედიას გადაურჩნენ. "მის საქართველოს" ფინალური შოუ, ბათუმში ხვალ უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ტრაგედიის გამო გადაიდო.

"რეიტინგი" იმ ადამიანებს დაუკავშირდა, რომლებიც ხანძარს გადაურჩნენ.

მსახიობი კახა მიქიაშვილი შემთხვევის ადგილზე მოდელებთან ერთად იმყოფებოდა, ის სილამაზის კონკურსის წამყვანია:

- კახა, რა მოხდა "ლეოგრანდში"?

- ვვახშმობდით სასტუმროს მეშვიდე სართულზე. დაახლოებით 8 საათზე, დარბაზში შუქი გაითიშა და გვითხრეს, რომ სასტუმროში ხანძარია. რამდენიმე წუთში კვამლში გაეხვია მთელი სასტუმრო. ელექტროენერგიის გათიშვის დროს, ავტომატურად იკეტება კარი, კიდევ კარგი მოვასწარით და ტერასაზე გავედით. შუქი როგორც კი ჩაქრა ორ წუთში ჩაირთო სახანძრო სისტემა, წყალი ასხამდა, მაგრამ დაკვალიანების ჩაქრობა მაინც ვერ ხერხებოდა. არაფერი არ ჩანდა, ზუსტად ორ წუთში მოვიდნენ მაშველები, მაგრამ ვერ ხდებოდა მეშვიდე სართულზე ამოსვლა. ვცდილობდით შუშები ჩაგვემტვრია, შენობიდან კვამლი რომ გასულიყო, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. სამწუხარო ტრაგედია მოხდა, რომელსაც 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ისინი სწორედ კვამლით გაიგუდნენ. ხალხი ფანჯრებიდან ყვიროდა, დახმარებას ითხოვდა, ვერაფერს ვხედავდით, მაგრამ ასე ვამხნევებდით ერთმანეთს.

- რამდენი ხანი დარჩით დაკვამლიანებულ სასტუმროში?

- სასწაული შეძლეს ჩვენმა მეხანძრეებმა, ისეთი კვამლი იყო, არაფერი არ ჩანდა, 3 მეტრი იყო კარამდე და იქამდე მისვლაც ვერ შევძელით. სიბნელე იყო, დაახლოებით ათი საათისთვის გამოგვიყვანეს მეხანძრე-მაშველებმა სასტუმროდან. მანამდე ეს ფიზიკურად შეუძლებელი იყო. გოგონები ფეხშიშველი გაყავდათ სასტუმროდან.

იხილეთ ვიდეო: "მინების ჩატეხვა გვინდოდა ვერ გავტეხეთ, მერე ჩაგვიყვანეს წყალში, სიბნელეში" - რას იხსენებს მსახიობი კახა მიქიაშვილი, რომელიც ხანძრისას "ლეგრანდში" იმყოფებოდა

ტრაგედიას შემთხვევით გადაურჩა "მის საქართველო" ირინა ონაშვილი. აი, რას ყვება შემთხვევის შესახებ მოდელი:  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი