პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვის დაბადების დღისთვის ემზადებოდნენ..." - დაღუპულ სპეცრაზმელს 28 წლის მეუღლე და ორი შვილი დარჩა
"ბავშვის დაბადების დღისთვის ემზადებოდნენ..." - დაღუპულ სპეცრაზმელს 28 წლის მეუღლე და ორი შვილი დარჩა

გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი სპეც­რაზ­მე­ლი, 42 წლის ვანო გო­ლოშ­ვი­ლია. იგი 42 წლის 9 დე­კემ­ბერს გახ­დე­ბო­და.

რო­გორც AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში გარ­დაც­ვლი­ლის ნა­თე­სა­ვებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, გო­ლოშ­ვი­ლი დუ­შე­თი­დან არის, სო­ფელ მი­ლის­წყა­რო­დან. მას 28 წლის მე­უღ­ლე, თა­მუ­ნა ხე­ლა­ია და 2 შვი­ლი დარ­ჩა - 3 წლის გი­ორ­გი და 5 წლის მა­რი­ა­მი.

"30 ნო­ემ­ბერს მა­რი­ა­მის და­ბა­დე­ბის დღეა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ..." - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლის ბი­ძაშ­ვი­ლი.

ოჯა­ხის შე­მო­სავ­ლის წყა­რო ვანო გო­ლოშ­ვი­ლის ხელ­ფა­სი იყო. და­ღუ­პუ­ლის ოჯახს თბი­ლის­ში არც ბინა აქვს და რო­გორც ცნო­ბი­ლია, გო­ლოშ­ვი­ლე­ბი დე­და­ქა­ლაქ­ში ქი­რით ცხოვ­რობ­დნენ. რაც შე­ე­ხე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ თით­ქოს და­ღუ­პუ­ლი სპეც­რაზ­მე­ლის ძმა, აფხა­ზე­თის ომში და­ი­ღუ­პა, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ვანო გო­ლოშ­ვილს ორი დედ­მა­მიშ­ვი­ლი ჰყავს, და და ძმა, ორი­ვე ცო­ცხა­ლია.

გო­ლოშ­ვი­ლის ნა­თე­სა­ვებ­მა ჯერ­ჯე­რო­ბით, არ იცი­ან, რო­დის და სად დაკ­რძა­ლა­ვენ გარ­დაც­ვლილ სპეც­რაზ­მელს.

ვანო გო­ლოშ­ვი­ლი გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს მძი­მედ და­იჭ­რა, ის ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ექი­მე­ბის გან­მარ­ტე­ბით, დაჭ­რილ სპეც­რაზ­მელს სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი ტრავ­მე­ბი ჰქონ­და და მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

თი­ნა­თინ კა­კი­აშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

"ბავშვის დაბადების დღისთვის ემზადებოდნენ..." - დაღუპულ სპეცრაზმელს 28 წლის მეუღლე და ორი შვილი დარჩა

"ბავშვის დაბადების დღისთვის ემზადებოდნენ..." - დაღუპულ სპეცრაზმელს 28 წლის მეუღლე და ორი შვილი დარჩა

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი სპეცრაზმელი, 42 წლის ვანო გოლოშვილია. იგი 42 წლის 9 დეკემბერს გახდებოდა.

როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში გარდაცვლილის ნათესავებმა განაცხადეს, გოლოშვილი დუშეთიდან არის, სოფელ მილისწყაროდან. მას 28 წლის მეუღლე, თამუნა ხელაია და 2 შვილი დარჩა - 3 წლის გიორგი და 5 წლის მარიამი.

"30 ნოემბერს მარიამის დაბადების დღეა, აღსანიშნავად ემზადებოდნენ..." - ამბობს გარდაცვლილის ბიძაშვილი.

ოჯახის შემოსავლის წყარო ვანო გოლოშვილის ხელფასი იყო. დაღუპულის ოჯახს თბილისში არც ბინა აქვს და როგორც ცნობილია, გოლოშვილები დედაქალაქში ქირით ცხოვრობდნენ. რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს დაღუპული სპეცრაზმელის ძმა, აფხაზეთის ომში დაიღუპა, სიმართლეს არ შეესაბამება. ვანო გოლოშვილს ორი დედმამიშვილი ჰყავს, და და ძმა, ორივე ცოცხალია.

გოლოშვილის ნათესავებმა ჯერჯერობით, არ იციან, როდის და სად დაკრძალავენ გარდაცვლილ სპეცრაზმელს.

ვანო გოლოშვილი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს მძიმედ დაიჭრა, ის ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით, დაჭრილ სპეცრაზმელს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თინათინ კაკიაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი