მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატრიარქს ის ძალიან უყვარს..." - როგორ აღიკვეცა ბერად კონსერვატორიის სტუდენტი და რას ყვება მეუფე შიოზე ბავშვობის მეგობარი
"პატრიარქს ის ძალიან უყვარს..." - როგორ აღიკვეცა ბერად კონსერვატორიის სტუდენტი და რას ყვება მეუფე შიოზე ბავშვობის მეგობარი

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ მო­საყ­დრედ სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლი­ტი შიო (მუ­ჯი­რი) და­ა­სა­ხე­ლა. 48 წლის შიო მუ­ჯი­რი, ერის­კა­ცო­ბა­ში ელიზ­ბა­რი თბი­ლის­შია და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი. ის 53-ე სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და და რო­გორც ამ­ბო­ბენ, ვირ­ტუ­ო­ზი მუ­სი­კო­სია - სწავ­ლობ­და კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში, უკ­რავს ჩე­ლო­ზე. თუმ­ცა, სწავ­ლა მუ­სი­კა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით აღარ და­ამ­თავ­რა და 24 წლის ასაკ­ში ბე­რად აღიკ­ვე­ცა. მე­უ­ფე შიოს შე­სა­ხებ მისი მე­გო­ბა­რი, რე­ჟი­სო­რი გიო მგე­ლა­ძე გვე­სა­უბ­რა:

"მე და მე­უ­ფე შიო კლა­სე­ლე­ბი ვართ, ბავ­შვო­ბი­დან ერ­თად მოვ­დი­ვართ. 53-ე სკო­ლა­ში ერ­თად ვსწავ­ლობ­დით, როცა ბა­ბუ­ა­ჩე­მი პავ­ლე ინ­გო­როყ­ვა გარ­და­იც­ვა­ლა, მან მომ­ნათ­ლა. 53-ე სკო­ლის გვერ­დზე ქურ­დი­ა­ნე­ბის ცნო­ბი­ლი სახ­ლია, აი, მათი შთა­მო­მა­ვა­ლია მე­უ­ფე შიო, ბე­ბი­ა­მი­სი გახ­ლდათ ექი­მი ნინო ჟვა­ნია. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხი ჰყავ­და, თუმ­ცა ცო­ცხა­ლი არა­ვინ აღარ არის. ჰყავს ერთი და.

- ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში იხ­სე­ნებთ, რომ ვირ­ტუ­ო­ზი მუ­სი­კო­სი იყო...

- ნი­ჭი­ე­რი მუ­სი­კო­სი არის ნამ­დვი­ლად, მაგ­რამ კონ­სერ­ვა­ტო­რია არ და­ამ­თავ­რა. ბოლო კურ­სზე ბე­რად აღიკ­ვე­ცა. ჯერ თე­ო­ლო­გი­ით და­ინ­ტე­რეს­და, შემ­დეგ სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში ჩა­ა­ბა­რა, არის თე­ო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი.

- პრე­ზი­დენ­ტი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლიც თქვე­ნი კლა­სე­ლი იყო...

- არა, ჩვენ ყვე­ლა მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ადრე გავ­რცელ­და თქვე­ნი ახალ­გაზ­რდო­ბის ფოტო, სა­დაც თქვენ, მე­უ­ფე შიო და სხვა მე­გობ­რე­ბი, პატ­რი­არ­ქს ხვდე­ბით. გა­იხ­სე­ნეთ ეს შეხ­ვედ­რა...

- ეს ფოტო 1987 წელს არის გა­და­ღე­ბუ­ლი. მა­შინ გა­ვერ­თი­ან­დით და ან­ტი­საბ­ჭო­თა დი­დის­დენ­ტუ­რი ჟურ­ნა­ლი გა­მო­ვუშ­ვით. სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის ვიბ­რძო­დით, ყვე­ლა­ზე პა­ტა­რე­ბი ჩვენ ვი­ყა­ვით და პატ­რი­არ­ქმა ჩვენ­თან შეხ­ვედ­რის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა. ფოტო გა­ზეთ "თბი­ლი­სის" რე­დაქ­ტორ­მა გა­დაგ­ვი­ღო. მახ­სოვს პატ­რი­არ­ქს ყვე­ლა ვემ­თხვი­ეთ ხელ­ზე, მხო­ლოდ შიომ თქვა უარი - კა­ცებს ხელ­ზე არ კოც­ნი­ა­ნო. არ ვიცი, რა­ტომ, მაგ­რამ შიო ფო­ტო­ზე არ ჩანს, ის სწო­რედ პატ­რი­არ­ქის გვერ­დით იჯდა. და­ახ­ლო­ე­ბით სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი ვი­სა­უბ­რეთ პატ­რი­არ­ქთან, გვი­თხრა სწორ გზა­ზე ხარ­თო, სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ე­ბი მოგ­ვიყ­ვა უწ­მინ­დეს­მა. სიყ­ვა­რუ­ლით მიგ­ვი­ღო, დაგ­ვლო­ცა და დაგ­ვემ­შვი­დო­ბა.

- იფიქ­რებ­დით, რომ მე­უ­ფე შიოს და­ა­სა­ხე­ლებ­და პატ­რი­არ­ქი მო­საყ­დრედ?

- ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა. პატ­რი­არ­ქს ის ძა­ლი­ან უყ­ვარს და ეჭვი ყო­ველ­თვის გვქონ­და, რომ ასე იქ­ნე­ბო­და.

- ბო­ლოს რო­დის ნა­ხეთ მიტ­რო­პო­ლი­ტი?

- ბო­ლოს ერთი კვი­რის წინ იყო ჩემ­თან სახ­ლში.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

ასე­ვე იხი­ლეთ: ფოტო არ­ქი­ვი­დან: ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი - გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, ლე­ვან ვა­სა­ძე, მიტ­რო­პო­ლი­ტი შიო...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"პატრიარქს ის ძალიან უყვარს..." - როგორ აღიკვეცა ბერად კონსერვატორიის სტუდენტი და რას ყვება მეუფე შიოზე ბავშვობის მეგობარი

"პატრიარქს ის ძალიან უყვარს..." - როგორ აღიკვეცა ბერად კონსერვატორიის სტუდენტი და რას ყვება მეუფე შიოზე ბავშვობის მეგობარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) დაასახელა. 48 წლის შიო მუჯირი, ერისკაცობაში ელიზბარი თბილისშია დაბადებული და გაზრდილი. ის 53-ე სკოლაში სწავლობდა და როგორც ამბობენ, ვირტუოზი მუსიკოსია - სწავლობდა კონსერვატორიაში, უკრავს ჩელოზე. თუმცა, სწავლა მუსიკალური მიმართულებით აღარ დაამთავრა და 24 წლის ასაკში ბერად აღიკვეცა. მეუფე შიოს შესახებ მისი მეგობარი, რეჟისორი გიო მგელაძე გვესაუბრა:

"მე და მეუფე შიო კლასელები ვართ, ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. 53-ე სკოლაში ერთად ვსწავლობდით, როცა ბაბუაჩემი პავლე ინგოროყვა გარდაიცვალა, მან მომნათლა. 53-ე სკოლის გვერდზე ქურდიანების ცნობილი სახლია, აი, მათი შთამომავალია მეუფე შიო, ბებიამისი გახლდათ ექიმი ნინო ჟვანია. არაჩვეულებრივი ოჯახი ჰყავდა, თუმცა ცოცხალი არავინ აღარ არის. ჰყავს ერთი და.

- ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებთ, რომ ვირტუოზი მუსიკოსი იყო...

- ნიჭიერი მუსიკოსი არის ნამდვილად, მაგრამ კონსერვატორია არ დაამთავრა. ბოლო კურსზე ბერად აღიკვეცა. ჯერ თეოლოგიით დაინტერესდა, შემდეგ სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, არის თეოლოგიის დოქტორი.

- პრეზიდენტი მარგველაშვილიც თქვენი კლასელი იყო...

- არა, ჩვენ ყველა მეგობრები ვიყავით.

- სოციალურ ქსელში ადრე გავრცელდა თქვენი ახალგაზრდობის ფოტო, სადაც თქვენ, მეუფე შიო და სხვა მეგობრები, პატრიარქს ხვდებით. გაიხსენეთ ეს შეხვედრა...

- ეს ფოტო 1987 წელს არის გადაღებული. მაშინ გავერთიანდით და ანტისაბჭოთა დიდისდენტური ჟურნალი გამოვუშვით. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით, ყველაზე პატარები ჩვენ ვიყავით და პატრიარქმა ჩვენთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. ფოტო გაზეთ "თბილისის" რედაქტორმა გადაგვიღო. მახსოვს პატრიარქს ყველა ვემთხვიეთ ხელზე, მხოლოდ შიომ თქვა უარი - კაცებს ხელზე არ კოცნიანო. არ ვიცი, რატომ, მაგრამ შიო ფოტოზე არ ჩანს, ის სწორედ პატრიარქის გვერდით იჯდა. დაახლოებით საათნახევარი ვისაუბრეთ პატრიარქთან, გვითხრა სწორ გზაზე ხართო, საინტერესო ისტორიები მოგვიყვა უწმინდესმა. სიყვარულით მიგვიღო, დაგვლოცა და დაგვემშვიდობა.

- იფიქრებდით, რომ მეუფე შიოს დაასახელებდა პატრიარქი მოსაყდრედ?

- ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. პატრიარქს ის ძალიან უყვარს და ეჭვი ყოველთვის გვქონდა, რომ ასე იქნებოდა.

- ბოლოს როდის ნახეთ მიტროპოლიტი?

- ბოლოს ერთი კვირის წინ იყო ჩემთან სახლში.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ასევე იხილეთ: ფოტო არქივიდან: ბავშვობის მეგობრები - გიორგი მარგველაშვილი, ლევან ვასაძე, მიტროპოლიტი შიო...

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი