პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის მიტროპოლიტი შიო, რომელიც პატრიარქის მოსაყდრედ დასახელდა
ვინ არის მიტროპოლიტი შიო, რომელიც პატრიარქის მოსაყდრედ დასახელდა

ქა­შუ­ეთ­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლო წირ­ვის და­წყე­ბამ­დე, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქმა ტა­ძარ­ში შეკ­რე­ბი­ლებს მი­მარ­თა, გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი მი­უ­ლო­ცა და ბრძა­ნე­ბა წა­ი­კი­თხა, რო­მე­ლიც უწ­მინ­დე­სის თქმით, დღეს და­ი­წე­რა.

"სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის მო­საყ­დრედ დად­გე­ნი­ლია ყოვ­ლა­დუ­სამ­ღვდე­ლო­ე­ბო­ბა მიტ­რო­პო­ლი­ტი­კი სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლი­ტი შიო მუ­ჯი­რი", - ნათ­ქვა­მია ილია მე­ო­რეს ბრძა­ნე­ბა­ში.

მა­ღალ­ყოვ­ლა­დუ­სამ­ღვდე­ლო­ე­სი შიო სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პო­სია და სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს ეპარ­ქი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

მიტ­რო­პო­ლი­ტი შიო (ერის­კა­ცო­ბა­ში ელიზ­ბარ თე­ი­მუ­რა­ზის ძე მუ­ჯი­რი) 48 წლი­საა. ის და­ი­ბა­და თბი­ლის­ში, 1969 წლის პირ­ველ თე­ბერ­ვალს.

თბი­ლი­სის 53-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ (პა­რა­ლე­ლუ­რად სწავ­ლობ­და სა­მუ­სი­კო სას­წავ­ლე­ბელ­ში), 1988 წლი­დან, ელიზ­ბარ მუ­ჯირ­მა სწავ­ლა გა­აგ­რძე­ლა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ვი­ო­ლონ­ჩე­ლოს კლას­ში. კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის პირ­ველ კურ­სზე მან გა­ი­მარ­ჯვა ვი­ო­ლონ­ჩე­ლის­ტე­ბის პირ­ველ რეს­პუბ­ლი­კურ კონ­კურ­სზე (გა­ვი­და პირ­ველ ად­გილ­ზე). 1991 წელს ელიზ­ბარ მუ­ჯი­რი მორ­ჩი­ლად და­ემ­კვიდ­რა ში­ომ­ღვი­მის მო­ნას­ტერ­ში. 1993 წელს, 5 თე­ბერ­ვალს, მორ­ჩი­ლი ელიზ­ბა­რი აღ­კვე­ცეს ბე­რად და უწო­დეს სა­ხე­ლად შიო. იგი დად­გე­ნილ იქნა მო­ნას­ტრის ტრა­პეზ­რად, შემ­დეგ - ეკო­ნო­მო­სად. 1995 წელს ბერი შიო დი­აკ­ვნად აკურ­თხეს, 1996 წელს უწ­მი­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია II-მ ბერ-დი­ა­კო­ნი შიო მღვდლად აკურ­თხა.

იხი­ლეთ ვი­დეო: მე­უ­ფე შიოს პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი, პატ­რი­არ­ქის მე­საყ­დრედ და­სა­ხე­ლე­ბის შემ­დეგ - "ჩემი თავი მი­მაჩ­ნია უღირ­სად ამ მსა­ხუ­რე­ბის­თვის"

1997 წელს მღვდელ­მო­ნა­ზო­ნი შიო და­ი­ნიშ­ნა თბი­ლი­სის კლდი­სუბ­ნის წმი­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღვრად. 1998 წელს მან და­ამ­თავ­რა ბა­თუ­მის იო­ა­ნე ღვთის­მე­ტყვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რია და სწავ­ლა მოს­კო­ვის სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ის და­უს­წრე­ბელ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ზე გა­აგ­რძე­ლა. 1998 წლის 3 აპ­რილს მღვდელ­მო­ნა­ზონ შიოს მი­ე­ნი­ჭა იღუ­მე­ნის წო­დე­ბა ოქ­როს ჯვრის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბით და და­ად­გი­ნეს ილია წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვრად. 1999 წლის 6 მარ­ტი­დან იღუ­მე­ნი შიო თბი­ლი­სის ან­ჩის­ხა­ტის ტაძ­რის ღვთის­მსა­ხუ­რია. იმა­ვე წლის 20 სექ­ტემ­ბრი­დან ნა­რი­ყა­ლას წმი­და ნი­კო­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რია. 2001 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან იგი მოს­კო­ვის ქარ­თველ­თა სათ­ვის­ტო­მოს წმი­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რია, პა­რა­ლე­ლუ­რად სწავ­ლობ­და მოს­კო­ვის წმი­და ტი­ხო­ნის საღვთის­მე­ტყვე­ლო ინ­სტი­ტუ­ტში.

2003 წლის 18 აგ­ვის­ტოს სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წმი­და სი­ნოდ­მა (ურ­ბნი­სი) იღუ­მე­ნი შიო გა­მო­არ­ჩია ახ­ლად­შექ­მნი­ლი სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუ­ის ეპარ­ქი­ის წი­ნამ­ძღო­ლად.

სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს ეპარ­ქი­ა­ში არის 39 ტა­ძა­რი, (20 მოქ­მე­დი, 10 მშე­ნე­ბა­რე და 6 აღ­დგე­ნი­ლი) მათ შო­რის 3 მო­ნას­ტე­რი. სე­ნა­კის სამ­ხედ­რო ბა­ზის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არის 2 სტავრო­ფი­გი­ა­ლუ­რი ეკ­ლე­სია.

იხი­ლეთ ვი­დეო: პატ­რი­არ­ქმა მის მო­საყ­დრედ მიტ­რო­პო­ლი­ტი შიო მუ­ჯი­რი და­ა­სა­ხე­ლა

ვინ არის მიტროპოლიტი შიო, რომელიც პატრიარქის მოსაყდრედ დასახელდა

ვინ არის მიტროპოლიტი შიო, რომელიც პატრიარქის მოსაყდრედ დასახელდა

ქაშუეთში სადღესასწაულო წირვის დაწყებამდე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს მიმართა, გიორგობის დღესასწაული მიულოცა და ბრძანება წაიკითხა, რომელიც უწმინდესის თქმით, დღეს დაიწერა.

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრედ დადგენილია ყოვლადუსამღვდელოებობა მიტროპოლიტიკი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი", - ნათქვამია ილია მეორეს ბრძანებაში.

მაღალყოვლადუსამღვდელოესი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსია და სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიას ხელმძღვანელობს.

მიტროპოლიტი შიო (ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი) 48 წლისაა. ის დაიბადა თბილისში, 1969 წლის პირველ თებერვალს.

თბილისის 53-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ (პარალელურად სწავლობდა სამუსიკო სასწავლებელში), 1988 წლიდან, ელიზბარ მუჯირმა სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვიოლონჩელოს კლასში. კონსერვატორიის პირველ კურსზე მან გაიმარჯვა ვიოლონჩელისტების პირველ რესპუბლიკურ კონკურსზე (გავიდა პირველ ადგილზე). 1991 წელს ელიზბარ მუჯირი მორჩილად დაემკვიდრა შიომღვიმის მონასტერში. 1993 წელს, 5 თებერვალს, მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელად შიო. იგი დადგენილ იქნა მონასტრის ტრაპეზრად, შემდეგ - ეკონომოსად. 1995 წელს ბერი შიო დიაკვნად აკურთხეს, 1996 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერ-დიაკონი შიო მღვდლად აკურთხა.

იხილეთ ვიდეო: მეუფე შიოს პირველი კომენტარი, პატრიარქის მესაყდრედ დასახელების შემდეგ - "ჩემი თავი მიმაჩნია უღირსად ამ მსახურებისთვის"

1997 წელს მღვდელმონაზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად. 1998 წელს მან დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე გააგრძელა. 1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად. 1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. 2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.

2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა (ურბნისი) იღუმენი შიო გამოარჩია ახლადშექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუის ეპარქიის წინამძღოლად.

სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში არის 39 ტაძარი, (20 მოქმედი, 10 მშენებარე და 6 აღდგენილი) მათ შორის 3 მონასტერი. სენაკის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე არის 2 სტავროფიგიალური ეკლესია.

იხილეთ ვიდეო: პატრიარქმა მის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი