პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საზმაუმ" 5 წელში ბიუჯეტიდან 203 503 700 ლარი მიიღო - რას დააფინანსებდა სახელმწიფო ამ ფულით
"საზმაუმ" 5 წელში ბიუჯეტიდან 203 503 700 ლარი მიიღო - რას დააფინანსებდა სახელმწიფო ამ ფულით

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი სა­ე­თე­რო ბა­დე­ში კო­მერ­ცი­უ­ლი რეკ­ლა­მის და­მა­ტე­ბით გან­თავ­სე­ბის უფ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბას ითხოვს - შე­სა­ბა­მის კა­ნონპ­რო­ექტს პარ­ლა­მენ­ტში აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ. ინი­ცი­ა­ტი­ვას კერ­ძო ცენ­ტრა­ლუ­რი და რე­გი­ო­ნუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან. მათი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი რეკ­ლა­მე­ბის გან­თავ­სე­ბის კუ­თხით სხვა ტე­ლე­ვი­ზი­ებ­თან თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში იქ­ნე­ბა, მა­შინ რა სა­ჭი­როა ის 50-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი და­ფი­ნან­სე­ბა, რო­მელ­საც ის ყო­ველ წელს ბი­უ­ჯე­ტი­დან იღებს. ამ ლო­გი­კით, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებს მი­ე­ცეთ მა­ღა­ზი­ე­ბის ან სას­ტუმ­რო­ე­ბის გახ­სნის უფ­ლე­ბა და თა­ვი­ან­თი უზარ­მა­ზა­რი ბი­უ­ჯე­ტით კონ­კუ­რენ­ცია გა­უ­წი­ონ კერ­ძო სექ­ტორს. ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბაა.

თუმ­ცა, შე­საძ­ლოა ჯობ­დეს, მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა (რო­მელ­თა ჯი­ბი­და­ნაც ფი­ნანსდე­ბა"სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი") და კა­ნონ­მდებ­ლებს ჯერ იმა­ზე ემ­სჯე­ლათ, რა ეფექ­ტი და სარ­გე­ბე­ლი მო­ი­ტა­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ბოლო 5 წე­ლი­წად­ში "საზ­მა­უ­წყებ­ლის­თვის" ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ხარ­ჯულ­მა 200 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტ­მა და არის თუ არა ეს წყალ­ში გა­დაყ­რი­ლი ფული, ხოლო შემ­დეგ უკვე იმა­ზე, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ზე მიბ­მულ ტე­ლე­ვი­ზი­ას უნდა ჰქონ­დეს თუ არა რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბის უფ­ლე­ბა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რა პრო­ექ­ტებს და­ა­ფი­ნან­სებ­და სა­ხელ­მწი­ფო იმ 203 503 700 ლა­რით, რო­მე­ლიც ბოლო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს მოხ­მარ­და?

ეს თან­ხე­ბი "კვი­რის პა­ლიტ­რამ" და­ით­ვა­ლა და აღ­მოჩ­ნდა, რომ ამ თან­ხით რამ­დე­ნი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტის და­ფი­ნან­სე­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბო­და შე­საძ­ლე­ბე­ლი. მა­გა­ლი­თად:

  • მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბულ ბავ­შვთა პროგ­რა­მა და­ფი­ნანსდე­ბო­და - 26 წელი
  • მე­სა­მე და შემ­დე­გი შვი­ლის მყო­ლი ოჯა­ხე­ბი და­ფი­ნანსდე­ბოდ­ნენ - 14 წელი
  • დევ­ნი­ლე­ბის და ლტოლ­ვი­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და - 19 თვე
  • შშმ პი­რე­ბი­სა და მარ­ჩე­ნალ­და­კარ­გუ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და - 11 თვე
  • სა­არ­სე­ბო შემ­წე­ო­ბა გა­ი­ცე­მო­და - 9 თვე

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად: ფუ­ლის წა­გ­ლე­ჯის კა­ნონპ­რო­ექ­ტი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"საზმაუმ" 5 წელში ბიუჯეტიდან 203 503 700 ლარი მიიღო - რას დააფინანსებდა სახელმწიფო ამ ფულით

"საზმაუმ" 5 წელში ბიუჯეტიდან 203 503 700 ლარი მიიღო - რას დააფინანსებდა სახელმწიფო ამ ფულით

საზოგადოებრივი მაუწყებელი საეთერო ბადეში კომერციული რეკლამის დამატებით განთავსების უფლების მინიჭებას ითხოვს - შესაბამის კანონპროექტს პარლამენტში აქტიურად განიხილავენ. ინიციატივას კერძო ცენტრალური და რეგიონული ტელევიზიები ეწინააღმდეგებიან. მათი წარმომადგენლების განცხადებით, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი რეკლამების განთავსების კუთხით სხვა ტელევიზიებთან თანაბარ პირობებში იქნება, მაშინ რა საჭიროა ის 50-მილიონიანი დაფინანსება, რომელსაც ის ყოველ წელს ბიუჯეტიდან იღებს. ამ ლოგიკით, წარმოიდგინეთ, რომ სახელმწიფო უწყებებს მიეცეთ მაღაზიების ან სასტუმროების გახსნის უფლება და თავიანთი უზარმაზარი ბიუჯეტით კონკურენცია გაუწიონ კერძო სექტორს. ზემოხსენებული კანონპროექტის შესახებ პარლამენტში აზრთა სხვადასხვაობაა.

თუმცა, შესაძლოა ჯობდეს, მოქალაქეებსა (რომელთა ჯიბიდანაც ფინანსდება"საზოგადოებრივი მაუწყებელი") და კანონმდებლებს ჯერ იმაზე ემსჯელათ, რა ეფექტი და სარგებელი მოიტანა საზოგადოებისთვის ბოლო 5 წელიწადში "საზმაუწყებლისთვის" ბიუჯეტიდან დახარჯულმა 200 მილიონ ლარზე მეტმა და არის თუ არა ეს წყალში გადაყრილი ფული, ხოლო შემდეგ უკვე იმაზე, სახელმწიფო ბიუჯეტზე მიბმულ ტელევიზიას უნდა ჰქონდეს თუ არა რეკლამის განთავსების უფლება.

საინტერესოა, რა პროექტებს დააფინანსებდა სახელმწიფო იმ 203 503 700 ლარით, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში საზოგადოებრივ მაუწყებელს მოხმარდა?

ეს თანხები "კვირის პალიტრამ" დაითვალა და აღმოჩნდა, რომ ამ თანხით რამდენიმე სოციალური პროექტის დაფინანსება წლების განმავლობაში იქნებოდა შესაძლებელი. მაგალითად:

  • მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პროგრამა დაფინანსდებოდა - 26 წელი
  • მესამე და შემდეგი შვილის მყოლი ოჯახები დაფინანსდებოდნენ - 14 წელი
  • დევნილების და ლტოლვილების დაფინანსება განხორციელდებოდა - 19 თვე
  • შშმ პირებისა და მარჩენალდაკარგულების დახმარება განხორციელდებოდა - 11 თვე
  • საარსებო შემწეობა გაიცემოდა - 9 თვე

წაიკითხეთ ვრცლად: ფულის წაგლეჯის კანონპროექტი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი