თბილისში H&M-ის მაღაზიასთან ხალხი დილის 07:00 საათიდან დგას რიგში

თბილისში H&M-ის მაღაზიასთან ხალხი დილის 07:00 საათიდან დგას რიგში

საქართველოში H&M-ის პირველი მაღაზია სულ რამდენიმე საათში გაიხსნება. დილიდან ხალხმრავლობაა რუსთაველის გამზირზე, სადაც შვედური ბრენდის მაღაზია იხსნება. რიგში ასობით ადამიანი დგას, რომელთა ნაწილი ამბობს, რომ რიგში დილის შვიდი საათიდან დგას.

18 ნოემბერს, მაღაზიის გახსნის აღსანიშნავად, ყველა სტუმარს შეეძლება, რომ ისარგებლოს 20%-იანი ფასდაკლებით სრულ კოლექციაზე. ისინი კი, ვინც რიგის პირველ, მეორე და მესამე ადგილს დაიკავებენ, 200, 100 და 50-ლარიან სასაჩუქრე ბარათებს მიიღებენ. მომდევნო 1000 სტუმარს 30-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი გადაეცემა.

"გალერია თბილისში" ბრენდის მაღაზია სამ სართულსა და 3000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული.

მეგი ნარსავიძე

AMBEBI.GE

წაიკითხეთ: როგორ ეხმაურებიან H&M-ის მაღაზიის გახსნას "ფეისბუქზე"

200-ლარიანი ვაუჩერი მიიღო ბიჭმა, რომელიც ხალხმრავალ რიგში პირველი იდგა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი