მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

13

აგვისტო

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 22:07-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. დღეს ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი ტკბილეულს კი მოერიდეთ.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუკრი ქანთარიამ "დაიჭირა" ჩვენი ამბავი და სულ შეყვარებულებს გვათამაშებდა" - ორი მსახიობის სცენაზე დაწყებული სიყვარულის ისტორია
"ნუკრი ქანთარიამ "დაიჭირა" ჩვენი ამბავი და სულ შეყვარებულებს გვათამაშებდა" - ორი მსახიობის  სცენაზე დაწყებული სიყვარულის ისტორია

მათი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი 4 წლის წინ და­ი­წყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გრძნო­ბებს არ მა­ლავ­დნენ, ამ თე­მა­ზე სა­ჯა­როდ აქამ­დე არას­დროს ულა­პა­რა­კი­ათ. ეს მათი პირ­ვე­ლი ერ­თობ­ლი­ვი ინ­ტერ­ვი­უა, პირ­ველ დიდ სიყ­ვა­რულ­ზე, სცე­ნა­ზე "და­ტყუ­ე­ბულ" პირ­ველ კოც­ნა­ზე, ფან­ჯრებ­თან ნამ­ღერ სე­რე­ნა­დებ­ზე, სი­გი­ჟე­ებ­ზე...

მსა­ხი­ო­ბე­ბი მა­ი­კო ვა­წა­ძე და ან­დრია გვე­ლე­სი­ა­ნი მათი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბავს პირ­ვე­ლად "გზის" მკი­თხველს უამ­ბო­ბენ.

მა­ი­კო:

- ერ­თმა­ნე­თი თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ვი­ცა­ნით. ჯგუ­ფე­ლე­ბი ვი­ყა­ვით. სას­წავ­ლებ­ლის წინ გო­გო­ნე­ბი ვი­დე­ქით. ან­დრია შე­ნო­ბი­დან რომ გა­მო­ვი­და, შე­ა­ფა­სეს, რა კარ­გი ბი­ჭი­აო. ზურ­გით ვი­დე­ქი და რომ შევ­ხე­დე, უეც­რად არ მო­მე­წო­ნა, გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა ვი­კი­თხე, - ეს არის კარ­გი ბიჭი-მეთ­ქი? მხო­ლოდ მე გა­ვაკ­რი­ტი­კე.

ან­დრია:

- ბო­ლოს ყვე­ლა­ზე მე­ტად შენ მო­გე­წო­ნე.

- მე­გობ­რო­ბის პე­რი­ოდ­ში, ერ­თმა­ნეთს პი­რად ამ­ბებ­ზე, თაყ­ვა­ნისმ­ცემ­ლებ­ზე ელა­პა­რა­კე­ბო­დით?

მა­ი­კო:

- რა­საც სა­ჭი­როდ ვთვლი­დით, იმა­ზე ვლა­პა­რა­კობ­დით. ამ მხრივ, ორი­ვე მა­ინც მო­ზო­მი­ლე­ბი ვი­ყა­ვით.

- თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი რო­გორ და­ი­წყო? რო­გორ აღ­მო­ა­ჩი­ნეთ სა­კუ­თარ თავ­ში გან­ცდა, რო­მელ­საც უკვე მე­გობ­რო­ბა აღარ ერ­ქვა?

ან­დრია:

- პირ­ველ კურ­სზე ვი­ყა­ვით, როცა სპექ­ტაკლში "მუნ­ჯი ახ­მე­დი და ზღვა" ვი­თა­მა­შეთ. სცე­ნა­ზე ერ­თმა­ნეთს პარტნი­ო­რო­ბას პირ­ვე­ლად ვუ­წევ­დით, შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს ვთა­მა­შობ­დით. რად­გან მა­ი­კოს მი­მართ სიმ­პა­თია სულ მქონ­და, ამ რო­ლის თა­მა­ში არ გამ­ჭირ­ვე­ბია.

მა­ი­კო:

- თავს ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლად ან­დრი­ას­თან თა­მა­შის დროს ვგრძნობ­დი. თით­ქმის სულ სა­ერ­თო სცე­ნე­ბი გვქონ­და.

ან­დრია:

- სხვა­თა შო­რის, პირ­ვე­ლი კოც­ნაც მაგ დროს გა­მოვ­ტყუე.

მა­ი­კო:

- ამას ჰგო­ნია, რომ გა­მომ­ტყუა. უნ­დო­და, მაგ­რამ არ გა­მო­უ­ვი­და.

ან­დრია:

- მშვე­ნივ­რად გა­მო­მი­ვი­და.

მა­ი­კო:

- შემ­დეგ რო­მე­ო­სა და ჯუ­ლი­ე­ტას რო­ლე­ბი ვი­თა­მა­შეთ. მა­ლე­ვე, მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან ფილმში გა­და­სა­ღე­ბად და­მამ­ტკი­ცეს. ამ ფილმში კოც­ნის სცე­ნა იყო, ბიჭს ვე­ძებ­დით. ვი­ფიქ­რე, რაღა სხვას ვა­კო­ცო, ან­დრი­ას წა­ვიყ­ვან-მეთ­ქი და ასე გავ­ხდით პარტნი­ო­რე­ბი.

ან­დრია:

- ნუკ­რი ქან­თა­რი­ამ "და­ი­ჭი­რა" ჩვე­ნი ამ­ბა­ვი და სულ შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს გვა­თა­მა­შებ­და. მე­სა­მე კურ­სზე ჩე­ხო­ვის "თო­ლია" ვი­თა­მა­შეთ. მე ტრი­გო­რი­ნი ვი­ყა­ვი, მა­ი­კო - ნინა ზა­რეჩ­ნა­ია. ძი­რი­თა­დი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ხაზი ჩვენ­ზე გა­დი­ო­და. ამ სპექ­ტაკლზე მუ­შა­ო­ბი­სას, ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან შეგ­ვიყ­ვარ­და. ერთი სცე­ნა იყო, სა­დაც მა­ი­კო ია­ტაკ­ზე იწვა, ხელ­ში უნდა ამეყ­ვა­ნა და კუ­ლი­სებ­ში გა­მეყ­ვა­ნა. რე­ჟი­სო­რის ასის­ტენ­ტმა მკი­თხა, ხელ­ში აყ­ვა­ნას და კუ­ლი­სებ­ში გაყ­ვა­ნას შეძ­ლე­ბო? - კუ­ლი­სებ­ში კი არა, სახ­ლშიც წა­ვიყ­ვან-მეთ­ქი. ერთი ინ­ტი­მუ­რი სცე­ნა გვქონ­და, რა­ღაც პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ეპი­ზო­დი არ გა­მოგ­ვდი­ო­და, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა­ზე მე­ტად ამ სცე­ნამ გა­ა­მარ­თლა. ჩვენ­ში ეს დიდი სიყ­ვა­რუ­ლი ამ სპექ­ტაკ­ლის დროს და­ი­ბა­და... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რამდენი ადამიანი იღებს 100 ლარზე ნაკლებ და 100 ათას ლარზე მეტ თვიურ ხელფასს
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"ნუკრი ქანთარიამ "დაიჭირა" ჩვენი ამბავი და სულ შეყვარებულებს გვათამაშებდა" - ორი მსახიობის სცენაზე დაწყებული სიყვარულის ისტორია

"ნუკრი ქანთარიამ "დაიჭირა" ჩვენი ამბავი და სულ შეყვარებულებს გვათამაშებდა" - ორი მსახიობის  სცენაზე დაწყებული სიყვარულის ისტორია

მათი სიყვარულის ამბავი 4 წლის წინ დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ გრძნობებს არ მალავდნენ, ამ თემაზე საჯაროდ აქამდე არასდროს ულაპარაკიათ. ეს მათი პირველი ერთობლივი ინტერვიუა, პირველ დიდ სიყვარულზე, სცენაზე "დატყუებულ" პირველ კოცნაზე, ფანჯრებთან ნამღერ სერენადებზე, სიგიჟეებზე...

მსახიობები მაიკო ვაწაძე და ანდრია გველესიანი მათი სიყვარულის ამბავს პირველად "გზის" მკითხველს უამბობენ.

მაიკო:

- ერთმანეთი თეატრალურ უნივერსიტეტში გავიცანით. ჯგუფელები ვიყავით. სასწავლებლის წინ გოგონები ვიდექით. ანდრია შენობიდან რომ გამოვიდა, შეაფასეს, რა კარგი ბიჭიაო. ზურგით ვიდექი და რომ შევხედე, უეცრად არ მომეწონა, გაკვირვებულმა ვიკითხე, - ეს არის კარგი ბიჭი-მეთქი? მხოლოდ მე გავაკრიტიკე.

ანდრია:

- ბოლოს ყველაზე მეტად შენ მოგეწონე.

- მეგობრობის პერიოდში, ერთმანეთს პირად ამბებზე, თაყვანისმ­ცემლებზე ელაპარაკებოდით?

მაიკო:

- რასაც საჭიროდ ვთვლიდით, იმაზე ვლაპარაკობდით. ამ მხრივ, ორივე მაინც მოზომილები ვიყავით.

- თქვენი სიყვარულის ამბავი როგორ დაიწყო? როგორ აღმოაჩინეთ საკუთარ თავში განცდა, რომელსაც უკვე მეგობრობა აღარ ერქვა?

ანდრია:

- პირველ კურსზე ვიყავით, როცა სპექტაკლში "მუნჯი ახმედი და ზღვა" ვითამაშეთ. სცენაზე ერთმანეთს პარტნიორობას პირველად ვუწევდით, შეყვარებულებს ვთამაშობდით. რადგან მაიკოს მიმართ სიმპათია სულ მქონდა, ამ როლის თამაში არ გამჭირვებია.

მაიკო:

- თავს ყველაზე კომფორტულად ანდრიასთან თამაშის დროს ვგრძნობდი. თითქმის სულ საერთო სცენები გვქონდა.

ანდრია:

- სხვათა შორის, პირველი კოცნაც მაგ დროს გამოვტყუე.

მაიკო:

- ამას ჰგონია, რომ გამომტყუა. უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა.

ანდრია:

- მშვენივრად გამომივიდა.

მაიკო:

- შემდეგ რომეოსა და ჯულიეტას როლები ვითამაშეთ. მალევე, მოკლემეტრაჟიან ფილმში გადასაღებად დამამტკიცეს. ამ ფილმში კოცნის სცენა იყო, ბიჭს ვეძებდით. ვიფიქრე, რაღა სხვას ვაკოცო, ანდრიას წავიყვან-მეთქი და ასე გავხდით პარტნიორები.

ანდრია:

- ნუკრი ქანთარიამ "დაიჭირა" ჩვენი ამბავი და სულ შეყვარებულებს გვათამაშებდა. მესამე კურსზე ჩეხოვის "თოლია" ვითამაშეთ. მე ტრიგორინი ვიყავი, მაიკო - ნინა ზარეჩნაია. ძირითადი სასიყვარულო ხაზი ჩვენზე გადიოდა. ამ სპექტაკლზე მუშაობისას, ერთმანეთი ძალიან შეგვიყვარდა. ერთი სცენა იყო, სადაც მაიკო იატაკზე იწვა, ხელში უნდა ამეყვანა და კულისებში გამეყვანა. რეჟისორის ასისტენტმა მკითხა, ხელში აყვანას და კულისებში გაყვანას შეძლებო? - კულისებში კი არა, სახლშიც წავიყვან-მეთქი. ერთი ინტიმური სცენა გვქონდა, რაღაც პერიოდის განმავლობაში ეს ეპიზოდი არ გამოგვდიოდა, მაგრამ საბოლოოდ, ყველაზე მეტად ამ სცენამ გაამართლა. ჩვენში ეს დიდი სიყვარული ამ სპექტაკლის დროს დაიბადა... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი