მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

2

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილები საქართველოში გერმანიის ელჩს მიმართავენ
ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილები საქართველოში გერმანიის ელჩს მიმართავენ

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში გერ­მა­ნი­ის ელჩს მი­მარ­თა­ვენ, წე­რილ­ში, რო­მე­ლიც ჰა­ი­კე ფა­ი­ჩის გა­ეგ­ზავ­ნა, შე­ვარ­დნა­ძე­ე­ბი გუ­ლის­ტკი­ვილს გა­მოთ­ქვა­მენ იმ ფაქ­ტის გამო, რომ ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე, ბერ­ლი­ნის კედ­ლის ფრაგ­მენ­ტის გახ­სნის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ გა­მო­ფე­ნა­ზე ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის ფო­ტოს ად­გი­ლი ვერ გა­მო­ი­ნა­ხა.

გან­ცხა­დე­ბის ტექსტს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"გვინ­და ჩვე­ნი ღრმა გუ­ლის­ტკი­ვი­ლი გა­მოვ­ხა­ტოთ ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე, ბერ­ლი­ნის კედ­ლის ფრაგ­მენ­ტის გახ­სნის ფარ­გლებ­ში, გა­მარ­თულ გა­მო­ფე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამ ექ­სპო­ზი­ცი­ა­ზე, ის­ტო­რი­ულ ფო­ტო­ებს შო­რის, ჩვე­ნი ბა­ბუ­ის, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის ად­გი­ლი არც კი გა­მო­ი­ნა­ხა. ეს ფაქ­ტი, რო­გორც ადა­მი­ა­ნუ­რად, ისე ის­ტო­რი­უ­ლად ობი­ექ­ტუ­რი ის­ტო­რი­ის სრულ იგ­ნო­რი­რე­ბას წარ­მო­ად­გენს.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა, სრუ­ლი­ად სა­მარ­თლი­ა­ნად აღ­ნიშ­ნა ამ მოვ­ლე­ნის "ანო­მა­ლი­უ­რი", ის­ტო­რი­უ­ლად უსა­მარ­თლო ხა­სი­ა­თი. მად­ლო­ბა მას ასე­თი სწო­რი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი, მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი და ადა­მი­ა­ნუ­რი პო­ზი­ცი­ის­თვის.

იხი­ლეთ ვი­დეო

თქვე­ნო აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბავ, ახლა კი, გვსურს, თავს მივ­ცეთ უფ­ლე­ბა შე­გახ­სე­ნოთ რა­მო­დე­ნი­მე ის­ტო­რი­უ­ლი, ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად და­ლა­გე­ბუ­ლი ფაქ­ტი:

- 1985 წლის ივ­ლი­სი. უშიშ­რო­ე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის დას­კვნი­თი დო­კუ­მენ­ტის, "ჰელ­სინ­კის აქ­ტის" ხელ­მო­წე­რით მე­ა­თე წლის­თა­ვი­სად­მი მი­ძღვნი­ლი შეხ­ვედ­რა (ჰანს-დიტ­რიხ გენ­შე­რის და შე­ვარ­დნა­ძის პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა).

- 1986 წლის 21 ივ­ლი­სი, მოს­კო­ვი - ჰანს-დიტ­რიხ გენ­შე­რის ვი­ზი­ტი მოს­კოვ­ში.

- 1988 წლის იან­ვა­რი - სსრკ-ს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის შე­ვარ­დნა­ძის ვი­ზი­ტე­ბი გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში.

- 1988 წლის 12-15 ივ­ნი­სი - მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩო­ვი­სა და ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის ვი­ზი­ტი გერ­მა­ნი­ა­ში.

- 1989 წლის 2-3 დე­კემ­ბე­რი, კუნ­ძულ მალ­ტა - ჯორჯ ბუ­შის ინი­ცი­ა­ტი­ვით გორ­ბა­ჩო­ვი და ბუ­შის შეხ­ვედ­რა; შეხ­ვედ­რის მთა­ვა­რი თემა - გერ­მა­ნი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა.

- 1989 წლის 12 ივ­ნისს მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩო­ვის და ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის ვი­ზი­ტი გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში. ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძემ ბა­ტონ გენ­შერ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და: "ალ­ბათ ძა­ლი­ან მალე დიდი სა­უ­ბა­რი გვექ­ნე­ბა კონ­ტი­ნენ­ტის მო­მავ­ლის შე­სა­ხებ" და "რო­დე­საც სა­ა­მი­სოდ დრო მომ­წიფ­დე­ბა ბერ­ლი­ნის კე­დე­ლიც და­ინ­გრე­ვა".

- 1989 წლის 9 ნო­ემ­ბერს გერ­მა­ნი­ის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის სა­ზღვა­რი გა­იხ­სნა და გერ­მა­ნია ფორ­მა­ლუ­რად გა­ერ­თი­ან­და

- 1989 წლის 12 თე­ბერ­ვა­ლი, კა­ნა­და, ოტა­ვა, "ღია ცის" კონ­ფე­რენ­ცია, რომ­ლის ჩა­ტა­რე­ბის ერთ-ერთი ინი­ცი­ა­ტო­რი საბ­ჭო­თა კავ­ში­რი იყო. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გერ­მა­ნი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის იდე­ამ სა­ერ­თა­შო­რი­სო დიპ­ლო­მა­ტი­ურ არე­ნა­ზე რე­ა­ლუ­რი კონ­ტუ­რე­ბი შე­ი­ძი­ნა. "დიდი ოთხე­უ­ლი" (აშშ, საბ­ჭო­თა კავ­ში­რი, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, საფ­რან­გე­თი) შე­თან­ხმდნენ ფორ­მუ­ლა­ზე "ორი პლი­უს ოთხი"- გერ­მა­ნი­ი­დან იქ­ნე­ბო­და ორი დე­ლე­გა­ცია, ერთი და­სავ­ლეთ გერ­მა­ნი­ი­დან და მე­ო­რე აღ­მო­სავ­ლეთ გერ­მა­ნი­ი­დან.

- "ორი პლი­უს ოთხი"-ს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი: ბონ­ში, ბერ­ლინ­ში, პა­რიზ­ში, მოს­კოვ­ში.

- 1990 წლის 23 მა­ისს ჟე­ნე­ვა­ში შედ­გა გენ­შე­რის და შე­ვარ­დნა­ძის შეხ­ვედ­რა, სა­დაც აღი­ნიშ­ნა, რომ გა­ერ­თი­ა­ნე­ბის პრო­ცეს­მა თა­ვი­სი შე­უქ­ცე­ვა­დი დი­ნა­მი­კა შე­ი­ძი­ნა.

1990 წლის 15-16 ივ­ლისს საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, სტავ­რო­პო­ლის ოლ­ქში - არ­ხის­ში, შედ­გა გორ­ბა­ჩო­ვის, კო­ლის, გენ­შე­რის და შე­ვარ­დნა­ძის შეხ­ვედ­რა -დღის წეს­რი­გი: გერ­მა­ნი­ის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კი­დან საბ­ჭო­თა ჯა­რე­ბის გა­მოყ­ვა­ნა.

- 1990 წლის 12 სექ­ტემ­ბერს ხელი მო­ე­წე­რა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას "ორი პლი­უს ერთი". ხოლო მე­ო­რე დღეს, 13 სექ­ტემ­ბერს შე­ვარ­დნა­ძემ და გენ­შერ­მა, უკვე ამ თან­ხმო­ბის პა­რა­ფი­რე­ბას მო­ა­წე­რეს ხელი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გორ­ბა­ჩოვ­მა და კოლ­მა სა­ბო­ლო­ოდ და­ა­დას­ტუ­რეს "ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა კე­თილ­მე­ზობ­ლო­ბის, პარტნი­ო­რო­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ".

ეს მხო­ლოდ მშრა­ლი, რამ­დე­ნი­მე მშრა­ლი ფაქ­ტე­ბის კონ­სტა­ტი­რე­ბაა, რაც ნამ­დვი­ლად არ ასა­ხავს სრუ­ლად, ჩვე­ნი ბა­ბუ­ის, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის, პი­რად წვლილს და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გერ­მა­ნი­ა­სა და გერ­მა­ნე­ლე­ბის მი­მართ. არ ასა­ხავს მის უდი­დეს პა­ტი­ვის­ცე­მას გერ­მა­ნელ თა­ნა­მო­აზ­როვ­ნე­ებ­თან და პარტნი­ო­რებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. აქ არ ჩანს მისი უდი­დე­სი პი­რა­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც მან თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის გზა­ზე იტ­ვირ­თა იმ იმე­დით, რომ გერ­მა­ნია ერ­თი­ან­დე­ბო­და ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლი­ოს სა­კე­თილ­დღე­ოდ.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ბერ­ლი­ნის კედ­ლის 19 ნა­ტე­ხი­დან, ერთ-ერთი წარ­წე­რით "Danke, Eduard" მის სახლ-მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა. ამ ნა­ტეხ­მა მსოფ­ლი­ოს ის მრა­ვა­ლი გა­მო­ფე­ნა შე­მო­ი­ა­რა, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ის გა­ერ­თა­ნე­ბას ეძღვნე­ბო­და. თუმ­ცა, რა­ტომ­ღაც ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის ფო­ტოს ვერ გა­მო­ე­ნა­ხა ად­გი­ლი იმ გა­მო­ფე­ნა­ზე, რო­მე­ლიც მის სამ­შობ­ლო­ში ჩა­ტარ­და. ის რომ ბერ­ლი­ნის კედ­ლის ფრაგ­მენ­ტის გახ­სნა სა­ქარ­თვე­ლო­ში მოხ­და, არ არის შემ­თხვე­ვი­თი. ქალ­ბა­ტო­ნო ელჩო, თქვენ, ეს გა­მო­ფე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში იმი­ტომ გახ­სე­ნით, და არა სხვა ქვე­ყა­ნა­ში, რომ აქ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის ის­ტო­რი­უ­ლი სამ­შობ­ლოა.

ჰანს-დიტ­რიხ გენ­შე­რი­სა და ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის პარტნი­ო­რო­ბა და მე­გობ­რო­ბა ქარ­თვე­ლი და გერ­მა­ნე­ლი ხალ­ხე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბის და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და. სწო­რედ გენ­შე­რი იყო ის პირ­ვე­ლი და­სავ­ლე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ეწ­ვია და გერ­მა­ნი­ის სა­ხე­ლით სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ­მა მი­უ­ლო­ცა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. გენ­შე­რი იყო ის პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მე­ლიც ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე ჩა­მო­ვი­და და,თვი­თო­ნაც უკვე და­უძ­ლუ­რე­ბულ­მა, უკა­ნას­კნე­ლი პა­ტი­ვი მი­ა­გო ჩვე­ნი ბა­ბუ­ის ხსოვ­ნას, მის დამ­სა­ხუ­რე­ბას გერ­მა­ნე­ლი ხალ­ხის წი­ნა­შე. სულ რა­ღაც ექვს თვე­ში ჰანს-დიტ­რიხ გენ­შე­რიც გარ­და­იც­ვა­ლა. მას­თან ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­მომ­შვი­დო­ბე­ბი­სას გერ­მა­ნი­ის ბუნ­დეს­ტაგ­ში, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ტრი­ბუ­ნი­დან, არა ერთხელ გაჟ­ღერ­და ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის სა­ხე­ლიც, კა­ცის, რო­მელ­მაც, ჰანს-დიტ­რიხ გენ­შერ­თან ერ­თად, გა­დამ­წყვე­ტი როლი შე­ას­რუ­ლა ახა­ლი გერ­მა­ნი­ის და შე­სა­ბა­მი­სად - ახა­ლი ევ­რო­პის არ­ქი­ტექ­ტუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში.

თქვე­ნო აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბავ,

გვჯე­რა, რომ გა­მო­ფე­ნის და­გეგ­მვი­სას დაშ­ვე­ბუ­ლი იქნა უხე­ში, სრუ­ლი­ად გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი შეც­დო­მა და რომ ეს არ არის გერ­მა­ნე­ლი ხალ­ხის და გერ­მა­ნი­ის სა­ხელ­მწი­ფოს პო­ზი­ცია. გვჯე­რა - თქვე­ნი მხრი­დან ყვე­ლა ძა­ლას იღო­ნებთ იმის­თვის, რომ ეს სა­მარ­ცხვი­ნო ხარ­ვე­ზი აღ­მო­ი­ფხვრას და სა­ქარ­თვე­ლო­სა და გერ­მა­ნი­ას შო­რის არ­სე­ბულ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად თბილ, ტრა­დი­ცი­უ­ლად ღრმად მე­გობ­რულ და სტრა­ტე­გი­ულ ურ­თი­ერ­თო­ბებს ჩრდი­ლი არ მი­ად­გე­ბა!" - ნათ­ქვა­მია მი­მარ­თვა­ში, რო­მელ­საც ხელს ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი: თა­მარ მო­საშ­ვი­ლი-შე­ვარ­დნა­ძე; სო­ფიო შე­ვარ­დნა­ძე; მა­რი­ამ შე­ვარ­დნა­ძე; ლაშა შე­ვარ­დნა­ძე და ნა­ნუ­ლი შე­ვარ­დნა­ძე აწე­რენ.

badri
0

კარგად იციან გერმანელებმა რომ შევარდნაძეს და გორბაჩოვს ეს (გერმანიის გაერთიანება) უანგაროდ არ გაუკეთებიათ. გერმანიამ გარკვეული თანხა, 85 მილიარდი მარკა გაიღო ამისთვის, რაც მოითხოვა გორბაჩოვმა კანცლერ კოლისაგან (წლების შემდეგ აღიარა ინტერვიუში ,,შპიგელთან" კოლიმ) ხოლო წად წავიდა, რამდენმა კაცმა გაიყო აღნიშნული თანხა გერმანიას არ აინტერესებს. პირველად თუ ამას მალავდნენ გერმანელები შევარდნაძის და გორბაჩოვის მოთხოვნით და ორი ,,დიდი დემოკრატი პოლიტიკოსის'' პაკაზუხობას საქვეყნოდ თავს უკატუნობდნენ, როცა გაირა დრომ დაიკიდეს და არავისთან არაფერში გერმანია თავს ვალში არ თვლის!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილები საქართველოში გერმანიის ელჩს მიმართავენ

ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილები საქართველოში გერმანიის ელჩს მიმართავენ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილები საქართველოში გერმანიის ელჩს მიმართავენ, წერილში, რომელიც ჰაიკე ფაიჩის გაეგზავნა, შევარდნაძეები გულისტკივილს გამოთქვამენ იმ ფაქტის გამო, რომ ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნის ფარგლებში გამართულ გამოფენაზე ედუარდ შევარდნაძის ფოტოს ადგილი ვერ გამოინახა.

განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"გვინდა ჩვენი ღრმა გულისტკივილი გამოვხატოთ ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნის ფარგლებში, გამართულ გამოფენასთან დაკავშირებით. ამ ექსპოზიციაზე, ისტორიულ ფოტოებს შორის, ჩვენი ბაბუის, ედუარდ შევარდნაძის ადგილი არც კი გამოინახა. ეს ფაქტი, როგორც ადამიანურად, ისე ისტორიულად ობიექტური ისტორიის სრულ იგნორირებას წარმოადგენს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, სრულიად სამართლიანად აღნიშნა ამ მოვლენის "ანომალიური", ისტორიულად უსამართლო ხასიათი. მადლობა მას ასეთი სწორი სახელმწიფოებრივი, მოქალაქეობრივი და ადამიანური პოზიციისთვის.

იხილეთ ვიდეო

თქვენო აღმატებულებავ, ახლა კი, გვსურს, თავს მივცეთ უფლება შეგახსენოთ რამოდენიმე ისტორიული, ქრონოლოგიურად დალაგებული ფაქტი:

- 1985 წლის ივლისი. უშიშროებისა და თანამშრომლობის დასკვნითი დოკუმენტის, "ჰელსინკის აქტის" ხელმოწერით მეათე წლისთავისადმი მიძღვნილი შეხვედრა (ჰანს-დიტრიხ გენშერის და შევარდნაძის პირველი შეხვედრა).

- 1986 წლის 21 ივლისი, მოსკოვი - ჰანს-დიტრიხ გენშერის ვიზიტი მოსკოვში.

- 1988 წლის იანვარი - სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრის შევარდნაძის ვიზიტები გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

- 1988 წლის 12-15 ივნისი - მიხეილ გორბაჩოვისა და ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი გერმანიაში.

- 1989 წლის 2-3 დეკემბერი, კუნძულ მალტა - ჯორჯ ბუშის ინიციატივით გორბაჩოვი და ბუშის შეხვედრა; შეხვედრის მთავარი თემა - გერმანიის გაერთიანება.

- 1989 წლის 12 ივნისს მიხეილ გორბაჩოვის და ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ედუარდ შევარდნაძემ ბატონ გენშერთან საუბრისას განაცხადა: "ალბათ ძალიან მალე დიდი საუბარი გვექნება კონტინენტის მომავლის შესახებ" და "როდესაც საამისოდ დრო მომწიფდება ბერლინის კედელიც დაინგრევა".

- 1989 წლის 9 ნოემბერს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვარი გაიხსნა და გერმანია ფორმალურად გაერთიანდა

- 1989 წლის 12 თებერვალი, კანადა, ოტავა, "ღია ცის" კონფერენცია, რომლის ჩატარების ერთ-ერთი ინიციატორი საბჭოთა კავშირი იყო. კონფერენციაზე გერმანიის გაერთიანების იდეამ საერთაშორისო დიპლომატიურ არენაზე რეალური კონტურები შეიძინა. "დიდი ოთხეული" (აშშ, საბჭოთა კავშირი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი) შეთანხმდნენ ფორმულაზე "ორი პლიუს ოთხი"- გერმანიიდან იქნებოდა ორი დელეგაცია, ერთი დასავლეთ გერმანიიდან და მეორე აღმოსავლეთ გერმანიიდან.

- "ორი პლიუს ოთხი"-ს მოლაპარაკებები: ბონში, ბერლინში, პარიზში, მოსკოვში.

- 1990 წლის 23 მაისს ჟენევაში შედგა გენშერის და შევარდნაძის შეხვედრა, სადაც აღინიშნა, რომ გაერთიანების პროცესმა თავისი შეუქცევადი დინამიკა შეიძინა.

1990 წლის 15-16 ივლისს საბჭოთა კავშირში, სტავროპოლის ოლქში - არხისში, შედგა გორბაჩოვის, კოლის, გენშერის და შევარდნაძის შეხვედრა -დღის წესრიგი: გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანა.

- 1990 წლის 12 სექტემბერს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას "ორი პლიუს ერთი". ხოლო მეორე დღეს, 13 სექტემბერს შევარდნაძემ და გენშერმა, უკვე ამ თანხმობის პარაფირებას მოაწერეს ხელი. მოგვიანებით კი გორბაჩოვმა და კოლმა საბოლოოდ დაადასტურეს "ხელშეკრულება კეთილმეზობლობის, პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ".

ეს მხოლოდ მშრალი, რამდენიმე მშრალი ფაქტების კონსტატირებაა, რაც ნამდვილად არ ასახავს სრულად, ჩვენი ბაბუის, ედუარდ შევარდნაძის, პირად წვლილს და დამოკიდებულებას გერმანიასა და გერმანელების მიმართ. არ ასახავს მის უდიდეს პატივისცემას გერმანელ თანამოაზროვნეებთან და პარტნიორებთან მიმართებაში. აქ არ ჩანს მისი უდიდესი პირადი პასუხისმგებლობა, რომელიც მან თავისი ცხოვრების გზაზე იტვირთა იმ იმედით, რომ გერმანია ერთიანდებოდა ევროპისა და მსოფლიოს საკეთილდღეოდ.

მოგეხსენებათ, ბერლინის კედლის 19 ნატეხიდან, ერთ-ერთი წარწერით "Danke, Eduard" მის სახლ-მუზეუმში ინახება. ამ ნატეხმა მსოფლიოს ის მრავალი გამოფენა შემოიარა, რომელიც გერმანიის გაერთანებას ეძღვნებოდა. თუმცა, რატომღაც ედუარდ შევარდნაძის ფოტოს ვერ გამოენახა ადგილი იმ გამოფენაზე, რომელიც მის სამშობლოში ჩატარდა. ის რომ ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნა საქართველოში მოხდა, არ არის შემთხვევითი. ქალბატონო ელჩო, თქვენ, ეს გამოფენა საქართველოში იმიტომ გახსენით, და არა სხვა ქვეყანაში, რომ აქ ედუარდ შევარდნაძის ისტორიული სამშობლოა.

ჰანს-დიტრიხ გენშერისა და ედუარდ შევარდნაძის პარტნიორობა და მეგობრობა ქართველი და გერმანელი ხალხების ურთიერთობის და თანამშრომლობის საფუძველი გახდა. სწორედ გენშერი იყო ის პირველი დასავლელი პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს ეწვია და გერმანიის სახელით საქართველოს პირველმა მიულოცა დამოუკიდებლობა. გენშერი იყო ის პოლიტიკოსი, რომელიც ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების ცერემონიალზე ჩამოვიდა და,თვითონაც უკვე დაუძლურებულმა, უკანასკნელი პატივი მიაგო ჩვენი ბაბუის ხსოვნას, მის დამსახურებას გერმანელი ხალხის წინაშე. სულ რაღაც ექვს თვეში ჰანს-დიტრიხ გენშერიც გარდაიცვალა. მასთან ოფიციალური გამომშვიდობებისას გერმანიის ბუნდესტაგში, ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან, არა ერთხელ გაჟღერდა ედუარდ შევარდნაძის სახელიც, კაცის, რომელმაც, ჰანს-დიტრიხ გენშერთან ერთად, გადამწყვეტი როლი შეასრულა ახალი გერმანიის და შესაბამისად - ახალი ევროპის არქიტექტურის ჩამოყალიბებაში.

თქვენო აღმატებულებავ,

გვჯერა, რომ გამოფენის დაგეგმვისას დაშვებული იქნა უხეში, სრულიად გაუმართლებელი პროფესიონალური შეცდომა და რომ ეს არ არის გერმანელი ხალხის და გერმანიის სახელმწიფოს პოზიცია. გვჯერა - თქვენი მხრიდან ყველა ძალას იღონებთ იმისთვის, რომ ეს სამარცხვინო ხარვეზი აღმოიფხვრას და საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ განსაკუთრებულად თბილ, ტრადიციულად ღრმად მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობებს ჩრდილი არ მიადგება!" - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილები: თამარ მოსაშვილი-შევარდნაძე; სოფიო შევარდნაძე; მარიამ შევარდნაძე; ლაშა შევარდნაძე და ნანული შევარდნაძე აწერენ.