პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
Faceამბები
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯანსაღი ცხოვრების 5 წესი ლეო ბოკერიასგან
ჯანსაღი ცხოვრების 5 წესი ლეო ბოკერიასგან

ლეო ბო­კე­რია ცნო­ბი­ლი ექი­მია, პრო­ფე­სო­რი, უძ­ლი­ე­რე­სი კარ­დი­ო­ქი­რურ­გი. წარ­მო­შო­ბით ოჩამ­ჩი­რე­ლი ექი­მი წლე­ბია რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე­ობს. პა­ცი­ენ­ტებ­ზე მზრუნ­ველ­მა ექიმ­მა სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შე­ის­წავ­ლა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის ყვე­ლა თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა და მას მის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად იყე­ნებს.

ერთ-ერთ რუ­სულ გა­მო­ცე­მას­თან სა­უ­ბარ­ში, 77 წლის ლეო ბო­კე­რი­ამ პა­ცი­ენ­ტებს ის 5 პრინ­ცი­პი გა­აც­ნო, რო­მელ­საც ჯან­სა­ღი და აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბის წე­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის წლე­ბია იცავს:

1. იმოძ­რა­ვეთ!

- არამ­ხო­ლოდ მე, არა­მედ მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცია მი­იჩ­ნევს, რომ ადა­მი­ან­მა უნდა გა­დად­გას არა­ნაკ­ლებ 10 000 ნა­ბი­ჯი ყო­ველ­დღი­უ­რად - ეს და­ახ­ლო­ე­ბით 40-წუ­თი­ა­ნი შე­უ­ჩე­რე­ბე­ლი სი­ა­რუ­ლია. ამას­თან, არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი იჩ­ქა­როთ, სე­ირ­ნო­ბა უნდა იყოს მშვიდ ტემპში. იდე­ა­ლუ­რია, თუ მოძ­რა­ო­ბის და­წყე­ბამ­დე გა­ი­სინ­ჯავთ პულსსა და წნე­ვას. მსგავ­სი სე­ირ­ნო­ბა და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს სუნ­თქვა­ზე, გუ­ლის რიტმზე, ავარ­ჯი­შებს კუნ­თებ­სა და სის­ხლძარ­ღვებს.

2. იყა­ვით ოპ­ტი­მის­ტი

- ყო­ველ დი­ლას ვი­წყებ ღი­მი­ლით! შე­იძ­ლე­ბა იფიქ­როთ, რომ ეს სი­სუ­ლე­ლეა, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში ძა­ლი­ან ამარ­თლებს - მა­ლე­ვე გიქ­მნის სა­ჭი­რო გან­წყო­ბას, რო­მე­ლიც მერე მთელ დღეს მიგყვე­ბა. გა­უ­ღი­მეთ სა­კუ­თარ თავს სარ­კე­ში, გა­ღი­მეთ ახ­ლობ­ლებს და მე­გობ­რებ და გან­წყო­ბა მა­შინ­ვე გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ. მე მყავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხი, სა­დაც ყვე­ლა ერ­თმა­ნე­თის მე­გო­ბა­რია, უყ­ვარს და ენ­დო­ბა ერ­თმა­ნეთს. ძა­ლი­ან მა­ხა­რებს რომ ჩემი ორი­ვე ქა­ლიშ­ვი­ლი მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რია, ისი­ნიც და ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბიც დიდი ოპ­ტი­მის­ტე­ბი არი­ან. დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია: ოპ­ტი­მის­ტე­ბი ცხოვ­რო­ბენ უფრო დიდ­ხანს.

3. გვერ­დით იყო­ლი­ეთ მე­გობ­რე­ბი

- მე­გობ­რე­ბი ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო რა­მაა, რაც ჩვენს არე­ულ ცხოვ­რე­ბა­ში არ­სე­ბობს. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში არის რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში მზად არის გვერ­დით და­მიდ­გეს. დრო­დად­რო ეს ძა­ლი­ან გამ­შვი­დებს და მხარ­და­ჭე­რას გაგ­რძნო­ბი­ნებს.

4. აკონ­ტრო­ლეთ წონა

- 60-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში, ას­პი­რან­ტუ­რის შემ­დეგ, ატე­ლი­ე­ში კოს­ტი­უ­მებს ვი­კე­რავ­დი. ცოტა ხნის წინ, ნივ­თე­ბის გა­და­ლა­გე­ბის დროს აღ­მო­ვა­ჩი­ნე ძვე­ლი კოს­ტი­უ­მე­ბი. ხუმ­რო­ბით გა­ვი­ფიქ­რე, მო­ვიც­ვამ­მეთ­ქი და სა­ოც­რე­ბა, მო­მერ­გო! სამ­სა­ხურ­შიც კი ჩა­ვიც­ვი რამ­დენ­ჯერ­მე. რა მინ­და ამით ვთქვა - ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე, თქვე­ნი წონა ერთ ნიშ­ნულ­ზე შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ. ზო­მი­ე­რი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კვე­ბა, რომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ ფორ­მა და თქვე­ნი გული მად­ლო­ბას გე­ტყვით

5. აირ­ჩი­ეთ ცხოვ­რე­ბის საქ­მე

- მე უკვე 40 წე­ლია არ ვიც­ვლი პრო­ფე­სი­ას. მიყ­ვარს ის და ვცდი­ლობ გა­ვა­კე­თო ყვე­ლა­ფე­რი, რაც ჩემს ძა­ლებ­შია, რომ ბავ­შვთა კარ­დი­ო­ლო­გი­ა­ში ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში იყოს. ძა­ლი­ან მა­ხა­რებს, რომ ჩემ­მა შვი­ლიშ­ვი­ლებ­მა იცი­ან ჯან­სა­ღი გუ­ლის, კარ­დი­ო­ლო­გი­ი­სა და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის შე­სა­ხებ. მე ვა­მა­ყობ ჩემი ცხოვ­რე­ბის საქ­მით, ჩემი შთა­მო­მავ­ლე­ბიც ამა­ყო­ბენ ამით. ეს მაძ­ლევს ძა­ლას ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის, ბრძო­ლის გაგ­რძე­ლე­ბის იმ პა­ტა­რე­ბის სი­ცო­ცხლი­სათ­ვის, რო­მელ­თაც გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი აქვთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ჯანსაღი ცხოვრების 5 წესი ლეო ბოკერიასგან

ჯანსაღი ცხოვრების 5 წესი ლეო ბოკერიასგან

ლეო ბოკერია ცნობილი ექიმია, პროფესორი, უძლიერესი კარდიოქირურგი. წარმოშობით ოჩამჩირელი ექიმი წლებია რუსეთში მოღვაწეობს. პაციენტებზე მზრუნველმა ექიმმა საფუძვლიანად შეისწავლა ადამიანის ორგანიზმის ყველა თავისებურება და მას მის საქმიანობაში ყოველდღიურად იყენებს.

ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან საუბარში, 77 წლის ლეო ბოკერიამ პაციენტებს ის 5 პრინციპი გააცნო, რომელსაც ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესის შენარჩუნებისთვის წლებია იცავს:

1. იმოძრავეთ!

- არამხოლოდ მე, არამედ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ადამიანმა უნდა გადადგას არანაკლებ 10 000 ნაბიჯი ყოველდღიურად - ეს დაახლოებით 40-წუთიანი შეუჩერებელი სიარულია. ამასთან, არ არის აუცილებელი იჩქაროთ, სეირნობა უნდა იყოს მშვიდ ტემპში. იდეალურია, თუ მოძრაობის დაწყებამდე გაისინჯავთ პულსსა და წნევას. მსგავსი სეირნობა დადებითად მოქმედებს სუნთქვაზე, გულის რიტმზე, ავარჯიშებს კუნთებსა და სისხლძარღვებს.

2. იყავით ოპტიმისტი

- ყოველ დილას ვიწყებ ღიმილით! შეიძლება იფიქროთ, რომ ეს სისულელეა, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ამართლებს - მალევე გიქმნის საჭირო განწყობას, რომელიც მერე მთელ დღეს მიგყვება. გაუღიმეთ საკუთარ თავს სარკეში, გაღიმეთ ახლობლებს და მეგობრებ და განწყობა მაშინვე გაგიუმჯობესდებათ. მე მყავს არაჩვეულებრივი ოჯახი, სადაც ყველა ერთმანეთის მეგობარია, უყვარს და ენდობა ერთმანეთს. ძალიან მახარებს რომ ჩემი ორივე ქალიშვილი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორია, ისინიც და ჩემი შვილიშვილებიც დიდი ოპტიმისტები არიან. დამტკიცებულია: ოპტიმისტები ცხოვრობენ უფრო დიდხანს.

3. გვერდით იყოლიეთ მეგობრები

- მეგობრები ყველაზე საუკეთესო რამაა, რაც ჩვენს არეულ ცხოვრებაში არსებობს. ჩემს ცხოვრებაში არის რამდენიმე მეგობარი, რომელიც ნებისმიერ მომენტში მზად არის გვერდით დამიდგეს. დროდადრო ეს ძალიან გამშვიდებს და მხარდაჭერას გაგრძნობინებს.

4. აკონტროლეთ წონა

- 60-იანი წლების დასაწყისში, ასპირანტურის შემდეგ, ატელიეში კოსტიუმებს ვიკერავდი. ცოტა ხნის წინ, ნივთების გადალაგების დროს აღმოვაჩინე ძველი კოსტიუმები. ხუმრობით გავიფიქრე, მოვიცვამმეთქი და საოცრება, მომერგო! სამსახურშიც კი ჩავიცვი რამდენჯერმე. რა მინდა ამით ვთქვა - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე, თქვენი წონა ერთ ნიშნულზე შეინარჩუნოთ. ზომიერი, მრავალფეროვანი კვება, რომ შეინარჩუნოთ ფორმა და თქვენი გული მადლობას გეტყვით

5. აირჩიეთ ცხოვრების საქმე

- მე უკვე 40 წელია არ ვიცვლი პროფესიას. მიყვარს ის და ვცდილობ გავაკეთო ყველაფერი, რაც ჩემს ძალებშია, რომ ბავშვთა კარდიოლოგიაში ყველაფერი წესრიგში იყოს. ძალიან მახარებს, რომ ჩემმა შვილიშვილებმა იციან ჯანსაღი გულის, კარდიოლოგიისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნების შესახებ. მე ვამაყობ ჩემი ცხოვრების საქმით, ჩემი შთამომავლებიც ამაყობენ ამით. ეს მაძლევს ძალას ცხოვრების გაგრძელების, ბრძოლის გაგრძელების იმ პატარების სიცოცხლისათვის, რომელთაც გულის პრობლემები აქვთ.