პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
94 წლის მოხუცი ასწლოვანი მაგნოლიის გაყიდვაზე უარს ამბობს - "სამი მანქანით მომადგნენ, ხე მომყიდეო...მილიონი, რომ მომცენ არ გავყიდი"
94 წლის მოხუცი ასწლოვანი მაგნოლიის გაყიდვაზე უარს ამბობს - "სამი მანქანით მომადგნენ, ხე მომყიდეო...მილიონი, რომ მომცენ არ გავყიდი"

ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ აბას­თუმ­ნის მკვიდ­რი 94 წლის ოლია თო­დუა სა­კუ­თარ ეზო­ში მრა­ვალ­წლო­ვან მაგ­ნო­ლი­ას იცავს. ამ­ბობს, რომ მაგ­ნო­ლია, რო­მელ­მაც 200 წელს მი­აღ­წია, მა­მა­მი­სის დარ­გუ­ლია და მის გა­ყიდ­ვას არ აპი­რებს. თუმ­ცა რო­გორც თვი­თონ აღ­ნიშ­ნა, მის­თვის უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად სტუმ­რო­ბენ და ხის წა­ღე­ბის სა­ნაც­ვლოდ გარ­კვე­ულ თან­ხას სთა­ვა­ზო­ბენ.

"სა­ნამ ცო­ცხა­ლი ვარ, ამ ეზო­დან ამ ხეს ვე­რა­ვინ გა­ი­ტანს, და­ი­მახ­სოვ­რეთ ჩემი სი­ტყვე­ბი - ეს ხე აქე­დან ჩემი სიკ­ვდი­ლის შემ­დე­გაც არ გავა ან მე შე­ვაკ­ვდე­ბი ან მე მოვ­კლავ ვინ­მეს. სამი მან­ქა­ნით მო­მად­გნენ, ხე მოგ­ვყი­დეო, ვუ­თხა­რი რომ ამ ხეს არ მოვ­ჭრი­დი, მი­თხრეს ჩვენც არ მოვ­ჭრით, უბ­რა­ლოდ ამო­ვი­ღებთ და გა­და­ვი­ტან­თო, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ჩემ­თვის, მო­იჭ­რე­ბა თუ გა­და­ირ­გვე­ბა, ჩემ­თან მა­ინც არ იქ­ნე­ბა ", -ამ­ბობს ოლია ბე­ბია.

ოლია ბებო 94 წლი­საა და გა­და­ად­გი­ლე­ბა უჭირს, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ფან­ჯა­რას­თან დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე მი­დის, რათა დარ­წმუნ­დეს, რომ ხე თა­ვის ად­გილ­ზე დგას. მარ­ტო­ხე­ლა მო­ხუცს ყო­ვე­ლი სტუ­მა­რი ხის წამ­ღე­ბი ჰგო­ნია.

"მი­ლი­ო­ნი რომ მომ­ცენ, ამ ხეს მა­ინც არ გავ­ყი­დი. არა, ფულს გა­მო­ვარ­თმევ, გავ­ხევ და და­ვუბ­რუ­ნებ. ყო­ვე­ლი სტუ­მა­რი, რო­მე­ლიც ჩემს ეზო­ში შე­მო­დის, ამ ხის წამ­ღე­ბი მგო­ნია, ძა­ლით მკლა­მენ ნერ­ვი­უ­ლო­ბით", - თქვა მან. ხი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი მას მა­მის­გან გა­მოყ­ვა. გვიყ­ვე­ბა, რომ მაგ­ნო­ლია ამ ეზო­ში მა­მამ ჯერ კი­დევ მის და­ბა­დე­ბამ­დე დარ­გო და მის­თვის ეს ხე სწო­რედ ამი­ტომ არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი.

"მამა და­ვით და­დი­ან­თან მსა­ხუ­რობ­და, და­ო­ჯა­ხე­ბა რომ გა­და­წყვი­ტა, და­დი­ან­მა მას სო­ფელ­ში მი­წის ნაკ­ვე­თი გა­მო­უ­ყო. თურ­მე ნა­ეკ­ლე­სი­ა­რი ყო­ფი­ლა და აქ მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის სა­მარ­ხე­ბია, სწო­რედ ამას ვუ­კავ­ში­რებ აქ მაგ­ნო­ლი­ის დარ­გვას. სულ პა­ტა­რა ნერ­გი მო­უ­ტა­ნია მა­მას სო­ფელ რუ­ხი­დან, არ ვიცი ვინ მის­ცა, მაგ­რამ ზუს­ტად ვიცი, რომ მას უმი­ზე­ზოდ არ დარ­გავ­და ",- თქვა ოლია თო­დუ­ამ.

ას წელს მიღ­წე­უ­ლი მო­ხუ­ცი ამ­ბობს, რომ მაგ­ნო­ლი­ას ფეს­ვე­ბი მთელ ეზო­ში აქვს გად­გმუ­ლი და მისი და­ზი­ა­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.

"ამ ხეს ვუვ­ლი­დი, ტო­ტებ­საც კი არ ვაჭ­რი­დი. ეზო­ში დაყ­რილ ფოთ­ლებს სა­თი­თა­ოდ ვაგ­რო­ვებ­დი. მისი ფეს­ვე­ბი თით­ქმის მთელს ეზო­შია გად­გმუ­ლი. სახ­ლიც კი არ ავა­შე­ნე, სა­ძირ­კვე­ლი რომ გა­მე­კე­თე­ბი­ნა, ფეს­ვებს საფრ­თხეს შე­ვუქ­მნი­დი. ამის აქე­დან გა­ტა­ნით, მა­მას რო­გორ ვა­წყე­ნი­ნებ",- თქვა მო­ხუც­მა.

და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხის წა­ღე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­მი­ერ- მი­ნისტრს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სურს.

თა­თია რო­გა­ვა

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

94 წლის მოხუცი ასწლოვანი მაგნოლიის გაყიდვაზე უარს ამბობს - "სამი მანქანით მომადგნენ, ხე მომყიდეო...მილიონი, რომ მომცენ არ გავყიდი"

94 წლის მოხუცი ასწლოვანი მაგნოლიის გაყიდვაზე უარს ამბობს - "სამი მანქანით მომადგნენ, ხე მომყიდეო...მილიონი, რომ მომცენ არ გავყიდი"

ზუგდიდის რაიონის სოფელ აბასთუმნის მკვიდრი 94 წლის ოლია თოდუა საკუთარ ეზოში მრავალწლოვან მაგნოლიას იცავს. ამბობს, რომ მაგნოლია, რომელმაც 200 წელს მიაღწია, მამამისის  დარგულია და მის გაყიდვას არ აპირებს. თუმცა როგორც თვითონ აღნიშნა, მისთვის უცნობი ადამიანები ხშირად სტუმრობენ და ხის წაღების სანაცვლოდ გარკვეულ თანხას სთავაზობენ.

"სანამ ცოცხალი ვარ, ამ ეზოდან ამ ხეს ვერავინ გაიტანს, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები - ეს ხე აქედან ჩემი სიკვდილის შემდეგაც არ გავა ან მე შევაკვდები ან მე მოვკლავ ვინმეს. სამი მანქანით მომადგნენ, ხე მოგვყიდეო, ვუთხარი რომ ამ ხეს არ მოვჭრიდი, მითხრეს ჩვენც არ მოვჭრით, უბრალოდ ამოვიღებთ და გადავიტანთო, რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, მოიჭრება თუ გადაირგვება, ჩემთან მაინც არ იქნება ", -ამბობს ოლია ბებია.

ოლია ბებო 94 წლისაა და გადაადგილება უჭირს, მიუხედავად ამისა,  ფანჯარასთან დღეში რამდენჯერმე მიდის, რათა დარწმუნდეს, რომ ხე თავის ადგილზე დგას. მარტოხელა მოხუცს ყოველი სტუმარი ხის წამღები ჰგონია.

"მილიონი რომ მომცენ, ამ ხეს მაინც არ გავყიდი. არა, ფულს გამოვართმევ, გავხევ და დავუბრუნებ. ყოველი სტუმარი, რომელიც ჩემს ეზოში შემოდის, ამ ხის წამღები მგონია, ძალით მკლამენ ნერვიულობით", - თქვა მან. ხისადმი განსაკუთრებული სიყვარული მას მამისგან გამოყვა. გვიყვება, რომ მაგნოლია ამ ეზოში მამამ ჯერ კიდევ მის დაბადებამდე დარგო და მისთვის ეს ხე სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებული.

"მამა დავით დადიანთან მსახურობდა, დაოჯახება რომ გადაწყვიტა, დადიანმა მას სოფელში მიწის ნაკვეთი გამოუყო. თურმე ნაეკლესიარი ყოფილა და აქ მიცვალებულების სამარხებია, სწორედ ამას ვუკავშირებ აქ მაგნოლიის დარგვას. სულ პატარა ნერგი მოუტანია მამას სოფელ რუხიდან, არ ვიცი ვინ მისცა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მას უმიზეზოდ არ დარგავდა ",- თქვა ოლია თოდუამ.

ას წელს მიღწეული მოხუცი ამბობს, რომ მაგნოლიას ფესვები მთელ ეზოში აქვს გადგმული და მისი დაზიანება არ შეიძლება.

"ამ ხეს ვუვლიდი, ტოტებსაც კი არ ვაჭრიდი. ეზოში დაყრილ ფოთლებს სათითაოდ ვაგროვებდი. მისი ფესვები თითქმის მთელს ეზოშია გადგმული. სახლიც კი არ ავაშენე, საძირკველი რომ გამეკეთებინა, ფესვებს საფრთხეს შევუქმნიდი. ამის აქედან გატანით, მამას როგორ ვაწყენინებ",- თქვა მოხუცმა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ხის წაღება საქართველოს ყოფილ პრემიერ- მინისტრს ბიძინა ივანიშვილს სურს.

თათია როგავა

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი