პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი წყვილის უცნობი ამპლუა - მსახიობების ფერმერული საქმიანობის შესახებ აქამდე არსად წაგიკითხავთ
ცნობილი წყვილის უცნობი ამპლუა - მსახიობების ფერმერული საქმიანობის შესახებ აქამდე არსად წაგიკითხავთ

ამ თე­მა­ზე არას­დროს ულა­პა­რა­კი­ათ და უხა­რი­ათ, რომ ჩვე­ნი ინ­ტერ­ვიუ არ და­ი­წყო­ მათ­თვის აქამ­დე ას­ჯერ დას­მუ­ლი შე­კი­თხვით: "რო­გორ გა­ი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი?"

ცნო­ბი­ლი წყვი­ლი, ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბე­ბი - მაია დო­ბორჯგი­ნი­ძე და გოგა ბარ­ბა­ქა­ძე მი­წა­ზე შრო­მა­სა და სა­კუ­თარ გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვის შე­სა­ხებ - აგა­რაკ­ზეც და თბი­ლი­სის სახ­ლის აი­ვან­ზეც - გა­მოც­დი­ლე­ბას გვი­ზი­ა­რე­ბენ.

მაია დო­ბორჯგი­ნი­ძე: - სა­გუ­რა­მო­დან 5 წუ­თის სა­ვალ­ზე, კო­ტო­რა­ანთკარ­ში, მა­მა­ჩემ­მა სახ­ლი აა­შე­ნა. იქ ყოფ­ნა ჩემ­თვის დას­ვე­ნე­ბაა, ქა­ლა­ქის ხმა­უ­რი­ან გა­რე­მო­სა და და­ბინ­ძუ­რე­ბულ ჰა­ერს ვშორ­დე­ბით. კო­ტო­რა­ანთკა­რი მაღ­ლობ­ზეა, ამი­ტომ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მთა­ში ვართ. ცვა­ლე­ბა­დი ჰა­ე­რია, ხან­და­ხან მგო­ნია, რა­ჭა­ში ვართ, არა­და, თბი­ლის­თან ძა­ლი­ან ახ­ლო­საა.

გოგა ბარ­ბა­ქა­ძე: - გვაქვს ალა­დას­ტუ­რი და ადე­სა... ვწუ­რავთ ხან ცალ-ცალ­კე, ხა­ნაც ერ­თმა­ნეთ­ში ვუ­რევთ; შე­იძ­ლე­ბა ადე­სას თავკვე­რი შე­ვუ­რი­ოთ, უფრო ას­ქე­ლებს და უკე­თე­სი ღვი­ნო გა­მო­დის... გვინ­და, ყვე­ლაფ­ერს ხელი შე­ვავ­ლოთ. შვი­ლებ­საც ვაჩ­ვევ შრო­მას. უნდა იცოდ­ნენ, რო­გორ მო­დის პომი­დორი, იზ­რდე­ბა და მწიფ­დე­ბა ვაშ­ლი, ქლი­ა­ვი...

მაია: - როცა გოგა რა­ღა­ცის კე­თე­ბას­ იწყებს, ბავ­შვე­ბიც (9 წლის გაბ­რი­ე­ლი და 3 წლის ბარ­ბა­რე) ეხ­მა­რე­ბი­ან - რწყა­ვენ, რაც მო­საჭ­რე­ლია, ჭრი­ან, ბა­ლახს უვ­ლი­ან... გო­გას თა­ვის თავ­ზე ლა­პა­რა­კი არ უყ­ვარს, ამი­ტომ მე ვი­ტყვი. აგა­რაკ­ზე დი­ლით, რო­გორც კი იღ­ვი­ძებს, ფუს­ფუსს იწყებს - სხლავს, ბა­რავს, თოხ­ნის, მომ­ჭკნარ ფოთ­ლებს აცი­ლებს. წლე­ულს ვაშ­ლის კარ­გი მო­სა­ვა­ლი გვქონ­და და და­ხუნძლულ ტო­ტებს ამაგ­რებ­და, რომ არ ჩა­მო­ტე­ხი­ლი­ყო. უფრო დიდი ეზო რომ იყოს და გვე­ცა­ლოს, მეტს გა­ვა­კე­თებ­დით... მე სა­რე­ვე­ლა ბა­ლა­ხის მტე­რი ვარ, შე­მიძ­ლია, სა­ა­თო­ბით ვიჯ­დე და სა­რე­ვე­ლე­ბის­გან ვწმინ­დო ეზო...

- ბავ­შვო­ბა­ში გქონ­დათ ასე­თი მიდ­რე­კი­ლე­ბა?­

გოგა: - კი. რა­ჭა­ში და­ვი­ბა­დე, ამი­ტომ სა­თიბ­შიც დავ­დი­ო­დით, ვბა­რავ­დით, რაც სოფ­ლის საქ­მეა, ბა­ბუ­ა­სა და ბე­ბი­ას თით­ქმის ყვე­ლა­ფერ­ში ვეხ­მა­რე­ბო­დი. მე და ბა­ბუ­ას ერ­თად ხა­რე­ბი მიგ­ვყავ­და. მოკ­ლედ, ეს საქ­მე­ე­ბი ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარს.

მაია: - შე­იძ­ლე­ბა დიდი არა­ფე­რი, მაგ­რამ ჩვენს პა­ტა­რა მა­მულ­ში გვაქვს ყუ­რძე­ნი, რამ­დე­ნი­მე ჯი­შის ვაშ­ლი, მსხა­ლი, ქლი­ა­ვი, ატა­მი. მე და გო­გამ ბავ­შვე­ბის სა­ხელ­ზე ალუ­ბა­ლი და ბალი დავრგეთ. წლე­ულს ალუ­ბალ­მა მო­ას­წრო და რამ­დე­ნი­მე კუნ­წუ­ლაც გა­მო­ი­ბა, ანუ რო­გორც იტყვი­ან, ნი­შა­ნი მოგ­ვცა, რაც ძა­ლი­ან გვი­ხა­რია. ბლი­სა და ალუბ­ლის ყიდ­ვა გო­გამ მო­ინ­დო­მა. სა­გან­გე­ბოდ ვი­ყი­დეთ პო­ლო­ნუ­რი ალუ­ბა­ლი. პა­ტა­რა ხეა, მაგ­რამ ნა­ყოფს უხ­ვად ის­ხამს. გო­გამ წლე­ულს მყნო­ბაც ის­წავ­ლა - მე­გო­ბა­რი და­ეხ­მა­რა და ალუ­ჩა კურ­კით ამო­სულ ქლი­ავ­ზე და­ამ­ყნო...

გოგა: - კურ­კა­ზე ამო­სუ­ლი ნერ­გი სუს­ტია, უნდა გაძ­ლი­ერ­დეს. მყნო­ბა ძნე­ლი მე­გო­ნა, მაგ­რამ იოლი ყო­ფი­ლა, გა­მო­მი­ვი­და.

მაია: - მაღ­ლო­ბი რომ არის და ტემ­პე­რა­ტუ­რაც და­ბა­ლია, ყვე­ლა­ფე­რი ცოტა გვი­ან შე­მო­დის, მაგ­რამ ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლია.

გოგა: - შხამ­ქი­მი­კატს არ ვუ­რევთ, ნა­ტუ­რა­ლუ­რად მო­დის ყვე­ლა­ფე­რი.

მაია: - გა­ი­სად მინ­და, ბოს­ტანს მივ­ხე­დოთ, მწვა­ნი­ლი დავ­თე­სოთ. რაც შე­ე­ხე­ბა ყვა­ვი­ლებს, სხვა­დას­ხვა ფე­რის ვარ­დე­ბი გვაქვს - ცირა ბე­ბომ (გო­გას ბე­ბი­ამ, რო­მე­ლიც ჩვე­ნი, ყვე­ლას ბე­ბოა) გა­ა­ხა­რა.

- გა­ვი­გე, პო­მიდვ­რის მო­სა­ვა­ლიც გქო­ნი­ათ...

მაია: - მე­გო­ბარ­მა პო­მიდვ­რის ჩი­თი­ლე­ბი მოგ­ვი­ტა­ნა, გო­გამ და­ბა­რა და ჩი­თი­ლე­ბი კვლებ­ში ჩავრგეთ. მო­სა­ვა­ლი ცოტა გვი­ან კი მო­ვი­და, მაგ­რამ უგემ­რი­ე­ლე­სი ვარ­დის­ფე­რი პო­მი­დო­რი იყო. პირ­ვე­ლი ყვა­ვი­ლი რომ გა­მო­ი­ტა­ნა, ჩვენს სი­ხა­რულს სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და. სიმ­წი­ფე­ში რომ შე­ვი­და, გო­გამ სა­რე­ბი შე­უ­ყე­ნა და მი­ა­ბა. გაბ­რი­ელ­თან ერ­თად შრო­მობ­და. ჰო, ხი­ლის­გან გოგა ჩირ­საც აკე­თებს...

გოგა: - ბევ­რი რამ ვიცი, მაგ­რამ ნელ-ნელა კი­დევ ვი­ძენ გა­მოც­დი­ლე­ბას. ხომ იცით, თუ მო­ინ­დო­მებ, ყვე­ლა­ფერს შეძ­ლებ...

- თბი­ლის­ში ქოთ­ნის ყვა­ვი­ლებ­საც უვ­ლით­.

მაია: - კი, ამი­თაც ვართ გა­ტა­ცე­ბუ­ლი. აი­ვან­ზე ქო­თან­ში წი­წა­კებ­საც ვა­ხა­რებთ. დე­კო­რა­ტი­უ­ლი წი­წა­კა იის­ფე­რია, მერე გაყ­ვით­ლდე­ბა, ხუთ­ნა­ი­რად იც­ვლის ფერს და ბო­ლოს წით­ლდე­ბა. ზა­ფხუ­ლის სი­ცხე­ში რომ არ გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი­ყო, ქო­თა­ნი კო­ტო­რა­ანთკარ­ში გვქონ­და წა­ღე­ბუ­ლი... თუ მცე­ნა­რე­ებს უვლი, ამ საქ­მეს ვე­რა­ვის გა­და­ა­ბა­რებ. მცე­ნა­რე­ე­ბიც გრძნო­ბენ პატ­რონს. კაქ­ტუ­სე­ბიც გვაქვს... როცა მცე­ნა­რე­ებს ვარ­ჩევ, მინ­და, ყინ­ვა­გამ­ძლე იყოს, რომ ოთახ­ში შე­მო­ტა­ნა და გა­ტა­ნა არ დას­ჭირ­დეს და მუდ­მი­ვად ალა­მა­ზებ­დეს აი­ვანს.

გოგა: - კურ­კით გა­ვა­ხა­რე ავო­კა­დო, რო­მე­ლიც სუ­პერ­მარ­კეტ­ში ვი­ყი­დე. ნა­ყო­ფი,­ ცხა­დია, მი­ვირ­თვით და კურ­კა ყვე­ლა წე­სის დაც­ვით წყალ­ში ჩავ­დე. გა­ღი­ვე­ბას დრო კი დას­ჭირ­და, მაგ­რამ შე­დეგს მი­ვაღ­წიე. კურ­კა რომ გას­კდა და იქი­დან პა­ტა­რა მწვა­ნე ღერო ამო­ვი­და, მი­წა­ში გა­დავრგე.

მაია: - მივ­ხვდი, რომ შენს მოყ­ვა­ნილ პრო­დუქტს - ხილს, ბოსტნე­ულს - არა­ფე­რი სჯობს. გაბ­რი­ელს სკო­ლა­ში ყო­ველ დი­ლით ჩვე­ნი ეზოს ვაშლს რომ ვა­ტან, ძა­ლი­ან მი­ხა­რია. ალ­ბათ, თვი­თონ რომ უვლი ამ ყვე­ლა­ფერს, ენერ­გია გე­მა­ტე­ბა.

მოკ­ლედ, რო­გორც შეგ­ვიძ­ლია, ყვე­ლამ უნდა ვიზ­რუ­ნოთ ბუ­ნე­ბა­ზე. ეს ზრუნ­ვა შენი ეზო­დან იწყე­ბა და მთელ ქვე­ყა­ნა­ზე ვრცელ­დე­ბა. რო­გორ დგა­მენ ამ დამ­ღუპ­ველ ნა­ბი­ჯებს, პარ­კის ნაც­ვლად კორ­პუსს რო­გორ აშე­ნე­ბენ?! რო­გორ შე­იძ­ლე­ბა! ყვე­ლა­ფე­რი ხომ არ უნდა გავ­ყი­დოთ?!

გოგა: - სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და­სას­ვე­ნებ­ლად რომ გა­დი­ან და ბუ­ნე­ბა­ში ყოფ­ნა მოს­წონთ, თუ მას და­ა­ბინ­ძუ­რე­ბენ და გა­ა­ნად­გუ­რე­ბენ, მერე სა­დღა და­ის­ვე­ნე­ბენ?! ბუ­ნე­ბას რა­საც გა­უ­კე­თებ, იმა­ვეს და­გიბ­რუ­ნებს - არ გა­უფრ­თხილ­დე­ბი და არც ის გა­გიფრ­თხილ­დე­ბა. ის ხომ ცო­ცხა­ლია? ასე­თი უდი­ე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ბო­რო­ტე­ბაა. ბუ­ნე­ბა ჩემ­თვის ჯან­მრთე­ლო­ბაა. შე­უძ­ლე­ბე­ლია, ცუდი ემო­ცია გა­მო­იწ­ვი­ოს, თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც გამ­ხმა­რი და გა­დამ­წვა­რი არ არის. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­რე­მო არ მიყ­ვარ­დეს - რა­ჭა­ში ვარ გაზ­რდი­ლი... იქ, ეზო­ში, დიდი ბე­ბი­ის დრო­ინ­დე­ლი კაკ­ლის ხე დგას. იმ­ხე­ლა ფუ­ღუ­რო აქვს, ბე­ბი­ა­ჩე­მის დე­დას მას­ში სა­ქათ­მე ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი.

ლალი ფა­ცია

Ambebi.ge

ცნობილი წყვილის უცნობი ამპლუა - მსახიობების ფერმერული საქმიანობის შესახებ აქამდე არსად წაგიკითხავთ

ცნობილი წყვილის უცნობი ამპლუა - მსახიობების ფერმერული საქმიანობის შესახებ აქამდე არსად წაგიკითხავთ

ამ თემაზე არასდროს ულაპარაკიათ და უხარიათ, რომ ჩვენი ინტერვიუ არ დაიწყო­ მათთვის აქამდე ასჯერ დასმული შეკითხვით: "როგორ გაიცანით ერთმანეთი?"

ცნობილი წყვილი, ნიჭიერი მსახიობები - მაია დობორჯგინიძე და გოგა ბარბაქაძე მიწაზე შრომასა და საკუთარ გარემოზე ზრუნვის შესახებ - აგარაკზეც და თბილისის სახლის აივანზეც - გამოცდილებას გვიზიარებენ.

მაია დობორჯგინიძე: - საგურამოდან 5 წუთის სავალზე, კოტორაანთკარში, მამაჩემმა სახლი ააშენა. იქ ყოფნა ჩემთვის დასვენებაა, ქალაქის ხმაურიან გარემოსა და დაბინძურებულ ჰაერს ვშორდებით. კოტორაანთკარი მაღლობზეა, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ მთაში ვართ. ცვალებადი ჰაერია, ხანდახან მგონია, რაჭაში ვართ, არადა, თბილისთან ძალიან ახლოსაა.

გოგა ბარბაქაძე: - გვაქვს ალადასტური და ადესა... ვწურავთ ხან ცალ-ცალკე, ხანაც ერთმანეთში ვურევთ; შეიძლება ადესას თავკვერი შევურიოთ, უფრო ასქელებს და უკეთესი ღვინო გამოდის... გვინდა, ყველაფ­ერს ხელი შევავლოთ. შვილებსაც ვაჩვევ შრომას. უნდა იცოდ­ნენ, როგორ მოდის პომი­დორი, იზრდება და მწიფდება ვაშლი, ქლიავი...

მაია: - როცა გოგა რაღაცის კეთებას­ იწყებს, ბავშვებიც (9 წლის გაბრიელი და 3 წლის ბარბარე) ეხმარებიან - რწყავენ, რაც მოსაჭრელია, ჭრიან, ბალახს უვლიან... გოგას თავის თავზე ლაპარაკი არ უყვარს, ამიტომ მე ვიტყვი. აგარაკზე დილით, როგორც კი იღვიძებს, ფუსფუსს იწყებს - სხლავს, ბარავს, თოხნის, მომჭკნარ ფოთლებს აცილებს. წლეულს ვაშლის კარგი მოსავალი გვქონდა და დახუნძლულ ტოტებს ამაგრებდა, რომ არ ჩამოტეხილიყო. უფრო დიდი ეზო რომ იყოს და გვეცალოს, მეტს გავაკეთებდით... მე სარეველა ბალახის მტერი ვარ, შემიძლია, საათობით ვიჯდე და სარეველებისგან ვწმინდო ეზო...

- ბავშვობაში გქონდათ ასეთი მიდრეკილება?­

გოგა: - კი. რაჭაში დავიბადე, ამიტომ სათიბშიც დავდიოდით, ვბარავდით, რაც სოფლის საქმეა, ბაბუასა და ბებიას თითქმის ყველაფერში ვეხმარებოდი. მე და ბაბუას ერთად ხარები მიგვყავდა. მოკლედ, ეს საქმეები ბავშვობიდან მიყვარს.

მაია: - შეიძლება დიდი არაფერი, მაგრამ ჩვენს პატარა მამულში გვაქვს ყურძენი, რამდენიმე ჯიშის ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ატამი. მე და გოგამ ბავშვების სახელზე ალუბალი და ბალი დავრგეთ. წლეულს ალუბალმა მოასწრო და რამდენიმე კუნწულაც გამოიბა, ანუ როგორც იტყვიან, ნიშანი მოგვცა, რაც ძალიან გვიხარია. ბლისა და ალუბლის ყიდვა გოგამ მოინდომა. საგანგებოდ ვიყიდეთ პოლონური ალუბალი. პატარა ხეა, მაგრამ ნაყოფს უხვად ისხამს. გოგამ წლეულს მყნობაც ისწავლა - მეგობარი დაეხმარა და ალუჩა კურკით ამოსულ ქლიავზე დაამყნო...

გოგა: - კურკაზე ამოსული ნერგი სუსტია, უნდა გაძლიერდეს. მყნობა ძნელი მეგონა, მაგრამ იოლი ყოფილა, გამომივიდა.

მაია: - მაღლობი რომ არის და ტემპერატურაც დაბალია, ყველაფერი ცოტა გვიან შემოდის, მაგრამ ძალიან გემრიელია.

გოგა: - შხამქიმიკატს არ ვურევთ, ნატურალურად მოდის ყველაფერი.

მაია: - გაისად მინდა, ბოსტანს მივხედოთ, მწვანილი დავთესოთ. რაც შეეხება ყვავილებს, სხვადასხვა ფერის ვარდები გვაქვს - ცირა ბებომ (გოგას ბებიამ, რომელიც ჩვენი, ყველას ბებოა) გაახარა.

- გავიგე, პომიდვრის მოსავალიც გქონიათ...

მაია: - მეგობარმა პომიდვრის ჩითილები მოგვიტანა, გოგამ დაბარა და ჩითილები კვლებში ჩავრგეთ. მოსავალი ცოტა გვიან კი მოვიდა, მაგრამ უგემრიელესი ვარდისფერი პომიდორი იყო. პირველი ყვავილი რომ გამოიტანა, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. სიმწიფეში რომ შევიდა, გოგამ სარები შეუყენა და მიაბა. გაბრიელთან ერთად შრომობდა. ჰო, ხილისგან გოგა ჩირსაც აკეთებს...

გოგა: - ბევრი რამ ვიცი, მაგრამ ნელ-ნელა კიდევ ვიძენ გამოცდილებას. ხომ იცით, თუ მოინდომებ, ყველაფერს შეძლებ...

- თბილისში ქოთნის ყვავილებსაც უვლით­.

მაია: - კი, ამითაც ვართ გატაცებული. აივანზე ქოთანში წიწაკებსაც ვახარებთ. დეკორატიული წიწაკა იისფერია, მერე გაყვითლდება, ხუთნაირად იცვლის ფერს და ბოლოს წითლდება. ზაფხულის სიცხეში რომ არ გაფუჭებულიყო, ქოთანი კოტორაანთკარში გვქონდა წაღებული... თუ მცენარეებს უვლი, ამ საქმეს ვერავის გადააბარებ. მცენარეებიც გრძნობენ პატრონს. კაქტუსებიც გვაქვს... როცა მცენარეებს ვარჩევ, მინდა, ყინვაგამძლე იყოს, რომ ოთახში შემოტანა და გატანა არ დასჭირდეს და მუდმივად ალამაზებდეს აივანს.

გოგა: - კურკით გავახარე ავოკადო, რომელიც სუპერმარკეტში ვიყიდე. ნაყოფი,­ ცხადია, მივირთვით და კურკა ყველა წესის დაცვით წყალში ჩავდე. გაღივებას დრო კი დასჭირდა, მაგრამ შედეგს მივაღწიე. კურკა რომ გასკდა და იქიდან პატარა მწვანე ღერო ამოვიდა, მიწაში გადავრგე.

მაია: - მივხვდი, რომ შენს მოყვანილ პროდუქტს - ხილს, ბოსტნეულს - არაფერი სჯობს. გაბრიელს სკოლაში ყოველ დილით ჩვენი ეზოს ვაშლს რომ ვატან, ძალიან მიხარია. ალბათ, თვითონ რომ უვლი ამ ყველაფერს, ენერგია გემატება.

მოკლედ, როგორც შეგვიძლია, ყველამ უნდა ვიზრუნოთ ბუნებაზე. ეს ზრუნვა შენი ეზოდან იწყება და მთელ ქვეყანაზე ვრცელდება. როგორ დგამენ ამ დამღუპველ ნაბიჯებს, პარკის ნაცვლად კორპუსს როგორ აშენებენ?! როგორ შეიძლება! ყველაფერი ხომ არ უნდა გავყიდოთ?!

გოგა: - საქართველოს მოქალაქეები დასასვენებლად რომ გადიან და ბუნებაში ყოფნა მოსწონთ, თუ მას დააბინძურებენ და გაანადგურებენ, მერე სადღა დაისვენებენ?! ბუნებას რასაც გაუკეთებ, იმავეს დაგიბრუნებს - არ გაუფრთხილდები და არც ის გაგიფრთხილდება. ის ხომ ცოცხალია? ასეთი უდიერი დამოკიდებულება ბოროტებაა. ბუნება ჩემთვის ჯანმრთელობაა. შეუძლებელია, ცუდი ემოცია გამოიწვიოს, თუ მაინცდამაინც გამხმარი და გადამწვარი არ არის. როგორ შეიძლება გარემო არ მიყვარდეს - რაჭაში ვარ გაზრდილი... იქ, ეზოში, დიდი ბებიის დროინდელი კაკლის ხე დგას. იმხელა ფუღურო აქვს, ბებიაჩემის დედას მასში საქათმე ჰქონდა გაკეთებული.

ლალი ფაცია

Ambebi.ge

"დიდუბეში პატარა სახლი გვქონდა და მორიგეობით, ერთი ჩვენგანი "ლეჟანკაზე" უნდა დაწოლილიყო" - რეზი არველაძე ბავშვობაზე, ტყუპებსა და ფეხბურთზე

"როგორ ფიქრობთ, ეს სასჯელია თუ გაფრთხილება? ეს გაფრთხილებაა, ეს არის მოქცევა!" - პატრიარქი მსოფლიოში შექმნილ ვითარებაზე

ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს კვლევები არა მხოლოდ ახალ კოვიდზე, არამედ სხვა კორონავირუსებსა და ვირუსებზეც ჩაუტარდება