საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ღირს თურქეთში ქართველი ქალი?
რა ღირს თურქეთში ქართველი ქალი?

სა­ზღვარ­გა­რეთ ცხოვ­რე­ბი­სა და მუ­შა­ო­ბის მსურ­ველ ადა­მი­ა­ნებ­ზე არა­ერ­თხელ და­წე­რი­ლა, ისიც კარ­გად იცის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, რომ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა ტრე­ფი­კინ­გის მსხვერ­პლი, მაგ­რამ თუ ქარ­თვე­ლე­ბი სა­კუ­თარ თა­ნა­მე­მა­მუ­ლეს უცხო ქვე­ყა­ნა­ში უცხო­ელ­ზე გა­ყიდ­დნენ და ეს საქ­მი­ა­ნო­ბა მათი შე­მო­სავ­ლის წყა­როდ გა­და­იქ­ცე­ო­და - არ მჯე­რო­და და ალ­ბათ ვერც თქვენ წარ­მო­იდ­გენ­დით. ჩემი რეს­პონ­დენ­ტი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში თურ­ქეთ­ში ცხოვ­რობ­და, სრუ­ლი­ად გა­მა­ოგ­ნე­ბელ ამ­ბავს მიყ­ვე­ბა...

ქეთი, 33 წლის:

- დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ისეთ სამ­სა­ხურს ვე­ძებ­დი, სა­დაც ნორ­მა­ლურ გა­სამ­რჯე­ლოს მი­ვი­ღებ­დი, მაგ­რამ ალ­ბათ ბევ­რი და­მე­თან­ხმე­ბა, რომ აქ სა­მუ­შა­ოს შოვ­ნა არც ისე იო­ლია... რო­დე­საც და­საქ­მე­ბის ყვე­ლა­ნა­ი­რი იმე­დი ამო­მე­წუ­რა, სახ­ლში ჩა­ვი­კე­ტე. სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში ჩა­მო­ვი­და თურ­ქე­თი­დან დე­ი­და­ჩე­მი და როცა ჩემი პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო, თურ­ქეთ­ში წას­ვლა შე­მომ­თა­ვა­ზა. მი­თხრა, რომ იქ მუ­შა­ო­ბას და­მა­წყე­ბი­ნებ­და ქა­ღალ­დის ქარ­ხა­ნა­ში, სა­დაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვად მუ­შა­ობ­და. მის­მა წი­ნა­და­დე­ბამ მომ­ხიბ­ლა. დე­ი­და სა­ბუ­თე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა­ში და­მეხ­მა­რა და თურ­ქეთ­ში გა­ვემ­გზავ­რე.

- დე­ი­და დიდი ხა­ნია, რაც თურ­ქეთ­ში ცხოვ­რობს?

- 2006 წლი­დან და, ასე თუ ისე, ერ­კვე­ვა იქა­ურ საქ­მე­ებ­ში (იღი­მის). იქ ბე­ბი­ა­ჩემ­მა წა­იყ­ვა­ნა, რო­მე­ლიც, სხვა­თა შო­რის, 1997 წელს სა­კუ­თარ­მა დის­შვილ­მა ჩა­იყ­ვა­ნა უცხო ქვე­ყა­ნა­ში და უთხრა, რომ მო­ხუ­ცი კა­ცის მომ­ვლე­ლად და­ა­წყე­ბი­ნებ­და მუ­შა­ო­ბას. როცა ბე­ბია ჩა­ვი­და, დის­შვილ­მა 1.000 დო­ლა­რად გა­ყი­და თურქ კაც­ზე... ბე­ბი­ა­ჩე­მის ორი­ვე და დღეს თურ­ქეთ­შია გა­თხო­ვი­ლი. ბე­ბოს დის­შვილ­მა ჯერ სა­კუ­თა­რი და გა­ყი­და, მას კი დე­ი­დე­ბიც მი­ა­ყო­ლა. ბევ­რი გა­ყი­დუ­ლი ქალი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე ოც­ნე­ბა­საც ვე­ღარ ბე­დავს და ბედს ეგუ­ე­ბა.

- ბე­ბო­საც ასე და­ე­მარ­თა?

- ბე­ბი­ას გა­უ­მარ­თლა: იმ კაც­მა, რო­მელ­საც მიჰ­ყი­დეს, ცო­ლად შე­ირ­თო და გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი ქო­ნე­ბა და­უ­ტო­ვა. თა­ვი­დან კი ძა­ლი­ან გა­ნი­ცა­და ბე­ბომ, მაგ­რამ წა­სას­ვლე­ლი აღარ­სად ჰქონ­და და ბედს შე­ე­გუა. მერე, როცა იმ კაც­თან ხელი მო­ა­წე­რა, უკვე აღარც გა­ნიც­დი­და უცხო ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბას (იღი­მის). ბე­ბოს კი გა­უ­მარ­თლა, მაგ­რამ გა­ყი­დუ­ლი ქა­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ან ბორ­დელ­ში ხვდე­ბა, ან ოჯახ­ში, სა­დაც მო­ახ­ლე­ცაა და ოჯა­ხის უფ­რო­სის ხა­საც.

- ბე­ბია იმ კა­ცის ერ­თა­დერ­თი ცოლი იყო?

- არა, მას ცოლი და 5 შვი­ლი ჰყავ­და. ბე­ბი­ა­ჩე­მი პირ­ვე­ლი ცო­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ შე­ირ­თო. ბე­ბოს თა­ვის გე­რებ­თან მშვე­ნი­ე­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. დღე­საც თურ­ქეთ­ში ცხოვ­რობს, სახ­ლში ზის და პენ­სია - 800 ლი­რაც (და­ახ­ლო­ე­ბით 800 ლარი) აქვს. არა­ფე­რი უჭირს, მშვე­ნივ­რად ცხოვ­რობს...

- ქეთი, თურ­ქეთ­ში ქარ­თვე­ლებს დღე­საც ყი­დი­ან?

- კი, იქ ჩა­სულ ქარ­თვე­ლებს საკ­მა­ოდ დიდი ბიზ­ნე­სი აქვთ. ინ­ტერ­ნე­ტით ეც­ნო­ბი­ან ქარ­თველ ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც უმუ­შევ­რე­ბი არი­ან და მათ თურ­ქეთ­ში სამ­სა­ხურს სთა­ვა­ზო­ბენ - ოჯა­ხებ­ში და­საქ­მე­ბა­სა და მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად სამ­სა­ხურს ჰპირ­დე­ბი­ან. მო­ტყუ­ე­ბუ­ლი ქალი თურ­ქეთ­ში ჩა­დის, შემ­დეგ ის მიჰ­ყავთ ოჯახ­ში და პას­პორ­ტს არ­თმე­ვენ. ცაში გა­მო­კი­დე­ბულ ქალს აღარც ხელ­ფასს აძ­ლე­ვენ და არც არა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბა არა აქვს უცხო ქვე­ყა­ნა­ში. ოჯა­ხი, რო­მე­ლიც ამ ქალს ყი­დუ­ლობს, სა­შუ­ა­ლოდ, 1.000 დო­ლარს იხ­დის და შე­უძ­ლია, მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ახ­ლედ ჰყავ­დეს.

ქალ­საც, იქ დარ­ჩე­ნის გარ­და, სხვა გზა აღარ დარ­ჩე­ნია: პას­პორ­ტი არა აქვს, რომ სა­ზღვა­რი გად­მო­ლა­ხოს, თუმ­ცა პას­პორ­ტი რომც ჰქონ­დეს, უფუ­ლოდ სად წავა?! ჩვენ სა­დაც ვცხოვ­რობ­დით, იმ ქა­ლა­ქი­დან ასო­ბით კი­ლო­მეტ­რის რა­დი­უს­ში და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი არ შეგ­ხვდე­ბათ, მძღო­ლი კი ცხა­დია, უფა­სოდ არ­სად წა­გიყ­ვანს - მა­შინ­ვე ჟან­დარმს გა­მო­უ­ძა­ხებს და ცი­ხე­ში გიკ­რა­ვენ თავს ან დე­პორ­ტი არ აგ­ცდე­ბა, ამას კი ყვე­ლა­ზე მე­ტად უფრთხი­ან ქარ­თვე­ლე­ბი: არ უნ­დათ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხელ­ცა­რი­ე­ლი ჩა­მოს­ვლა, მით უმე­ტეს მა­შინ, თუ ისეთ ოჯახ­ში არი­ან მოხ­ვედ­რი­ლი, რომ­ლის უფ­რო­სე­ბიც შვი­ლებ­თან გა­საგ­ზავნ 1-2 თეთ­რს აძ­ლე­ვენ.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ რა­ი­მე ხერ­ხით სა­კუ­თარ პას­პორ­ტს ისევ ხელ­ში ჩა­იგ­დე­ბენ და სა­ზღვრის გად­მო­ლახ­ვას შე­ეც­დე­ბი­ან, თურ­ქუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სა­მუ­და­მოდ "ადე­პორ­ტებს" მათ ქვეყ­ნი­დან, ქარ­თვე­ლე­ბი კი კა­ნონ­დამ­რღვევს სა­ზღვარ­ზე 2.500 ლარს ახ­დე­ვი­ნე­ბენ.

- თუ ადა­მი­ანს ეს თან­ხა არა აქვს?

- ამ შემ­თხვე­ვა­ში, ისევ თურ­ქეთ­ში ბრუნ­დე­ბი­ან და ცი­ხე­ში ხვდე­ბი­ან. უამ­რავ ადა­მი­ანს უწევს ცი­ხე­ში ჯდო­მა, რად­გან სა­ზღვარ­ზე გა­და­სახ­დე­ლი 2.500 ლარი არ გა­აჩ­ნია. არ მინ­და, ვინ­მეს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ვა­ყე­ნო და იმა­საც აღ­ვნიშ­ნავ, რომ დღემ­დე ძა­ლი­ან ბევ­რი ისე­თი ადა­მი­ა­ნია თურ­ქეთ­ში, ვინც პა­ტი­ოს­ნად მუ­შა­ობს და აღე­ბუ­ლი გა­სამ­რჯე­ლო­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში მყოფ ოჯა­ხის წევ­რებს ეხ­მა­რე­ბა, მაგ­რამ არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც ოჯა­ხის წევ­რებს ატყუ­ე­ბენ, - ოჯახ­ში ვმუ­შა­ობ­თო და თავს მე­ძა­ო­ბით ირ­ჩე­ნენ, მათ შო­რის, გა­თხო­ვი­ლი ქა­ლე­ბიც არი­ან...

რო­დე­საც თურ­ქეთ­ში მივ­დი­ო­დი, ჩემ­თან ერ­თად 2 გო­გო­ნა მგზავ­რობ­და და არც მა­ლავ­დნენ, თუ რა სა­მუ­შა­ოს ეწე­ოდ­ნენ უცხო ქვე­ყა­ნა­ში. მათ გზა­ში­ვე ურე­კავ­დნენ თურ­ქი კლი­ენ­ტე­ბი და ეკი­თხე­ბოდ­ნენ, - რო­დის ჩა­მოხ­ვალ­თო? ტერ­მი­ნალ­ში "მა­მა­შა" დახ­ვდათ და თა­ვის­თან "წა­ლა­ლა"... იქ ყოფ­ნი­სას, უამ­რა­ვი სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი გა­ვი­გე. ერთი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ბორ­დელს მიჰ­ყი­დეს, ერთ-ერთ კლი­ენტს შე­უყ­ვარ­და და იმ კაც­მა გა­მო­ა­პა­რა. გო­გო­ნა, თა­ვის გა­დამ­რჩე­ნელ­თან ერ­თად, სა­ცხოვ­რებ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და, რად­გან თურ­ქეთ­ში ამ ბიჭს მო­საკ­ლა­ვად დას­დევ­დნენ: წყვი­ლი საკ­მა­ოდ ძლი­ერ კლანს და­უ­პი­რის­პირ­და...

- ბე­ბი­ა­შე­ნიც ხომ არაა ამ "ბიზ­ნეს­ში" ჩაბ­მუ­ლი?

- არ ვიცი, ჩემ­თვის არ უთ­ქვამს. გა­მო­რი­ცხუ­ლი ნამ­დვი­ლად არ არის, რომ მა­საც გა­ე­ყი­და ქა­ლე­ბი. მისი დის­შვი­ლი დროს უქ­მად არ კარ­გავს: ვიდ­რე მე სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ვემ­გზავ­რე­ბო­დი, რუს­თა­ვე­ლი ქალი ჩა­იყ­ვა­ნეს მო­ტყუ­ე­ბით, რო­მე­ლიც ვინ­მე ჰუ­სე­ი­ნის­თვის უნდა მი­ე­ყი­დათ. ახ­ლა­ხან სა­კუ­თა­რი ძმის­შვი­ლი ჩა­იყ­ვა­ნა, რო­მელ­მაც მა­მი­და­მი­სის­თვის სამ­წუ­ხა­როდ, ფეხი მო­ი­ტე­ხა და ჯერ კი­დევ კოჭ­ლობს. ასე რომ, მისი გა­ყიდ­ვა ვერ მო­ა­ხერ­ხა - ინ­ვა­ლიდს არა­ვინ ყი­დუ­ლობს. ჰოდა, ახლა მე­ო­რე ძმის­შვი­ლის წაყ­ვა­ნას გეგ­მავ­და, რო­მე­ლიც უკვე გა­ყი­დუ­ლი ჰყავს და ფუ­ლიც აღე­ბუ­ლი აქვს.

- სა­კუ­თარ საქ­მი­ა­ნო­ბას შენც არ გი­მა­ლავ­დნენ?

- ისი­ნი ამ თე­მა­ზე ჩემი თან­დას­წრე­ბით ლა­პა­რა­კობ­დნენ; იცოდ­ნენ, რომ ვე­რა­ფერს გა­ვა­წყობ­დი და ვერც სა­ქარ­თვე­ლო­დან მო­ტყუ­ე­ბით ჩა­მო­სულ ქა­ლებს გა­ვაფრ­თხი­ლებ­დი... სხვა­თა შო­რის, ბე­ბოს დის­შვილ­მა მეც შე­მომ­თა­ვა­ზა, - ჩა­მო­იყ­ვა­ნე ქა­ლე­ბი და ჩვე­ნი "ბიზ­ნე­სის" წილ­ში გა­გიყ­ვან­თო... ლა­მის გა­და­ვი­რიე, ისე­თი "კონ­ცერ­ტი" მო­ვუ­წყვე, თავი კარ­გად და­ვა­მახ­სოვ­რე.

- თა­ვად რო­გორ გა­და­ურ­ჩი გა­ყიდ­ვას?

- გა­მი­მარ­თლა. ბე­ბი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა და აქ ცხოვ­რე­ბა სურს. მე რომ გა­ვე­ყი­დე, აქ ფეხს ვე­ღარ ჩა­მო­ად­გამ­და - დე­და­ჩე­მის­თვის რა პა­სუ­ხი უნდა გა­ე­ცა?! ამი­ტო­მაც მიფრ­თხილ­დე­ბო­და. მის დის­შვილს კი ჩემი გა­ყიდ­ვის სურ­ვი­ლი ნამ­დვი­ლად ჰქონ­და. კლი­ენ­ტე­ბიც გა­მო­მიჩ­ნდნენ, სახ­ლში მოგ­ვად­გნენ და ბე­ბოს ჩემს გა­ყიდ­ვა­ზე და­ე­ლა­პა­რაკ­ნენ.

- და შენ ეს იცო­დი?

- (იღი­მის) კი, ჩემი თან­დას­წრე­ბით ელა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ, არც კი მო­ე­რი­დათ. აქ ქარ­თვე­ლე­ბი ფუ­ლის გამო ერ­თმა­ნეთს ყი­დით და ალ­ბათ შენც გა­სა­ყი­დად ჩა­მო­გიყ­ვა­ნე­სო, - მი­თხრეს. ზი­ზღით გვი­ყუ­რე­ბენ და ვერც შე­ე­და­ვე­ბი: რა­საც იქ ქარ­თვე­ლი ქარ­თველს უკე­თებს, თურ­ქი ამას სა­კუ­თა­რი ხალ­ხის წარ­მო­მად­გე­ნელს არ აკად­რებს. ჰოდა, ამის გამო, ქარ­თვე­ლებს "ფუ­ლის ღო­რებს" გვე­ძახ­დნენ.

- რა შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა, გა­ყიდ­ვას გა­და­ურ­ჩე?

- ქა­ლაქ ან­კა­რა­ში, ავ­ტო­ბუ­სე­ბის ტერ­მი­ნალ­ში არის და­საქ­მე­ბის ბი­უ­რო, სა­დაც ქარ­თვე­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ და ალ­ბათ ისი­ნი უფრო სან­დო­ე­ბი არი­ან, მაგ­რამ მათ პა­ტი­ოს­ნე­ბა­ზეც ვერ დავ­დებ თავს.

- და­საქ­მე­ბის ბი­უ­რო და­საქ­მე­ბის მსურ­ველ ადა­მი­ანს კონ­ტრაქტს თუ უფორ­მებს?

- არა­ნა­ი­რი კონ­ტრაქ­ტი არ ფორმ­დე­ბა. რა­ი­მე ფურ­ცელ­ზე რომც მო­გა­წე­რი­ნონ ხელი, ის ნო­ტა­რი­ა­ლუ­რად არ მოწ­მდე­ბა და იუ­რი­დი­უ­ლი ძალა არა აქვს. მეც დე­ი­და­ჩე­მის პრო­ტექ­ცი­ით მო­ვე­წყვე ქარ­ხა­ნა­ში, სა­დაც არა­ნა­ირ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე არ მო­მი­წე­რია ხელი. საკ­მა­ოდ დიდი სა­წარ­მო იყო, რო­მე­ლიც ბლოკ­ნო­ტებს, ყუ­რა­ნის სუ­რებს (თა­ვებს), მათ ჩა­სა­დებ ჩან­თებ­სა და ამა თუ იმ ქა­ლა­ქის რუ­კებს აწარ­მო­ებ­და. მე ბლოკ­ნო­ტებ­ში კალ­მე­ბის ჩა­დე­ბა მე­ვა­ლე­ბო­და და ამა­ში 450 ლი­რას ვი­ღებ­დი, თურ­ქებს კი იმა­ვე სა­მუ­შა­ოს­თვის 700 ლი­რა­ზე მეტს უხ­დიდ­ნენ. მოკ­ლედ, რად­გან ქარ­თვე­ლე­ბი ვი­ყა­ვით და მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა არ გვქონ­და, ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ას გვი­წევ­დნენ.

იქ ყოფ­ნი­სას გა­ვარ­კვიე, რომ მთე­ლი და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო თურ­ქეთ­შია გა­ხიზ­ნუ­ლი. როცა აქეთ მოვ­დი­ო­დი, ერთი ბებო მეჯ­და გვერ­დით, რო­მელ­მაც მი­თხრა: 72 წლის ვარ და უკვე 7 წე­ლია, რაც ბოდ­რუმ­ში ვცხოვ­რო­ბო... იქ ყო­ფი­ლა გა­თხო­ვი­ლი. თა­ვი­დან შვი­ლე­ბი ძა­ლი­ან გა­მი­ნა­წყენ­დნენ, მაგ­რამ მათ ჩემი თურ­ქი მე­უღ­ლე ისე ეხ­მა­რე­ბა, რომ ბედს შე­ე­გუ­ე­ნო. ქალს ხახ­ვი და კარ­ტო­ფი­ლიც კი თურ­ქე­თი­დან მოჰ­ქონ­და.

- ქეთი, რა­ტომ არა­ვინ უჩი­ვის იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ქარ­თვე­ლებს სა­ქო­ნე­ლი­ვით ყი­დი­ან?

- ისი­ნი თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან და სა­ქარ­თვე­ლო­ში რომც უჩივ­ლო, მათ წი­ნა­აღ­მდეგ ვე­რა­ფერს გა­ა­წყობ. თან, გა­მარ­თლე­ბა აქვთ - ძა­ლით არა­ვინ მიჰ­ყავთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში არც ჩა­მო­დი­ან - ინ­ტერ­ნე­ტის მეშ­ვე­ო­ბით "ქა­ჩა­ვენ სა­ქო­ნელს" თა­ვის­თან.

ელე­ნე ბა­სი­ლი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

რა ღირს თურქეთში ქართველი ქალი?

რა ღირს თურქეთში ქართველი ქალი?

საზღვარგარეთ ცხოვრებისა და მუშაობის მსურველ ადამიანებზე არაერთხელ დაწერილა, ისიც კარგად იცის საზოგადოებამ, რომ უამრავი ადამიანი აღმოჩნდა ტრეფიკინგის მსხვერპლი, მაგრამ თუ ქართველები საკუთარ თანამემამულეს უცხო ქვეყანაში უცხოელზე გაყიდდნენ და ეს საქმიანობა მათი შემოსავლის წყაროდ გადაიქცეოდა - არ მჯეროდა და ალბათ ვერც თქვენ წარმოიდგენდით. ჩემი რესპონდენტი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში თურქეთში ცხოვრობდა, სრულიად გამაოგნებელ ამბავს მიყვება...

ქეთი, 33 წლის:

- დიდი ხნის განმავლობაში საქართველოში ისეთ სამსახურს ვეძებდი, სადაც ნორმალურ გასამრჯელოს მივიღებდი, მაგრამ ალბათ ბევრი დამეთანხმება, რომ აქ სამუშაოს შოვნა არც ისე იოლია... როდესაც დასაქმების ყველანაირი იმედი ამომეწურა, სახლში ჩავიკეტე. სწორედ იმ პერიოდში ჩამოვიდა თურქეთიდან დეიდაჩემი და როცა ჩემი პრობლემის შესახებ შეიტყო, თურქეთში წასვლა შემომთავაზა. მითხრა, რომ იქ მუშაობას დამაწყებინებდა ქაღალდის ქარხანაში, სადაც წლების განმავლობაში თავად მუშაობდა. მისმა წინადადებამ მომხიბლა. დეიდა საბუთების მოწესრიგებაში დამეხმარა და თურქეთში გავემგზავრე.

- დეიდა დიდი ხანია, რაც თურქეთში ცხოვრობს?

- 2006 წლიდან და, ასე თუ ისე, ერკვევა იქაურ საქმეებში (იღიმის). იქ ბებიაჩემმა წაიყვანა, რომელიც, სხვათა შორის, 1997 წელს საკუთარმა დისშვილმა ჩაიყვანა უცხო ქვეყანაში და უთხრა, რომ მოხუცი კაცის მომვლელად დააწყებინებდა მუშაობას. როცა ბებია ჩავიდა, დისშვილმა 1.000 დოლარად გაყიდა თურქ კაცზე... ბებიაჩემის ორივე და დღეს თურქეთშია გათხოვილი. ბებოს დისშვილმა ჯერ საკუთარი და გაყიდა, მას კი დეიდებიც მიაყოლა. ბევრი გაყიდული ქალი საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებასაც ვეღარ ბედავს და ბედს ეგუება.

- ბებოსაც ასე დაემართა?

- ბებიას გაუმართლა: იმ კაცმა, რომელსაც მიჰყიდეს, ცოლად შეირთო და გარდაცვალების შემდეგ, საკმაოდ სოლიდური ქონება დაუტოვა. თავიდან კი ძალიან განიცადა ბებომ, მაგრამ წასასვლელი აღარსად ჰქონდა და ბედს შეეგუა. მერე, როცა იმ კაცთან ხელი მოაწერა, უკვე აღარც განიცდიდა უცხო ქვეყანაში ცხოვრებას (იღიმის). ბებოს კი გაუმართლა, მაგრამ გაყიდული ქალების უმრავლესობა ან ბორდელში ხვდება, ან ოჯახში, სადაც მოახლეცაა და ოჯახის უფროსის ხასაც.

- ბებია იმ კაცის ერთადერთი ცოლი იყო?

- არა, მას ცოლი და 5 შვილი ჰყავდა. ბებიაჩემი პირველი ცოლის გარდაცვალების შემდეგ შეირთო. ბებოს თავის გერებთან მშვენიერი ურთიერთობა აქვს. დღესაც თურქეთში ცხოვრობს, სახლში ზის და პენსია - 800 ლირაც (დაახლოებით 800 ლარი) აქვს. არაფერი უჭირს, მშვენივრად ცხოვრობს...

- ქეთი, თურქეთში ქართველებს დღესაც ყიდიან?

- კი, იქ ჩასულ ქართველებს საკმაოდ დიდი ბიზნესი აქვთ. ინტერნეტით ეცნობიან ქართველ ქალებს, რომლებიც უმუშევრები არიან და მათ თურქეთში სამსახურს სთავაზობენ - ოჯახებში დასაქმებასა და მაღალანაზღაურებად სამსახურს ჰპირდებიან. მოტყუებული ქალი თურქეთში ჩადის, შემდეგ ის მიჰყავთ ოჯახში და პასპორტს ართმევენ. ცაში გამოკიდებულ ქალს აღარც ხელფასს აძლევენ და არც არანაირი უფლება არა აქვს უცხო ქვეყანაში. ოჯახი, რომელიც ამ ქალს ყიდულობს, საშუალოდ, 1.000 დოლარს იხდის და შეუძლია, მთელი ცხოვრების განმავლობაში მოახლედ ჰყავდეს.

ქალსაც, იქ დარჩენის გარდა, სხვა გზა აღარ დარჩენია: პასპორტი არა აქვს, რომ საზღვარი გადმოლახოს, თუმცა პასპორტი რომც ჰქონდეს, უფულოდ სად წავა?! ჩვენ სადაც ვცხოვრობდით, იმ ქალაქიდან ასობით კილომეტრის რადიუსში დასახლებული პუნქტი არ შეგხვდებათ, მძღოლი კი ცხადია, უფასოდ არსად წაგიყვანს - მაშინვე ჟანდარმს გამოუძახებს და ციხეში გიკრავენ თავს ან დეპორტი არ აგცდება, ამას კი ყველაზე მეტად უფრთხიან ქართველები: არ უნდათ საქართველოში ხელცარიელი ჩამოსვლა, მით უმეტეს მაშინ, თუ ისეთ ოჯახში არიან მოხვედრილი, რომლის უფროსებიც შვილებთან გასაგზავნ 1-2 თეთრს აძლევენ.

იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ხერხით საკუთარ პასპორტს ისევ ხელში ჩაიგდებენ და საზღვრის გადმოლახვას შეეცდებიან, თურქული სახელმწიფო სამუდამოდ "ადეპორტებს" მათ ქვეყნიდან, ქართველები კი კანონდამრღვევს საზღვარზე 2.500 ლარს ახდევინებენ.

- თუ ადამიანს ეს თანხა არა აქვს?

- ამ შემთხვევაში, ისევ თურქეთში ბრუნდებიან და ციხეში ხვდებიან. უამრავ ადამიანს უწევს ციხეში ჯდომა, რადგან საზღვარზე გადასახდელი 2.500 ლარი არ გააჩნია. არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო და იმასაც აღვნიშნავ, რომ დღემდე ძალიან ბევრი ისეთი ადამიანია თურქეთში, ვინც პატიოსნად მუშაობს და აღებული გასამრჯელოთი საქართველოში მყოფ ოჯახის წევრებს ეხმარება, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ოჯახის წევრებს ატყუებენ, - ოჯახში ვმუშაობთო და თავს მეძაობით ირჩენენ, მათ შორის, გათხოვილი ქალებიც არიან...

როდესაც თურქეთში მივდიოდი, ჩემთან ერთად 2 გოგონა მგზავრობდა და არც მალავდნენ, თუ რა სამუშაოს ეწეოდნენ უცხო ქვეყანაში. მათ გზაშივე ურეკავდნენ თურქი კლიენტები და ეკითხებოდნენ, - როდის ჩამოხვალთო? ტერმინალში "მამაშა" დახვდათ და თავისთან "წალალა"... იქ ყოფნისას, უამრავი საშინელი ამბავი გავიგე. ერთი გოგონა, რომელიც ბორდელს მიჰყიდეს, ერთ-ერთ კლიენტს შეუყვარდა და იმ კაცმა გამოაპარა. გოგონა, თავის გადამრჩენელთან ერთად, საცხოვრებლად საქართველოში ჩამოვიდა, რადგან თურქეთში ამ ბიჭს მოსაკლავად დასდევდნენ: წყვილი საკმაოდ ძლიერ კლანს დაუპირისპირდა...

- ბებიაშენიც ხომ არაა ამ "ბიზნესში" ჩაბმული?

- არ ვიცი, ჩემთვის არ უთქვამს. გამორიცხული ნამდვილად არ არის, რომ მასაც გაეყიდა ქალები. მისი დისშვილი დროს უქმად არ კარგავს: ვიდრე მე საქართველოში გამოვემგზავრებოდი, რუსთაველი ქალი ჩაიყვანეს მოტყუებით, რომელიც ვინმე ჰუსეინისთვის უნდა მიეყიდათ. ახლახან საკუთარი ძმისშვილი ჩაიყვანა, რომელმაც მამიდამისისთვის სამწუხაროდ, ფეხი მოიტეხა და ჯერ კიდევ კოჭლობს. ასე რომ, მისი გაყიდვა ვერ მოახერხა - ინვალიდს არავინ ყიდულობს. ჰოდა, ახლა მეორე ძმისშვილის წაყვანას გეგმავდა, რომელიც უკვე გაყიდული ჰყავს და ფულიც აღებული აქვს.

- საკუთარ საქმიანობას შენც არ გიმალავდნენ?

- ისინი ამ თემაზე ჩემი თანდასწრებით ლაპარაკობდნენ; იცოდნენ, რომ ვერაფერს გავაწყობდი და ვერც საქართველოდან მოტყუებით ჩამოსულ ქალებს გავაფრთხილებდი... სხვათა შორის, ბებოს დისშვილმა მეც შემომთავაზა, - ჩამოიყვანე ქალები და ჩვენი "ბიზნესის" წილში გაგიყვანთო... ლამის გადავირიე, ისეთი "კონცერტი" მოვუწყვე, თავი კარგად დავამახსოვრე.

- თავად როგორ გადაურჩი გაყიდვას?

- გამიმართლა. ბებიას საქართველოში დაბრუნება და აქ ცხოვრება სურს. მე რომ გავეყიდე, აქ ფეხს ვეღარ ჩამოადგამდა - დედაჩემისთვის რა პასუხი უნდა გაეცა?! ამიტომაც მიფრთხილდებოდა. მის დისშვილს კი ჩემი გაყიდვის სურვილი ნამდვილად ჰქონდა. კლიენტებიც გამომიჩნდნენ, სახლში მოგვადგნენ და ბებოს ჩემს გაყიდვაზე დაელაპარაკნენ.

- და შენ ეს იცოდი?

- (იღიმის) კი, ჩემი თანდასწრებით ელაპარაკებოდნენ, არც კი მოერიდათ. აქ ქართველები ფულის გამო ერთმანეთს ყიდით და ალბათ შენც გასაყიდად ჩამოგიყვანესო, - მითხრეს. ზიზღით გვიყურებენ და ვერც შეედავები: რასაც იქ ქართველი ქართველს უკეთებს, თურქი ამას საკუთარი ხალხის წარმომადგენელს არ აკადრებს. ჰოდა, ამის გამო, ქართველებს "ფულის ღორებს" გვეძახდნენ.

- რა შემთხვევაში შეიძლება, გაყიდვას გადაურჩე?

- ქალაქ ანკარაში, ავტობუსების ტერმინალში არის დასაქმების ბიურო, სადაც ქართველები მუშაობენ და ალბათ ისინი უფრო სანდოები არიან, მაგრამ მათ პატიოსნებაზეც ვერ დავდებ თავს.

- დასაქმების ბიურო დასაქმების მსურველ ადამიანს კონტრაქტს თუ უფორმებს?

- არანაირი კონტრაქტი არ ფორმდება. რაიმე ფურცელზე რომც მოგაწერინონ ხელი, ის ნოტარიალურად არ მოწმდება და იურიდიული ძალა არა აქვს. მეც დეიდაჩემის პროტექციით მოვეწყვე ქარხანაში, სადაც არანაირ ხელშეკრულებაზე არ მომიწერია ხელი. საკმაოდ დიდი საწარმო იყო, რომელიც ბლოკნოტებს, ყურანის სურებს (თავებს), მათ ჩასადებ ჩანთებსა და ამა თუ იმ ქალაქის რუკებს აწარმოებდა. მე ბლოკნოტებში კალმების ჩადება მევალებოდა და ამაში 450 ლირას ვიღებდი, თურქებს კი იმავე სამუშაოსთვის 700 ლირაზე მეტს უხდიდნენ. მოკლედ, რადგან ქართველები ვიყავით და მუშაობის უფლება არ გვქონდა, ექსპლუატაციას გვიწევდნენ.

იქ ყოფნისას გავარკვიე, რომ მთელი დასავლეთ საქართველო თურქეთშია გახიზნული. როცა აქეთ მოვდიოდი, ერთი ბებო მეჯდა გვერდით, რომელმაც მითხრა: 72 წლის ვარ და უკვე 7 წელია, რაც ბოდრუმში ვცხოვრობო... იქ ყოფილა გათხოვილი. თავიდან შვილები ძალიან გამინაწყენდნენ, მაგრამ მათ ჩემი თურქი მეუღლე ისე ეხმარება, რომ ბედს შეეგუენო. ქალს ხახვი და კარტოფილიც კი თურქეთიდან მოჰქონდა.

- ქეთი, რატომ არავინ უჩივის იმ ადამიანებს, რომლებიც ქართველებს საქონელივით ყიდიან?

- ისინი თურქეთის მოქალაქეები არიან და საქართველოში რომც უჩივლო, მათ წინააღმდეგ ვერაფერს გააწყობ. თან, გამართლება აქვთ - ძალით არავინ მიჰყავთ, საქართველოში არც ჩამოდიან - ინტერნეტის მეშვეობით "ქაჩავენ საქონელს" თავისთან.

ელენე ბასილიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"