"ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის ეზოში მონიტორს ამონტაჟებენ. სავარაუდოდ, აქვე მოეწყობა სცენა.
"ქართული ოცნების" ლიდერები და მხარდამჭერები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ეგზიტპოლების შედეგებს და პირველად მონაცემებს "ქართული ოცნების" ოფისის ეზოში გაეცნობიან.
როგორც წესი, ეზოში შეკრებილ მხარდამჭერებს საღამოს "ქართული ოცნების" ლიდერები სიტყვით მიმართავენ.
საქართველოს მასტაბით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.