საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
6 მარტივი და იაფი ხერხი, რომლითაც ზამთარში სახლში სითბოს შეინარჩუნებთ
6 მარტივი და იაფი ხერხი, რომლითაც ზამთარში სახლში სითბოს შეინარჩუნებთ

ხში­რად, შე­ნო­ბებს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს სა­ხუ­რა­ვი, ფან­ჯრე­ბი, კედ­ლე­ბი და ია­ტა­კი, რაც შე­ნო­ბა­ში ენერ­გი­ის და­ნა­კარ­გის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზია. გამთბა­რი ჰა­ე­რის გა­დი­ნე­ბის ძი­რი­თა­დი ად­გი­ლე­ბია: ფან­ჯრის ჩარ­ჩო­სა და მი­ნას შო­რის, კარ-ფან­ჯრის ჩარ­ჩოს შე­ერ­თე­ბი­სა და მისი კე­დელ­თან გა­დაბ­მის ად­გი­ლე­ბი.

ძვე­ლი, ხის ფან­ჯრე­ბის შეც­ვლა ახა­ლი მე­ტა­ლოპ­ლასტმა­სის ორ­მა­გი შე­მინ­ვის ფან­ჯრე­ბით ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბაა - მას ყვე­ლა ვერ ახერ­ხებს. თუმ­ცა, თით­ქმის იმა­ვე შე­დე­გის მიღ­წე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია უფრო იაფი ხერ­ხე­ბით.

რო­გორ და­ვათ­ბუ­ნოთ ზამ­თრის სე­ზონ­ზე სახ­ლი მარ­ტი­ვად - ამა­ზე ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბის ცენ­ტრის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ექ­სპერ­ტი ლი­ა­ნა ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

დათ­ბუ­ნე­ბა ქა­ღალ­დით

- კარ-ფან­ჯრის დაგ­მან­ვის მარ­ტი­ვი და ხელ­მი­საწ­ვდო­მი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მარ­თლაც არ­სე­ბობს. ხის ფან­ჯრე­ბის დათ­ბუ­ნე­ბა სწრა­ფად და ია­ფად გა­ზე­თე­ბით, ან ქა­ღალ­დი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი: ჭურ­ჭელ­ში მო­ა­თავ­სეთ ქა­ღალ­დის ნა­კუ­წე­ბი, წყა­ლი და­ას­ხით, მი­ღე­ბუ­ლი პას­ტი­სებ­რი მა­სით შე­იძ­ლე­ბა ღრი­ჭო­ე­ბის ამოვ­სე­ბა. შრო­ბი­სას მასა გა­მაგრდე­ბა და სა­ი­მე­დო შე­მამ­ჭიდ­რო­ებ­ლად იქ­ცე­ვა. თუ ქა­ღალ­დის მა­სა­ში და­ვა­მა­ტებთ ცარცსა და ხორ­ბლის ფქვილს, უფრო სა­ი­მე­დო შე­მავ­სე­ბელს მი­ვი­ღებთ, რო­მე­ლიც შემ­დგომ ფან­ჯრის ჩარ­ჩო­ებს ად­ვი­ლად მო­ცილ­დე­ბა კი­დეც.

დათ­ბუ­ნე­ბა ბამ­ბით და ქსო­ვი­ლის ზო­ლე­ბით

- თუ გაქვთ ბამ­ბა და ქსო­ვი­ლის ან ქა­ღალ­დის ზო­ლე­ბი, და­სათ­ბუ­ნებ­ლად ასე გა­მო­ი­ყე­ნეთ: ტექ­ნი­კუ­რი ბამ­ბით, თხე­ლი და­ნის მეშ­ვე­ო­ბით ამო­ავ­სეთ ღრი­ჭო­ე­ბი და ზე­მო­დან და­ა­წე­ბეთ ქა­ღალ­დის და ქსო­ვი­ლის ზო­ლე­ბი. წე­ბოს მა­გივ­რად შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნოთ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­პო­ნიც. სა­მუ­შა­ო­ე­ბის უფრო სწრა­ფად ჩა­სა­ტა­რებ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია ქა­ღალ­დის წე­ბო­ვა­ნი ლენ­ტის ("სკო­ჩი") გა­მო­ყე­ნე­ბა.

დათ­ბუ­ნე­ბა პა­რა­ლო­ნით და წე­ბო­ვა­ნი ლენ­ტით

- პა­რა­ლო­ნი და­ჭე­რით ზო­ლე­ბად და ყვე­ლა ღრი­ჭო­ში ჩა­ტე­ნეთ. ზე­მო­დან მი­ა­კა­რით წე­ბო­ვა­ნი ლენ­ტი. სა­მუ­შა­ო­ე­ბი ტარ­დე­ბა სწრა­ფად და ეფექ­ტი საგ­რძნო­ბია. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­მო­ი­ყე­ნოთ ვარ­გი­სი წე­ბო­ვა­ნი ლენ­ტი, რომ თქვენ მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მუ­შაო ფუჭი არ იყოს.

ფან­ჯრის მი­ნის დათ­ბუ­ნე­ბა

- ფან­ჯრის მი­ნის და­სათ­ბუ­ნებ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია ისე­თი ხელ­მი­საწ­ვდო­მი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­გო­რი­ცაა ყვა­ვი­ლე­ბის შე­სა­ფუ­თი გამჭვირ­ვა­ლე ფირი. სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­წყე­ბამ­დე იწ­მინ­დე­ბა და შრე­ბა მი­ნის ზე­და­პი­რი.

მი­ნი­სა და ჩარ­ჩოს შე­ერ­თე­ბის ად­გი­ლე­ბი პა­რა­ლო­ნით ან ჰერ­მე­ტი­კით ივ­სე­ბა. ფან­ჯრის ჩარ­ჩო­ზე იკვრე­ბა ორ­მა­გი წე­ბო­ვა­ნი ლენ­ტი. ჩარ­ჩოს ზო­მა­ზე მოჭ­რი­ლი ფირი ფრთხი­ლად ეწე­ბე­ბა ლენტს.

დათ­ბუ­ნე­ბა სი­ლი­კო­ნის ჰერ­მე­ტი­კით

სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის დაგ­ჭირ­დე­ბათ ჰერ­მე­ტი­კი (სი­ლი­კო­ნი) და სპე­ცი­ა­ლუ­რი შპ­რი­ცი (პის­ტო­ლე­ტი). ჯო­ბია გა­მო­ი­ყე­ნოთ გამჭვირ­ვა­ლე ჰერ­მე­ტი­კი, რომ მისი მი­ნა­ზე უნებ­ლი­ედ მოხ­ვედ­რის შემ­თხვე­ვა­ში შე­უმ­ჩნე­ვე­ლი დარ­ჩეს. სა­მუ­შა­ო­ე­ბი უნდა ჩა­ტარ­დეს შემ­დე­გი თან­მიმ­დევ­რო­ბით:

  • ფან­ჯრი­დან მინა უნდა ამო­ი­ღოთ;
  • მი­ნე­ბის მი­მაგ­რე­ბის ად­გი­ლე­ბი დაგ­რო­ვი­ლი ჭუ­ჭყის­გან გაწ­მინ­დოთ;
  • მი­მაგ­რე­ბის ად­გი­ლებს სი­ლი­კო­ნი ეს­მე­ბა;
  • ამო­ღე­ბუ­ლი მინა თა­ვის ად­გილ­ზე ჯდე­ბა და "შტა­პი­კე­ბით" მაგრდე­ბა.

და­მა­ტე­ბი­თი მი­ნის ჩას­მა

- ფან­ჯრის ჩარ­ჩო­ში არ­სე­ბუ­ლი მი­ნი­დან 0,5-1,0 სმ და­ცი­ლე­ბით ღა­რის ამოჭ­რა ხდე­ბა, სა­დაც მე­ო­რე მინა ჩა­ის­მე­ბა, - ეს კი მი­ნა­პა­კე­ტის ეფექტს ქმნის.

ლი­ა­ნა რა­რი­ბაშ­ვი­ლის თქმით, პრო­ექ­ტი "აჭა­რის და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა და მათი მარ­თვის დახ­ვე­წა" ფარ­გლებ­ში გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ, მო­სახ­ლე­ო­ბა კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა. პრო­ექ­ტი გლო­ბა­ლუ­რი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ფონ­დის, გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სსიპ-ის "და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს" ხელ­შე­წყო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

6 მარტივი და იაფი ხერხი, რომლითაც ზამთარში სახლში სითბოს შეინარჩუნებთ

6 მარტივი და იაფი ხერხი, რომლითაც ზამთარში სახლში სითბოს შეინარჩუნებთ

ხშირად, შენობებს დაზიანებული აქვს სახურავი, ფანჯრები, კედლები და იატაკი, რაც შენობაში ენერგიის დანაკარგის ძირითადი მიზეზია. გამთბარი ჰაერის გადინების ძირითადი ადგილებია: ფანჯრის ჩარჩოსა და მინას შორის, კარ-ფანჯრის ჩარჩოს შეერთებისა და მისი კედელთან გადაბმის ადგილები.

ძველი, ხის ფანჯრების შეცვლა ახალი მეტალოპლასტმასის ორმაგი შემინვის ფანჯრებით ძვირადღირებული სიამოვნებაა - მას ყველა ვერ ახერხებს. თუმცა, თითქმის იმავე შედეგის მიღწევა შესაძლებელია უფრო იაფი ხერხებით.

როგორ დავათბუნოთ ზამთრის სეზონზე სახლი მარტივად - ამაზე ენერგოეფექტურობის ცენტრის კომუნიკაციის ექსპერტი ლიანა ღარიბაშვილი გვესაუბრება.

დათბუნება ქაღალდით

- კარ-ფანჯრის დაგმანვის მარტივი და ხელმისაწვდომი ღონისძიებები მართლაც არსებობს. ხის ფანჯრების დათბუნება სწრაფად და იაფად გაზეთებით, ან ქაღალდითაა შესაძლებელი: ჭურჭელში მოათავსეთ ქაღალდის ნაკუწები, წყალი დაასხით, მიღებული პასტისებრი მასით შეიძლება ღრიჭოების ამოვსება. შრობისას მასა გამაგრდება და საიმედო შემამჭიდროებლად იქცევა. თუ ქაღალდის მასაში დავამატებთ ცარცსა და ხორბლის ფქვილს, უფრო საიმედო შემავსებელს მივიღებთ, რომელიც შემდგომ ფანჯრის ჩარჩოებს ადვილად მოცილდება კიდეც.

დათბუნება ბამბით და ქსოვილის ზოლებით

- თუ გაქვთ ბამბა და ქსოვილის ან ქაღალდის ზოლები, დასათბუნებლად ასე გამოიყენეთ: ტექნიკური ბამბით, თხელი დანის მეშვეობით ამოავსეთ ღრიჭოები და ზემოდან დააწებეთ ქაღალდის და ქსოვილის ზოლები. წებოს მაგივრად შეიძლება გამოიყენოთ ჩვეულებრივი საპონიც. სამუშაოების უფრო სწრაფად ჩასატარებლად შესაძლებელია ქაღალდის წებოვანი ლენტის ("სკოჩი") გამოყენება.

დათბუნება პარალონით და წებოვანი ლენტით

- პარალონი დაჭერით ზოლებად და ყველა ღრიჭოში ჩატენეთ. ზემოდან მიაკარით წებოვანი ლენტი. სამუშაოები ტარდება სწრაფად და ეფექტი საგრძნობია. მნიშვნელოვანია გამოიყენოთ ვარგისი წებოვანი ლენტი, რომ თქვენ მიერ ჩატარებული სამუშაო ფუჭი არ იყოს.

ფანჯრის მინის დათბუნება

- ფანჯრის მინის დასათბუნებლად შესაძლებელია ისეთი ხელმისაწვდომი საშუალების გამოყენება, როგორიცაა ყვავილების შესაფუთი გამჭვირვალე ფირი. სამუშაოების დაწყებამდე იწმინდება და შრება მინის ზედაპირი.

მინისა და ჩარჩოს შეერთების ადგილები პარალონით ან ჰერმეტიკით ივსება. ფანჯრის ჩარჩოზე იკვრება ორმაგი წებოვანი ლენტი. ჩარჩოს ზომაზე მოჭრილი ფირი ფრთხილად ეწებება ლენტს.

დათბუნება სილიკონის ჰერმეტიკით

სამუშაოებისთვის დაგჭირდებათ ჰერმეტიკი (სილიკონი) და სპეციალური შპრიცი (პისტოლეტი). ჯობია გამოიყენოთ გამჭვირვალე ჰერმეტიკი, რომ მისი მინაზე უნებლიედ მოხვედრის შემთხვევაში შეუმჩნეველი დარჩეს. სამუშაოები უნდა ჩატარდეს შემდეგი თანმიმდევრობით:

  • ფანჯრიდან მინა უნდა ამოიღოთ;
  • მინების მიმაგრების ადგილები დაგროვილი ჭუჭყისგან გაწმინდოთ;
  • მიმაგრების ადგილებს სილიკონი ესმება;
  • ამოღებული მინა თავის ადგილზე ჯდება და "შტაპიკებით" მაგრდება.

დამატებითი მინის ჩასმა

- ფანჯრის ჩარჩოში არსებული მინიდან 0,5-1,0 სმ დაცილებით ღარის ამოჭრა ხდება, სადაც მეორე მინა ჩაისმება, - ეს კი მინაპაკეტის ეფექტს ქმნის.

ლიანა რარიბაშვილის თქმით, პროექტი "აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი მართვის დახვეწა" ფარგლებში განვახორციელეთ, მოსახლეობა კმაყოფილი დარჩა. პროექტი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის, გაეროს განვითარების პროგრამისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ-ის "დაცული ტერიტორიების დაცვის სააგენტოს" ხელშეწყობით განხორციელდა.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი