მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მშობლებს ვურჩევ, ბავშვებს ნაადრევად ნუ გაზრდიან" - პედიატრისა და ფსიქოლოგის რჩევები
"მშობლებს ვურჩევ, ბავშვებს ნაადრევად ნუ გაზრდიან" - პედიატრისა და ფსიქოლოგის რჩევები

ცურ­ვა, ტან­ვარ­ჯი­ში, ხატ­ვა, ჭად­რა­კი - ეს მცი­რე­დი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმი­სა, რა­ზეც მშობ­ლებს ბავ­შვე­ბი ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე დაჰ­ყავთ. მათი ნა­წი­ლი ფიქ­რობს, რომ რაც უფრო მეტ წრე­ზე ივ­ლის ბავ­შვი, მით უფრო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. თუმ­ცა, ფსი­ქო­ლო­გე­ბი და პე­დი­ატ­რე­ბი მშობ­ლებს ურ­ჩე­ვენ, ზღვა­რი სწო­რედ აქ და­იც­ვან.

პე­დი­ატ­რი გია კა­ნაშ­ვი­ლი ფიქ­რობს, რომ ბავ­შვი ფი­ზი­კუ­რად 4-5 წლის ასა­კი­დან უნდა დავ­ტვირ­თოთ.

"ბავ­შვე­ბი კომ­პი­უ­ტერ­თან მი­ჯაჭ­ვუ­ლე­ბი არი­ან და ეს ძა­ლი­ან მოქ­მე­დებს მხედ­ვე­ლო­ბა­ზე, მათ აღ­ნა­გო­ბა­ზეც, ამ­გვა­რად შე­იძ­ლე­ბა სქო­ლი­ო­ზი გა­ნუ­ვი­თარ­დეთ. ამ დროს ბავ­შვებს აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბათ აუზი, ცურ­ვა და სამ­კურ­ნა­ლო ფი­ზკულ­ტუ­რაც. მცი­რე ასაკ­ში ფეხ­ბურთს და კა­ლათ­ბურთს ვერ გირ­ჩევთ, თუმ­ცა სირ­ბი­ლი, ჰა­ერ­ზე სე­ირ­ნო­ბა, ცურ­ვა და თუნ­დაც ფი­გუ­რუ­ლი სრი­ა­ლი, ბავ­შვის ფი­ზი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ძა­ლი­ან კარ­გია," - გან­მარ­ტავს გია კა­ნაშ­ვი­ლი და დას­ძენს, რომ თუ მშობ­ლებს ბავ­შვი სპორტზე ვერ და­ყავთ, სუფ­თა ჰა­ერ­ზე მა­ინც უნდა ასე­ირ­ნონ ხოლ­მე.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ბავ­შვო ბაღს, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ბავ­შვის ბაღ­ში მიყ­ვა­ნა მისი სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ექი­მი-პე­დი­ატ­რის გია კა­ნაშ­ვი­ლის თქმით, ბავ­შვი ბაღ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ უნდა ვა­ტა­როთ, თუ საქ­მე მე­ტყვე­ლე­ბის პრობ­ლე­მებ­თან გვაქვს, რად­გან თა­ნა­ტო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ამ დროს დიდ როლს თა­მა­შობს ხოლ­მე, გარ­და ამი­სა, მე­ტყვე­ლე­ბის პრობ­ლე­მის შემ­თხვე­ვა­ში შვი­ლის ლო­გო­პედ­თან მიყ­ვა­ნაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

სკო­ლის ასა­კი­დან კი პე­დი­ატ­რის თქმით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, სწავ­ლა­სა და ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბას შო­რის ბა­ლან­სის დაც­ვა.

"ფი­ზი­კუ­რი და გო­ნებ­რი­ვი დატ­ვირ­თვა ერ­თმა­ნეთ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში უნდა იყოს. ბავ­შვს, რო­მე­ლიც გო­ნებ­რი­ვად ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლია და ბევ­რს მე­ცა­დი­ნე­ობს, ფი­ზი­კუ­რი გან­ტვირ­თვა აუ­ცი­ლებ­ლად ესა­ჭი­რო­ე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, სპორ­ტის რო­მე­ლი­მე სა­ხე­ო­ბით უნდა და­კავ­დეს," - აღ­ნიშ­ნავს პე­დი­ატ­რი.

რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლის გარ­და და­მა­ტე­ბით გო­ნებ­რივ დატ­ვირ­თვას, გია კა­ნაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ და­წყე­ბით კლა­სებ­ში (1-ლი, მე-2, მე-3) ბავ­შვს მეტი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო უნდა ჰქონ­დეს, რათა მისი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა უკეთ გან­ვი­თარ­დეს: "თუ ბავ­შვს ძა­ლი­ან გა­დავ­ტვირ­თავთ, მისი ნერ­ვულ სის­ტე­მა შე­საძ­ლოა, კარ­გად ვერ გან­ვი­თარ­დეს, რაც იმ მო­მენ­ტში არ გა­მოჩ­ნდე­ბა, მაგ­რამ პრობ­ლე­მე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მო­იკ­ვე­თე­ბა. თუ ბავ­შვის ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა ძა­ლი­ან გა­და­ი­ღა­ლა და დას­ვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ე­ცა, ეს მერე თავს ნერ­ვულ აღ­გზნე­ბა­დო­ბა­ში, გა­რე­მოს მი­მართ აგ­რე­სი­ის გა­მო­ხატ­ვა­ში, ხშირ ტი­რილ­სა თუ ყვი­რილ­ში იჩენს. ამ დროს კი ხში­რად მშო­ბე­ლი ვერ ხვდე­ბა, რა მოხ­და, რა­ტომ იქ­ცე­ვა ბავ­შვი ასე," - გან­მარ­ტავს მე­დი­კო­სი.

ად­რე­ულ ასაკ­ში ბავ­შვის და­მა­ტე­ბი­თი გო­ნებ­რივ დატ­ვირ­თვას მი­ზან­შე­წო­ნი­ლად არც ფსი­ქო­ლო­გი ზუ­რაბ მხე­ი­ძე მი­იჩ­ნევს. მისი თქმით, ამის მა­გა­ლი­თად, უცხო­ე­ნო­ვან სა­ბავ­შვო ბაღ­ში მიყ­ვა­ნის შემ­თხვე­ვე­ბიც გა­მოდ­გე­ბა, - "ბავ­შვი ჯერ მშობ­ლი­უ­რი ენის ცოდ­ნა­ში უნდა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს კარ­გად და უცხო ენე­ბის სწავ­ლა ამის მერე და­ი­წყოს. რო­დე­საც პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ხდე­ბა, უმ­ჯო­ბე­სია, მისი აზ­როვ­ნე­ბის სტრუქ­ტუ­რა იყოს გა­მარ­თუ­ლი და ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი იმ კულ­ტუ­რას­თან, რო­მელ­შიც ცხოვ­რობს, შე­სა­ბა­მი­სად, უმ­ჯო­ბე­სია, ბავ­შვი ქარ­თუ­ლე­ნო­ვან ბაღ­ში მი­ვიყ­ვა­ნოთ," - გან­მარ­ტავს ფსი­ქო­ლო­გი.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება

"მშობლებს ვურჩევ, ბავშვებს ნაადრევად ნუ გაზრდიან" - პედიატრისა და ფსიქოლოგის რჩევები

"მშობლებს ვურჩევ, ბავშვებს ნაადრევად ნუ გაზრდიან" - პედიატრისა და ფსიქოლოგის რჩევები

ცურვა, ტანვარჯიში, ხატვა, ჭადრაკი - ეს მცირედი ჩამონათვალია იმისა, რაზეც მშობლებს ბავშვები ადრეული ასაკიდანვე დაჰყავთ. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ რაც უფრო მეტ წრეზე ივლის ბავშვი, მით უფრო განვითარებული იქნება. თუმცა, ფსიქოლოგები და პედიატრები მშობლებს ურჩევენ, ზღვარი სწორედ აქ დაიცვან.

პედიატრი გია კანაშვილი ფიქრობს, რომ ბავშვი ფიზიკურად 4-5 წლის ასაკიდან უნდა დავტვირთოთ.

"ბავშვები კომპიუტერთან მიჯაჭვულები არიან და ეს ძალიან მოქმედებს მხედველობაზე, მათ აღნაგობაზეც, ამგვარად შეიძლება სქოლიოზი განუვითარდეთ. ამ დროს ბავშვებს აუცილებლად სჭირდებათ აუზი, ცურვა და სამკურნალო ფიზკულტურაც. მცირე ასაკში ფეხბურთს და კალათბურთს ვერ გირჩევთ, თუმცა სირბილი, ჰაერზე სეირნობა, ცურვა და თუნდაც ფიგურული სრიალი, ბავშვის ფიზიკური განვითარებისთვის ძალიან კარგია," - განმარტავს გია კანაშვილი და დასძენს, რომ თუ მშობლებს ბავშვი სპორტზე ვერ დაყავთ, სუფთა ჰაერზე მაინც უნდა ასეირნონ ხოლმე.

რაც შეეხება საბავშვო ბაღს, სპეციალისტები ამბობენ, რომ ბავშვის ბაღში მიყვანა მისი სოციალიზაციისა და განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ექიმი-პედიატრის გია კანაშვილის თქმით, ბავშვი ბაღში განსაკუთრებით მაშინ უნდა ვატაროთ, თუ საქმე მეტყველების პრობლემებთან გვაქვს, რადგან თანატოლებთან ურთიერთობა ამ დროს დიდ როლს თამაშობს ხოლმე, გარდა ამისა, მეტყველების პრობლემის შემთხვევაში შვილის ლოგოპედთან მიყვანაც მნიშვნელოვანია.

სკოლის ასაკიდან კი პედიატრის თქმით, აუცილებელია, სწავლასა და ფიზიკურ აქტივობას შორის ბალანსის დაცვა.

"ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა ერთმანეთთან შესაბამისობაში უნდა იყოს. ბავშვს, რომელიც გონებრივად ძალიან დატვირთულია და ბევრს მეცადინეობს, ფიზიკური განტვირთვა აუცილებლად ესაჭიროება, შესაბამისად, სპორტის რომელიმე სახეობით უნდა დაკავდეს," - აღნიშნავს პედიატრი.

რაც შეეხება სკოლის გარდა დამატებით გონებრივ დატვირთვას, გია კანაშვილი მიიჩნევს, რომ დაწყებით კლასებში (1-ლი, მე-2, მე-3) ბავშვს მეტი თავისუფალი დრო უნდა ჰქონდეს, რათა მისი ნერვული სისტემა უკეთ განვითარდეს: "თუ ბავშვს ძალიან გადავტვირთავთ, მისი ნერვულ სისტემა შესაძლოა, კარგად ვერ განვითარდეს, რაც იმ მომენტში არ გამოჩნდება, მაგრამ პრობლემები მოგვიანებით გამოიკვეთება. თუ ბავშვის ნერვული სისტემა ძალიან გადაიღალა და დასვენების საშუალება არ მიეცა, ეს მერე თავს ნერვულ აღგზნებადობაში, გარემოს მიმართ აგრესიის გამოხატვაში, ხშირ ტირილსა თუ ყვირილში იჩენს. ამ დროს კი ხშირად მშობელი ვერ ხვდება, რა მოხდა, რატომ იქცევა ბავშვი ასე," - განმარტავს მედიკოსი.

ადრეულ ასაკში ბავშვის დამატებითი გონებრივ დატვირთვას მიზანშეწონილად არც ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე მიიჩნევს. მისი თქმით, ამის მაგალითად, უცხოენოვან საბავშვო ბაღში მიყვანის შემთხვევებიც გამოდგება, - "ბავშვი ჯერ მშობლიური ენის ცოდნაში უნდა ჩამოყალიბდეს კარგად და უცხო ენების სწავლა ამის მერე დაიწყოს. როდესაც პიროვნების ჩამოყალიბება ხდება, უმჯობესია, მისი აზროვნების სტრუქტურა იყოს გამართული და ადაპტირებული იმ კულტურასთან, რომელშიც ცხოვრობს, შესაბამისად, უმჯობესია, ბავშვი ქართულენოვან ბაღში მივიყვანოთ," - განმარტავს ფსიქოლოგი.

განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ