კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საშიშია თუ არა აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობისთვის - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რჩევები
საშიშია თუ არა აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობისთვის - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რჩევები

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი­სა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის თქმით, აზი­ურ­მა ფა­რო­სა­ნამ ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით წელს, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას. თუმ­ცა, მი­სი­ვე თქმით, მწე­რი საფრ­თხეს არ უქ­მნის ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას.

"მინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნო, რომ ეს მწე­რი, ბაღ­ლინ­ჯო, ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე არ მოქ­მე­დებს. ის არ კბენს ადა­მი­ანს და ცხო­ველს, არ გა­დაქვს არა­ვი­თა­რი ინ­ფექ­ცია, თუმ­ცა გა­ჭყლე­ტის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო სუნი, რო­მე­ლიც ამ მწე­რის­თვის დამ­ცა­ვი მე­ქა­ნიზ­მია სხვა მწე­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ის სა­ში­ში არ არის, თუმ­ცა რო­დე­საც სახ­ლში დიდი რა­ო­დე­ნო­ბი­თაა ეს მწე­რი, რა თქმა უნდა, ეს არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოა და ბევრ უხერ­ხუ­ლო­ბას ქმნის. რად­გან აცი­ე­ბის წინ ხდე­ბა მათი მიგ­რა­ცია გა­რე­დან შიგ­ნით, სა­სურ­ვე­ლია, რომ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნას ის მე­ქა­ნი­კუ­რი დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რაც ამ დროს რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია.

სა­სურ­ვე­ლია მო­სახ­ლე­ო­ბამ იხ­მა­როს მე­ქა­ნი­კუ­რი დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი - ეს არის ბა­დე­ე­ბი, ხვრე­ლე­ბის ამოვ­სე­ბა, მტვერ­სას­რუ­ტი, საპ­ნი­ა­ნი წყა­ლი, რო­მელ­ზეც ნა­თუ­რაა და­მაგ­რე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ქი­მი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი შე­ის­წავ­ლეს და და­ახ­ლო­ე­ბით, 7 სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბა შე­ირ­ჩა, რო­მელ­თა ჩა­მო­ნათ­ვა­ლის ნახ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ვებგ­ვერ­დზე.

მი­სი­ვე თქმით, მწე­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქი­მი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას ადა­მი­ა­ნი უნდა დარ­წმუნ­დეს, რომ შერ­ჩე­უ­ლი პრე­პა­რა­ტის მოხ­მა­რე­ბა და­საშ­ვე­ბია შე­ნო­ბა­ში, მოქ­მე­დებს აზი­ურ ფა­რო­სა­ნა­ზე (მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ მოქ­მე­დებს ბაღ­ლინ­ჯო­ზე) და უნდა და­ვიც­ვათ მწარ­მო­ებ­ლის მიერ მი­თი­თე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, შე­ა­ფერ­ხა თუ არა აზი­ურ­მა ფა­რო­სა­ნამ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, ამი­რან გამ­ყე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მა­სობ­რი­ვად - არა. "რამ­დე­ნი­მე სკო­ლი­დან გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­დე­ზინ­სექ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ეს ეხე­ბა აჭა­რა­ში არ­სე­ბულ ორ სკო­ლას", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

საშიშია თუ არა აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობისთვის - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რჩევები

საშიშია თუ არა აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობისთვის - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რჩევები

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორისა ამირან გამყრელიძის თქმით, აზიურმა ფაროსანამ ბოლო ორი წლის განმავლობაში და განსაკუთრებით წელს, ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენა სოფლის მეურნეობას. თუმცა, მისივე თქმით, მწერი საფრთხეს არ უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს მწერი, ბაღლინჯო, ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს. ის არ კბენს ადამიანს და ცხოველს, არ გადაქვს არავითარი ინფექცია, თუმცა გაჭყლეტის შემდეგ შეიძლება ჰქონდეს არასასიამოვნო სუნი, რომელიც ამ მწერისთვის დამცავი მექანიზმია სხვა მწერების წინააღმდეგ. ადამიანის ჯანმრთელობისთვის ის საშიში არ არის, თუმცა როდესაც სახლში დიდი რაოდენობითაა ეს მწერი, რა თქმა უნდა, ეს არასასიამოვნოა და ბევრ უხერხულობას ქმნის. რადგან აციების წინ ხდება მათი მიგრაცია გარედან შიგნით, სასურველია, რომ გამოყენებული იქნას ის მექანიკური დაცვის საშუალებები, რაც ამ დროს რეკომენდირებულია.

სასურველია მოსახლეობამ იხმაროს მექანიკური დაცვის საშუალებები - ეს არის ბადეები, ხვრელების ამოვსება, მტვერსასრუტი, საპნიანი წყალი, რომელზეც ნათურაა დამაგრებული", - განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც მან აღნიშნა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა ქიმიური საშუალებები შეისწავლეს და დაახლოებით, 7 სადეზინფექციო საშუალება შეირჩა, რომელთა ჩამონათვალის ნახვა შესაძლებელია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

მისივე თქმით, მწერის საწინააღმდეგო ქიმიური საშუალების გამოყენებისას ადამიანი უნდა დარწმუნდეს, რომ შერჩეული პრეპარატის მოხმარება დასაშვებია შენობაში, მოქმედებს აზიურ ფაროსანაზე (მითითებულია, რომ მოქმედებს ბაღლინჯოზე) და უნდა დავიცვათ მწარმოებლის მიერ მითითებული უსაფრთხოების წესები.

რაც შეეხება იმას, შეაფერხა თუ არა აზიურმა ფაროსანამ სასწავლო პროცესი, ამირან გამყელიძის განცხადებით, მასობრივად - არა. "რამდენიმე სკოლიდან გვაქვს ინფორმაცია, მიმდინარეობს სადეზინსექციო სამუშაოები. ეს ეხება აჭარაში არსებულ ორ სკოლას", - განაცხადა გამყრელიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი