ჰიპერმარკეტ "გორგიას" დირექტორის ყოფილი მეუღლე ვარაუდობს, რომ გოგოშაძეს გატაცების გათამაშება სურდა

ჰიპერმარკეტ "გორგიას" დირექტორის ყოფილი მეუღლე ვარაუდობს, რომ გოგოშაძეს გატაცების გათამაშება სურდა

ჰიპერმარკეტ "გორგიას" დირექტორის ყოფილი მეუღლე და მისი ადვოკატი ვარაუდობენ, რომ გია გორგოშაძეს გატაცების გათამაშება სურდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ნინო დარსალიას ინტერესების დამცველმა არჩილ ჩუბინიძემ განუცხადა, გორგოშაძეს მისი გატაცების საქმეში ნინო დარსალიას გამოჩენით სურს იმ დავაზე მოახდინოს ზეგავლენა, რომელიც ყოფილ ცოლთან აქვს. მისივე თქმით, გამოძიებამ დარსალია უკვე გამოკითხა და მის სახლში ჩხრეკაც ჩაატარა.

როგორც ჩუბინიძე აღნიშნავს, სამართალდამცველებმა დარსალიას ბინიდან ორი ტელეფონი - უშუალოდ ნინო დარსალიასა და მისი შვილის ტელეფონები წაიღო.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიების ერთ-ერთი სავარაუდო ვერსიით, გია გორგოშაძის ყოფილი ცოლი, შესაძლოა, ბიზნესმენის გატაცების მცდელობასთან იყოს კავშირში, რა ვერსიასაც ის ფაქტი ამყარებს, რომ რამდენიმე წელია გორგოშაძესა და პირველ ცოლს შორის ბიზნესსაქმიანობის გამო დაპირისპირებაა.

გორგოშაძის ყოფილი ცოლი, ნინო დარსალია ამბობს, რომ ყოფილმა მეუღლემ ბიზნესი მისი საშუალებით დაიწყო, თუმცა როდესაც შემოსავალმა მოიმატა, გორგოშაძემ ის ბიზნესსაქმიანობას ჩამოაცილა და მისი ბიზნესწილებიც მიითვისა.

ნინო დარსალიას ბინის ჩხრეკის თაობაზე ინფორმაცია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გია გორგოშაძის პირველი ცოლის სახლიდან კომპიუტერი, ტელეფონები და სხვადასხვა სახის ჩანაწერები წაიღეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი