პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ცხოვრობს ამერიკაში ლიკა ქავჟარაძის შვილი და შვილიშვილი, რომელმაც სილამაზით მსახიობი დაჩრდილა
როგორ ცხოვრობს ამერიკაში ლიკა ქავჟარაძის შვილი და შვილიშვილი, რომელმაც სილამაზით მსახიობი დაჩრდილა

რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ლიკა ქა­ვჟა­რა­ძის მო­უ­ლოდ­ნელ­მა გარ­დაც­ვა­ლე­ბამ, ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ყვე­ლა თაყ­ვა­ნის­მცე­მელს უზო­მოდ დას­წყვი­ტა გული...

ცნო­ბი­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი სი­ლა­მა­ზის მქო­ნე, ქარ­თვე­ლი კი­ნო­ვარ­სკვლა­ვი პირ­ვე­ლად ფილმში 12 წლის ასაკ­ში გა­და­ი­ღეს. თუმ­ცა გან­სა­კუ­რე­ბუ­ლი აღი­ა­რე­ბა ფილმმა "ნატ­ვრის ხემ" მო­უ­ტა­ნა. ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე პრო­ფე­სი­ით მუ­სი­კო­სი იყო, მას დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს კონ­სერ­ვა­ტო­რია.

მსა­ხი­ო­ბი პრე­სას­თან წლე­ბის მან­ძილ­ზე არ ურ­თი­ერ­თობ­და. მან მხო­ლოდ ბო­ლოს გა­და­წყვი­ტა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე გა­მო­ჩე­ნა. 27 ოქ­ტომ­ბერს ლიკა ქა­ვჟა­რა­ძის ვარ­სკვლა­ვის გახ­სნა იგეგ­მე­ბო­და, სა­დაც მისი შვი­ლი­სა და შვი­ლიშ­ვი­ლის ჩა­მოყ­ვა­ნაც იყო და­გეგ­მი­ლი. ემ­ზა­დე­ბო­და გა­მო­ფე­ნის­თვი­საც, მაგ­რამ...

"თა­ვის დრო­ზე მე ვერ მი­ვა­ტო­ვე დე­და­ჩე­მი და ჩემი შვი­ლი, ახლა კი მე დავ­რჩი მარ­ტო", - აცხა­დებ­და ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე ორ­ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, მისი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე სან­დრო თაქთა­ქიშ­ვი­ლი გახ­ლდათ. სწო­რედ მას­თან ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს მსა­ხი­ობს ვაჟი, ლე­ვან თაქთა­ქიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მა­მას­თან და ოჯახ­თან ერ­თად ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს.

სან­დრო პრო­ფე­სი­ით ფი­ზი­კო­სია და ამე­რი­კის კოს­მო­სის სა­ა­გენ­ტო­ში მუ­შა­ობს.

რაც შე­ე­ხე­ბა ვაჟს, ლე­ვან თაქთა­ქიშ­ვილს, ის ამე­რი­კა­ში იუ­რის­ტად მუ­შა­ობს.

ლე­ვან თაქთა­ქიშ­ვილს ერთი ვაჟი საშ­კა ჰყავს, რო­მე­ლიც გა­რეგ­ნო­ბით ძა­ლი­ან ჰგავს ბე­ბი­ას და მისი სი­ლა­მა­ზე მთელ სა­ქარ­თვე­ლოს აღაფრ­თო­ვა­ნებს.

რო­გორც ლიკა ქა­ვჟა­რა­ძემ, "პრო­ფი­ლის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, შვი­ლი­სა და შვი­ლიშ­ვი­ლის ნახ­ვას ვერ ახერ­ხებს, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში იშ­ვი­ა­თად ჩა­მო­დი­ან. ამი­ტომ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მხო­ლოდ სკა­ი­პის სა­შუ­ა­ლე­ბით ჰქონ­და.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

წა­ი­კი­თხეთ:

"და­შო­რე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი მე არ ვყო­ფილ­ვარ" - ლიკა ქა­ვჟა­რა­ძის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ძვე­ლი ინ­ტერ­ვიუ, სა­დაც ის მსა­ხი­ობ­თან 8-წლი­ან თა­ნა­ცხოვ­რე­ბას იხ­სე­ნებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

როგორ ცხოვრობს ამერიკაში ლიკა ქავჟარაძის შვილი და შვილიშვილი, რომელმაც სილამაზით მსახიობი დაჩრდილა

როგორ ცხოვრობს ამერიკაში ლიკა ქავჟარაძის შვილი და შვილიშვილი, რომელმაც სილამაზით მსახიობი დაჩრდილა

რამდენიმე თვის წინ, ლიკა ქავჟარაძის მოულოდნელმა გარდაცვალებამ, ქართული ხელოვნების ყველა თაყვანისმცემელს უზომოდ დასწყვიტა გული...

ცნობილი და გამორჩეული სილამაზის მქონე, ქართველი კინოვარსკვლავი პირველად ფილმში 12 წლის ასაკში გადაიღეს. თუმცა განსაკურებული აღიარება ფილმმა "ნატვრის ხემ" მოუტანა. ლიკა ქავჟარაძე პროფესიით მუსიკოსი იყო, მას დამთავრებული აქვს კონსერვატორია.

მსახიობი პრესასთან წლების მანძილზე არ ურთიერთობდა. მან მხოლოდ ბოლოს გადაწყვიტა საზოგადოების წინაშე გამოჩენა. 27 ოქტომბერს ლიკა ქავჟარაძის ვარსკვლავის გახსნა იგეგმებოდა, სადაც მისი შვილისა და შვილიშვილის ჩამოყვანაც იყო დაგეგმილი. ემზადებოდა გამოფენისთვისაც, მაგრამ...

"თავის დროზე მე ვერ მივატოვე დედაჩემი და ჩემი შვილი, ახლა კი მე დავრჩი მარტო", - აცხადებდა ლიკა ქავჟარაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

ლიკა ქავჟარაძე ორჯერ იყო დაქორწინებული, მისი პირველი მეუღლე სანდრო თაქთაქიშვილი გახლდათ. სწორედ მასთან ქორწინებიდან ჰყავს მსახიობს ვაჟი, ლევან თაქთაქიშვილი, რომელიც მამასთან და ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს.

სანდრო პროფესიით ფიზიკოსია და ამერიკის კოსმოსის სააგენტოში მუშაობს.

რაც შეეხება ვაჟს, ლევან თაქთაქიშვილს, ის ამერიკაში იურისტად მუშაობს.

ლევან თაქთაქიშვილს ერთი ვაჟი საშკა ჰყავს, რომელიც გარეგნობით ძალიან ჰგავს ბებიას და მისი სილამაზე მთელ საქართველოს აღაფრთოვანებს.

როგორც ლიკა ქავჟარაძემ, "პროფილისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, შვილისა და შვილიშვილის ნახვას ვერ ახერხებს, რადგან საქართველოში იშვიათად ჩამოდიან. ამიტომ მათთან ურთიერთობა მხოლოდ სკაიპის საშუალებით ჰქონდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

წაიკითხეთ:

"დაშორების ინიციატორი მე არ ვყოფილვარ" - ლიკა ქავჟარაძის ყოფილი მეუღლის ძველი ინტერვიუ, სადაც ის მსახიობთან 8-წლიან თანაცხოვრებას იხსენებს