პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემიყვარდა ან როგორ შეიძლებოდა ასეთი ლამაზი გოგო არ შეგყვარებოდა?!" - სოსო ჯაჭვლიანი ლიკა ქავჟარაძეზე
"შემიყვარდა ან როგორ შეიძლებოდა ასეთი ლამაზი გოგო არ შეგყვარებოდა?!" - სოსო ჯაჭვლიანი ლიკა ქავჟარაძეზე

ქარ­თვე­ლი კი­ნო­ვარ­სკვლა­ვი, უმ­შვე­ნი­ე­რე­სი ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე 11 ოქ­ტომ­ბერს, სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. მსა­ხი­ობ­მა ხალ­ხს ყვე­ლა­ზე მე­ტად "ნატ­ვრის ხეში", მა­რი­ტას რო­ლით და­ა­მახ­სოვ­რა თავი. ამ ფილმში მას პარტნი­ო­რო­ბა სოსო ჯაჭვლი­ან­მა და ზაზა კო­ლე­ლიშ­ვილ­მა გა­უ­წი­ეს, ორი­ვე მსა­ხი­ო­ბი მომ­ხდა­რით შეძ­რუ­ლია. "ეს იყო თავ­ზარ­დამ­ცე­მი და ყოვ­ლად მო­უ­ლოდ­ნე­ლი. ჩვენ ვგეგ­მავ­დით გა­მო­ფე­ნის მო­წყო­ბას და ვემ­ზა­დე­ბო­დით აქ­ტი­უ­რად. არა­ნა­ი­რი მი­ზე­ზი მას თა­ვის მოკ­ვლის არ ჰქო­ნია", - გა­ნა­ცხა­და ზაზა კო­ლე­ლიშ­ვილ­მა.

სოსო ჯაჭვლი­ა­ნი kvirispalitra.ge - ს ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე­ზე დიდი ტკი­ვი­ლით ესა­უბ­რა:

- და­მუნ­ჯე­ბუ­ლი ვარ, უმ­ძი­მე­სი იყო ჩემ­თვის ამ ამ­ბის გა­გე­ბა, თა­ვი­დან ვერც და­ვი­ჯე­რე... წარ­მო­უდ­გენ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბა - ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე­ზე უკვე წარ­სულ­ში ვი­ლა­პა­რა­კო... ყვე­ლას ჰგო­ნია, რომ "ნატ­ვრის ხე" იყო პირ­ვე­ლი ფილ­მი, სა­დაც ჩვენ ერ­თმა­ნეთს შევ­ხვდით... მა­ნამ­დე იყო მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი - "სიყ­ვა­რუ­ლო ძალ­სა შენ­სა", რო­მე­ლიც რეზო გაბ­რი­ა­ძემ გა­და­ი­ღო. ერთ-ერთი ნო­ვე­ლა იყო - კავ­კა­სი­უ­რი რო­მან­სი და ამ ფილმში ჩვენ შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს ვთა­მა­შობ­დით... მე და ლიკა თით­ქმის ორი წე­ლი­წა­დი გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ერ­თად ვი­ყა­ვით. "კავ­კა­სი­უ­რი რო­მან­სის" გა­და­ღე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით ცხრა თვე გაგ­რძელ­და და წე­ლი­წად­ზე მეტი "ნატ­ვრის ხე"... ლიკა რაც იყო, სამ­წუ­ხა­როდ იმის მე­ა­სე­დიც არ არის გა­და­ღე­ბუ­ლი. ვერ გა­მო­ი­ყე­ნა ამ­ხე­ლა სი­ლა­მა­ზე ქარ­თულ­მა კი­ნომ! ქარ­თვე­ლებს ძა­ლი­ან ცუდი ჩვე­ვა გვაქვს, ადა­მი­ა­ნი რომ წავა ამ ქვეყ­ნი­დან, მერე მივ­ტი­რით... ჩვენ, ვინც ვიც­ნობ­დით, ლიკა ყო­ველ­თვის გვიყ­ვარ­და. გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე მთე­ლი ჯგუ­ფი მას­ზე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან ვუფრ­თხილ­დე­ბო­დით, რად­გან ნამ­დვი­ლი ფე­რია იყო ჩვენს თვალ­წინ... ახლა კი­დევ ყვე­ლა­ფერს ვერ ვამ­ბობ, რაც გულ­ში მაქვს. დრო დამ­ჭირ­დე­ბა აზ­რე­ბი რომ და­ვა­ლა­გო...

ცხოვ­რე­ბა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რა და­უნ­დო­ბე­ლია! ადა­მი­ა­ნებს თუ ოდ­ნავ სა­ლა­პა­რა­კო მი­ე­ცათ, ათას იმ­დენს მი­ა­მა­ტე­ბენ იმას, რაც სი­ნამ­დვი­ლე­შია! ლიკა უფა­ქი­ზე­სი იყო, მა­რი­ტა­სა­ვით ნაზი, ლაღი, უბო­რო­ტო და გულ­წრფე­ლი! ბო­ლოს სამ­წუ­ხა­როდ გულ­ჩა­თხრო­ბი­ლიც გახ­და... ქვე­ყა­ნას ასე­თი ადა­მი­ა­ნი, ასე­თი მსა­ხი­ო­ბი ჰყავ­და და ხე­ლის გულ­ზე უნდა გვე­ტა­რე­ბი­ნა. რო­გორ

შე­იძ­ლე­ბო­და მას სა­არ­სე­ბო წყა­რო­ზე ჰქო­ნო­და საზ­რუ­ნა­ვი?! ეს ქვეყ­ნის დიდი სირ­ცხვი­ლია! ლიკა ქა­ვჟა­რა­ძეს ისე­დაც ურ­თუ­ლე­სი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და. დე­და­მი­სი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქალ­ბა­ტო­ნი ადრე გარ­და­იც­ვა­ლა. მე მას კარ­გად ვიც­ნობ­დი და ვიცი რა­საც ნიშ­ნავ­და ლი­კას­თვის დე­დის და­კარ­გვა. ლი­კამ უამ­რა­ვი სევ­და და ტკი­ვი­ლი წა­ი­ღო იმ ქვეყ­ნად... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

წა­ი­კი­თხეთ: ლიკა ქა­ვჟა­რა­ძის ბოლო ინ­ტერ­ვიუ - რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და მსა­ხი­ო­ბი გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე

"შემიყვარდა ან როგორ შეიძლებოდა ასეთი ლამაზი გოგო არ შეგყვარებოდა?!" - სოსო ჯაჭვლიანი ლიკა ქავჟარაძეზე

"შემიყვარდა ან როგორ შეიძლებოდა ასეთი ლამაზი გოგო არ შეგყვარებოდა?!" - სოსო ჯაჭვლიანი ლიკა ქავჟარაძეზე

ქართველი კინოვარსკვლავი, უმშვენიერესი ლიკა ქავჟარაძე 11 ოქტომბერს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მსახიობმა ხალხს ყველაზე მეტად "ნატვრის ხეში", მარიტას როლით დაამახსოვრა თავი. ამ ფილმში მას პარტნიორობა სოსო ჯაჭვლიანმა და ზაზა კოლელიშვილმა გაუწიეს, ორივე მსახიობი მომხდარით შეძრულია. "ეს იყო თავზარდამცემი და ყოვლად მოულოდნელი. ჩვენ ვგეგმავდით გამოფენის მოწყობას და ვემზადებოდით აქტიურად. არანაირი მიზეზი მას თავის მოკვლის არ ჰქონია", - განაცხადა ზაზა კოლელიშვილმა.

სოსო ჯაჭვლიანი kvirispalitra.ge - ს ლიკა ქავჟარაძეზე დიდი ტკივილით ესაუბრა:

- დამუნჯებული ვარ, უმძიმესი იყო ჩემთვის ამ ამბის გაგება, თავიდან ვერც დავიჯერე... წარმოუდგენლად მეჩვენება - ლიკა ქავჟარაძეზე უკვე წარსულში ვილაპარაკო... ყველას ჰგონია, რომ "ნატვრის ხე" იყო პირველი ფილმი, სადაც ჩვენ ერთმანეთს შევხვდით... მანამდე იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმი - "სიყვარულო ძალსა შენსა", რომელიც რეზო გაბრიაძემ გადაიღო. ერთ-ერთი ნოველა იყო - კავკასიური რომანსი და ამ ფილმში ჩვენ შეყვარებულებს ვთამაშობდით... მე და ლიკა თითქმის ორი წელიწადი გადასაღებ მოედანზე ერთად ვიყავით. "კავკასიური რომანსის" გადაღება დაახლოებით ცხრა თვე გაგრძელდა და წელიწადზე მეტი "ნატვრის ხე"... ლიკა რაც იყო, სამწუხაროდ იმის მეასედიც არ არის გადაღებული. ვერ გამოიყენა ამხელა სილამაზე ქართულმა კინომ! ქართველებს ძალიან ცუდი ჩვევა გვაქვს, ადამიანი რომ წავა ამ ქვეყნიდან, მერე მივტირით... ჩვენ, ვინც ვიცნობდით, ლიკა ყოველთვის გვიყვარდა. გადასაღებ მოედანზე მთელი ჯგუფი მასზე იყო შეყვარებული, ძალიან ვუფრთხილდებოდით, რადგან ნამდვილი ფერია იყო ჩვენს თვალწინ... ახლა კიდევ ყველაფერს ვერ ვამბობ, რაც გულში მაქვს. დრო დამჭირდება აზრები რომ დავალაგო...

ცხოვრება, მოგეხსენებათ, რა დაუნდობელია! ადამიანებს თუ ოდნავ სალაპარაკო მიეცათ, ათას იმდენს მიამატებენ იმას, რაც სინამდვილეშია! ლიკა უფაქიზესი იყო, მარიტასავით ნაზი, ლაღი, უბოროტო და გულწრფელი! ბოლოს სამწუხაროდ გულჩათხრობილიც გახდა... ქვეყანას ასეთი ადამიანი, ასეთი მსახიობი ჰყავდა და ხელის გულზე უნდა გვეტარებინა. როგორ

შეიძლებოდა მას საარსებო წყაროზე ჰქონოდა საზრუნავი?! ეს ქვეყნის დიდი სირცხვილია! ლიკა ქავჟარაძეს ისედაც ურთულესი ცხოვრება ჰქონდა. დედამისი, არაჩვეულებრივი ქალბატონი ადრე გარდაიცვალა. მე მას კარგად ვიცნობდი და ვიცი რასაც ნიშნავდა ლიკასთვის დედის დაკარგვა. ლიკამ უამრავი სევდა და ტკივილი წაიღო იმ ქვეყნად... განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ:  ლიკა ქავჟარაძის ბოლო ინტერვიუ - როგორ გამოიყურებოდა მსახიობი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი