20 თვიანი უპროცენტო შიდა განვადება უკვე დასრულებულ პროექტში King David

20 თვიანი უპროცენტო შიდა განვადება უკვე დასრულებულ პროექტში King David

დღეიდან King David-ში რეზიდენციების შეძენა 20 თვიანი 0%-იანი შიდა განვადებით არის შესაძლებელი! პროექტი მიღებულია ექსპლუატაციაში და 1-ლი დეკემბრიდან King David-ში პირველი მაცხოვრებლები გადმოვლენ.

რეზიდენციის შეძენისთანავე მომხმარებლებს აქვთ საშუალება დაიწყონ სარემონტო სამუშაოები და თანხის არასრული დაფარვის შემთხვევაშიც კი შეუძლიათ საცხოვრებლად გადმოსვლა.

პრემიუმ კლასის მრავალფუნქციურ კომპლექსში King David, საერთო ფართის თითქმის 40% ინფრასტრუქტურას ეთმობა. პროექტი ორ დამოუკიდებელ შენობას 32 და 19 სართულიან კოშკებს აერთიანებს. მაღალ კოშკში King David Residences განთავსებულია საცხოვრებელი ფართები, დაბალ კოშკში King David Business Center კი A კლასის ბიზნესცენტრი, რომელიც უკვე სექტემბრიდან ოპერირებს. კოშკები ერთმანეთთან 6 სართულით არის დაკავშირებული და სწორედ ამ სართულებზე არის განთავსებული ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი. მათ შორის - 28 მეტრის სიგრძის აუზი, სპა და ფიტნესცენტრი, ღია ტერასაზე გაშენებული ბაღი საბავშვო მოედნით, რესტორანი, კაფეტერია, ივენთჰოლი, მაცხოვრებლებისთვის განკუთვნილი ლობი საკუთარი ბარით, ბიზნესცენტრის ლობი და პარკინგი. 32-ე სართულზე კი გათვალისწინებულია 5 ვარსკვლავიანი რესტორანი 360 გრადუსიანი პანორამული ხედით თბილისზე.

King David უძრავი ქონების სექტორში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსის - International Property Awards-ის ფარგლებში უკვე მეორედ აღნიშნავს საერთაშორისო წარმატებას. King David-მა 2016 წელს უმაღლესი - 5 ვარსკვლავიანი შეფასება მიიღო და გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო მრავალფუნქციური კომპლექსი საქართველოში“. წელს კი King David საქართველოში საუკეთესო მაღალსართულიან საცხოვრებელ პროექტად დასახელდა.

King David-ის კონცეფცია გათვლილია წარმატებულ და საქმიან ადამიანებზე, რომლებისთვის დრო და ცხოვრების ხარისხი პრიორიტეტია. მათთვის ექსკლუზიურად შექმნილ სივრცეში ცხოვრებისთვის, ბიზნესის კეთებისთვის, გართობისთვის და განტვირთვისთვის ყველა პირობაა შექმნილი.

შეთავაზება ძალაშია 2017 წლის 20 ნოემბრამდე.

R

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი