პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიკა ქავჟარაძის ბოლო ინტერვიუ - როგორ გამოიყურებოდა მსახიობი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე
ლიკა ქავჟარაძის ბოლო ინტერვიუ - როგორ გამოიყურებოდა მსახიობი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე

მსა­ხი­ო­ბი ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლილს სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბა, თუმ­ცა შსს-ში ჯერ­ჯე­რო­ბით საქ­მის დე­ტა­ლებ­ზე არ სა­უბ­რო­ბენ.

გთა­ვა­ზობთ მსა­ხი­ო­ბის ერთ-ერთ ბოლო ინ­ტერ­ვი­უს, რო­მე­ლიც გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" ჟურ­ნა­ლის­ტმა მას­თან 18 სექ­ტემ­ბერს ჩა­წე­რა:

- რო­გო­რია თქვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა?

- ვხა­ტავ, წო­ნა­ში დაკ­ლე­ბას ვცდი­ლობ, დავ­დი­ვარ პარკში - ქა­ო­სურ მოძ­რა­ო­ბა­ში სი­ა­რულს, იქ გან­მარ­ტო­ე­ბა მირ­ჩევ­ნია.

ნა­ხეთ ვი­დეო

- ოჯახ­ში რო­გო­რი ხართ?

- ჩემი ოჯა­ხი ჩემი შვი­ლია, რო­მე­ლიც ამე­რი­კა­შია. მე მარ­ტო ვცხოვ­რობ. მიყ­ვარს მარ­ტო­ო­ბა. სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ფუს­ფუ­სი მი­ტა­ცებს ძა­ლი­ან. მგო­ნი, ვი­საც გემ­რი­ე­ლად ჭამა უყ­ვარს, მომ­ზა­დე­ბაც ეხერ­ხე­ბა. დღე­სას­წა­უ­ლე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად ახა­ლი წელი მიყ­ვარს. ალ­ბათ, ბავ­შვო­ბი­დან მომ­დევს ეს სიყ­ვა­რუ­ლი. ადა­მი­ანს უნდა გქონ­დეს სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­ი­ლა­მა­ზო ცხოვ­რე­ბა, მე კი ისე ვცხოვ­რობ, ყვე­ლა­ფე­რი გათ­ვლი­ლი მაქვს - ჭა­მა­ზე, კო­მუ­ნა­ლურ გა­და­სა­ხა­დებ­ზე, წა­მალ­ზე...

ჩემი მუდ­მი­ვი შე­მო­სა­ვა­ლი ივა­ნიშ­ვი­ლის გა­დახ­დი­ლი თან­ხაა. ეგ რომ არა, არ ვიცი, რა მეშ­ვე­ლე­ბო­და.

- "ნატ­ვრის ხის" შემ­დეგ ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე სი­ლა­მა­ზის სიმ­ბო­ლოდ იქცა...

- მა­რი­ტას როლი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში უმ­თავ­რეს მო­მენ­ტად იქცა. ყვე­ლა "ნატ­ვრის ხეზე" ლა­პა­რა­კობ­და. შო­თი­კო კა­ლან­და­ძეს­თან რომ მნა­ხეს ერო­ტი­კულ სცე­ნებ­ში, ასე­თი რა­ღაც რო­გორ გა­და­ი­ღე "ნატ­ვრის ხის" მე­რეო, ამ­ბობ­დნენ. მსა­ხი­ო­ბი ვარ და თუკი გა­მომ­დის, რა­ტომ არ უნდა ვი­თა­მა­შო?! ზოგი აცხა­დებ­და, მე ასე ვერ გა­მო­ვა­ლო! ესე იგი, არ შე­გიძ­ლია, როლი გა­ნა­სა­ხი­ე­რო. ემო­ცი­ის გა­მოვ­ლე­ნის უნა­რი თუ არ გაქვს, არა­ფე­რი გა­მო­გი­ვა. მინ­დო­და და ვი­თა­მა­შე! გა­და­ღე­ბა ჩემ­თვის სა­მუ­შაო პრო­ცე­სია - ითა­მა­შე, გა­ა­კე­თე და წადი. (იხი­ლეთ სრუ­ლად ინ­ტერ­ვიუ)

ლიკა ქავჟარაძის ბოლო ინტერვიუ - როგორ გამოიყურებოდა მსახიობი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე

ლიკა ქავჟარაძის ბოლო ინტერვიუ - როგორ გამოიყურებოდა მსახიობი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე

მსახიობი ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება, თუმცა შსს-ში ჯერჯერობით საქმის დეტალებზე არ საუბრობენ.

გთავაზობთ მსახიობის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუს, რომელიც გაზეთ "კვირის პალიტრის" ჟურნალისტმა მასთან 18 სექტემბერს ჩაწერა:

- როგორია თქვენი ყოველდღიურობა?

- ვხატავ, წონაში დაკლებას ვცდილობ, დავდივარ პარკში - ქაოსურ მოძრაობაში სიარულს, იქ განმარტოება მირჩევნია.

ნახეთ ვიდეო

- ოჯახში როგორი ხართ?

-  ჩემი ოჯახი ჩემი შვილია, რომელიც ამერიკაშია. მე მარტო ვცხოვრობ. მიყვარს მარტოობა. სამზარეულოში ფუსფუსი მიტაცებს ძალიან. მგონი, ვისაც გემრიელად ჭამა უყვარს, მომზადებაც ეხერხება. დღესასწაულებიდან ყველაზე მეტად ახალი წელი მიყვარს. ალბათ, ბავშვობიდან მომდევს ეს სიყვარული. ადამიანს უნდა გქონდეს საშუალება, გაილამაზო ცხოვრება, მე კი ისე ვცხოვრობ, ყველაფერი გათვლილი მაქვს - ჭამაზე, კომუნალურ გადასახადებზე, წამალზე...

ჩემი მუდმივი შემოსავალი ივანიშვილის გადახდილი თანხაა. ეგ რომ არა, არ ვიცი, რა მეშველებოდა.

- "ნატვრის ხის" შემდეგ ლიკა ქავჟარაძე სილამაზის სიმბოლოდ იქცა...

- მარიტას როლი ჩემს ცხოვრებაში უმთავრეს მომენტად იქცა. ყველა "ნატვრის ხეზე" ლაპარაკობდა. შოთიკო კალანდაძესთან რომ მნახეს ეროტიკულ სცენებში, ასეთი რაღაც როგორ გადაიღე "ნატვრის ხის" მერეო, ამბობდნენ. მსახიობი ვარ და თუკი გამომდის, რატომ არ უნდა ვითამაშო?! ზოგი აცხადებდა, მე ასე ვერ გამოვალო! ესე იგი, არ შეგიძლია, როლი განასახიერო. ემოციის გამოვლენის უნარი თუ არ გაქვს, არაფერი გამოგივა. მინდოდა და ვითამაშე! გადაღება ჩემთვის სამუშაო პროცესია - ითამაშე, გააკეთე და წადი. (იხილეთ სრულად ინტერვიუ)

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი