პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სურსათის ეროვნული სააგენტო - ტემპერატურის მატებასთან ერთად, ფაროსანა საცხოვრებლებიდან კვლავ ნათესებში ინაცვლებს, სადაც კონკრეტული ლოკაციები იწამლება
სურსათის ეროვნული სააგენტო - ტემპერატურის მატებასთან ერთად, ფაროსანა საცხოვრებლებიდან კვლავ ნათესებში ინაცვლებს, სადაც კონკრეტული ლოკაციები იწამლება

აზი­ურ ფა­რო­სა­ნას­თან ბრძო­ლის მიზ­ნით, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო მავ­ნებ­ლის გავ­რცე­ლე­ბის კე­რებ­ში ლო­კა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებს ატა­რებს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო­დან აც­ნო­ბეს, ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბას­თან და კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას­თან ერ­თად, მავ­ნე­ბე­ლი სა­ცხოვ­რებ­ლე­ბი­დან კვლავ ნა­თე­სებ­სა და მა­სი­ვებ­ში ინაც­ვლებს, სა­დაც სა­ა­გენ­ტოს მიერ იწამ­ლე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი ლო­კა­ცი­ე­ბი.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­ა­გენ­ტოს სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კა მუ­შა­ობს სა­მეგ­რე­ლოს, გუ­რი­ის და იმე­რე­თის რე­გი­ო­ნებ­ში იმ ლო­კა­ცი­ებ­ზე, სა­დაც მავ­ნე­ბე­ლი დიდი ოდე­ნო­ბით აღი­ნიშ­ნე­ბა.

"ამ ეტაპ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კომ­პლექ­სუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბის მიერ სა­კარ­მი­და­მო ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და ეზო­ე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ქი­მი­უ­რი პრე­პა­რა­ტე­ბით, სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­ში კი მავ­ნე­ბელ­თან ბრძო­ლის მე­ქა­ნი­კუ­რი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. მო­სახ­ლე­ო­ბა ჩა­ერ­თო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა­ში და ვინც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი პრეპ­რა­ტე­ბით ეზო­ე­ბი და სა­კარ­მი­და­მო ნაკ­ვე­თე­ბი უკვე შე­წამ­ლა, მავ­ნებ­ლის შემ­ცი­რე­ბას ადას­ტუ­რებს. პა­რა­ლე­ლუ­რად, გრძელ­დე­ბა პრეპ­რა­ტე­ბის და­რი­გე­ბის პრო­ცე­სი, ერთ ოჯახს ერთი ლიტ­რი პრე­პა­რა­ტი, ფე­რო­მო­ნი (მავ­ნებ­ლის მო­სა­ზი­დი ხა­ფან­გი) და მათი გა­მო­ყე­ნე­ბის ინ­სტრუქ­ცია და სა­ინ­ფორ­მა­ციო მა­სა­ლე­ბი გა­და­ე­ცე­მა.

პრეპ­რა­ტე­ბის გა­და­ცე­მა და­ახ­ლო­ე­ბით 230 ათა­სი ოჯა­ხის­თვის არის და­გეგ­მი­ლი. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ სამ­გერ­ლოს, გუ­რი­ის, იმე­რე­თის და აჭა­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს უკვე გა­დას­ცა პრე­პა­რა­ტე­ბი. სა­მეგ­რე­ლოს რე­გი­ო­ნი - 95 911 ; გუ­რია - 50 670; იმე­რე­თი - 38 838; აჭა­რა - 13 000. პრე­პა­რა­ტე­ბის გა­და­ცე­მას ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ და მათი და­რი­გე­ბის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. პრე­პა­რა­ტებ­თან ერ­თად მო­სახ­ლე­ო­ბას ურიგ­დე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო მა­სა­ლე­ბი და მათი გა­მო­ყე­ნე­ბის ინ­სტრუქ­ცია.

მავ­ნე­ბელ­თან ბრძო­ლის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნას ბრძო­ლის მიზ­ნით, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში - სა­მეგ­რე­ლოს, გუ­რი­ის, იმე­რე­თის და აჭა­რის იმ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში, სა­დაც გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მავ­ნე­ბე­ლი, სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კით, სა­მან­ქა­ნე და სატ­რაქ­ტო­რო აგ­რე­გა­ტე­ბის და ავი­ა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით შე­ი­წამ­ლა 110 ათა­სი ჰე­ქატ­რამ­დე ფარ­თო­ბი, სა­კარ­მი­და­მო ნაკ­ვე­თი და დიდი მა­სი­ვე­ბი", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

სურსათის ეროვნული სააგენტო - ტემპერატურის მატებასთან ერთად, ფაროსანა საცხოვრებლებიდან კვლავ ნათესებში ინაცვლებს, სადაც კონკრეტული ლოკაციები იწამლება

სურსათის ეროვნული სააგენტო - ტემპერატურის მატებასთან ერთად, ფაროსანა საცხოვრებლებიდან კვლავ ნათესებში ინაცვლებს, სადაც კონკრეტული ლოკაციები იწამლება

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მავნებლის გავრცელების კერებში ლოკალურ ღონისძიებებს ატარებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ტემპერატურის მატებასთან და კლიმატური პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, მავნებელი საცხოვრებლებიდან კვლავ ნათესებსა და მასივებში ინაცვლებს, სადაც სააგენტოს მიერ იწამლება კონკრეტული ლოკაციები.

მათივე ცნობით, სააგენტოს სპეციალური ტექნიკა მუშაობს სამეგრელოს, გურიის და იმერეთის რეგიონებში იმ ლოკაციებზე, სადაც მავნებელი დიდი ოდენობით აღინიშნება.

"ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია კომპლექსური ღონისძიებების გატარება, მოსახლეობის მიერ საკარმიდამო ტერიტორიების და ეზოების დამუშავება სპეციალისტების მიერ რეკომენდებული ქიმიური პრეპარატებით, საცხოვრებელ სახლებში კი მავნებელთან ბრძოლის მექანიკური მეთოდების გამოყენება. მოსახლეობა ჩაერთო ღონისძიებების გატარებაში და ვინც სპეციალისტების მიერ რეკომენდებული პრეპრატებით ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები უკვე შეწამლა, მავნებლის შემცირებას ადასტურებს. პარალელურად, გრძელდება პრეპრატების დარიგების პროცესი, ერთ ოჯახს ერთი ლიტრი პრეპარატი, ფერომონი (მავნებლის მოსაზიდი ხაფანგი) და მათი გამოყენების ინსტრუქცია და საინფორმაციო მასალები გადაეცემა.

პრეპრატების გადაცემა დაახლოებით 230 ათასი ოჯახისთვის არის დაგეგმილი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამგერლოს, გურიის, იმერეთის და აჭარის მუნიციპალიტეტებს უკვე გადასცა პრეპარატები. სამეგრელოს რეგიონი - 95 911 ; გურია - 50 670; იმერეთი - 38 838; აჭარა - 13 000. პრეპარატების გადაცემას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ და მათი დარიგების პროცესი მიმდინარეობს. პრეპარატებთან ერთად მოსახლეობას ურიგდება საინფორმაციო მასალები და მათი გამოყენების ინსტრუქცია.

მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აზიური ფაროსანას ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში - სამეგრელოს, გურიის, იმერეთის და აჭარის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც გავრცელებულია მავნებელი, სპეციალური ტექნიკით, სამანქანე და სატრაქტორო აგრეგატების და ავიაციის მეშვეობით შეიწამლა 110 ათასი ჰექატრამდე ფართობი, საკარმიდამო ნაკვეთი და დიდი მასივები", - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი