კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექსპერტის პრაქტიკული რჩევები, რომლებიც კომუნალურ ხარჯებს დაგიზოგავთ - "მაცივარი გამათბობლის გვერდით არ უნდა დადგათ"
ექსპერტის პრაქტიკული რჩევები, რომლებიც კომუნალურ ხარჯებს დაგიზოგავთ - "მაცივარი გამათბობლის გვერდით არ უნდა დადგათ"

რა არის ენერ­გო­ე­ფე­ტუ­რო­ბა? რო­გორ ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან ენერ­გო­და­ნა­კარ­გე­ბი, არ და­ვა­ზი­ა­ნოთ ეკო­სის­ტე­მა და თა­ვა­დაც არ დავ­ზი­ან­დეთ? - ზოგს შე­საძ­ლოა ჰგო­ნია, რომ აქ გა­მო­სა­ვა­ლი არ არ­სე­ბობს, ასე არ არის და ამ თე­მა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა გი­ორ­გი აბუ­ლაშ­ვი­ლი, ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, მე­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის ექ­სპერ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­სა და აზერ­ბა­ი­ჯან­ში.

მი­იჩ­ნე­ვა, რომ ენერ­გო­გა­და­სა­ხა­დი და­მო­კი­დე­ბუ­ლია მხო­ლოდ ტა­რიფ­ზე და მისი შემ­ცი­რე­ბით შე­იძ­ლე­ბა გა­და­სა­ხა­დე­ბის შემ­ცი­რე­ბა. არა­და, ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბას გა­რე­მოს­დაც­ვი­თი და სო­ცი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბიც უკავ­შირ­დე­ბა. ბა­ტო­ნი გი­ორ­გი გვე­უბ­ნე­ბა, რომ აბო­ნენ­ტის­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა, და­იკ­მა­ყო­ფი­ლოს მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბი და მას­ში არ გა­და­ი­ხა­დოს დიდი თან­ხა, ყო­ვე­ლი გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი თუ გა­მო­უ­ცხა­დე­ბე­ლი ტა­რი­ფის ცვლი­ლე­ბა მის­თვის არ იყოს მტკივ­ნე­უ­ლი. აბო­ნენ­ტის მიერ მოხ­მა­რე­ბუ­ლი გა­და­სა­ხა­დი შედ­გე­ბა - ტა­რი­ფი გამ­რავ­ლე­ბუ­ლი მოხ­მა­რე­ბულ ენერ­გი­ა­ზე. ტა­რი­ფებ­ზე ზე­გავ­ლე­ნა კი ადა­მი­ა­ნის ძა­ლის­ხმე­ვას აღე­მა­ტე­ბა, თუმ­ცა ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბა ამის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, რომ თი­თო­ე­უ­ლი აბო­ნენ­ტის დო­ნე­ზე მოხ­დეს გა­და­სა­ხა­დის კო­რექ­ტი­რე­ბა.

თუ რო­გორ? ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტის პა­სუ­ხი ასე­თია: "უპირ­ვე­ლე­სად სა­ჭი­როა ჩვე­ნი ყო­ფი­თი უნარჩვე­ვე­ბის შეც­ვლა. ეს კი ენერ­გი­ის ეფექ­ტურ გა­მო­ყე­ნე­ბას უდ­რის, ანუ ოჯა­ხი, აბო­ნენ­ტი სად და რო­გორ მო­იხ­მარს ენერ­გი­ას და სად შე­ამ­ცი­რებს მას, ან იაფი ენერ­გი­ით ჩა­ა­ნაც­ვლებს.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ამის შეც­ვლა გა­წე­უ­ლი ფარ­დე­ბი­თა და ჩამ­ქრა­ლი ნა­თუ­რე­ბით შე­იძ­ლე­ბა. უმ­რავ­ლე­სო­ბა დღის სა­ა­თებ­ში ხე­ლოვ­ნურ გა­ნა­თე­ბას იყე­ნებს, სა­ჭი­როა, ჩა­იქ­როს ნა­თუ­რა, ფარ­დე­ბი გა­ი­წი­ოს და ოთახ­ში დღის სი­ნათ­ლე შე­მო­ვი­დეს. ეს პრობ­ლე­მის მარ­ტი­ვი ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რი გა­და­წყვე­ტაა".

ექ­სპერ­ტი გვაფრ­თხი­ლებს, რომ მა­ცი­ვა­რი მზი­ან ად­გილ­ზე, ან გა­მათ­ბობ­ლის გვერ­დით არ უნდა დავ­დგათ. იმის გამო, რომ მისი კა­მე­რა შიდა სივ­რცეს აგ­რი­ლებს, ამას კი ოთახ­ში არ­სე­ბუ­ლი ჰა­ე­რი­დან სით­ბოს არ­თმე­ვით ახ­დენს. ცხელ გა­რე­მო­ში კი რთუ­ლად მუ­შა­ობს და მეტი ელექტრო­ე­ნერ­გია სჭირ­დე­ბა. გა­მათ­ბობ­ლის, ან მზის პირ­და­პი­რი დას­ხი­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი, მა­ცივ­რის კომ­პრე­სო­რი მეტ ენერ­გი­ას მო­იხ­მარს.

ბოლო დროს მო­და­შია კა­რა­და­ში შედ­გმუ­ლი მა­ცი­ვა­რი, შე­იძ­ლე­ბა ამით ოთახ­ში ფარ­თობს იგე­ბენ, რე­ა­ლუ­რად კი ენერ­გი­ის გა­და­სა­ხადს იზ­რდი­ან, მა­ცი­ვარს აზი­ა­ნე­ბენ და ექ­სპლო­ა­ტა­ცი­ის ვა­დას უმ­ცი­რე­ბენ.

სა­რე­ცხი მან­ქა­ნის შემ­თხვე­ვა­შიც ბა­ტო­ნი გი­ორ­გის თქმით, არ არის სა­ჭი­რო ზე­მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რე­ბის მი­თი­თე­ბა. 30-40-გრა­დუ­სი­ან რე­ჟიმ­შიც სრუ­ლად ასუფ­თა­ვებს ტან­საც­მელს თუ სხვა­დას­ხვა ქსო­ვილს, და­მა­ტე­ბი­თი ტემ­პე­რა­ტუ­რა არის და­მა­ტე­ბი­თი ქსე­ლი­დან წა­მო­ღე­ბუ­ლი ენერ­გია. ერთი ნივ­თის გამო, რო­მე­ლიც 200 გრამს იწო­ნის, 5-კი­ლოგ­რა­მი­ა­ნი მან­ქა­ნის ჩარ­თვა ენერ­გი­ის ტყუ­ი­ლი ფლან­გვაა!..

- ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, მა­გა­ლი­თად, მზის ენერ­გი­ა­ზე რას იტყვით?

- ჩვენ­თან, მან­სარ­დში საკ­მა­რის თბო­ი­ზო­ლა­ცი­ას არ აკე­თე­ბენ. არა­და, მშე­ნებ­ლო­ბის ან რე­მონ­ტის დროს, მი­ნი­მუმ, 20-სან­ტი­მეტ­რი­ა­ნი დათ­ბუ­ნე­ბის ფენა უნდა გა­კეთ­დეს და შემ­დეგ მოხ­დეს ე.წ. მზის მი­ლე­ბის და­ტა­ნა. ამას­თან, დღის სი­ნათ­ლის შე­მოშ­ვე­ბა­ში პა­ტა­რა სარ­კმე­ლიც და­ეხ­მა­რე­ბათ, რო­მელ­საც ჟა­ლუ­ზი ექ­ნე­ბა...

თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, იგი­ვე მზის ენერ­გი­ი­დან ელექტრო­ე­ნერ­გიი, ან ცხე­ლი წყლის მი­ღე­ბა, ჯერ კი­დევ ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბაა, მი­უ­ხედ­ვა­და იმი­სა, რომ წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­აფ­და, ყო­ვე­ლი მო­ქა­ლა­ქის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ არის, ძვი­რია. მაგ­რამ ვი­საც ეს შე­უძ­ლია, აკე­თებს, თუმ­ცა მათ­გან ყვე­ლა არა, რად­გა­ნაც მათ­თა­ნაც ჯერ არ არის ცნო­ბი­ე­რე­ბა სა­თა­ნა­დო დო­ნემ­დე ასუ­ლი.

- გა­ცი­ლე­ბით ეფექ­ტუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რა­დაც მომ­ხიბ­ვლე­ლია წყალ­გა­მა­ცხე­ლე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი...

- დიახ, რო­გორც ყო­ფა­ცხოვ­რე­ბა­ში, ისე ჰი­გე­ნუ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად, ასე­ვე იმ მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მო­ებ­ში, სა­დაც ცხე­ლი წყა­ლი სჭი­დე­ბათ. ფაქ­ტობ­რი­ვად, ორ წე­ლი­წად­ში ამ ტექ­ნო­ლო­გი­ა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ის დაბ­რუ­ნე­ბა ხდე­ბა შემ­ცი­რე­ბუ­ლი გადსა­ხა­დე­ბით, მით უმე­ტეს იმ გაზ­რდი­ლი ენერ­გო­გა­და­სა­ხა­დე­ბის ფონ­ზე, ასე­თი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბა უფრო უმ­ჯო­ბეს­დე­ბა. მოკ­ლედ, თუ ტა­რი­ფი გა­ი­ზარ­და და ამან უფრო ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გია, ან გაზი ჩა­ა­ნაც­ვლა, და­ნა­ზო­გიც მეტი იქ­ნე­ბა.

- ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­თე­ბა რო­გორ ჩა­ვა­ნაც­ვლოთ?

- ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ნა­თუ­რე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბის მარ­ტი­ვი ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა ვარ­ვა­რე­ბის ნა­თუ­რე­ბით შეც­ვლაა. კომ­პაქ­ტუ­რი შუქ­დი­ო­დუ­რი ნა­თუ­რე­ბი საგ­რძნობ შე­დეგს იძ­ლე­ვა. ერ­თბა­შად რომ არ მოხ­დეს მათი გა­მოც­ვლა, რაც ოჯა­ხის ბი­უ­ჯე­ტის­თვის ცოტა რთუ­ლია, შე­იძ­ლე­ბა ეტა­პობ­რი­ვად - ყო­ვე­ლი გა­დაწ­ვის შემ­დეგ ახ­ლი­სა და ხა­რის­ხი­ა­ნის შე­ძე­ნა უფრო ად­ვი­ლია, რი­თაც ოჯა­ხი თან­და­თან გა­და­ვა და­ბა­ლე­ნერ­გო­მომ­ხმა­რე­ბელ გა­ნა­თე­ბა­ზე.

- რო­გორ მო­ვიქ­ცეთ ელექტრო­მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის შე­ძე­ნი­სას?

- ახა­ლი ელექტრო­მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის შე­ძე­ნი­სას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ყუ­რა­დღე­ბა მი­ვაქ­ცი­ოთ ენერ­გე­ტი­კულ ეტი­კეტს, ენერ­გო­მარ­კი­რე­ბას, რო­მე­ლიც ლა­თი­ნურ ან­ბანს მიჰ­ყვე­ბა. რაც უფრო ალ­ფა­ვი­ტის თავ­შია A, A+, A++, ნაკ­ლებ ენერ­გი­ას მო­იხ­მარს (ეს ყვე­ლა­ფე­რი ეტი­კეტ­ზეა და­ტა­ნი­ლი). მაგ­რამ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არ არის, შე­ძე­ნი­სას რომ ამო­ი­კი­თხოს... ხოლო იქ, სა­დაც ეტი­კეტ­ზე წე­რია, ვთქვათ, მა­ცი­ვა­რი წე­ლი­წად­ში რამ­დენ კი­ლო­ვატს მო­იხ­მარს, ეს იმის დად­გე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ, რა ენერ­გი­ას და­ზო­გავთ წე­ლი­წად­ში.

ასე­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­აა და­ტა­ნი­ლი წყლის მოხ­მა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მათ­თვის, ვინც წყლის ღი­რე­ბუ­ლე­ბას მრი­ცხვე­ლის მი­ხედ­ვით იხ­დის.

- ქა­ლაქ­ში უამ­რა­ვი მან­ქა­ნა მოძ­რა­ობს, რაც ისე­დაც მძი­მე ეკო­ლო­გი­ურ სუ­რათს მე­ტად ამ­ძი­მებს.

- ფაქ­ტია, რომ საკ­მა­ო­დაა მომ­რავ­ლე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი. ავ­ტო­მან­ქა­ნის შე­ძე­ნი­სას სა­სურ­ვე­ლია, ოპ­ტი­მა­ლუ­რი სიმ­ძლავ­რის ძრა­ვე­ბი შე­ვი­ძი­ნოთ, თუმ­ცა უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლია და ეკო­ნო­მი­უ­რია ჰიბ­რი­დუ­ლი ელექტროძ­რა­ვე­ბიც. თუ ავ­ტო­მო­ბი­ლი ქა­ლაქ­ში შიდა გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის არის, უამ­რა­ვი მარ­ტი­ვი რჩე­ვა და ჩვე­ვა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­მუ­შა­ვოს მძღოლ­მა, რომ თა­ვი­სი­ვე სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლით ნე­ბის­მი­ე­რი ცვლი­ლე­ბის გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად უფრო მეტი საწ­ვა­ვი და­ზო­გოს. სხვა­თა შო­რის, ბოლო პე­რი­ოდ­ში გა­მოშ­ვე­ბუ­ლი სა­ბუ­რა­ვე­ბიც კი, ასე­თი ენერ­გე­ტი­კუ­ლი ეტი­კე­ტით არის აღ­ჭურ­ვი­ლი. სა­ბუ­რა­ვებს აწე­რია, მისი გა­მო­ყე­ნე­ბი­სას რო­მე­ლი მან­ქა­ნა მეტ თუ ნაკ­ლებ საწ­ვავს მო­იხ­მარს, ამა­ზეც არის ყუ­რა­დღე­ბა მი­საქ­ცე­ვი.

თბი­ლის­ში ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხია, რა­საც ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­მო­ნა­ბოლ­ქვი იწ­ვევს, ასე­ვე საწ­ვა­ვის ხა­რის­ხი, ყო­ფა­ცხოვ­რე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში მოხ­მა­რე­ბუ­ლი წვა­დი რე­სურ­სე­ბი (შეშა, ბუ­ნებ­რი­ვი აირი). ეს გა­მო­ნა­ბოლ­ქვი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და აქ პირ­ველ ად­გილ­ზეა ტრან­სპორ­ტი, მაგ­რამ მე­ო­რე ად­გილ­ზეა (3-5-პრო­ცენ­ტი­ა­ნი სხვა­ო­ბით) ყო­ფა­ცხოვ­რე­ბა­ში მოხ­მა­რე­ბუ­ლი ენერ­გია. ეკო­ლო­გია მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ზი­ან­დე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით, გა­მათ­ბო­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას.

- კერ­ძოდ?

- არ­სე­ბულ პრაქ­ტი­კა­ში, ყო­ვე­ლი ბი­ნი­დან გა­მო­დის მილი, რო­მე­ლიც ცალ­სა­ხად ზედა მე­ზო­ბელს წამ­ლავს, ანუ ყო­ვე­ლი ზედა სარ­თუ­ლი ამ შხამს იღებს თა­ვი­სი მე­ზობ­ლის გა­მათ­ბობ­ლის­გან თუ წყალ­გა­მა­ცხე­ლე­ბე­ლი ქვა­ბი­დან. ჩვენ­თან ამის ჩა­სა­ნაც­ვლებ­ლად ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ არ­სე­ბობს და თან, ამას თი­თო­ე­უ­ლი მო­სახ­ლე ვერ გა­და­წყვეტს. მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი და ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­სა­წყვე­ტია, რომ შე­ნო­ბა­ზე ავ­ტო­ნო­მი­უ­რი სის­ტე­მე­ბის და­ნერგვა­ზე გა­და­ვიდ­ნენ. შე­იძ­ლე­ბა ასე­ვე მიკ­რო­ე­ზოს­თვის რა­ი­ო­ნუ­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი გათ­ბო­ბის და­ყე­ნე­ბა, რაც დიდ სირ­თუ­ლე­ებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

თუმ­ცა აქაც შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი მარ­თვის მე­ქა­ნიზმს მივ­მარ­თოთ, შე­ვამ­ცი­როთ ბუ­ნებრვი აი­რის მოხ­მა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა, რომ­ლი­თაც უშუ­ა­ლოდ უნებ­ლი­ედ მე­ზო­ბელს ვა­ყე­ნებთ ზა­რალს და და­სახ­ლე­ბის მიერ ერ­თმა­ნე­თის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლი ერ­თობ­ლი­ვად­ვე უნდა შე­ვამ­ცი­როთ.

- რო­გორ?

- თუ ხის ჩარ­ჩო­ი­ან ფან­ჯრებ­ზეა ლა­პა­რა­კი, ღრი­ჭო­ე­ბი ამო­ვავ­სოთ, დავ­გმა­ნოთ, რომ თბი­ლი ჰა­ე­რის გა­რეთ ნაკ­ლე­ბი გა­დი­ნე­ბა მოხ­დეს და ცი­ვის შე­მო­დი­ნე­ბა. თუ თა­ნა­მედ­რო­ვე ორ­მა­გი შე­მინ­ვაა (მე­ტა­ლო­პასტმა­სი), გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბულ ფან­ჯრებს სხვა პრობ­ლე­მა აქვთ, თუ სწო­რად არ არის და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, ჟანგბა­დის დე­ფი­ცი­ტი იქ­მნე­ბა და ამ დროს ფან­ჯა­რა უნდა გა­ი­ღოს, რაც გა­მათ­ბო­ბელს ან გა­მაგ­რი­ლე­ბელ მო­წყო­ბი­ლო­ბას ჩარ­თულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში პრობ­ლე­მას უქ­მნის. ამი­ტომ, აქაც არის გა­მო­სა­ვა­ლი, ფან­ჯრის გა­ღე­ბის წინ აგ­რე­გა­ტი გა­მოვ­რთოთ, შე­მო­ვუშ­ვათ ჰა­ე­რი და შემ­დეგ ისევ ჩავ­რთოთ.

ძველ კორ­პუ­სებ­ში ბუ­ნებ­რი­ვი ვენ­ტი­ლა­ცია იყო, ახ­ლებ­ში ყველ­გან არ არის, სა­ი­და­ნაც უნდა მოხ­დეს ჰა­ე­რის გა­დი­ნე­ბა და შე­მო­დი­ნე­ბა. თუ ასე­თი რამ არ არის, მარ­ტი­ვი სა­ვენ­ტი­ლა­ციო სის­ტე­მა და­ვა­მონ­ტა­ჟოთ, რო­მე­ლიც ფან­ჯა­რა­ზე ან კე­დელ­ზე გა­კეთ­დე­ბა.

- რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ნაკ­ლე­ბად ზრუ­ნავს, გა­მო­დის ადა­მი­ან­მა თვი­თონ უნდა იზ­რუ­ნოს...

- სა­ხელ­მწი­ფომ შე­იძ­ლე­ბა შექ­მნას წი­ნა­პი­რო­ბე­ბი, კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, მაგ­რამ, ადა­მი­ა­ნებ­მა კა­ნო­ნი თუ არ ავას­რუ­ლეთ, არა­ფე­რი გა­მო­ვა. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს კა­ნო­ნი შე­ნო­ბებ­ში მო­წე­ვის აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ, თუ ადა­მი­ა­ნებ­მა ეს არ აღას­რუ­ლეს, სხვაგ­ვა­რად ძნე­ლია...

სა­ხელ­მწი­ფოს შე­უძ­ლია ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში არ მი­ი­ღოს ის შე­ნო­ბე­ბი, სა­დაც თუნ­დაც გათ­ბო­ბის ერ­თობ­ლი­ვი სის­ტე­მე­ბი არ იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ეკო­ლო­გი­ას ნაკ­ლებ ზი­ანს მი­ა­ყე­ნებს.

ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბის სა­კი­თხე­ბი არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მა­ნამ­დეც იყო მი­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ ევ­რო­პას­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბამ და­აჩ­ქა­რა. წლის ბო­ლომ­დე კა­ნონპ­რო­ექ­ტი უნდა მომ­ზად­დეს, ამ კა­ნონპ­რო­ექტს ამოქ­მე­დე­ბის დედ­ლა­ი­ნიც აქვს სა­ხელ­მწი­ფოს და, შე­სა­ბა­მი­სად, კა­ნონ­ქვემ­დე­ბა­რე აქ­ტე­ბიც. რო­დე­საც ეს გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, მა­შინ სა­ხელ­მწი­ფო მშე­ნებ­ლებ­თან შევა კონ­ტაქ­ტში, მაგ­რამ თვი­თო­ე­ულ ოჯახ­ში სა­ხელ­მწი­ფო ვერ შე­ი­ხე­დავს. არა­ერ­თხელ იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, რომ გა­მათ­ბო­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის არას­წო­რი მონ­ტა­ჟი ლე­ტა­ლურ შე­დეგს იწ­ვევს და ამის არა­ერ­თი შემ­თხვე­ვაც არ­სე­ბობს. სა­ხელ­მწი­ფო აცხა­დებს, - იმ მო­წყო­ბი­ლო­ბის შე­მო­ტა­ნის აკ­რძალ­ვა არ არის სწო­რი, რად­გა­ნაც ვის­თა­ნაც ყვე­ლა წე­სის დაც­ვით, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის მიერ და­მონ­ტაჟ­და, ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა, მაგ­რამ იქ სა­დაც კუს­ტა­რუ­ლად და არას­წო­რად გა­კეთ­და, სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გებს იწ­ვევს. თი­თო­ე­ულ ოჯახ­ში თი­თო­ე­ულ­მა ადა­მი­ან­მა უნდა გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს ყვე­ლა­ფე­რი, უნდა მო­იყ­ვა­ნოს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა უთხრას, რომ თქვენს სივ­რცე­ში ამის გა­კე­თე­ბა სა­ერ­თოდ არ შე­იძ­ლე­ბა, ვი­ნა­ი­დან ამის ალ­ბა­თო­ბა არ­სე­ბობს, ამი­ტო­მაც არ მოჰ­ყავთ სპე­ცი­ა­ლის­ტი და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მოქ­მე­დე­ბენ, რაც მძი­მე შე­დე­გე­ბით სრულ­დე­ბა. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც ჩვენ უნდა აღ­ვას­რუ­ლოთ. აქ არის ცნო­ბი­ე­რე­ბა და გაც­ნო­ბი­ე­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. უნდა გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის, გა­და­სა­ხა­დე­ბი­სა და შიდა ეკო­ლო­გი­ის­თვის არის სა­სარ­გებ­ლო.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

ბრძენი
0

ერთი თუ ძმა ხარ შენ და მაჭავარიანმა ხელი მოისვით რა სანამ სკამზე დაჟდებოდეთ1

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

ექსპერტის პრაქტიკული რჩევები, რომლებიც კომუნალურ ხარჯებს დაგიზოგავთ - "მაცივარი გამათბობლის გვერდით არ უნდა დადგათ"

ექსპერტის პრაქტიკული რჩევები, რომლებიც კომუნალურ ხარჯებს დაგიზოგავთ - "მაცივარი გამათბობლის გვერდით არ უნდა დადგათ"

რა არის ენერგოეფეტურობა? როგორ ავიცილოთ თავიდან ენერგოდანაკარგები, არ დავაზიანოთ ეკოსისტემა და თავადაც არ დავზიანდეთ? - ზოგს შესაძლოა ჰგონია, რომ აქ გამოსავალი არ არსებობს, ასე არ არის და ამ თემაზე გვესაუბრება გიორგი აბულაშვილი, ენერგოეფექტურობის ცენტრის ხელმძღვანელი, მერების შეთანხმების ექსპერტი საქართველოსა და აზერბაიჯანში.

მიიჩნევა, რომ ენერგოგადასახადი დამოკიდებულია მხოლოდ ტარიფზე და მისი შემცირებით შეიძლება გადასახადების შემცირება. არადა, ენერგოეფექტურობას გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხებიც უკავშირდება. ბატონი გიორგი გვეუბნება, რომ აბონენტისთვის საინტერესოა, დაიკმაყოფილოს მოთხოვნილებები და მასში არ გადაიხადოს დიდი თანხა, ყოველი გამოცხადებული თუ გამოუცხადებელი ტარიფის ცვლილება მისთვის არ იყოს მტკივნეული. აბონენტის მიერ მოხმარებული გადასახადი შედგება - ტარიფი გამრავლებული მოხმარებულ ენერგიაზე. ტარიფებზე ზეგავლენა კი ადამიანის ძალისხმევას აღემატება, თუმცა ენერგოეფექტურობა ამის საშუალებას იძლევა, რომ თითოეული აბონენტის დონეზე მოხდეს გადასახადის კორექტირება.

თუ როგორ? ჩვენი რესპონდენტის პასუხი ასეთია: "უპირველესად საჭიროა ჩვენი ყოფითი უნარჩვევების შეცვლა. ეს კი ენერგიის ეფექტურ გამოყენებას უდრის, ანუ ოჯახი, აბონენტი სად და როგორ მოიხმარს ენერგიას და სად შეამცირებს მას, ან იაფი ენერგიით ჩაანაცვლებს.

წარმოიდგინეთ, რომ ამის შეცვლა გაწეული ფარდებითა და ჩამქრალი ნათურებით შეიძლება. უმრავლესობა დღის საათებში ხელოვნურ განათებას იყენებს, საჭიროა, ჩაიქროს ნათურა, ფარდები გაიწიოს და ოთახში დღის სინათლე შემოვიდეს. ეს პრობლემის მარტივი ენერგოეფექტური გადაწყვეტაა".

ექსპერტი გვაფრთხილებს, რომ მაცივარი მზიან ადგილზე, ან გამათბობლის გვერდით არ უნდა დავდგათ. იმის გამო, რომ მისი კამერა შიდა სივრცეს აგრილებს, ამას კი ოთახში არსებული ჰაერიდან სითბოს ართმევით ახდენს. ცხელ გარემოში კი რთულად მუშაობს და მეტი ელექტროენერგია სჭირდება. გამათბობლის, ან მზის პირდაპირი დასხივების შემთხვევაში კი, მაცივრის კომპრესორი მეტ ენერგიას მოიხმარს.

ბოლო დროს მოდაშია კარადაში შედგმული მაცივარი, შეიძლება ამით ოთახში ფართობს იგებენ, რეალურად კი ენერგიის გადასახადს იზრდიან, მაცივარს აზიანებენ და ექსპლოატაციის ვადას უმცირებენ.

სარეცხი მანქანის შემთხვევაშიც ბატონი გიორგის თქმით, არ არის საჭირო ზემაღალი ტემპერატურების მითითება. 30-40-გრადუსიან რეჟიმშიც სრულად ასუფთავებს ტანსაცმელს თუ სხვადასხვა ქსოვილს, დამატებითი ტემპერატურა არის დამატებითი ქსელიდან წამოღებული ენერგია. ერთი ნივთის გამო, რომელიც 200 გრამს იწონის, 5-კილოგრამიანი მანქანის ჩართვა ენერგიის ტყუილი ფლანგვაა!..

- ალტერნატიული რესურსების გამოყენებაზე, მაგალითად, მზის ენერგიაზე რას იტყვით?

- ჩვენთან, მანსარდში საკმარის თბოიზოლაციას არ აკეთებენ. არადა, მშენებლობის ან რემონტის დროს, მინიმუმ, 20-სანტიმეტრიანი დათბუნების ფენა უნდა გაკეთდეს და შემდეგ მოხდეს ე.წ. მზის მილების დატანა. ამასთან, დღის სინათლის შემოშვებაში პატარა სარკმელიც დაეხმარებათ, რომელსაც ჟალუზი ექნება...

თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით, იგივე მზის ენერგიიდან ელექტროენერგიი, ან ცხელი წყლის მიღება, ჯერ კიდევ ძვირი სიამოვნებაა, მიუხედვადა იმისა, რომ წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიაფდა, ყოველი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი არ არის, ძვირია. მაგრამ ვისაც ეს შეუძლია, აკეთებს, თუმცა მათგან ყველა არა, რადგანაც მათთანაც ჯერ არ არის ცნობიერება სათანადო დონემდე ასული.

- გაცილებით ეფექტური და ეკონომიკურადაც მომხიბვლელია წყალგამაცხელებელი მოწყობილობები...

- დიახ, როგორც ყოფაცხოვრებაში, ისე ჰიგენური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ასევე იმ მცირე და საშუალო საწარმოებში, სადაც ცხელი წყალი სჭიდებათ. ფაქტობრივად, ორ წელიწადში ამ ტექნოლოგიაში განხორციელებული ინვესტიციის დაბრუნება ხდება შემცირებული გადსახადებით, მით უმეტეს იმ გაზრდილი ენერგოგადასახადების ფონზე, ასეთი ტექნოლოგიების ეკონომიკური სარგებლიანობა უფრო უმჯობესდება. მოკლედ, თუ ტარიფი გაიზარდა და ამან უფრო ძვირად ღირებული ელექტროენერგია, ან გაზი ჩაანაცვლა, დანაზოგიც მეტი იქნება.

- ხელოვნური განათება როგორ ჩავანაცვლოთ?

- ჩვეულებრივი ნათურების ჩანაცვლების მარტივი ტექნიკური საშუალება ვარვარების ნათურებით შეცვლაა. კომპაქტური შუქდიოდური ნათურები საგრძნობ შედეგს იძლევა. ერთბაშად რომ არ მოხდეს მათი გამოცვლა, რაც ოჯახის ბიუჯეტისთვის ცოტა რთულია, შეიძლება ეტაპობრივად - ყოველი გადაწვის შემდეგ ახლისა და ხარისხიანის შეძენა უფრო ადვილია, რითაც ოჯახი თანდათან გადავა დაბალენერგომომხმარებელ განათებაზე.

- როგორ მოვიქცეთ ელექტრომოწყობილობების შეძენისას?

- ახალი ელექტრომოწყობილობების შეძენისას მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ ენერგეტიკულ ეტიკეტს, ენერგომარკირებას, რომელიც ლათინურ ანბანს მიჰყვება. რაც უფრო ალფავიტის თავშია A, A+, A++, ნაკლებ ენერგიას მოიხმარს (ეს ყველაფერი ეტიკეტზეა დატანილი). მაგრამ მომხმარებლების უმეტესობა ამასთან დაკავშირებით ინფორმირებული არ არის, შეძენისას რომ ამოიკითხოს... ხოლო იქ, სადაც ეტიკეტზე წერია, ვთქვათ, მაცივარი წელიწადში რამდენ კილოვატს მოიხმარს, ეს იმის დადგენის საშუალებას მოგცემთ, რა ენერგიას დაზოგავთ წელიწადში.

ასეთივე ინფორმაციაა დატანილი წყლის მოხმარების მიმართულებითაც. ეს მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც წყლის ღირებულებას მრიცხველის მიხედვით იხდის.

- ქალაქში უამრავი მანქანა მოძრაობს, რაც ისედაც მძიმე ეკოლოგიურ სურათს მეტად ამძიმებს.

- ფაქტია, რომ საკმაოდაა მომრავლებული ავტომობილები. ავტომანქანის შეძენისას სასურველია, ოპტიმალური სიმძლავრის ძრავები შევიძინოთ, თუმცა უფრო პოპულარულია და ეკონომიურია ჰიბრიდული ელექტროძრავებიც. თუ ავტომობილი ქალაქში შიდა გადაადგილებისთვის არის, უამრავი მარტივი რჩევა და ჩვევა შეიძლება გამოიმუშავოს მძღოლმა, რომ თავისივე საკუთარი ავტომობილით ნებისმიერი ცვლილების განუხორციელებლად უფრო მეტი საწვავი დაზოგოს. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში გამოშვებული საბურავებიც კი, ასეთი ენერგეტიკული ეტიკეტით არის აღჭურვილი. საბურავებს აწერია, მისი გამოყენებისას რომელი მანქანა მეტ თუ ნაკლებ საწვავს მოიხმარს, ამაზეც არის ყურადღება მისაქცევი.

თბილისში ჰაერის დაბინძურების მაღალი ხარისხია, რასაც ავტომობილების გამონაბოლქვი იწვევს, ასევე საწვავის ხარისხი, ყოფაცხოვრებაში განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში მოხმარებული წვადი რესურსები (შეშა, ბუნებრივი აირი). ეს გამონაბოლქვი მნიშვნელოვანია და აქ პირველ ადგილზეა ტრანსპორტი, მაგრამ მეორე ადგილზეა (3-5-პროცენტიანი სხვაობით) ყოფაცხოვრებაში მოხმარებული ენერგია. ეკოლოგია მნიშვნელოვნად ზიანდება განსაკუთრებით, გამათბობელი მოწყობილობების გამოყენებისას.

- კერძოდ?

- არსებულ პრაქტიკაში, ყოველი ბინიდან გამოდის მილი, რომელიც ცალსახად ზედა მეზობელს წამლავს, ანუ ყოველი ზედა სართული ამ შხამს იღებს თავისი მეზობლის გამათბობლისგან თუ წყალგამაცხელებელი ქვაბიდან. ჩვენთან ამის ჩასანაცვლებლად ალტერნატივა არ არსებობს და თან, ამას თითოეული მოსახლე ვერ გადაწყვეტს. მუნიციპალური და ცენტრალური ხელისუფლების გადასაწყვეტია, რომ შენობაზე ავტონომიური სისტემების დანერგვაზე გადავიდნენ. შეიძლება ასევე მიკროეზოსთვის რაიონული ცენტრალური გათბობის დაყენება, რაც დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

თუმცა აქაც შეიძლება გარკვეული მართვის მექანიზმს მივმართოთ, შევამციროთ ბუნებრვი აირის მოხმარების საჭიროება, რომლითაც უშუალოდ უნებლიედ მეზობელს ვაყენებთ ზარალს და დასახლების მიერ ერთმანეთისთვის მიყენებული ზარალი ერთობლივადვე უნდა შევამციროთ.

- როგორ?

- თუ ხის ჩარჩოიან ფანჯრებზეა ლაპარაკი, ღრიჭოები ამოვავსოთ, დავგმანოთ, რომ თბილი ჰაერის გარეთ ნაკლები გადინება მოხდეს და ცივის შემოდინება. თუ თანამედროვე ორმაგი შემინვაა (მეტალოპასტმასი), გაუმჯობესებულ ფანჯრებს სხვა პრობლემა აქვთ, თუ სწორად არ არის დამონტაჟებული, ჟანგბადის დეფიციტი იქმნება და ამ დროს ფანჯარა უნდა გაიღოს, რაც გამათბობელს ან გამაგრილებელ მოწყობილობას ჩართულ მდგომარეობაში პრობლემას უქმნის. ამიტომ, აქაც არის გამოსავალი, ფანჯრის გაღების წინ აგრეგატი გამოვრთოთ, შემოვუშვათ ჰაერი და შემდეგ ისევ ჩავრთოთ.

ძველ კორპუსებში ბუნებრივი ვენტილაცია იყო, ახლებში ყველგან არ არის, საიდანაც უნდა მოხდეს ჰაერის გადინება და შემოდინება. თუ ასეთი რამ არ არის, მარტივი სავენტილაციო სისტემა დავამონტაჟოთ, რომელიც ფანჯარაზე ან კედელზე გაკეთდება.

- როდესაც სახელმწიფო ამ ყველაფერზე ნაკლებად ზრუნავს, გამოდის ადამიანმა თვითონ უნდა იზრუნოს...

- სახელმწიფომ შეიძლება შექმნას წინაპირობები, კანონმდებლობა, მაგრამ, ადამიანებმა კანონი თუ არ ავასრულეთ, არაფერი გამოვა. საქართველოში არსებობს კანონი შენობებში მოწევის აკრძალვის შესახებ, თუ ადამიანებმა ეს არ აღასრულეს, სხვაგვარად ძნელია...

სახელმწიფოს შეუძლია ექსპლუატაციაში არ მიიღოს ის შენობები, სადაც თუნდაც გათბობის ერთობლივი სისტემები არ იქნება, რომელიც ეკოლოგიას ნაკლებ ზიანს მიაყენებს.

ენერგოეფექტურობის საკითხები არის ჩვენი ქვეყნის ვალდებულება. ეს გადაწყვეტილება მანამდეც იყო მიღებული, მაგრამ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებამ დააჩქარა. წლის ბოლომდე კანონპროექტი უნდა მომზადდეს, ამ კანონპროექტს ამოქმედების დედლაინიც აქვს სახელმწიფოს და, შესაბამისად, კანონქვემდებარე აქტებიც. როდესაც ეს განისაზღვრება, მაშინ სახელმწიფო მშენებლებთან შევა კონტაქტში, მაგრამ თვითოეულ ოჯახში სახელმწიფო ვერ შეიხედავს. არაერთხელ იყო გამოცხადებული, რომ გამათბობელი საშუალებების არასწორი მონტაჟი ლეტალურ შედეგს იწვევს და ამის არაერთი შემთხვევაც არსებობს. სახელმწიფო აცხადებს, - იმ მოწყობილობის შემოტანის აკრძალვა არ არის სწორი, რადგანაც ვისთანაც ყველა წესის დაცვით, პროფესიონალის მიერ დამონტაჟდა, ყველაფერი რიგზეა, მაგრამ იქ სადაც კუსტარულად და არასწორად გაკეთდა, სავალალო შედეგებს იწვევს. თითოეულ ოჯახში თითოეულმა ადამიანმა უნდა გააანალიზოს ყველაფერი, უნდა მოიყვანოს კვალიფიციური სპეციალისტი, რომელმაც შეიძლება უთხრას, რომ თქვენს სივრცეში ამის გაკეთება საერთოდ არ შეიძლება, ვინაიდან ამის ალბათობა არსებობს, ამიტომაც არ მოჰყავთ სპეციალისტი და ინდივიდუალურად მოქმედებენ, რაც მძიმე შედეგებით სრულდება. მოკლედ, ყველაფერი მაინც ჩვენ უნდა აღვასრულოთ. აქ არის ცნობიერება და გაცნობიერების აუცილებლობა. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ოჯახისთვის, გადასახადებისა და შიდა ეკოლოგიისთვის არის სასარგებლო.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ვაკანსიებს აცხადებს

კორონავირუსის 3473 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში - როგორია ინფიცირების მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით?

საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა - მატჩი ანგარიშით 0:1 დასრულდა