პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი ზამთარი იქნება წელს საქართველოში - რას პროგნოზირებენ მეტეოროლოგები
როგორი ზამთარი იქნება წელს საქართველოში - რას პროგნოზირებენ მეტეოროლოგები

იმის გამო, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გა­სულ ზა­ფხულს გვალ­ვა გა­ხან­გრძლივ­და, ძა­ლი­ან ცხე­ლო­და, რა­მაც გარ­კვე­უ­ლი ზა­რა­ლიც გა­მო­იწ­ვია, ჩნდე­ბა კი­თხვა, - რო­გო­რი იქ­ნე­ბა ზამ­თა­რი? რო­გორც ამ­ბო­ბენ, უმ­კაც­რე­სიო...

სწო­რედ ამის გა­სარ­კვე­ვად გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს, რა­მაზ ჭი­თა­ნა­ვას მივ­მარ­თეთ.

"გვალ­ვა გა­მორ­ჩე­უ­ლი და იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნა ნამ­დვი­ლად არ არის. ბოლო 50 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბვე­რად გახ­ში­რე­ბუ­ლია, ვიდ­რე ად­რე­ულ წლებ­ში ყო­ფი­ლა, რა­საც მთელ მსოფ­ლი­ო­ში და მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­ში, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას უკავ­ში­რე­ბენ. გვალ­ვა, თუ გახ­სოვთ, 2000 წელ­საც მას­შტა­ბუ­რი იყო, რო­მელ­მაც სე­რი­ო­ზუ­ლი ზა­რა­ლი გა­მო­იწ­ვია, და­ახ­ლო­ე­ბით, 300 მლნ ლარი. წლე­ვან­დე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, ხან­გრძლი­ვი და ზა­რა­ლიც დი­დია, მაგ­რამ არ მგო­ნია, მთლად იმ დო­ნის იყოს, რო­გორც 2000 წელს", - გვე­უბ­ნე­ბა ბა­ტო­ნი რა­მა­ზი.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­მა­ვა­ლი ამინ­დის პროგ­ნოზს სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რეს­პონ­დენ­ტის თქმით, შე­საძ­ლოა, ტემ­პე­რა­ტუ­რამ და­იკ­ლოს (უკვე და­იკ­ლო კი­დეც), იყოს ნა­ლე­ქი, ზო­გან ჭარ­ბი და წყალ­მო­ვარ­დნაც. მა­ღალ მთა­ში წვი­მა თოვლში გა­და­ი­ზარ­დოს. ზო­გა­დად კი შე­მო­იჭ­რე­ბა ჩრდი­ლო­ე­თი­დან ჰა­ე­რის ცივი და ნო­ტიო მა­სე­ბი.

- და ასე გაგ­რძელ­დე­ბა?

- ტემ­პე­რა­ტუ­რა თან­და­თან ისევ აი­წევს. მთლი­ა­ნო­ბა­ში რომ ვთვქათ, ამინ­დის გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზი, რო­მე­ლიც მთელ მსოფ­ლი­ო­ში გარ­კვე­უ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბით დგე­ბა, მო­სა­ლოდ­ნე­ლი ზამ­თა­რის შე­სა­ხებ არ არის სწო­რი. შარ­შა­ნაც ასე ამ­ბობ­დნენ, მაგ­რამ არ გა­მარ­თლდა.

- მოკ­ლედ, მო­ა­რუ­ლი ხმა, რომ მო­მა­ვა­ლი ზამ­თა­რი ანო­მა­ლუ­რი იქ­ნე­ბა, არ დას­ტურ­დე­ბა.

- რაც უფრო დი­დია წინ­სწრე­ბა პროგ­ნო­ზი­რე­ბი­სა, მით უფრო ნაკ­ლე­ბია მათი გა­მარ­თლე­ბა­დო­ბა. ჩვენ გვაქვს წვდო­მა მსოფ­ლიო მო­წი­ნა­ვე პროგ­ნო­ზის ცენ­ტრებ­თან, ვიც­ნობთ მათ მო­ნა­ცე­მებს, და ამი­ტომ ვერც და­ვა­დას­ტუ­რებთ, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით მკაც­რი იქ­ნე­ბა ეს ზამ­თა­რი. ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ არის იმის, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით ანო­მა­ლუ­რად ცივ ზამ­თარს უნდა ვე­ლო­დოთ.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­მა­ვალ თვეს, ოქ­ტომ­ბე­რი გვაქვს ასე­თი: ტემ­პე­რა­ტუ­რა 3-7 გრა­დუ­სით და­ბა­ლია, ვიდ­რე სექ­ტემ­ბრის და შე­ად­გენს 11-დან 17 გრა­დუ­სამ­დე მთე­ლი თვის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რას სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­სა და ბარ­ში. ამა­ვე დროს კლი­მა­ტუ­რი დაკ­ვირ­ვე­ბის ანა­ლი­ზი გვიჩ­ვე­ნებს, რომ ცალ­კე­ულ დღე­ებ­ში ოქ­ტომ­ბერ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რამ შე­საძ­ლოა, 35 გრა­დუ­სამ­დე აი­წი­ოს და მი­ნი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა -3-იც და­ფიქ­სირ­დეს. ეს ინ­ფორ­მა­ცია კეთ­დე­ბა, ვი­მე­ო­რებ იმ კლი­მა­ტუ­რი კვლე­ვი­სა და დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად, რაც ოდეს­მე ყო­ფი­ლა აღ­რი­ცხუ­ლი.

- ე.ი. ოქ­ტომ­ბე­რი თბი­ლი იქ­ნე­ბა?

- ოქ­ტომ­ბე­რი ცო­ტა­თი თბი­ლი იქ­ნე­ბა, თუ ვამ­ბობთ, რომ სა­შუ­ა­ლოდ, 11-17 გრა­დუ­სია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, შე­იძ­ლე­ბა ერთი გრა­დუ­სით მა­ღა­ლი იყოს, ვიდ­რე სხვა დროს ყო­ფი­ლა. თუმ­ცა ტემ­პე­რა­ტუ­რის მკვეთ­რი ვარ­დნაც არ გა­მო­ი­რი­ცხე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ნა­ლექს, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში უფრო მეტს ვე­ლო­დე­ბით, ვიდ­რე აღ­მო­სავ­ლეთ­ში. ეს ისევ იმის მი­ხედ­ვით, რაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არის აღ­რი­ცხუ­ლი.

- ანო­მა­ლი­უ­რი გვალ­ვა, ჭარ­ბი ნა­ლე­ქი, წყალ­დი­დო­ბა და წყალ­მო­ვარ­დნე­ბი ძი­რი­თა­დად კლი­მა­ტის გლო­ბა­ლურ ცვლას უკავ­შირ­დე­ბა, ხომ?

- ეს ყვე­ლა­ფე­რი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია გლო­ბა­ლურ პრობ­ლე­მას­თან, ზო­გა­დად კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას­თან. ამ პრო­ცეს­მა გა­მო­იწ­ვია მთე­ლი კლი­მა­ტუ­რი პრო­ცე­სის აღ­რე­ვა, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­ში...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

როგორი ზამთარი იქნება წელს საქართველოში - რას პროგნოზირებენ მეტეოროლოგები

როგორი ზამთარი იქნება წელს საქართველოში - რას პროგნოზირებენ მეტეოროლოგები

იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანაში გასულ ზაფხულს გვალვა გახანგრძლივდა, ძალიან ცხელოდა, რამაც გარკვეული ზარალიც გამოიწვია, ჩნდება კითხვა, - როგორი იქნება ზამთარი? როგორც ამბობენ, უმკაცრესიო...

სწორედ ამის გასარკვევად გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსს, რამაზ ჭითანავას მივმართეთ.

"გვალვა გამორჩეული და იშვიათი მოვლენა ნამდვილად არ არის. ბოლო 50 წლის განმავლობაში ბვერად გახშირებულია, ვიდრე ადრეულ წლებში ყოფილა, რასაც მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში, კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ. გვალვა, თუ გახსოვთ, 2000 წელსაც მასშტაბური იყო, რომელმაც სერიოზული ზარალი გამოიწვია, დაახლოებით, 300 მლნ ლარი. წლევანდელიც მნიშვნელოვანი იყო, ხანგრძლივი და ზარალიც დიდია, მაგრამ არ მგონია, მთლად იმ დონის იყოს, როგორც 2000 წელს", - გვეუბნება ბატონი რამაზი.

რაც შეეხება მომავალი ამინდის პროგნოზს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რესპონდენტის თქმით, შესაძლოა, ტემპერატურამ დაიკლოს (უკვე დაიკლო კიდეც), იყოს ნალექი, ზოგან ჭარბი და წყალმოვარდნაც. მაღალ მთაში წვიმა თოვლში გადაიზარდოს. ზოგადად კი შემოიჭრება ჩრდილოეთიდან ჰაერის ცივი და ნოტიო მასები.

- და ასე გაგრძელდება?

- ტემპერატურა თანდათან ისევ აიწევს. მთლიანობაში რომ ვთვქათ, ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი, რომელიც მთელ მსოფლიოში გარკვეული დაკვირვებით დგება, მოსალოდნელი ზამთარის შესახებ არ არის სწორი. შარშანაც ასე ამბობდნენ, მაგრამ არ გამართლდა.

- მოკლედ, მოარული ხმა, რომ მომავალი ზამთარი ანომალური იქნება, არ დასტურდება.

- რაც უფრო დიდია წინსწრება პროგნოზირებისა, მით უფრო ნაკლებია მათი გამართლებადობა. ჩვენ გვაქვს წვდომა მსოფლიო მოწინავე პროგნოზის ცენტრებთან, ვიცნობთ მათ მონაცემებს, და ამიტომ ვერც დავადასტურებთ, რომ განსაკუთრებით მკაცრი იქნება ეს ზამთარი. ჯერჯერობით არანაირი საფუძველი არ არის იმის, რომ განსაკუთრებით ანომალურად ცივ ზამთარს უნდა ველოდოთ.

რაც შეეხება მომავალ თვეს, ოქტომბერი გვაქვს ასეთი: ტემპერატურა 3-7 გრადუსით დაბალია, ვიდრე სექტემბრის და შეადგენს 11-დან 17 გრადუსამდე მთელი თვის საშუალო ტემპერატურას საქართველოს დაბლობსა და ბარში. ამავე დროს კლიმატური დაკვირვების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ცალკეულ დღეებში ოქტომბერში ტემპერატურამ შესაძლოა, 35 გრადუსამდე აიწიოს და მინიმალური ტემპერატურა -3-იც დაფიქსირდეს. ეს ინფორმაცია კეთდება, ვიმეორებ იმ კლიმატური კვლევისა და დაკვირვების შედეგად, რაც ოდესმე ყოფილა აღრიცხული.

- ე.ი. ოქტომბერი თბილი იქნება?

- ოქტომბერი ცოტათი თბილი იქნება, თუ ვამბობთ, რომ საშუალოდ, 11-17 გრადუსია მოსალოდნელი, შეიძლება ერთი გრადუსით მაღალი იყოს, ვიდრე სხვა დროს ყოფილა. თუმცა ტემპერატურის მკვეთრი ვარდნაც არ გამოირიცხება. რაც შეეხება ნალექს, დასავლეთ საქართველოში უფრო მეტს ველოდებით, ვიდრე აღმოსავლეთში. ეს ისევ იმის მიხედვით, რაც წლების განმავლობაში არის აღრიცხული.

- ანომალიური გვალვა, ჭარბი ნალექი, წყალდიდობა და წყალმოვარდნები ძირითადად კლიმატის გლობალურ ცვლას უკავშირდება, ხომ?

- ეს ყველაფერი დაკავშირებულია გლობალურ პრობლემასთან, ზოგადად კლიმატის ცვლილებასთან. ამ პროცესმა გამოიწვია მთელი კლიმატური პროცესის აღრევა, მათ შორის, საქართველოში...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"ყველას არ შეუძლია იმ ჯოჯოხეთის გამოვლა, "კარანტინიდან" უმეტესობა წავიდა" - გაიცანით ქართველი გოგონა, რომელიც ამერიკულ ჯარში მსახურობს

"ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები, თქვენი დედაც" - თბილისის საკრებულოს წევრი "ოცნებიდან" ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახზე

საბურთალოზე სითი მოლში მაკდონალდსის რესტორანი და მაკკაფე გაიხსნა