მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა გაარკვიოთ, რამდენი ქულა დაგაკლდათ მართვის მოწმობაზე
როგორ უნდა გაარკვიოთ, რამდენი ქულა დაგაკლდათ მართვის მოწმობაზე

უკვე ორ თვე­ზე მე­ტია, 1-ელი ივ­ლი­სი­დან, მარ­თვის მოწ­მო­ბას ქუ­ლე­ბი საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის 50-ზე მეტი წე­სის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში აკ­ლდე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა მარ­თვის მოწ­მო­ბის­თვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი 100 ქუ­ლი­დან სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ტოლ­ფა­სი ქუ­ლის გა­მოკ­ლე­ბას იწ­ვევს.

"საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, მარ­თვის მოწ­მო­ბას 1-ელი ივ­ლი­სი­დან 100 ქულა მი­ე­ნი­ჭა, ხოლო თი­თო­ე­უ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა ამ 100 ქუ­ლი­დან სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ტოლ­ფა­სი ქუ­ლის გა­მოკ­ლე­ბას გა­მო­იწ­ვევს. კა­ლენ­და­რუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 100 ქუ­ლის ნუ­ლამ­დე შემ­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მძღოლს მარ­თვის უფ­ლე­ბა შე­უ­წყდე­ბა და მის მი­სა­ღე­ბად გა­მოც­დის ხე­ლახ­ლა ჩა­ბა­რე­ბა მო­უ­წევს.

რო­გორ უნდა გა­არ­კვი­ოთ, რამ­დე­ნი ქულა და­გაკ­ლდათ და რამ­დე­ნი დაგ­რჩათ მარ­თვის მოწ­მო­ბა­ზე? ამის­თვის რამ­დე­ნი­მე გზა არ­სე­ბობს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ვალ­დე­ბუ­ლია, მო­ქა­ლა­ქე­ებს ქუ­ლე­ბის დაკ­ლე­ბის შე­სა­ხებ შე­ა­ტყო­ბი­ნოს შემ­დე­გი გზე­ბით:

  • დარ­ღვე­ვის გამო ქუ­ლის დაკ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ტე­ლე­ფონ­ზე მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა მყი­სი­ე­რად მო­გი­ვათ. თუ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერს შე­იც­ვლით, ამის შე­სა­ხებ შსს-ს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს უნდა შე­ა­ტყო­ბი­ნოთ, რათა ინ­ფორ­მა­ცია უკვე ახალ ნო­მერ­ზე მი­ი­ღოთ;
  • დაკ­ლე­ბუ­ლი ქულა მი­თი­თე­ბუ­ლია ქვი­თარ­ზე, რო­მელ­საც სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია მძღოლს დარ­ღვე­ვე­ბის გამო უწერს;
  • დარ­ღვე­ვე­ბი­სა და ჯა­რი­მე­ბის შე­სა­ხებ, შე­გიძ­ლი­ათ, ინ­ფორ­მა­ცია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ვებ-გვერ­დზეც მი­ი­ღოთ. ამის­თვის სა­ჭი­რო მხო­ლოდ რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლა აღ­ნიშ­ნულ ბმულ­ზე
მა­რი­ამ მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: მარ­თვის მოწ­მო­ბის 100-ქუ­ლი­ა­ნი სის­ტე­მა ძა­ლა­შია - იცო­დეთ, რა დარ­ღვე­ვა­ზე რამ­დე­ნი და­გაკ­ლდე­ბათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

როგორ უნდა გაარკვიოთ, რამდენი ქულა დაგაკლდათ მართვის მოწმობაზე

როგორ უნდა გაარკვიოთ, რამდენი ქულა დაგაკლდათ მართვის მოწმობაზე

უკვე ორ თვეზე მეტია, 1-ელი ივლისიდან, მართვის მოწმობას ქულები საგზაო მოძრაობის 50-ზე მეტი წესის დარღვევის შემთხვევაში აკლდება. თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მართვის მოწმობისთვის მინიჭებული 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას იწვევს.

"საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებებით, მართვის მოწმობას 1-ელი ივლისიდან 100 ქულა მიენიჭა, ხოლო თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ამ 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას გამოიწვევს. კალენდარული წლის განმავლობაში 100 ქულის ნულამდე შემცირების შემთხვევაში, მძღოლს მართვის უფლება შეუწყდება და მის მისაღებად გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს.

როგორ უნდა გაარკვიოთ, რამდენი ქულა დაგაკლდათ და რამდენი დაგრჩათ მართვის მოწმობაზე? ამისთვის რამდენიმე გზა არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, მოქალაქეებს ქულების დაკლების შესახებ შეატყობინოს შემდეგი გზებით:

  • დარღვევის გამო ქულის დაკლების შემთხვევაში ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინება მყისიერად მოგივათ. თუ ტელეფონის ნომერს შეიცვლით, ამის შესახებ შსს-ს მომსახურების სააგენტოს უნდა შეატყობინოთ, რათა ინფორმაცია უკვე ახალ ნომერზე მიიღოთ;
  • დაკლებული ქულა მითითებულია ქვითარზე, რომელსაც საპატრულო პოლიცია მძღოლს დარღვევების გამო უწერს;
  • დარღვევებისა და ჯარიმების შესახებ, შეგიძლიათ, ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზეც მიიღოთ. ამისთვის საჭირო მხოლოდ რეგისტრაციის გავლა აღნიშნულ ბმულზე
მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

ასევე წაიკითხეთ: მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა ძალაშია - იცოდეთ, რა დარღვევაზე რამდენი დაგაკლდებათ

ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს 200 მოქალაქე, თითოული 4000 ლარით დაფინანსდება - განაცხადების მიღება დაიწყო

ჭყონდიდის ეპარქიაში საკვირაო წირვის შემდეგ ორასკაციანი ტრაპეზის გამართვა იგეგმება? - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში

ე.წ. ოცნების ქალაქის მცხოვრებლებმა საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების მოთხოვნით გზა გადაკეტეს