საქართველოში ახალი iPhone 8-ის ექსკლუზიური მოდელი 5 555 ლარად გაიყიდა.
როგორც ერთ-ერთ მაღაზიაში "ბიზნესპრესნიუსს" განუცხადეს, ექსკლუზიური მოდელი წინასწარი შეკვეთით უცხოეთის მოქალაქემ შეიძინა.
iPhone 8 საქართველოში კვირის ბოლოს გამოჩნდება და მისი ფასი უკვე 2500 ლარიდან დაიწყება.
რაც შეეხება საიუბილეო iPhone 10-ს, მასზე წინასწარი შეკვეთები 3 ნოემბერს დაიწყება და iPhone 10-ის ექსკლუზიური მოდელი 9 999 ლარი ეღირება.
Apple-მა iPhone 8, iPhone 8+ და საიუბილეო iPhone X კალიფორნიაში, სტივ ჯობსის თეატრში 12 სექტემბერს წარმოადგინა.