"გაჭედილი რეფორმა" - მილიონზე მეტი ავტომობილისთვის სავალდებულო ტექდათვალიერება შესაძლოა 1 იანვრიდან ვერ ამოქმედდეს

"გაჭედილი რეფორმა" - მილიონზე მეტი ავტომობილისთვის სავალდებულო ტექდათვალიერება შესაძლოა 1 იანვრიდან ვერ ამოქმედდეს

2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო ხდება. ამის შესახებ განცხადებები ჯერ კიდევ გასულ წელს კეთდებოდა.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ აკრედიტაციის ცენტრში განუცხადეს, 2018 წლის 1 იანვრიდან ტექდათვალიერება სავალდებულო ხდება მსუბუქი, 3.5 ტონამდე ავტომობილებისთვის.

ამ კატეგორიის ავტომობილების რიცხვი 1.2 მილიონია, თუმცა ამ დრომდე ინსპექტირება არცერთ ავტომობილს არ აქვს გავლილი. სფეროს სპეციალისტები ტექდათვალიერების ვალდებულების გადავადებაზეც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მისი ამოქმედება 1 იანვრიდან რთულად წარმოსადგენია.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ეკონომიკის სამინისტრომ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების საკითხებთან საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა, რომელშიც შვეიცარულმა კომპანიამ SGS SURVEILANCE SA გიმარჯვა, რომელმაც აღნიშნულ საკითხზე სახელმწიფოსთვის რეკომენდაციები უნდა შეიმუშაოს.

"იმისათვის, რომ ინსპექტირება ერთიანად ყველა მსუბუქი ავტომობილისთვის არ გახდეს სავალდებულო, გარკვეული რეგულაციები მუშავდება. შესაძლოა ავტომობილები წლოვანების ან სანომრე ნიშნების მიხედვით დაიყოს და ამის მიხედვით ინსპექტირება სხვადასხვა დროს ამოქმედდეს," - აღნიშნავენ აკრედიტაციის ცენტრში.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი