ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე 3 400-მა პირმა პრემია უკვე მიიღო

ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე 3 400-მა პირმა პრემია უკვე მიიღო

ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე მეხანძრე-მაშველებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა პრემია უკვე მიიღეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, პრემია დაახლოებით 3 400 პირზე გაიცა.

ამასთან, როგორც შსს-ში განმარტავენ, პროცესი გრძელდება და პრემიას სხვა დანაყოფებიც მიიღებენ.

საქართველოს რეგიონებში გაჩენილი ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული პირებისთვის პრემიის გამოყოფის საკითხის უზრუნველყოფა მთავრობას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დაავალა.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი