პეკინისა და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე მიწისქვეშა ავტოსადგომი მოეწყობა

პეკინისა და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე მიწისქვეშა ავტოსადგომი მოეწყობა

პეკინის ქუჩაზე მიწისქვეშა ავტოსადგომი მოეწყობა, სადაც 200-მდე ავტომობილი დაეტევა, - ამის შესახებ დავით ნარმანიამ პეკინის ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოების შეჯამებისას განაცხადა. მისი თქმით, პარკინგების ადგილები პეკინის ქუჩაზე განსხვავებული ფორმით მოეწყობა. დედაქალაქის მერის განცხადებით, მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობა სავარაუდოდ, პეკინისა და მიცკევიჩის ქუჩების შეერთების ადგილთან ახლოს მოხდება.

”პეკინისა და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე, დამატებით 50 საპარკინგე ადგილი შეიქმნა, თუმცა აქ მომავალში გათვალისწინებულია მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობა, სადაც დამატებით 200-მდე მანქანის განთავსების ადგილი იქნება. ასე, რომ პარკინგთან დაკავშირებით პეკინის ქუჩაზე მნიშვნელოვანი დაბრკოლება ჩვენ არ გვექნება”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი