პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას პასუხობს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" თეონა ჯორბენაძეს, რომელსაც კონკურსში გამარჯვებულ პროექტზე უარი უთხრეს
რას პასუხობს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" თეონა ჯორბენაძეს, რომელსაც კონკურსში გამარჯვებულ პროექტზე უარი უთხრეს

სცე­ნა­რის­ტი­სა და პრო­დი­უ­სე­რის, თე­ო­ნა ჯორ­ბე­ნა­ძის თქმით, ის "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" მე­ნე­ჯმენ­ტმა მო­ა­ტყუა, და ტე­ლე­ვი­ზი­ის კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­და­ცე­მა, რომ­ლის სა­პი­ლო­ტე ვერ­სი­ე­ბიც უკვე იწე­რე­ბო­და და მალე ეთერ­ში უნდა გა­სუ­ლი­ყო, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ბა­დი­დან ამო­ი­ღო, რის შე­სა­ხე­ბაც, გა­და­ცე­მის ავ­ტორს ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით აც­ნო­ბეს (წა­ი­კი­თხეთ ჯორ­ბე­ნა­ძის პოს­ტი ვრცლად).

გა­და­ცე­მა Modem/Art-ის ავ­ტორ­მა და 5 ადა­მი­ა­ნის­გან შემ­დგარ­მა ჯგუფ­მა, ტე­ლე­ვი­ზი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძი­სა და მე­დი­ა­წარ­მო­ე­ბის ბლო­კის დი­რექ­ტო­რის, პა­ა­ტა ქურ­და­ძის­გან იცო­და, რომ 1-ელი სექ­ტემ­ბრი­დან ისი­ნი შრო­მით ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას აფორ­მებ­დნენ, რის გა­მოც სხვა შე­თა­ვა­ზე­ბებ­ზე უარი თქვეს.

თე­ო­ნა ჯორ­ბე­ნა­ძის თქმით, მას პრო­ექ­ტის თით­ქმის წარ­მო­ე­ბა­ში ჩაშ­ვე­ბის შემ­დეგ ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან მო­უ­ვი­და ორი შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც გა­და­ცე­მის ეთე­რი­დან ამო­ღე­ბის შე­სა­ხებ იუ­წყე­ბოდ­ნენ:

"ერთი ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლი იყო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის­გან და მე­ო­რე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვად პა­ა­ტა ქურ­და­ძის მიერ იყო მო­წე­რი­ლი, სა­დაც ის იტყო­ბი­ნე­ბო­და, რომ პრო­ექ­ტი გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს არ და­უმ­ტკი­ცე­ბია. ამის შემ­დეგ ამ ადა­მი­ან­თან რო­მელ სე­რი­ო­ზუ­ლად კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ზეა სა­უ­ბა­რი. მე მას მივ­წე­რე, რომ ეს იყო უკი­დუ­რე­სი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და ამით და­ვას­რუ­ლე მას­თან სა­უ­ბა­რი. მე ამის შე­სა­ხებ ვაც­ნო­ბე ია ან­თა­ძე­საც, რა­ზეც მან მი­პა­სუ­ხა, რომ ამ საქ­მე­ში ვერ ჩა­ე­რე­ვა, რის შე­სა­ხე­ბაც კო­მენ­ტა­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჩემს სტა­ტუსტზეც და­წე­რა," - გან­მარ­ტავს თე­ო­ნა ჯორ­ბე­ნა­ძე. მი­სი­ვე თქმით, ამის შემ­დეგ მას სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია აღარ ჰქო­ნია.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, AMBEBI.GE-მ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის მე­ნე­ჯმენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბა სცა­და. გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძის თქმით, Modem/Art-ის სა­კი­თხზე გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა მხო­ლოდ მე­დი­ა­წარ­მო­ე­ბის ბლო­კის დი­რექ­ტორს, პა­ა­ტა ქურ­და­ძეს შე­უძ­ლია. თა­ვად ქურ­და­ძემ კი რამ­დე­ნი­მე სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რის შემ­დეგ გვი­პა­სუ­ხა, რომ "თათ­ბი­რი აქვს და არ სცა­ლია".

ეთერ­ში ჩა­საშ­ვე­ბად გამ­ზა­დე­ბუ­ლი გა­და­ცე­მის მო­უ­ლოდ­ნე­ლი უარ­ყო­ფის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ბორ­დის წევ­რის, სულ­ხან სა­ლა­ძი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის მო­ნი­ტო­რინ­გის საბ­ჭოს წევ­რის, ემ­ზარ გო­გუ­ა­ძის მო­საზ­რე­ბაც მო­ვის­მი­ნეთ. მათი თქმით, მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქო­ნი­ათ, თუმ­ცა სულ­ხან სა­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, გა­და­ცე­მა რომ კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი იყო, ამის შე­სა­ხებ მის­თვის ცნო­ბი­ლი იყო:

"არ ვიცი, რე­ა­ლუ­რად რა მოხ­და, რად­გან გა­და­ცე­მე­ბის შერ­ჩე­ვი­სა თუ გა­უქ­მე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა საბ­ჭოს არ მი­უ­ღია. იმე­დი მაქვს, რომ საბ­ჭო ამ თე­მა­ზე მო­ის­მენს მე­ნე­ჯმენ­ტის პო­ზი­ცი­ას და რე­ა­ლუ­რად, მე­ნე­ჯმენ­ტი გან­მარ­ტავს, თუ რა­ტომ მი­ი­ღო ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. გა­და­ცე­მამ კონ­კურ­სის ყვე­ლა ეტა­პი რომ გა­ი­ა­რა და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად გა­მო­ცხად­და, ეს უკვე ნიშ­ნავს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რაც მე­ნე­ჯმენტს აქვს მი­ღე­ბუ­ლი, უნდა იყოს არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი, და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი და ახ­სნი­ლი, თუ მა­ნამ­დე რა­ტომ იყო მი­ღე­ბუ­ლი მისი ეთერ­ში გაშ­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა," - აღ­ნიშ­ნავს სულ­ხან სა­ლა­ძე.

ემ­ზარ გო­გუ­ა­ძის თქმით, მის­თვის გა­და­ცე­მის ეთე­რი­დან ამო­ღე­ბის ფაქ­ტი ცნო­ბი­ლი არ იყო, - "თე­ო­ნა ჯორ­ბე­ნა­ძის გა­და­ცე­მა თუ ამო­ი­ღეს, მა­შინ რაღა და­ტო­ვეს?! ბევ­რი არა­ფე­რი რომ არ და­უ­ტო­ვე­ბი­ათ, ეს კი ვიცი. ჯორ­ბე­ნა­ძის გა­და­ცე­მამ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი კონ­კურ­სი თა­ვის დრო­ზე გა­ი­ა­რა და მი­უ­ლო­ცეს კი­დეც. ის არის უნი­ჭი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი, თა­ვის სფე­რო­შიც ცნო­ბი­ლია მოღ­ვა­წე­ო­ბით და ის, რომ პა­ა­ტა ქურ­და­ძეს მო­უნ­და და შემ­დეგ ეტაპ­ზე ეს გა­და­ცე­მა არ გა­უშ­ვა, ამის შე­სა­ხებ არაფ­რის თქმა არ შე­მიძ­ლია, გარ­და იმი­სა, რომ ეს უპა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­ცი­ე­ლია," - სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის მო­ნი­ტო­რინ­გის საბ­ჭოს წევ­რი.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის მე­ნე­ჯმენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბი­ან, იმ 12-კა­ცი­ა­ნი კო­მი­სი­ის წევ­რე­ბიც, რომ­ლებ­მაც რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­უ­წი­ეს კონ­კურ­სის გზით არ­ჩე­ულ პრო­ექ­ტებს - დრა­მა­ტურ­გი თა­მარ ბარ­თა­ია და კრი­ტი­კო­სი და­ვით ბუხ­რი­კი­ძე, რო­მელ­თაც Modem/Art-ი გა­მარ­ჯვე­ბულ პრო­ექ­ტად აღი­ა­რეს:

"უკვე არა­ფე­რი მიკ­ვირს, იმ­დე­ნი რამ მოხ­და, რად­გან აუხ­სნე­ლი­სა და ასახ­სნე­ლის სა­ზღვრე­ბი ლა­მის უკი­დე­გა­ნოა. ბა­რემ ვი­ტყვი, თუ რა ძა­ლის­ხმე­ვის ფა­სად და­უჯ­დათ კო­მი­სი­ის წეც­რევს პრო­ექ­ტის Modem/Art-ის გა­ტა­ნა... კარ­გად მეს­მის თე­ო­ნა ჯორ­ბე­ნა­ძის, გა­უ­გე­ბა­რი და სა­ერ­თოდ აუხ­სნე­ლია, რა მი­ზე­ზით თქვა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა უარი ამ ძა­ლი­ან კარგ პრო­ექ­ტზე," - წერს და­ვით ბუხ­რი­კი­ძე.

მომ­ხდა­რის გამო თა­მარ ბარ­თა­ი­აც წუ­ხილს გა­მოთ­ქვამს, - "ღიად ვა­ფიქ­სი­რებ ჩემს აზრს, რომ ეს პრო­ექ­ტი ჩემი ფა­ვო­რი­ტი იყო. ძა­ლი­ან სა­წყე­ნია, რაც მოხ­და, სა­ერ­თოდ რა ხდე­ბა?!..." - წერს კო­მი­სი­ის წევ­რი.

პრო­ექ­ტის ავ­ტო­რის, თე­ო­ნა ჯორ­ბე­ნა­ძი თქმით, გა­და­ცე­მა­ში ჩარ­თუ­ლე­ბი უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ ისე­თი ხე­ლო­ვა­ნე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი პი­რე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან: ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი, ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვი­ლი, ნინო ქა­თა­მა­ძე, ნინო მა­ჩა­ი­ძე, გია გაგ­ნი­ძე და სხვე­ბი, თუმ­ცა გა­და­ცე­მის გა­უქ­მე­ბას­თან ერ­თად, მას მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ში უა­რის თქმა აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის­თვი­საც მო­უხ­და.

თე­ო­ნა ჯორ­ბე­ნა­ძე მომ­ხდა­რის გამო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის მე­ნე­ჯმენ­ტის­გან პა­სუხს ითხოვს და ამ­ბობს, რომ აღ­ნიშ­ნულ ფაქტს რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე არ და­ტო­ვებს.

მა­რი­ამ მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

წა­ი­კი­თხეთ: "რა კო­მი­სია, მე ვწყეტ ერ­თპი­როვ­ნუ­ლად, თუ არ გჯე­რა ვა­სი­კოს კი­თხეო..." - პრო­დი­უ­სე­რი თე­ო­ნა ჯორ­ბე­ნა­ძე "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს" აბუ­ჩად აგ­დე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

რას პასუხობს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" თეონა ჯორბენაძეს, რომელსაც კონკურსში გამარჯვებულ პროექტზე უარი უთხრეს

რას პასუხობს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" თეონა ჯორბენაძეს, რომელსაც კონკურსში გამარჯვებულ პროექტზე უარი უთხრეს

სცენარისტისა და პროდიუსერის, თეონა ჯორბენაძის თქმით, ის "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მენეჯმენტმა მოატყუა, და ტელევიზიის კონკურსში გამარჯვებული გადაცემა, რომლის საპილოტე ვერსიებიც უკვე იწერებოდა და მალე ეთერში უნდა გასულიყო, მოულოდნელად, ბადიდან ამოიღო, რის შესახებაც, გადაცემის ავტორს ელექტრონული ფოსტის საშუალებით აცნობეს (წაიკითხეთ ჯორბენაძის პოსტი ვრცლად).

გადაცემა Modem/Art-ის ავტორმა და 5 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა, ტელევიზიის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძისა და მედიაწარმოების ბლოკის დირექტორის, პაატა ქურდაძისგან იცოდა, რომ 1-ელი სექტემბრიდან ისინი შრომით ხელშეკრულებას აფორმებდნენ, რის გამოც სხვა შეთავაზებებზე უარი თქვეს.

თეონა ჯორბენაძის თქმით, მას პროექტის თითქმის წარმოებაში ჩაშვების შემდეგ ტელევიზიიდან მოუვიდა ორი შეტყობინება, რომლებიც გადაცემის ეთერიდან ამოღების შესახებ იუწყებოდნენ:

"ერთი ოფიციალური წერილი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლისგან და მეორე სოციალურ ქსელში თავად პაატა ქურდაძის მიერ იყო მოწერილი, სადაც ის იტყობინებოდა, რომ პროექტი გენერალურ დირექტორს არ დაუმტკიცებია. ამის შემდეგ ამ ადამიანთან რომელ სერიოზულად კომუნიკაციაზეა საუბარი. მე მას მივწერე, რომ ეს იყო უკიდურესი უპასუხისმგებლობა და არაპროფესიონალიზმი და ამით დავასრულე მასთან საუბარი. მე ამის შესახებ ვაცნობე ია ანთაძესაც, რაზეც მან მიპასუხა, რომ ამ საქმეში ვერ ჩაერევა, რის შესახებაც კომენტარი სოციალურ ქსელში ჩემს სტატუსტზეც დაწერა," - განმარტავს თეონა ჯორბენაძე. მისივე თქმით, ამის შემდეგ მას საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია აღარ ჰქონია.

აღნიშნულთან დაკავშირებით, AMBEBI.GE-მ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტთან დაკავშირება სცადა. გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის თქმით, Modem/Art-ის საკითხზე განმარტების გაკეთება მხოლოდ მედიაწარმოების ბლოკის დირექტორს, პაატა ქურდაძეს შეუძლია. თავად ქურდაძემ კი რამდენიმე სატელეფონო ზარის შემდეგ გვიპასუხა, რომ "თათბირი აქვს და არ სცალია".

ეთერში ჩასაშვებად გამზადებული გადაცემის მოულოდნელი უარყოფის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრის, სულხან სალაძისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს წევრის, ემზარ გოგუაძის მოსაზრებაც მოვისმინეთ. მათი თქმით, მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ, თუმცა სულხან სალაძის განმარტებით, გადაცემა რომ კონკურსის გამარჯვებული იყო, ამის შესახებ მისთვის ცნობილი იყო:

"არ ვიცი, რეალურად რა მოხდა, რადგან გადაცემების შერჩევისა თუ გაუქმების გადაწყვეტილება საბჭოს არ მიუღია. იმედი მაქვს, რომ საბჭო ამ თემაზე მოისმენს მენეჯმენტის პოზიციას და რეალურად, მენეჯმენტი განმარტავს, თუ რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. გადაცემამ კონკურსის ყველა ეტაპი რომ გაიარა და გამარჯვებულად გამოცხადდა, ეს უკვე ნიშნავს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც მენეჯმენტს აქვს მიღებული, უნდა იყოს არგუმენტირებული, დასაბუთებული და ახსნილი, თუ მანამდე რატომ იყო მიღებული მისი ეთერში გაშვების გადაწყვეტილება," - აღნიშნავს სულხან სალაძე.

ემზარ გოგუაძის თქმით, მისთვის გადაცემის ეთერიდან ამოღების ფაქტი ცნობილი არ იყო, - "თეონა ჯორბენაძის გადაცემა თუ ამოიღეს, მაშინ რაღა დატოვეს?! ბევრი არაფერი რომ არ დაუტოვებიათ, ეს კი ვიცი. ჯორბენაძის გადაცემამ გამოცხადებული კონკურსი თავის დროზე გაიარა და მიულოცეს კიდეც. ის არის უნიჭიერესი ადამიანი, თავის სფეროშიც ცნობილია მოღვაწეობით და ის, რომ პაატა ქურდაძეს მოუნდა და შემდეგ ეტაპზე ეს გადაცემა არ გაუშვა, ამის შესახებ არაფრის თქმა არ შემიძლია, გარდა იმისა, რომ ეს უპასუხისმგებლო საქციელია," - საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს წევრი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან, იმ 12-კაციანი კომისიის წევრებიც, რომლებმაც რეკომენდაციები გაუწიეს კონკურსის გზით არჩეულ პროექტებს - დრამატურგი თამარ ბართაია და კრიტიკოსი დავით ბუხრიკიძე, რომელთაც Modem/Art-ი გამარჯვებულ პროექტად აღიარეს:

"უკვე არაფერი მიკვირს, იმდენი რამ მოხდა, რადგან აუხსნელისა და ასახსნელის საზღვრები ლამის უკიდეგანოა. ბარემ ვიტყვი, თუ რა ძალისხმევის ფასად დაუჯდათ კომისიის წეცრევს პროექტის Modem/Art-ის გატანა... კარგად მესმის თეონა ჯორბენაძის, გაუგებარი და საერთოდ აუხსნელია, რა მიზეზით თქვა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უარი ამ ძალიან კარგ პროექტზე," - წერს დავით ბუხრიკიძე.

მომხდარის გამო თამარ ბართაიაც წუხილს გამოთქვამს, - "ღიად ვაფიქსირებ ჩემს აზრს, რომ ეს პროექტი ჩემი ფავორიტი იყო. ძალიან საწყენია, რაც მოხდა, საერთოდ რა ხდება?!..." - წერს კომისიის წევრი.

პროექტის ავტორის, თეონა ჯორბენაძი თქმით, გადაცემაში ჩართულები უნდა ყოფილიყვნენ ისეთი ხელოვანები და საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, როგორებიც არიან: ნიკოლოზ რაჭველი, ანიტა რაჭველიშვილი, ნინო ქათამაძე, ნინო მაჩაიძე, გია გაგნიძე და სხვები, თუმცა გადაცემის გაუქმებასთან ერთად, მას მონაწილეობაში უარის თქმა აღნიშნული პირებისთვისაც მოუხდა.

თეონა ჯორბენაძე მომხდარის გამო საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტისგან პასუხს ითხოვს და ამბობს, რომ აღნიშნულ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებს.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

წაიკითხეთ: "რა კომისია, მე ვწყეტ ერთპიროვნულად, თუ არ გჯერა ვასიკოს კითხეო..." - პროდიუსერი თეონა ჯორბენაძე "საზოგადოებრივ მაუწყებელს" აბუჩად აგდებაში ადანაშაულებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი