კონფლიქტები
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარსი ლომშია და ხანძრების ბუმია, ეს მოსალოდნელი იყო..." - ასტროლოგი ცხელი აგვისტოს და სექტემბრის ასტროლოგიურ პროცესებზე
"მარსი ლომშია და ხანძრების ბუმია, ეს მოსალოდნელი იყო..." - ასტროლოგი ცხელი აგვისტოს და სექტემბრის ასტროლოგიურ პროცესებზე

"მარ­სი ლომ­შია და ხან­ძრე­ბის ბუ­მია, ეს მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო... 6 სექ­ტემ­ბრი­დან ქალ­წულ­ში რომ გა­და­ვა, იმე­დი მაქვს, თან რამე ეპი­დე­მი­ას არ მო­ი­ყო­ლებს, სექ­ტემ­ბე­რი შე­და­რე­ბით მშვი­დი იქ­ნე­ბა," - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ას­ტრო­ლო­გი სო­ფია ბზე­კა­ლა­ვა, რო­მე­ლიც აგ­ვის­ტოს დად­გო­მის­თა­ნა­ვე აა­ნონ­სებ­და რთუ­ლი პე­რი­ო­დის და­სა­წყისს.

- აგ­ვის­ტო, ყვე­ლა ას­პექ­ტით, ცხე­ლი აღ­მოჩ­ნდა... ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ხან­ძრე­ბი გა­აქ­ტი­ურ­და. აგ­ვის­ტოს ბო­ლომ­დე ასე­თი და­ძა­ბუ­ლო­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი?

- მთა­ვა­რია, მიმ­დი­ნა­რე რთულ­მა კვი­რამ მშვი­დად ჩა­ი­ა­როს. ამ თვე­ში ორი დაბ­ნე­ლე­ბა (მთვა­რის და მზის) მოხ­და. 21 აგ­ვის­ტოს მზის დაბ­ნე­ლე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო, რად­გა­ნაც მზე სრუ­ლად დაბ­ნელ­და. ამი­ტო­მაც, ჯერ კი­დევ თვის და­სა­წყის­ში ვამ­ბობ­დი, რომ ხან­ძრე­ბი და აფეთ­ქე­ბე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო.

მარ­სი ლომ­ში, ცე­ცხლის ნი­შან­ში რომ გა­და­დის, ხან­ძრე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლია ხოლ­მე. თან, მზე ლომ­შია. მარ­სი პლუს მზე შე­ერ­თე­ბუ­ლი ლომ­ში, - ეს ას­ტრო­ლო­გი­უ­რი ფორ­მუ­ლა ხან­ძრის ან მას­შტა­ბუ­რი აფეთ­ქე­ბის მო­მას­წა­ვე­ბე­ლია.

- სექ­ტემ­ბრი­დან მარ­სი ქალ­წულ­ში გა­და­ვა. რის სა­ფუძ­ველ­ზე ამ­ბობთ იმას, რომ შე­იძ­ლე­ბა, რა­ი­მე ეპი­დე­მი­ამ იფეთ­ქოს?

- მარ­სის ქალ­წულ­ში გა­დას­ვლა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე მოქ­მე­დებს... მარ­სი კირჩხიბ­ში რომ გა­და­ვი­და, ჩემი პროგ­ნო­ზით, წყალ­დი­დო­ბე­ბი ვი­ვა­რა­უ­დე ასეც მოხ­და, რად­გა­ნაც კირჩხი­ბი წყლის ნი­შა­ნია. როცა ტყუპ­ში იყო მარ­სი, მა­შინ ვამ­ბობ­დი, ძლი­ე­რი ქარი და შე­საძ­ლოა გრი­გა­ლიც იყოს-მეთ­ქი. ესეც ახდა. ეს მოვ­ლე­ნე­ბი პლა­ნე­ტე­ბის მოძ­რა­ო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. მარ­სი და­ახ­ლო­ბით, ერთ თვე­ში ან ცოტა მეტ ვა­და­ში იც­ვლის ხოლ­მე ზო­დი­ა­ქოს ნი­შანს და შე­სა­ბა­მი­სი ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნე­ბი მო­აქვს.

- ადა­მი­ა­ნებ­ში უკვე ისე­თი შიში გაჩ­ნდა, რომ ჩვენ­ში ხან­ძა­რი თით­ქოს არას­დროს დას­რულ­დე­ბა...

- აუ­ცი­ლებ­ლად დას­რულ­დე­ბა, რად­გა­ნაც სექ­ტემ­ბრი­დან მარ­სი პო­ზი­ცი­ას იც­ვლის, თუმ­ცა, რო­გორც უკვე გი­თხა­რით, ეპი­დე­მი­ის რის­კი არ­სე­ბობს, მარ­სი ქალ­წუ­ლის ნი­შან­ში გა­და­დის, ეს კი, რო­გორც ვთქვი, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას არ­თუ­ლებს.

- აგ­ვის­ტო­ში თვე­ში ორი მას­შტა­ბუ­რი დაბ­ნე­ლე­ბა (მზის და მთვა­რის) და­ემ­თხვა... რო­გორც ჩანს, ამან პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა...

- დაბ­ნე­ლე­ბე­ბი დიდი ენერ­გე­ტი­კის ამოფრქვე­ვის ეტა­პია. რო­გორც წესი, მო­აქვს მოვ­ლე­ნე­ბი, რომ­ლებ­საც შემ­დე­გი უახ­ლო­ე­სი 18 წლის მან­ძილ­ზე, რე­ზო­ნან­სუ­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბა ექ­ნე­ბა. რაკი დაბ­ნე­ლე­ბამ ამ­ჟა­მად ლო­მის ნი­შან­ში მო­უ­წია და მზე შე­ერ­თე­ბუ­ლი იყო მარსთან, მო­სა­ლოდ­ნე­ლი გახ­ლდათ სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბე­ბი, უმე­ტე­სად, ხან­ძრე­ბი ან აფეთ­ქბე­ბი/ტე­რაქ­ტე­ბი. ეს მოვ­ლე­ნე­ბი სა­მო­მავ­ლოდ შე­საძ­ლოა გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის კა­ტა­ლი­ზა­ტო­რიც გახ­დეს.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- კონ­კრე­ტუ­ლად ვერ გე­ტყვით, შე­იძ­ლე­ბა, სხვა­დას­ხვა მოვ­ლე­ნა იყოს - და­წყე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი - პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბით.

- რა უნდა გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ ზო­გა­დად, მიმ­დი­ნა­რე ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი უპ­რობ­ლე­მოდ გა­და­ვი­ტა­ნოთ?

- დაბ­ნე­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში ადა­მი­ა­ნებს მო­ე­თხო­ვე­ბათ სიმ­შვი­დე - ეს უდი­დე­სი ენერ­გე­ტი­კა, რო­მე­ლიც კოს­მო­სი­დან მო­დის, უპირ­ვე­ლე­სად ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კას აწ­ვე­ბა, იმ დროს ბევ­რი ვერ იმორ­ჩი­ლებს ნერ­ვებს და აგ­რე­სი­ას ავ­ლენს... ამი­ტომ, სა­ჭი­როა, ემო­ცი­ე­ბის კონ­ტრო­ლი და მაქ­სი­მა­ლუ­რად სიმ­შვი­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. ისე, ზო­გა­დად დაბ­ნე­ლე­ბის გავ­ლე­ნა ყვე­ლა ადა­მი­ან­ზე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. ვი­ღა­ცის ცხოვ­რე­ბა­ში შე­საძ­ლოა, ცხოვ­რე­ბის რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბა მოჰ­ყვეს. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი უკვე პი­რად ჰო­როს­კოპ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. სა­ერ­თოდ, კი დაბ­ნე­ლე­ბებ­ზე, რო­გორც ვთქვით, რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი ხდე­ბა, ზოგ­თან ქვეც­ნო­ბი­ე­რის დო­ნე­ზე ცხოვ­რე­ბის გა­და­ფა­სე­ბა, ზოგ­თან მოვ­ლე­ნე­ბის დო­ნე­ზე...

- ისიც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ წელს ცე­ცხლო­ვა­ნი მამ­ლის წე­ლი­წა­დია?..

- ამ წე­ლი­წად­ში რომ აგ­ვის­ტო ყვე­ლა­ზე რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და, ეს თა­ვი­დან­ვე ვი­ცო­დით. მაგ­რამ არც უი­მე­დო­ბა ვარ­გა და აგ­ვის­ტო ნა­ყო­ფი­ე­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი­თაც არის სავ­სე მათ­თვის, ვინც წინ­და­ხე­დუ­ლია, ემო­ცი­ებს აკონ­ტრო­ლებს და მზა­დაა, სა­კუ­თარ შეც­დო­მებ­ზე ის­წავ­ლოს.

გა­ვი­მე­ო­რებ, რომ ამ თვე­ში ყვე­ლა­ზე რთუ­ლი დღე­ე­ბი იყო 7 და 21 აგ­ვის­ტო (დაბ­ნე­ლე­ბე­ბის კო­რი­დო­რი), რა­მაც სირ­თუ­ლე­ე­ბი შექ­მნა... ამას და­ე­მა­ტა 13 აგ­ვის­ტო­დან პლა­ნე­ტა მერ­კუ­რის რეტ­როგ­რა­დუ­ლო­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სექ­ტემ­ბრის და­სა­წყი­სამ­დე არ უნდა და­ი­წყოთ ახა­ლი საქ­მე­ე­ბი, არ უნდა მო­ვა­წე­როთ ხელი მნიშ­ვნე­ლო­ვან დო­კუ­მენ­ტა­ცი­ებს და შე­თან­ხმე­ბას. აჯო­ბებს უკვე არ­სე­ბუ­ლი და რა­ღაც მი­ზე­ზით წარ­სულ­ში და­კონ­სერ­ვე­ბულ-შე­ჩე­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი გა­ა­ცო­ცხლოთ. ბევ­რი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ძვე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნა-გა­ნახ­ლე­ბის შან­სი გაჩ­ნდე­ბა. მაგ­რამ არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი არ­სე­ბულ კონ­ტაქ­ტებ­ში გა­ჭირ­დეს ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა და კო­მუ­ნი­კა­ცია. ამი­ტომ, კარ­გად უნდა მო­ვუს­მი­ნოთ თა­ნა­მო­სა­უბ­რეს, შე­საძ­ლოა, ერ­თმა­ნეთს "ჩი­ნუ­რად" ელა­პა­რა­კე­ბო­დეთ და მარ­ტივ სა­კი­თხებ­ზეც ვერ შე­თან­ხმდეთ.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"მარსი ლომშია და ხანძრების ბუმია, ეს მოსალოდნელი იყო..." - ასტროლოგი ცხელი აგვისტოს და სექტემბრის ასტროლოგიურ პროცესებზე

"მარსი ლომშია და ხანძრების ბუმია, ეს მოსალოდნელი იყო..." - ასტროლოგი ცხელი აგვისტოს და სექტემბრის ასტროლოგიურ პროცესებზე

"მარსი ლომშია და ხანძრების ბუმია, ეს მოსალოდნელი იყო... 6 სექტემბრიდან ქალწულში რომ გადავა, იმედი მაქვს, თან რამე ეპიდემიას არ მოიყოლებს, სექტემბერი შედარებით მშვიდი იქნება," - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში ასტროლოგი სოფია ბზეკალავა, რომელიც აგვისტოს დადგომისთანავე აანონსებდა რთული პერიოდის დასაწყისს.

- აგვისტო, ყველა ასპექტით, ცხელი აღმოჩნდა... ყველაფერთან ერთად, ხანძრები გააქტიურდა. აგვისტოს ბოლომდე ასეთი დაძაბულობაა მოსალოდნელი?

- მთავარია, მიმდინარე რთულმა კვირამ მშვიდად ჩაიაროს. ამ თვეში ორი დაბნელება (მთვარის და მზის) მოხდა. 21 აგვისტოს მზის დაბნელება საკმაოდ რთული იყო, რადგანაც მზე სრულად დაბნელდა. ამიტომაც, ჯერ კიდევ თვის დასაწყისში ვამბობდი, რომ ხანძრები და აფეთქებები მოსალოდნელი იყო.

მარსი ლომში, ცეცხლის ნიშანში რომ გადადის, ხანძრები მოსალოდნელია ხოლმე. თან, მზე ლომშია. მარსი პლუს მზე შეერთებული ლომში, - ეს ასტროლოგიური ფორმულა ხანძრის ან მასშტაბური აფეთქების მომასწავებელია.

- სექტემბრიდან მარსი ქალწულში გადავა. რის საფუძველზე ამბობთ იმას, რომ შეიძლება, რაიმე ეპიდემიამ იფეთქოს?

- მარსის ქალწულში გადასვლა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მოქმედებს... მარსი კირჩხიბში რომ გადავიდა, ჩემი პროგნოზით, წყალდიდობები ვივარაუდე ასეც მოხდა, რადგანაც კირჩხიბი წყლის ნიშანია. როცა ტყუპში იყო მარსი, მაშინ ვამბობდი, ძლიერი ქარი და შესაძლოა გრიგალიც იყოს-მეთქი. ესეც ახდა. ეს მოვლენები პლანეტების მოძრაობას უკავშირდება. მარსი დაახლობით, ერთ თვეში ან ცოტა მეტ ვადაში იცვლის ხოლმე ზოდიაქოს ნიშანს და შესაბამისი ბუნებრივი მოვლენები მოაქვს.

- ადამიანებში უკვე ისეთი შიში გაჩნდა, რომ ჩვენში ხანძარი თითქოს არასდროს დასრულდება...

- აუცილებლად დასრულდება, რადგანაც სექტემბრიდან მარსი პოზიციას იცვლის, თუმცა, როგორც უკვე გითხარით, ეპიდემიის რისკი არსებობს, მარსი ქალწულის ნიშანში გადადის, ეს კი, როგორც ვთქვი, ჯანმრთელობის მდგომარეობას ართულებს.

- აგვისტოში თვეში ორი მასშტაბური დაბნელება (მზის და მთვარის) დაემთხვა... როგორც ჩანს, ამან პრობლემები შექმნა...

- დაბნელებები დიდი ენერგეტიკის ამოფრქვევის ეტაპია. როგორც წესი, მოაქვს მოვლენები, რომლებსაც შემდეგი უახლოესი 18 წლის მანძილზე, რეზონანსული გამოვლინება ექნება. რაკი დაბნელებამ ამჟამად ლომის ნიშანში მოუწია და მზე შეერთებული იყო მარსთან, მოსალოდნელი გახლდათ სტიქიური უბედურებები, უმეტესად, ხანძრები ან აფეთქბები/ტერაქტები. ეს მოვლენები სამომავლოდ შესაძლოა გარკვეული პოლიტიკური მოვლენების კატალიზატორიც გახდეს.

- რას გულისხმობთ?

- კონკრეტულად ვერ გეტყვით, შეიძლება, სხვადასხვა მოვლენა იყოს - დაწყებული ხელისუფლების ცვლით, დამთავრებული - პოლიტიკური დაპირისპირებებით.

- რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზოგადად, მიმდინარე ასტროლოგიური პროცესები უპრობლემოდ გადავიტანოთ?

- დაბნელების პერიოდში ადამიანებს მოეთხოვებათ სიმშვიდე - ეს უდიდესი ენერგეტიკა, რომელიც კოსმოსიდან მოდის, უპირველესად ადამიანის ფსიქიკას აწვება, იმ დროს ბევრი ვერ იმორჩილებს ნერვებს და აგრესიას ავლენს... ამიტომ, საჭიროა, ემოციების კონტროლი და მაქსიმალურად სიმშვიდის შენარჩუნება. ისე, ზოგადად დაბნელების გავლენა ყველა ადამიანზე ინდივიდუალურია. ვიღაცის ცხოვრებაში შესაძლოა, ცხოვრების რადიკალური ცვლილება მოჰყვეს. მოკლედ, ყველაფერი უკვე პირად ჰოროსკოპზეა დამოკიდებული. საერთოდ, კი დაბნელებებზე, როგორც ვთქვით, რადიკალური ცვლილებები ხდება, ზოგთან ქვეცნობიერის დონეზე ცხოვრების გადაფასება, ზოგთან მოვლენების დონეზე...

- ისიც გასათვალისწინებელია, რომ წელს ცეცხლოვანი მამლის წელიწადია?..

- ამ წელიწადში რომ აგვისტო ყველაზე რთული იქნებოდა, ეს თავიდანვე ვიცოდით. მაგრამ არც უიმედობა ვარგა და აგვისტო ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი მოვლენებითაც არის სავსე მათთვის, ვინც წინდახედულია, ემოციებს აკონტროლებს და მზადაა, საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს.

გავიმეორებ, რომ ამ თვეში ყველაზე რთული დღეები იყო 7 და 21 აგვისტო (დაბნელებების კორიდორი), რამაც სირთულეები შექმნა... ამას დაემატა 13 აგვისტოდან პლანეტა მერკურის რეტროგრადულობა, რაც იმას ნიშნავს, რომ სექტემბრის დასაწყისამდე არ უნდა დაიწყოთ ახალი საქმეები, არ უნდა მოვაწეროთ ხელი მნიშვნელოვან დოკუმენტაციებს და შეთანხმებას. აჯობებს უკვე არსებული და რაღაც მიზეზით წარსულში დაკონსერვებულ-შეჩერებული პროექტები გააცოცხლოთ. ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ძველი ურთიერთობების აღდგენა-განახლების შანსი გაჩნდება. მაგრამ არ არის გამორიცხული არსებულ კონტაქტებში გაჭირდეს ურთიერთგაგება და კომუნიკაცია. ამიტომ, კარგად უნდა მოვუსმინოთ თანამოსაუბრეს, შესაძლოა, ერთმანეთს "ჩინურად" ელაპარაკებოდეთ და მარტივ საკითხებზეც ვერ შეთანხმდეთ.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"