პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზუგდიდის მერი - ღვთისმშობელი თვითონ ირჩევს სად იყოს დაბრძანებული მისი სამოსელი და მისი ნების გარეშე ვერანაირი ძალა ვერ დაძრავს კვართს
ზუგდიდის მერი - ღვთისმშობელი თვითონ ირჩევს სად იყოს დაბრძანებული მისი სამოსელი და მისი ნების გარეშე ვერანაირი ძალა ვერ დაძრავს კვართს

დედა ღვთის­მშო­ბე­ლი თვი­თონ ირ­ჩევს სად იყოს დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი მისი სა­მო­სე­ლი და მისი ნე­ბის გა­რე­შე ვე­რა­ნა­ი­რი ძალა ვერ დაძ­რავს კვართს - ამის შე­სა­ხებ ზუგ­დი­დის მერ­მა ირაკ­ლი გო­გო­ხი­ამ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

ირაკ­ლი გო­გო­ხია ღვთის­მშობ­ლის კვარ­თის ირ­გვლივ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცესს სპე­კუ­ლა­ცი­ას უწო­დებს. ზუგ­დი­დის მე­რის გან­მარ­ტე­ბით, ღვთის­მშობ­ლის კვარ­თის ზუგ­დიდ­ში დარ­ჩე­ნის მო­თხოვ­ნით ქა­ლა­ქის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ერ­თად სა­პატ­რი­არ­ქოს წე­რი­ლით უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მი­მარ­თავს.

"სა­პატ­რი­არ­ქო­ში შე­ვი­და წე­რი­ლი ფო­თი­სა და ხო­ბის ეპარ­ქი­ი­დან და ითხოვ­დნენ, რომ ერთი დღით წა­აბ­რძა­ნონ ღვძთის­მშობ­ლის კვარ­თი. ზუგ­დი­დის მო­სახ­ლე­ო­ბა ამის წი­ნა­აღ­მდე­გია. წე­ლი­წად­ში ერთხელ, 15 ივ­ლისს, ვლა­ქერ­ნო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ხდე­ბა კვარ­თის გა­მოს­ვე­ნე­ბა და ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ მო­ვი­დეს და მო­ი­ლო­ცოს.

ზუგ­დი­დე­ლე­ბის პო­ზი­ცია ასე­თია, რომ ჯერ მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბი და ტუ­რის­ტე­ბი შე­დი­ან ვლა­ქერ­ნო­ბას და შემ­დეგ სა­ღა­მოს შე­დი­ან ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი, რათა მათ ხელი არ შე­უ­შა­ლონ.

ყო­ველ წელს ხდე­ბა ეს სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი და ხალ­ხში მღელ­ვა­რე­ბას იწ­ვევს. თან მა­რი­ა­მო­ბის მარ­ხვის წინ. ჩვე­ნი პო­ზი­ცია პატ­რი­არ­ქთან და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია რამ­დენ­ჯერ­მე. მე ვერ ვხვდე­ბი პატ­რი­არ­ქის გვერ­დის ავ­ლით ესე­თი რა­ღა­ცე­ბი რა­ტომ ხდე­ბა.

ჩვენ გა­ვამ­ზა­დებთ გან­ცხა­დე­ბას, მთე­ლი ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბა მო­ა­წერს ხელს და იმე­დია, ჩვენს მო­თხოვ­ნას წმინ­და სი­ნო­დი და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

დედა ღვთის­მშო­ბე­ლი თვი­თო­ინ ირ­ჩევს სად იყოს დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი მისი სა­მო­სე­ლი და ვე­რა­ნა­ი­რი ძალა ვერ დაძ­რავს დედა ღვთის­მშობ­ლის კვართს. დედა ღვთის­მშო­ბე­ლი მფარ­ვე­ლობს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს და ზუგ­დიდს და ყვე­ლა­ფე­რი ისე იქ­ნე­ბა, რო­გორც დედა ღვთის­მშო­ბე­ლი მო­ინ­დო­მებს", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი გო­გო­ხი­ამ.

ზუგ­დი­დი­სა და ცა­ი­შის მიტ­რო­პო­ლი­ტი გე­რა­სი­მე და სა­პატ­რი­არ­ქოს სიწ­მინ­დე­ე­ბის შემ­სწავ­ლე­ლი კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე მე­უ­ფე ვახ­ტან­გი გუ­შინ ზუგ­დი­დის მრევლს შეხ­ვდნენ. მე­უ­ფე ვახ­ტან­გის გან­ცხა­დე­ბით, ის ზუგ­დიდ­ში სწო­რედ მრევ­ლი­სა და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის მო­სას­მე­ნად და სა­კი­თხის შე­სას­წავ­ლად ჩა­ვი­და. კვარ­თის ხო­ბის მო­ნას­ტერ­ში ერთი დღით გა­და­ტა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პატ­რი­არ­ქი მი­ი­ღებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

ზუგდიდის მერი - ღვთისმშობელი თვითონ ირჩევს სად იყოს დაბრძანებული მისი სამოსელი და მისი ნების გარეშე ვერანაირი ძალა ვერ დაძრავს კვართს

ზუგდიდის მერი - ღვთისმშობელი თვითონ ირჩევს სად იყოს დაბრძანებული მისი სამოსელი და მისი ნების გარეშე ვერანაირი ძალა ვერ დაძრავს კვართს

დედა ღვთისმშობელი თვითონ ირჩევს სად იყოს დაბრძანებული მისი სამოსელი და მისი ნების გარეშე ვერანაირი ძალა ვერ დაძრავს კვართს - ამის შესახებ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.

ირაკლი გოგოხია ღვთისმშობლის კვართის ირგვლივ მიმდინარე პროცესს სპეკულაციას უწოდებს. ზუგდიდის მერის განმარტებით, ღვთისმშობლის კვართის ზუგდიდში დარჩენის მოთხოვნით ქალაქის ხელმძღვანელობა მოსახლეობასთან ერთად საპატრიარქოს წერილით უახლოეს მომავალში მიმართავს.

”საპატრიარქოში შევიდა წერილი ფოთისა და ხობის ეპარქიიდან და ითხოვდნენ, რომ ერთი დღით წააბრძანონ ღვძთისმშობლის კვართი. ზუგდიდის მოსახლეობა ამის წინააღმდეგია. წელიწადში ერთხელ, 15 ივლისს, ვლაქერნობის დღესასწაულზე ხდება კვართის გამოსვენება და ნებისმიერ მსურველს აქვს საშუალება, რომ მოვიდეს და მოილოცოს.

ზუგდიდელების პოზიცია ასეთია, რომ ჯერ მოწვეული სტუმრები და ტურისტები შედიან ვლაქერნობას და შემდეგ საღამოს შედიან ადგილობრივები, რათა მათ ხელი არ შეუშალონ.

ყოველ წელს ხდება ეს სპეკულაციები და ხალხში მღელვარებას იწვევს. თან მარიამობის მარხვის წინ. ჩვენი პოზიცია პატრიარქთან დაფიქსირებულია რამდენჯერმე. მე ვერ ვხვდები პატრიარქის გვერდის ავლით ესეთი რაღაცები რატომ ხდება.

ჩვენ გავამზადებთ განცხადებას, მთელი ქალაქის მოსახლეობა მოაწერს ხელს და იმედია, ჩვენს მოთხოვნას წმინდა სინოდი დააკმაყოფილებს.

დედა ღვთისმშობელი თვითოინ ირჩევს სად იყოს დაბრძანებული მისი სამოსელი და ვერანაირი ძალა ვერ დაძრავს დედა ღვთისმშობლის კვართს. დედა ღვთისმშობელი მფარველობს სრულიად საქართველოს და ზუგდიდს და ყველაფერი ისე იქნება, როგორც დედა ღვთისმშობელი მოინდომებს”, - განაცხადა ირაკლი გოგოხიამ.

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე და საპატრიარქოს სიწმინდეების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე მეუფე ვახტანგი გუშინ ზუგდიდის მრევლს შეხვდნენ. მეუფე ვახტანგის განცხადებით, ის ზუგდიდში სწორედ მრევლისა და სასულიერო პირების მოსასმენად და საკითხის შესასწავლად ჩავიდა. კვართის ხობის მონასტერში ერთი დღით გადატანასთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილებას პატრიარქი მიიღებს.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი