პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მასშტაბური ხანძარი მთაწმინდაზე - მნიშვნელოვანი კადრები ფოტოობიექტივში
მასშტაბური ხანძარი მთაწმინდაზე - მნიშვნელოვანი კადრები ფოტოობიექტივში

მთაწ­მინ­და­ზე გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძა­რი ამ დრო­ის­თვის უკვე ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლია. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დამ­წვა­რია 2 ჰექ­ტა­რი ტყის მა­სი­ვი. ხან­ძრის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, თუმ­ცა ტყის მა­სივ­ში ცე­ცხლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­უ­დევ­რო­ბამ გა­მო­იწ­ვია. ად­გილ­ზე თბი­ლი­სის მერი, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, ასე­ვე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა" და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მე­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მთაწ­მინ­და­ზე გა­ჩე­ნილ ხან­ძარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 188-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბას ან გა­ნად­გუ­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ცე­ცხლი ვე­რის სა­საფ­ლა­ოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ახ­ლო­ე­ბით 23 სა­ა­თის­თვის გაჩ­ნდა. ხან­ძრის არე­ა­ლი მა­ლე­ვე გა­ი­ზარ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად რთუ­ლი რე­ლი­ე­ფუ­რი მდე­ბა­რე­ო­ბის გამო, სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ტექ­ნი­კას გა­და­ად­გი­ლე­ბა უჭირ­და, თუმ­ცა მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბის ეფექ­ტუ­რი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, ხან­ძრის გავ­რცე­ლე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა მა­ლე­ვე აღ­მო­ი­ფხვრა.

იხი­ლეთ ვი­დეო: მას­შტა­ბუ­რი ხან­ძა­რი მთაწ­მინ­და­ზე - ცე­ცხლის ჩა­საქ­რო­ბად ნიჩ­ბე­ბით გა­მო­სუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა და პარ­კი­დან ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლი ტუ­რის­ტე­ბი

ფოტო: ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე, ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი

მასშტაბური ხანძარი მთაწმინდაზე - მნიშვნელოვანი კადრები ფოტოობიექტივში

მასშტაბური ხანძარი მთაწმინდაზე - მნიშვნელოვანი კადრები ფოტოობიექტივში

მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია. არსებული ინფორმაციით, დამწვარია 2 ჰექტარი ტყის მასივი. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ტყის მასივში ცეცხლი, სავარაუდოდ, დაუდევრობამ გამოიწვია. ადგილზე თბილისის მერი, პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატები იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთაწმინდაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ცეცხლი ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე საახლოებით 23 საათისთვის გაჩნდა. ხანძრის არეალი მალევე გაიზარდა.  თავდაპირველად რთული რელიეფური მდებარეობის გამო, სახანძრო-სამაშველო ტექნიკას გადაადგილება უჭირდა, თუმცა მეხანძრე-მაშველების ეფექტური მუშაობის შედეგად, ხანძრის გავრცელების საშიშროება მალევე აღმოიფხვრა.

იხილეთ ვიდეო: მასშტაბური ხანძარი მთაწმინდაზე - ცეცხლის ჩასაქრობად ნიჩბებით გამოსული მოსახლეობა და პარკიდან ევაკუირებული ტურისტები

ფოტო: ირაკლი გედენიძე, ინტერპრესნიუსი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი